ბრიტანული ტელეგრაფი

   ინგლისში, "ავივა პრემიერშიპის" მეორე რაუნდში შალვა მამუკაშვილის დებიუტი შედგა; კელტეთში, "გინესზე", ირლანდიის ოთხივე რეგიონმა იმარჯვა; ზელანდიაში კი წყვილი თრილერი სირენის შემდეგ დაგვირგვინდა გარდასახული ლელოთი.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

24 წლის ჰუქერი (ანუ კვაჭი) შალვა ყოჩებშია გაზრდილი, არმიაში დაოსტატებული და ბორჯღალიც 24 მოუხვეჭია. "შადრემ" ერთი თვეა, კონტრაქტი გააფორმა "სეილ შარქსთან", რაიც მანჩესთერის მხარის ძველი კლუბია, ინგლისის ჩემპიონი 2006 წელს იყო, ამჟამად კი იმითაა ცნობილი, რომ დენი სიპრიანი გეზავს და პოსტსაბჭოელებიც (ა)ჰყავს.

მამუკაშვილს ადგილზე ჩასვლა დაუგვიანდა და პირველ რაუნდში აუქმეს, მეორეში კი თავიდან თუმც მარქაფაში ეწერა, სასტარტოში უკრეს თავი. ჩვენებურმაც გაამართლა ნდობა: 78 წუთში 11 სოლოზე ბურთი 11 მეტრზე ათრია, ბოჭვაზეც ივარგა (7/1) და 2-ჯერღა დაჯარიმდა.

სეილმა გლოსთერში ტაიმი 11 ქულით მოიგო, მაგრამ 27:34 დამარცხდა, თუმცკი ერთბაშად 2 წერტი (ბონუსი და ნუგეში) აიღო. ჩემპიონ ნორსჰემპთონს ტელირეფმა ლელო გააუქმა, უელსელი მდევარი, ჯორჯ ნორსი სამოელ შემცურებელ ჯორჯ პისზე წინ იდგაო, ვოსპსმა კი ჩაჭრითა და გაგორებით მიითვალა თითო ლელო და 20:16 იმარჯვა.

თუ უცხოეთიდან გადმოვაო

ლესთერი სტუმრად დაეწია ექსეთერს და გაუსწრო * 24:20, ბასმა 7-ჯერ დალახვრა ახალბედა "ლონდონ ველში, ვინაც ბოლოს თავადაც გაიტანა მეოთხე ლელო * 53:26, მომცრო თვიქნემზე - სთუპზე კი მასპინძელი ჰარლიქვინზი ლონდონისავე სარასენსთან 0:39 რომ მოისრა, ფანებს მოუბოდიშა.

გამარჯვებულთა ბებერმა მგეზავმა, ჩარლი ჰოჯსონმა 6:0-ზე კივ ნიქ ევანსს მოგერიებაზე დაუფარა და დაუდო, დანარჩენი 17 ქულა კი გოლებით (გ 5ჯ) მოკრიფა. "თაიმსმა" შეიტყო, შემდეგი სეზონიდან ახალი კანონი შემოდის - მეორე "თითით საჩვენებელი ოსტატის" ჯამაგირი 5-მილიონ "სელერი ქეპში" აღარ ჩაითვლება, თუ ვარსკვლავი, გინდაც ინგლისელი, უცხოური კლუბიდან გადმოვა პრემიერშიპშიო.

ინგლისმა ბრენდ "ქენთებრის" ახალი - თეთრი და მეწამული ფორმებიც გამოამზეურა. დიზაინში რევოლუციური სიახლე ისაა, რომ ვარდი კვართს მარცხნივ კი აღარ, არამედ შუაში ახატია. რაგბის სამშობლო ამ სამოსით ნოემბრის ტესტებზე წარუდგება რაგბეთს, სამოასთან და "ექვსი ერის" გასვლებზე კი სათადარიგო წითელს მოირგებს.

საკუთარი ნახევრიდან

უელსურ რაგბში მშვიდობის დასადგურების - კავშირისა და რეგიონთა დაზავების - შემდეგ კარდიფს დაემატა "ცენტრალური კონტრაქტის" მქონე სემ ვორბერთონი, მაგრამ გლაზგომ "არმზ პარქზე" სამჯერ დაალელოვა ბლუზი * 33:12. სამაგიეროდ, შინ 13:14 წააგო ედინბურგმა, ვისაც ქონოთმა 10 შეგორებაზე 7 (!) შერკინება მოუგო.

