ხულიგნები ემტერებიან

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეოთხე ტურში ტულონმა გაჭირვებით რომ ძლია ბორდო, ხოლო ტულუზი ბრივში დამარცხდა, ორნიღა - კლერმონი და მონპელიე თანალიდერობენ.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ტულონმა ფრედი მიშალაკის 6 ჯარიმით 18:13-ღა მოუგო ბორდოს, ვინც 20 წუთი კაც-ნაკლულმა ირაგბა. ტულუზმა ბოლოსკენ 10 ქულიანი ფორა გააბათილა, მაგრამ რომენ პუატის გადამკიდემ, მაინც წააგო:

ბრივს შეტევაში ბურთი წინ დაუვარდა, თობი ფლადმა 22-დან მოიგერია, რეფმა კი სტუმრები ნახეირებად მიიჩნია. ჰოდა, ფიჯელმა მბენიტო მასილევუმ კოხტა ფინტით იქეთ დაალელოვა ბობოლები * 26:19

მონპელიემ კასტრი 43:10 მოსრა, კლერმონისგან რასინგის დარბევაში კი ორი ლელო შეიტანა ბებერმა კაპიტანმა ორელიან რუჟერიმ * 32:6

ნამატჩევს გამარჯვებულებმა დღეობა მიულოცეს კანადელ ჯემი ქადმორს და ვაჟის შეძენა - კამი ლოპესს, მაგრამ ლხინი ცუდად დასრულდა: საქაბაბეში სამი მოძალადე აუხირდა გამოსწორების გზაზე შემდგარ ზელანდიელ ლოთს, გარემარბ ზექ გილდფორდს, წიხლის კვრით ყბა გაუტეხა და მწყობრიდან ერთი თვით გამოიყვანა.

დიახ, კლერმონელ მორაგბეებს ბოლო ხანს ერთობ ემტერებიან ხულიგნები: სულ რაღაც თვენახევრის წინ ყამებით შეიარაღებულმა ბანდამ ღამით დაჭრა ცნობილი ოსტატები - რუჟერი, ბენჟამენ კეიზერი და ჟიულიან პიერი.

კომბინაციები გავიწყდებაო

ლიონმა მოლით მაშინღა დაუდო ლელო უაიონაზს, ამას რომ კაცი გაუსინბინეს * 26:23, სტად ფრანსეზ - ბეიონის ბურთაობაში კი ბონუსი ორივე გუნდმა აიღო, რაც ფრანგული სისტემით იშვიათობაა.

დაიყარა ბევრი სატრანსფერო ჭორი, ირლანდიის კავშირმა და რასინგმა კი დაადასტურეს, რომ 29 წლის ჯონათან სექსთონი შემდეგი სეზონიდან შინ, ლენსთერში (დუბლინი) ბრუნდება.

კელტ ვარსკვლავსაც წინა ტურში ტულონის ძლევა ყბის გატეხვად დაუჯდა და უქმობს. მისი თქმით, ლეგიონერობა და თან "სამყურებში" თამაში მგეზავისთვის ძნელი შესათავსებელია, რაკი უცხო კლუბი არა გზოგავს, ნაკრების შეკრების გაცდენით კი კომბინაციები გავიწყდება!

მედიამ ეგეც მოიძია, რომ რასინგი სეზონში მილიონ (!) ევროს სთავაზობს ტულონელ მეთ გიტოს, რათა გაისად ამან შეცვალოს სექსთონი. ავსტრალიელის ჯამაგირი ამჟამად 600 ათასია და უნივერსალი ბექი ტულონში საგადასახადო შეღავათითაც სარგებლობს.

რასინგის პატრონს, ჟაკი ლორანზეტს თვალი " ოლ ბლექ" დენ ქართერისთვისაც დაუდგამს, ლიონი კი ებაასება ვოლაბ ქვეიდ ქუპერს, ვინაც ხომ დაშავებულია და თან ვერც კავშირს ურიგდება კონტრაქტის გაგრძელებაზე.

