რომ ვერაფერი მოგიგიათო

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მესამე ტურში ხუთ-ხუთმა გუნდმა პირველად რომ იმარჯვა ან პირველადვე წააგო, ამქრის ერთ ნახევარს ბალანსი 2-1 გაუხდა და მეორეს 1-2

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

"მშობლიური ტაძრის ზართა რეკვა რომ ძალუმად ჩაესმით", გალეთში მასპინძლები ტრადიციულად მძლავრობენ. აკი ამ ტურშიც შვიდიდან ექვსი რკენა მათ სასარგებლოდ დასრულდა, სტუმრად კი მოიგო მხოლოდ მონპელიემ და სამ წაგებულს ლიდერობაში შეეზიარა.

სეზონში პირველად დამარცხდნენ ტულონი, ტულუზი, კლერმონი, ბორდო და სტადი, ხოლო პირველად იმარჯვეს გრენობლმა, ლიონმა, უაიონაზმა, კასტრმა და ლაროშელმა. 11 კლუბის 16 ჩვენებურიდან 6 დამწყები იყო და 4-ვე სათადარიგოც ჩაება თამაშში:

ბურჯებმა სამი ოფლოუდი გაახერხეს; ლაროშელის ახალბედამ, ჯიქმა ლექსო ყაულაშვილმა თუმც მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, სამ სოლოზე ბურთი 22 მეტრით წაწია წინ; გაგვისინბინეს დუდუ ქუბრიაშვილი; მოგვიგროვდა 12 ჯარიმა, ლევან ჩილაჩავამ კი ბოჭვაზე ვერ ივარგა (2/5)

მეორე ტური მოეწყო ტოპის მომდევნო, პროფესიულსავე "პრო დ2"-ში. მაგის 16-დან 9 კლუბში 21 დესპანი გვყავს და რაც გასახარია, მათში 8 არაბურჯია, ხოლო ორი - ბექიც! უქმეებზე ოთხმა ქართველმა სრული 80 წუთი ირაგბა, ლელოები კი მიითვალეს: სტარტზე ლაშა ლომიძემ და ამჯერად - დიმა ბასილაიამ.

ძლივს ეტყობოდათ

ტოპში კლერმონი მონპელიემ ძლია, ტულუზი - ლაროშელმა, ტულონი - რასინგმა. ამისმა პრეზიდენტმა ჟაკი ლორანზეტიმ შებმამდე უკბინა მეტოქეს, პრემიებით "სელერი კეპს" არღვევსო, რაზეც ჩემპიონის პატრონმა, მურად ბუჯელალმა მიუგო, აქამდე რომ ვერაფერი მოგიგიათ, მაგიტომაც ვერ უწყით, რომ ბონუსი კეპში არ ითვლებაო.

პარიზელებმა ორივე ტაიმში თითო ლელო დადეს - აფრიკელმა ფრანსუა ფანდერმერვემ და მაკსიმ მაშნომ; ტულონს მალევე გაუსინბინეს აფრიკელივე ქრეიგ ბერდენი, ნამატჩევს კი გაირკვა, რომ რაღაი რასინგს თეთრ-ცისფერ კვართებზე ძლივს ეტყობოდა ჭრელი ნომრები, 5-დან 50 ათას ევრომდე ჯარიმა გამოეწერება * 17:10

ყაულაშვილმა გემოზე დასცა თვით "ლე ბლეს" ყოჩი ტიერი დიუზოტუარი, ტულუზი კი დაღუპა ქრუსეიდერზიდან მიღებულმა კვაჭმა ქორი ფლინმა, სინბინში ვისი ყოფნის დროსაც ლაროშელმა 11 ქულა მოინაგრა. ლელოთა ბალანსია 3/3, მასპინძელთა შეტევა კი ორჯერ დაასრულა ვორათაზიდან გადაბირებულმა ალოფა ალოფამ * 37:25

მონპელიეს ბურჯი ნიკოლა მასი რომ გაუგდეს, კლერმონი წინ გაიჭრა; ბოლო 10 წუთში შეცვალეს დათო ზირაქაშვილი და მიხო ნარიაშვილიც; ამ დროს მასპინძლები ორით იგებდნენ, მაგრამ ოზმა ბროქ ჯეიმზმა დარტყმა ლელოს გადააცილა, შერკინებაში კი მონპელიემ იძალა და ფრანსუა ტრენ-დიუკმა 45 მეტრიდან დაჰკრა ჯარიმა * 21:20

