სამეზობლოშიც ვჩემპიონობთ

   ერთბაშად ორი ბორჯღალოსანი ბექი გახდა მეზობელი, მართლმადიდებელი ქვეყნის ჩემპიონი: ბიძინა სამხარაძემ რუმინეთში იყოჩაღა, დავით კაჭარავამ კი - რუსეთში.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

რუმინეთსა და რუსეთს "ერთა თასზე" ყოველ წელს ვერაგბებით. სლავებს კარგა ხანია მაგრად ვჯობივართ 16-1*1, ვლახებს კი მსოფლიო თასის ბოლო ორ ციკლში 7-1*1 ვუსწრებთ.

ამეების შემდეგ რა გასაკვირია, რომ ძლეულნი მძლეველებს თავიანთ კლუბებში ეპატიჟებიან და ჩვენებიც უცხოეთში გადადიან, მით უფრო, თუ იქ ჯამაგირიც მეტი აქვთ. 

სხვა ფაქტორია გლობალიზაცია. ყველა სპორტში კადრების მიმოცვლაა და ლიგები აჭრელებულია. აგერ რუმინეთის ფინალში 30 დამწყებიდან მხოლოდ 14 იყო ადგილობრივი, ხოლო 16 - ლეგიონერი.

ძირითადში 4 კარპატელი ბექიღა მოხვდა, უცხოელთა სრული თაიგული კი ასეთია: 5 ფიჯელი, 3 აფრიკელი, ორ-ორი ზელანდიელი, ავსტრალიელი და ქართველი, თითო სამოელი და ტონგელი.

მეტიც, ორივე ფინალისტი პერიფერიელი, არა-ბუქურეშტელი იყო, რაკი რეგიონები სპორტში მეტ ფულს დებენ, ვიდრე დედაქალაქი, და ეგრევე გადავიდნენ ყოჩები თბილისიდან ბოლნისში!

აბურდული ფორმულით

რუმინეთი თუ მეტწილად სამხრეთ-ნახევარსფეროელებს იზიდავს, რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრციდან კრებს ოსტატებს. ვის აღარ შეხვდებით პროფ-ლიგაში: უკრაინელს, მოლდოველს, ლატვიელს, ყაზახსა და ქართველს, მეტადრე კი - ქუთათურებს.

მაგრამ "კაჭი" ტფილისელია! ეგრევე "რიჟაც", ვისაც რუმინეთში "ბიბი" ჰქვია. დათოს ციმბირში ადრეც უმუშაკნია, და ბიძინაც პირველი ვადით როდია ვლახეთში. ორივეგან ელიტაში ნაკლები გუნდია, ვიდრე საქართველოში, და პირველობაც აბურდული ფორმულით ტარდება.

რუმინეთში ბუქურეშტის სამმა და რეგიონთა ოთხმა გუნდმა გამართა ორი წრე; მერე ოთხმა უკეთესმა ერთიც, სამმა უარესმა კი - ასევე ერთი, ოღონდაც ნულიდან. ამათგან ორი უკეთესი ოთხეულის ორ უარესს დაეჯახა მესამედფინალში, ნახევარფინალში კი ის უმსგავსობა მოხდა, წინა აკიდოში რომ გვეწერა.

ფინალი ორშაბათს

რუსეთში ხუთმა ევროპულმა და სამმაც აზიურმა გუნდმა ჯერ ითამაშა ერთი წრე, მერე -  ხუთმა ძლიერმა და სამმა სუსტმა ნულიდან ორ-ორიც, ბოლოს კი მოეწყო ოქროსა და ბრინჯაოს თითო-მატჩა (!) ფინალები, რაც რაგბული კულტურის დამკვიდრების უტყუარი დასტურია.

ერთი კია, ორი ციმბირული გუნდი ჩემპიონობისთვის ორშაბათს (!) შეერკინა. მანამდე, ივლისში, იარს 26:7 მოეგო, აგვისტოსა და სექტემბერში ენისეის 24:18 და 18:10 ემაჯვნა, და გადამწყვეტი ჯახიც მის სასარგებლოდ დასრულდა.

ჰოდა, დამოუკიდებლობის ლამის მეოთხედ საუკუნეში ამოტოლა ძერჟავას აქამდეც სამად-სამი ჩემპიონი ჰყავს - ორი ციმბირელი და "ვევეა სარასენსი"

 

რუმინეთის "სუპერ ლიგა"

ად

I ეტაპი * 2 წრე

სხვ

  მ-წ*

$

1

ბაია მარე

52

+181

11-00*1

6

2

ტიმიშოარა

48

+179

09-02*1

10

3

კონსტანცა

35

+50

08-04

3

4

მუნიჩიპალ (ბუქ)

27

-12

05-07

7

5

სტეაუა (ბუქ)

26

-11

05-07

6

6

დინამო (ბუქ)

10

-193

02-10

2

7

კლუჟ

8

-194

01-11

4

           

