ბუჯელალის დარდები

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ს ექვსი ტურის შემდეგ დამაჯერებლად კი ლიდერობს კლერმონი, მაგრამ მედია მაინც ტულონის თავკერძა პატრონის, მურად ბუჯელალის ოინებითაა ავსილი.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

კიდევ ვიტყვით: ტოპ 14 ისე თანაბარი ლიგაა, რომ დასის ქვედა ნახევარს - ერთბაშად 7 გუნდს - ბალანსად ერთი და იგივე, 2-4 უწერია. ამ ლიანგისგან განსხვავებით, კლერმონს პირველი ტურის აქეთ ლელო აღარ გაუშვია და ტულონს უკვე 4 ქულით უსწრებს. ყვითლებმა ლიონთან დაასვენეს დათო ზირაქაშვილი, მეორე ტაიმი კი 27:0 მოიგეს.

 

კლერმონის გარდა, პრემია აიღო მხოლოდ ტულონმა - ბრივს 25 წუთზე რაქში იდაყვის ჩარტყმისთვის წითლით რომ გაუგდეს პიტ მარე, სტუმრებმა გაილაღეს და 8 ლელო გაიტანეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა რუდი ვულფმა, ბრივი კი შარშანდელ გზას ადგას: თუ წინა სეზონში 29 ყვითელი და სამიც წითელი მოკრიფა, წელს უკვე 11+1 მოუნაგრებია!

უჭირს ევროპის ერთადერთ 4-გზის ჩემპიონს, ტულუზს - 36 წელია, სეზონი ასე ცუდად არ დაუწყია. ზემო-გარონელთა ვეტერანმა, ვენსან კლერკმა რასინგს კარიერის 86-ე ლელო დაუდო და ინგლისელმა თობი ფლადმაც გარდასახა * 16:15, მაგრამ მალე მაკსიმ მაშნომ შერკინებიდან ასწაპნა ბურთი სტუმრებს, მერე კი კივი ბურჯი, ნემია ტიალატაც გააგდეს და პარიზელებმა 27:16 იმარჯვეს.

მონპელიემ ერთობ უღიმღამო თამაშში უპრემიოდ, 23:3 გააბითურა რასინგის მეზობელი სტადი, ტური კი ლაროშელ - ბორდოს ბურთაობამ დაამშვენა. სტუმრები 13 კაცის ამარა რომ დარჩნენ, მასპინძლებმა 10-ქულიანი მარაგი შექმნეს, მაგრამ მერე მათაც გაუგდეს კაცი. ჰოდა, ბორდომ გარდასახულ ლელოს ორი ჯარიმაც დაურთო * 29:26

კრუასანები მომენატრაო

აკიდოში გვეწერა, "ბობოქრობს ტულონის შეფი მურად ბუჯელალი, ჩემი ფული უელსის, არგენტინისა და სამხრეთი აფრიკის ნაკრებთა წარმატებას რად უნდა ხმარდებოდესო". მარად ჯიქურად მოსაუბრე მდიდარი ეჭვობდა, უელსელი ლი ჰაფპენი კლუბში ტრავმირებული ჩამომივიდა და აქამდე მაგად ვერ რჩებაო, და თან ითხოვდა, "ოთხ ერზე" პაუზა რომაა, ბოკე ბრაიან ჰაბანა და პუმა ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე მომეშველონ, თორემ ხელფასს დავუქვითავო.

მედიამ ჰაბანა ქეიპთაუნში მოიკითხა, ამან კი აღიარა, მესმის ბუჯელალის გულისწყრომა, რაკი დიდძალი სახსარი შეალია კლუბის მოძლიერებას, ჩემდათავად კი, როცა ფალავნობა დასრულდება, უმალ ტულონის მარაქაში გავერევი, რაკი დილით კრუასანების მირთმევა ძაან მომენატრაო.

აწრიალებულ პატრონს ეახლა ჰაფპენის აგენტი თიმ ლოპესი და დაარწმუნა, ჩემს კლიენტს საზარდულზე ოპერაცია არ დაჭირდება და მწყობრში სამ კვირაში ჩადგებაო, ყველაზე მეტად კი ბატონი მურადი გაახარა უნივერსლომა ბექმა, 31 წლის ავსტრალიელმა მეთ გიტომ (92 კეპი), ვინაც ტულონთან ორი წლითაც გაიგრძელა კონტრაქტი.