ზელანდიაში ყველას სრავს ბოლო 6 წლის ჩემპიონი ქენთებრი, ვისაც ამ არა და იქეთა უქმეებზე თვით დენ ქართერი დაემატება, რათა "ოლ ბლექსის" ევროპული ტურნეს წინ ფორმაში ჩადგეს. გარდამავალი "რანფერლის ფარი" იოლად დაიცვა ქვემო 7-ეულის წევრმა ჰოქსბეიმ, თრილერები კი თარანაქიმ და საუსლენდმა მოიგეს:

პირველმა თერნოვერი შეამთხვია ბონუსის ასაღებად გამეცადინებულ ტასმანს, საკუთარი ნახევრიდან სამი წუთი უთამაშა ბურთი და კართან დაალელოვა * 31:30, ხოლო მეორემ ფაზურად უტია, მიზანს ალამთან ეწია და ჰაილენდერმა (ზე 15) ლიმა სოპოანგამ კიდიდან გარდასახა * 36:34

აფრიკაში პირველი მარცხში შეემთხვა ლიდერს - "დასავლეთ კონცხს" (ზე 15-ის სთორმერზ), ვინაც ლაიონზს გასვლაზე ვეღარ დაეწია * 33:35 და მარბიელი სია კოლისიც პლეიოფამდე მწყობრიდან გამოუვიდა. ხრიკვაზმა პუმასი 31:27 იმად ძლია, რომ ხოუვს პრინსლუმ 8 ჯარიმა შეაგდო, ჩიტაზმა კი შარქსს ხელი სირენის შემდეგღა, ვილი დიუპლესის ჯარიმითვე გაუფრევა * 30:30

 

ტულუზის კაპიტულაცია

საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეხუთე ტურში კლერმონმა ისტორიაში პირველად (?!) იმარჯვა ტულუზში, ხოლო ტულონმა და მონპელიემ წააგეს.

ტოპ 14 სასწაულად თანაბარი ლიგაა - დასის ნახევარს ბალანსად 2-3 უწერია.

ტულუზს შერკინება დაუჩიავდა და გი ნოვესის ზეობაში, პირველად დამარცხდა ზედიზედ მესამედ. კლერმონის ერთადერთი ლელო "პორტუგალმა" ჟიულიან ბარდიმ შეიტანა, მასპინძლებმა კი ბოლოს თეთრი ალამიც გადმოფინეს - იმის ნაცვლად, რომ ჯარიმა ფრის იმედად გაეთამაშებინათ, კარში დაკრეს და "ნუგეში" აიღეს * 9:13

გალეთისა და ევროპის ფალავანმა, ტულონმა შინ პირველად წააგო იანვრის აქეთ - პარიზის სტადთან ოთხმა ქიქერმა (არმითიჯ მიშალაკ ოქონორ ესკონდ) 12 ცდით 5 გოლიღა გაიტანა, მათმა ვიზავმა, ჟიულ პლისონმა კი ბოლო მეოთხედში ორ ჯარიმას არეკნიც დაურთო * 24:28

კოლორიტმა ფრედი მიშალაკმა ნაოპერაციევი ბეჭი იღრძო, მონპელიე კი ბორდოში მაშინ გატყდა, კივ რენე რეინჯერს 67 წუთზე, ფრეზე, სახიფათო ბოჭვისთვის ყვითელი რომ უჩვენეს * 27:21

თვით თაუთაუ შეცვალა

ჩაროზად, გალეთში მოღვაწე ჩვენებურთა ავან-ჩავანიც შევაჯამოთ.

ელიტის 11 კლუბის 16 ქართველიდან სამმაღა დაიწყო და შვიდიც მარქაფიდან ჩაება თამაშში, მაგრამ სამმა მოედანზე ისე ცოტა დრო დაჰყო, რომ "შესაძლებლობათა წარმოჩინება ვერცკი მოასწრო"

გასახარი ისა გვაქვს, რომ ათეულს ჯამში ერთი, კინკილა ჯარიმაღა მოუგროვდა, და არც არავინ გაუსინბინებიათ. შეტევაში ბებერი ლომი, დათო ზირაქაშვილი დაიტვირთა სხვებზე მეტად - 7 ძალური სოლო, ვიტო კოლელიშვილმა კი 3 გაქცუნებაზე ბურთი 14 მეტრით წაწია წინ.