ად

II ეტაპი * 1 წრეც

სხვ

  მ-წ*

$

1

ბაია მარე

61

+188

13-01*1

7

2

ტიმიშოარა

57

+203

11-03*1

11

3

კონსტანცა

44

+262

10-05

4

4

მუნიჩიპალ

28

-51

05-10

8

5

სტეაუა

8

+6

02-00

0

6

დინამო

6

-3

01-01

2

7

კლუჟ

2

-3

00-02

2

<<  მესამედფინალი

მუნიჩიპალ 12:13 დინამო
კონსტანცა 17:16 სტეაუა

<<  ნახევარფინალი

ბაია მარე 40:9 დინამო
ტიმიშოარა 0:9 კონსტანცა

<<  ბრინჯაო

ტიმიშოარა 40:3 დინამო

<<  ოქრო

ბაია მარე 25:19 კონსტანცა

ბაი: სამოა ფილიპს გალ-მინია^კაპ ფაკაოსილეა (სპრინგ 76) ბოტეზატუ <10-9> ბრუქს სამხარაძე / დიკო (პრისტავიცა 43) ოანჩა რუსუ (გორუნ 71) ხრისტაკე (სტოიკა 68) ფანჰირდენ; მოიაკე მორელ (დანილა 57) ენე - 3ლ: დიკო ფილიპს სამხარაძე; 2გ 2ჯ: სამოა

კონ: საბახ ტუჩაშვილი ფამიტა ვლაიკუ^კაპ აპოსტოლ <10-9> რალულუ კენატალე (იანკის 41) / ტამბა (საშუ 17, ნერე 59) ტურაშვილი (იონ 71) ბადალიჩესკუ; აღიაჩაი ქრაითონ (მარცაკ 57) რავულო მოტოცოლეა (ფანნილ 38) ვუეტი - ლ: აპოსტოლ; გ 4ჯ: ვლაიკუ

რეფ იორდაკესკუ @ შაბ 13/09 ბუქურეშტ, არკულ დე ტრიუმფ

0:3(1) 3:3(26) 10:3(38) 10:6(40) /
10:9(45) 15:9(58) 18:9(65) 25:9(70) 25:16(75) 25:19(78)

 

რევოლუციის შემდგომი ჩემპიონები

სულ

დინამო

10

1991 1994 1996 1998
2000-02 2004 2007-08

16

ბაია მარე

5

1990 2009-11 2014

5

სტეაუა

5

1992 1999 2003 2005-06

24

კონსტანცა

2

1995 1997

6

ტიმიშოარა

2

2012-13

3

გრივიცა (ბუქ)

1

1993

12

 

რუსეთის "პროფესიული ლიგა" (პრლ)

ად

I ეტაპი * 1 წრე

სხვ

მ-წ*

$

1

კრასნი იარ

33

+226

7-0

5

2

ენისეი

29

+187

6-1

5

3

ვევეა (მონინო)

26

+144

5-2

6

4

სლავა (მოსკოვი)

16

+6

3-4

4

5

ნოვოკუზნეცკ

16

-10

3-4

4

6

ფილი (მოსკოვი)

11

-132

2-4*1

1

7

პენზა

6

-224

1-5*1

0

8

ტაგანროგ

1

-197

0-7

1

       

 

 

ად

II ეტაპი * 2 წრე

სხვ

მ-წ*

$

1

ენისეი

38

+162

8-0

6

2

კრასნი იარ

30

+83

6-2

6

3

ვევეა

19

-3

4-4

3

4

სლავა

11

-89

2-6

3

5

ნოვოკუზნეცკ

0

-153

0-8

0

6

ფილი

15

+93

3-1

3

7

ტაგანროგ

14

+30

3-1

2

8

პენზა

0

-123

0-4

0

ბრინჯაო

ვევეა 9:3 სლავა

ოქრო

ენისეი 22:10 კრასნი იარ

ენი: გაისინ კურაშოვ დ.კაჭარავა გერასიმოვ სიმპლიკევიჩ <10-9> კუშნარიოვ შჩერბან / ნოვოსიოლოვ სელსკი პრონენკო; საულიტე გარგალიკ; ორლოვ ტემნოვ რუდოი * ნოვიკოვ ტოლსტიხ / მაგომედოვ ბეზვერხოვ ზიკოვ; სერკოვ ბუტენკო - 3ლ: ორლოვ სიმპლიკევიჩ რუდოი; 2გ ჯ: კუშნარიოვ

იარ: ჰორთონ გალინოვსკი არტემიევ ქლეარ ოტროკოვ <10-9> დოდ ქოუენ / გ.ცნობილაძე ვ.ცნობილაძე კობილაშ; გარბუზოვ რომანოვ; გრესევ არხიპ პერეპელიცა * რუდენკო იაგუდინ / ხეჩიკოვ ტიტიკა გასანოვ; ხუდიაკოვ კისელიოვ - ლ: ოტროკოვ; გ ჯ: დოდ

რეფ მერედით (ინგ) @ ორ 15/09 კრასნოიარსკ, ლოკომოტივ

0:7(9) 7:7(21) 12:7(28) 15:7(35) 15:10(38) / 22:10(65)

 

პოსტ-საბჭოთა რუსეთის ყველა ჩემპიონი

კრასნი იარ  

9  

1992 1994-98 2000-01 2013

ვევეა  

8  

1993 2003-04 2006-10

ენისეი  

6  

1999 2002 2005 2011-12 2014

www.000webhost.com