შარიქაძის პირველი ლელო

დასასრულ, ქართული ლეგიონიც მოვიკითხოთ. ელიტის 11 კლუბის 16 ჩვენებურიდან 7-ვე დამწყები - ბურჯი იყო, და სამი ფორვარდიც მარქაფიდან ჩაება თამაშში:

შეუცვლელად იომა გიორგი ჟღენტმა და ბურთი 16 მეტრზე ატარა; ლელო შეიტანა დათო ზირაქაშვილმა, უჯარიმოდ იმუშაკა და 6 სოლოზე ოვალი 22 მეტრით წაწია წინ; ჯვარედინი იოგები დაუწყდა დათო ხინჩაგიშვილს და ნახევარი წლით გამოვიდა მწყობრიდან; სინბინი არავის მიუღია, ჯარიმათა ჯამმა კი, წინა ტურთან შედარებით, 12-დან 7-მდე დაიკლო.

ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 9 კლუბში მოღვაწე 21 ქართველიდან ითამაშა ცამეტმა. შეუცვლელად ირაგბა ხუთმა. კარიერის ამ ეტაპზე პირველი ლელო გაიტანა ნორჩმა ბექმა მერაბ შარიქაძემ, გიორგი ნაცარაშვილი კი გაგვისინბინეს.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

IV ტური

პარ 5/09

მონპელიე$

43:10

კასტრ

შაბ 6/09

ბრივ

26:19

ტულუზ

კლერმონ$

32:06

რასინგ

გრენობლ$

30:12

ლაროშელ

ლიონ

26:23

უაიონაზ$

სტად$

34:29

ბეიონ$

ტულონ

18:13

ბორდო$

V ტური * საქ დროით

პარ 12/09

ლაროშელ

22.00

კასტრ

შაბ 13/09

ტულუზ

16.45

კლერმონ

ბეიონ

20.30

ბრივ

უაიონაზ

20.30

გრენობლ

რასინგ

20.30

ლიონ

ტულონ

22.45

სტად

კვი 14/09

ბორდო

16.30

მონპელიე

   

ად

ტ14 * 4 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

კლერმონ

14

+44

3-1

103:059

08/02

2

2

მონპელიე

14

+34

3-1

100:066

08/05

2

3

ტულონ

13

+53

3-1

117:064

12/06

1

4

სტად (პარ)

13

-16

3-1

088:104

10/10

1

5

გრენობლ

12

+25

2-2

110:085

12/06

4

6

ტულუზ

9

+11

2-2

099:088

09/06

1

7

ლიონ

9

+9

2-2

079:070

07/04

1

8

ბორდო

9

-1

2-2

084:085

06/07

1

9

ბრივ

9

-4

2-2

075:079

06/03

1

10

რასინგ (პარ)

8

-25

2-2

063:088

05/09

0

11

უაიონაზ

7

-3

1-3

087:090

09/08

3

12

ბეიონ

6

-17

1-3

088:105

07/12

2

13

კასტრ

6

-41

1-3

068:109

05/13

2

14

ლაროშელ

4

-69

1-3

083:152

06/19

0

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

"პრო დ2"

III ტური

6-7/09

ორიაკ$

25:09

მონტობან

კოლომიე

20:17

კარკასონ$

დაკს

20:26

ბურგუენ

მასი$

16:19

ალბი

ტარბ

16:15

პერპინიონ$

ბიარიც

24:20

მონმარსან$

ნარბონ

25:15

ბეზიე

პო$

26:21

აჟენ$

ად

დ2 * 3 ტური

სხვ

მ-წ

$

1

პო

14

+45

3-0

2

2

ალბი

13

+30

3-0

1

3

პერპინიონ

9

+33

2-1

1

4

ბეზიე

8

+18

2-1

0

5

ბურგუენ

8

=0

2-1

0

6

კოლომიე

8

-8

2-1

0

7

ბიარიც

8

-13

2-1

0

8

ტარბ

8

-17

2-1

0

9

მონმარსან

6

+2

1-2

2

10

მონტობან

6

-4

1-2

2

11

ორიაკ

6

-23

1-2

2

12

ნარბონ

5

=0

1-2

1

13

კარკასონ

5

-18

1-2

1

14

დაკს

4

-7

1-2

0

15

აჟენ

3

-12

0-3

3

16

მასი

2

-26

0-3

2

www.000webhost.com