მასა და 80 ნათამაშევ კოტე მიქაუტაძეს ბოჭვათა მაჩვენებელიც ჩინებული აქვთ 7/0, უტეხი ფანობა კი, რაღა თქმა უნდა, ტულონელი მამუკა გორგოძის მოკეთებას ელის, რათა სამადლო, ძიგძიგა სთრიმთა წვალებით ცქერას გამართლება მოენახოს.

ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 9 კლუბში მოღვაწე 21 "ჟოღჟიან"იდან აუქმეს ოდენ რვა; ორმა თავიდან ბოლომდე იომა; ყვითლით გაგვიგდეს სამი; ლელო არავის დაუდია, თაზო მჭედლიძემ კი შესვენებაზე თვით ფიჯელი რუპენი თაუთაუნიმბუთა შეცვალა.

ქართული ლეგიონი

 

ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

II რაუნდი

ჰარლიქვინზ

00:39

სარასენს

ბას$

53:26

ლონველშ$

გლოსთერ

34:27

სეილ$$

ექსეთერ$

20:24

ლესთერ

ვოსპს

20:16

ნორსჰემპთონ$

ნიუქასლ$

18:20

ლონაირიშ

III რაუნდი @ 19-21/09

გლოსთერ

22.45

ექსეთერ ^პარ

სეილ

17.00

ლონველშ ^შაბ

ჰარლიქვინზ

18.00

ვოსპს ^შაბ

ლონაირიშ

18.00

სარასენს ^შაბ

ბას

18.15

ლესთერ ^შაბ

ნიუქასლ

17.00

ნორსჰემპთონ ^კვი

     

2 რაუნდი

ავივა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

სარასენს

ლონდონ

9

2-0

+45

/

073:028

1

.

ბას

9

2-0

+36

/

082:046

1

თაიგერზ

ლესთერ

9

2-0

+23

/

060:037

1

ჩიფს

ექსეთერ

6

1-1

+48

/

072:024

2

სეინთს

ნორსჰემპთონ

6

1-1

+43

/

069:026

2

ვოსპს

ლონდონ

5

1-1

-2

/

048:050

1

აირიშ

ლონდონ

5

1-1

-3

/

035:038

1

ჰარლიქვინზ

ლონდონ

4

1-1

-34

/

020:054

0

.

გლოსთერ

4

1-1

-40

/

040:080

0

შარქს

სეილ

2

0-2

-16

/

047:063

2

ფოლქონზ

ნიუქასლ

1

0-2

-21

/

035:056

1

ველშ

ლონდონ

1

0-2

-79

/

026:105

1

 

კელტეთის "გინეს პრო12"

II რაუნდი

ტრევიზო

10:21

მანსთერ

დრეგონზ$

15:17

ოსპრეიზ

ედინბურგ$

13:14

ქონოთ

ალსთერ$

33:13

ძებრე

ლენსთერ$

42:12

ჰლანეჰლი

კარდიფ

12:33

გლაზგო

III რაუნდი @ 19-21/09

მანსთერ

22.30

ძებრე ^პარ

კარდიფ

22.35

ალსთერ ^პარ

ქონოთ

22.35

ლენსთერ ^პარ

დრეგონზ

17.40

გლაზგო ^შაბ

ჰლანეჰლი

21.00

ტრევიზო ^შაბ

ოსპრეიზ

19.00

ედინბურგ ^კვი

     

2 რაუნდი

გინეს პრო12

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ოსპრეიზ

სვონზი (უელ)

9

2-0

+33

07/01

61:28

1

ვორიორზ

გლაზგო (შტლ)

8

2-0

+23

06/02

55:32

0

ქონოთ

გოლვეი (ირლ)

8

2-0

+6

03/02

30:24

0

ალსთერ

ბელფასთ (ირლ)

8

1-0*1

+20

09/05

65:45

2

ლენსთერ

დაბლინ (ირლ)

6

1-1

+28

08/05

62:34

2

მანსთერ

ლიმრიქ (ირლ)

5

1-1

+10

04/02

34:24

1

.