სამმა გამარჯვებულმა პრემია აიღო - მეტოქეს მინიმუმ სამით მეტი ლელო დაუდო; ჰეთ-თრიქი შეასრულა გრენობლის ფიჯელმა ბექმა, რატუ-ალიპატე რატინიმ; უაიონაზის არგენტინელმა ქიქერმა, ვენხამინ ურდაპიჟეტამ 18 ქულა (ლ 2გ 3ჯ) მოკრიფა, ლიონ - ბრივის ჯახში კი 6 ყვითელი ბარათი გაიცა.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

III ტური

პარ 29/08

კლერმონ$

20:21

მონპელიე

შაბ 30/08

ლაროშელ

37:25

ტულუზ

კასტრ$

30:06

ბეიონ

გრენობლ$

37:23

ბორდო

ლიონ

24:06

ბრივ

უაიონაზ$

33:06

სტად

რასინგ

17:10

ტულონ

IV ტური * საქ დროით

პარ 5/09

მონპელიე

22.45

კასტრ

შაბ 6/09

ბრივ

16.45

ტულუზ

კლერმონ

19.00

რასინგ

გრენობლ

20.30

ლაროშელ

ლიონ

20.30

უაიონაზ

სტად

20.30

ბეიონ

ტულონ

22.45

ბორდო

   

ად

ტ14 * 3 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

ტულონ

9

+48

2-1

099:051

12/5

1

2

ტულუზ

9

+18

2-1

080:062

8/4

1

3

კლერმონ

9

+18

2-1

071:053

4/2

1

4

მონპელიე

9

+1

2-1

057:056

2/4

1

5

ბორდო

8

+4

2-1

071:067

5/7

0

6

რასინგ (პარ)

8

+1

2-1

057:056

5/5

0

7

სტად (პარ)

8

-21

2-1

054:075

5/8

0

8

გრენობლ

7

+7

1-2

080:073

9/6

3

9

უაიონაზ

6

=0

1-2

064:064

7/6

2

10

კასტრ

6

-8

1-2

058:066

4/7

2

11

ლიონ

5

+6

1-2

053:047

5/2

1

12

ბრივ

5

-11

1-2

049:060

4/2

1

13

ბეიონ

5

-12

1-2

059:071

5/7

1

14

ლაროშელ

4

-51

1-2

071:122

6/16

0

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

"პრო დ2"

I ტური

23-24/08

ბეზიე

31:27

აჟენ$

ბურგუენ

23:32

ალბი

მასი$

12:14

პო

მონტობან$

30:13

კარკასონ

ნარბონ

12:20

მონდემარსან

ტარბ

28:22

დაკს

პერპინიონ

22:09

კოლომიე

ბიარიც

16:15

ორიაკ$

II ტური

30-31/08

აჟენ$

33:36

ბურგუენ

ბეზიე

41:17

ტარბ

კარკასონ

15:13

ნარბონ$

დაკს

17:12

მონტობან$

მონმარსან$

24:26

კოლომიე

პო$

41:03

ორიაკ

პერპინიონ

42:21

მასი

ალბი$

34:16

ბიარიც

ად

პრო დ2 * 2 ტური

სხვ

მ-წ

$

1

პო

9

+40

2-0

1

2

ალბი

9

+27

2-0

1

3

პერპინიონ

8

+34

2-0

0

4

ბეზიე

8

+28

2-0

0

5

მონტობან

6

+12

1-1

2

6

მონდემარსან

5

+6

1-1

1

7

დაკს

4

-1

1-1

0

8

ბურგუენ

4

-6

1-1

0

9

კოლომიე

4

-11

1-1

0

10

კარკასონ

4

-15

1-1

0

11

ბიარიც

4

-17

1-1

0

12

ტარბ

4

-18

1-1

0

13

აჟენ

2

-7

0-2

2

14

ნარბონ

1

-10

0-2

1

15

მასი

1

-23

0-2

1

16

ორიაკ

1

-39

0-2

1

www.000webhost.com