ედინბურგ (შტლ)

5

1-1

=0

02/03

27:27

1

ბლუზ

კარდიფ (უელ)

5

1-1

-6

05/06

53:59

1

სქარლეთს

ჰლანეჰლი (უელ)

3

0-1*1

-30

06/10

44:74

1

დრეგონზ

ნიუპორთ (უელ)

2

0-2

-7

01/04

26:33

2

ძებრე

პარმა (იტა)

0

0-2

-35

04/10

39:74

0

ბენეტონ

ტრევიზო (იტა)

0

0-2

-42

02/07

23:65

0

 

ახალი ზელანდიის "ითმ-ის თასი"

V რაუნდი

ტასმან$

30:31

თარანაქი

ნორსჰარბორ

24:13

მანავატუ

ქენთებრი$

46:12

ველინგთონ

ბეიოვპლენთი

12:27

ოქლენდ

საუსლენდ$

36:34

ნორსლენდ$

ვაიქათო$

26:21

ქაუნთიზ$

ჰოქსბეი$+რფ

41:00

ოთაგო

VI რაუნდი @ 17-21/09

@ საუსლენდ

11.35

ტასმან ^ ოთხ

ნორსლენდ

11.35

თარანაქი ^ხუთ

ქაუნთიზ

11.35

ქენთებრი ^ პარ

ჰოქსბეი =რფ

06.35

ბეიპლენთი ^შაბ

ოქლენდ

09.35

ნორსჰარბორ ^ შაბ

მანავატუ

11.35

საუსლენდ ^ შაბ

ოთაგო

06.35

ვაიქათო ^კვი

ველინგთონ

08.35

ტასმან ^კვი

     

5 რაუნდი

ითმ-ის თასი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ქენთებრი

ქრაისთჩერჩ

24

5-0

+156

29/06

223:067

4

@ თარანაქი

ნიუპლიმუთ

22

4-1*1

+87

23/11

194:107

4

ტასმან

ნელსონ|ბლენ~

17

3-1*1

+55

17/11

160:105

3

ოქლენდ

ოქლენდ

15

3-1*1

+5

10/13

118:113

1

@ ვაიქათო

ჰემილთონ

15

3-3

-44

17/23

145:189

3

ქთზმანუკაუ

პუკეკოჰე

9

1-3*1

-23

10/13

090:113

3

ველინგთონ

ველინგთონ

2

0-5

-83

11/23

093:176

2

@ მანავატუ^

პამერსთონნ~

16

4-2

-10

12/15

130:140

0

@ ნორსლენდ

ფონგარეი

16

3-3

-3

17/19

158:161

4

ჰოქსბეი

ნეიპირ

15

3-2

+28

17/10

133:105

3

საუსლენდ

ინვერქარგილ

13

3-2

-16

15/16

136:152

1

@ ოთაგო

დანიდინ

10

2-4

-44

12/22

125:169

2

@ ბეიპლენთი^

როტორუა

7

1-5

-88

14/23

113:201

3

ნორსჰარბორ

ელბანი

7

1-4

-20

09/08

089:109

3

  სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"

VI რაუნდი

ქინგზ

13:28

ბულზ

ჩიტაზ

30:30

შარქს

ხრიკვაზ

31:27

პუმას$

ლაიონზ$

35:33

კონცხი$

VII რაუნდი @ 19-20/09

ლაიონზ

21.10

პუმას ^პარ

კონცხი

17.00

ხრიკვაზ ^შაბ

ბულზ

19.05

შარქს ^შაბ

ქინგზ

21.10

ჩიტაზ ^შაბ

     

6 რაუნდი

ქარრის თასი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

კონცხი

ქეიპთაუნ

24

5-1

+94

25/13

208:114

4

ლაიონზ

იოჰანესბერგ

20

4-2

+67

26/16

217:150

4

პუმას

ნელსპრეიტ

19

4-2

+28

18/12

168:140

3

შარქს

დურბან

16

3-2*1

+14

14/13

154:140

2

ჩიტაზ

ბლუმფონტეინ

14

2-3*1

-6

18/17

154:160

4

ბულზ

პრეტორია

14

3-3

-27

14/18

142:169

2

ხრიკვაზ

ქიმბერლი

11

2-4

-36

13/21

143:179

3

ქინგზ

პორთელიზაბეთ

1

0-6

-134

14/32

109:243

1

 

ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"

IV რაუნდი

მელბურნ$

44:24

პერთ

რემზ$

47:18

სთარზ

ქზლქანთრი$

29:32

ნჰრეიზ

იგლზ$

26:34

ბრისბენ

, = 2 = 3

V რაუნდი @ 18-20/09

ქზლქანთრი

13.30

რემზ ^ხუთ

იგლზ

09.00

მელბურნ ^შაბ

სთარზ

09.00

კანბერა ^შაბ

ნჰრეიზ

11.30

პერთ ^შაბ

     

4 რაუნდი

პირველობა

მ-წ

სხვ

გატ:გაშ

$

რაიზინგ

მელბურნ

20

4-0

+134

/

223:089

4

ქანთრი იგლზ

სიდნი

15

3-1

+57

/

127:070

3

სითი

ბრისბენ

12

3-1

-23

/

123:146

0

# ვაიქინგზ

კანბერა

9

2-1

+19

/

086:067

1

რემზ

გრეითერსიდნი

9

2-2

-9

/

111:120

1

სპირით

პერთ

5

1-3

-30

/

107:137

1

# რეიზ

ნრსჰარბსიდნი

4

1-2

-30

/

087:117

0

# ქზლქანთრი

გოულდ ქოუსთ

2

0-3

-32

/

063:095

2

# სთარზ

სიდნი

0

0-3

-86

/

051:137

0

@ თამაშით მეტი, # თამაშით ნაკლები, ^ პირისპირ მოგებით; ავსტრალიაში პრემია ფრანგულია, ხოლო ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებისთვის გერგება

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

V ტური

პარ 12/09

ლაროშელ$

41:16

კასტრ

შაბ 13/09

ტულუზ$

09:13

კლერმონ

ბეიონ

23:06

ბრივ

უაიონაკს

40:27

გრენობლ

რასინგ$

28:11

ლიონ

ტულონ$

24:28

სტად

კვი 14/09

ბორდო

27:21

მონპელიე

VI ტური * საქ დროით

პარ 19/09

ბრივ

22.45

ტულონ

შაბ 20/09

რასინგ

16.45

ტულუზ

კასტრ

20.30

უაიონაკს

კლერმონ

20.30

ლიონ

გრენობლ

20.30

ბეიონ

ლაროშელ

20.30

ბორდო

მონპელიე

22.45

სტად

   

ად

ტ14 * 5 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

კლერმონ

18

+48

4-1

116:068

09/02

2

2

სტად (პარ)

17

-12

4-1

116:128

12/12

1

3

ტულონ

14

+49

3-2

141:092

14/08

2

4

მონპელიე

14

+28

3-2

121:093

10/07

2

5

ბორდო

13

+5

3-2

111:106

08/09

1

6

რასინგ (პარ)

13

-8

3-2

091:099

09/10

1

7

გრენობლ

12

+12

2-3

137:125

15/10

4

8

უაიონაკს

11

+10

2-3

127:117

13/11

3

9

ტულუზ

10

+7

2-3

108:101

09/07

2

10

ბეიონ

10

=0

2-3

111:111

09/12

2

11

ლიონ

9

-8

2-3

090:098

08/08

1

12

ბრივ

9

-21

2-3

081:102

06/05

1

13

ლაროშელ

9

-44

2-3

124:168

10/20

1

14

კასტრ

6

-66

1-4

084:150

06/17

2

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

"პრო დ2"

 

IV ტური

13-14/09

ალბი

24:20

დაკს$

ბეზიე$

22:23

პო

ბურგუენ

23:23

ორიაკ

კარკასონ

25:18

ბიარიც

მონმარსან

25:22

მასი$

ტარბ

44:30

კოლომიე

მონტობან

24:19

პერპინიონ$

აჟენ$

43:08

ნარბონ

ად

დ2 * 4 ტური

სხვ

მ-წ*

$

1

პო

18

+46

4-0

2

2

ალბი

17

+34

4-0

1

3

ტარბ

12

-3

3-1

0

4

პერპინიონ

10

+28

2-2

2

5

მონმარსან

10

+5

2-2

2

6

მონტობან

10

+1

2-2

2

7

ბურგუენ

10

=0

2-1*1

0

8

ბეზიე

9

+17

2-2

1

9

კარკასონ

9

-11

2-2

1

10

აჟენ

8

+23

1-3

4

11

ბიარიც

8

-20

2-2

0

12

კოლომიე

8

-22

2-2

0

13

ორიაკ

8

-23

1-2*1

2

14

დაკს

5

-11

1-3

1

15

ნარბონ

5

-35

1-3

1

16

მასი

3

-29

0-4

3

www.000webhost.com