ქოქოთი "ლე ბლეშია"

გიტო კლუბში 2011 წლის შემოდგომიდანაა და ინგლისელი ჯონი ვილქინსონის პენსიაზე გასვლის შემდეგ, უდაო ლიდერია. ოზ ვარსკვლავს რასინგმა წელიწადში მილიონი ევრო შეაძლია, რათა გადაებირებინა, ბუჯელალმა კი დაანამუსა მორაგბე, თუ ტულონიდან პარიზში გადახვალ, დავიჯერებ, რომ ცარიელი ტრიბუნების წინაშე გირჩევნია ბურთაობაო.

ტულონის უფროსობას სადარდებელი მაინც არ ელევა. ნაოპერაციევი ბეჭი რომ იღრძო 31 წლის კოლორიტმა, ფრედი მიშალაკმა და მწყობრიდან ოთხი თვით გამოვიდა, მურადს ჰკითხეს, ვილქინსონს ხომ არ დააბრუნებო. პატრონმა ეს შორს დაიჭირა, მაგრამ საიანვროდ კი მოჩანგლა არგენტინელი ხუან-მარტინ ერნანდესი, რაკი ჯეიმზ ოქონორი იანვარში ბრისბენის რედსში (ზე 15) გადადის.

47 კეპის მქონე "ჯადოქარი" პუმა ამჯერად უკლუბოდაა და ნაკრების განკარგულებაშია, მანამდე კი პარიზში 6 წელი გაუტარებია სტადში და ცოტაც რასინგში. სხვაფრივ, კვირას რომ გამოცხადდა "ლე ბლეს" სანოემბრო რაზმი, ფილიპ სანტ-ანდრემ 7 კაცი ტულონიდან აიყვანა, ოთხ-ოთხი - კლერმონიდან და ტულუზიდან, 9 ნომრად კი იხმო აფრიკელი (შარქს) რორი ქოქოთი, ვინც კასტრში მოღვაწეობს.

მასიმ იმარჯვა

დასასრულ, საფრანგეთში მომუშავე ქართველებიც მოვიკითხოთ.

ელიტის 11 კლუბის 16 კავკასიელიდან დამწყებ 15-ეულში მოხვდა ხუთი ბურჯი და ორი მარბიელი, ერთი ბურჯიც შეცვლაზე შევიდა, 80 წუთით კი არავინ დაუტვირთავთ. 14 მეტრით წაწია წინ ბურთი ვიტო კოლელიშვილმა და 13-ით გიორგი ჟღენტმა, ბოჭვაზე კი გვასახელა კოტე მიქაუტაძემ (11/0)

ვიტომ პირველ ტაიმში 9 აღებაზე 3 ოფლოუდი გაუშვა; კოტემ ბურთი ორჯერ დაკარგა; 6 კაცი ჯამში 9-ჯერ დაჯარიმდა, მოედანზე ბოლო 10 წუთში შეშვებულმა ზურაბ ჟვანიამ კი მატჩი სინბინში დაასრულა.

ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 9 კლუბში მოღვაწე 21 ჩვენებურიდან ცხრამ დაისვენა, ხოლო ვინც ირაგბა, იმათ არც ლელო გაუტანიათ და არც რამე დაუშავებიათ. მწირი, ოქმური სტატისტიკით, დუჟინიდან სამმა ითამაშა 80 წუთი, ოთხი მეორე ტაიმში შეცვალეს და ხუთი შევიდა, მაგრამ ვიქტორ დიდებულიძის გაწვრთნილმა მასიმ კი იმარჯვა სეზონში პირველად და გასახარი ეგა გვაქვს.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

VI ტური

პარ 19/09

ბრივ

13:53

ტულონ$

შაბ 20/09

რასინგ

27:16

ტულუზ

კასტრ

27:18

უაიონაკს

კლერმონ$

43:12

ლიონ

გრენობლ

24:15

ბეიონ

ლაროშელ$

26:29

ბორდო

მონპელიე

23:03

სტად

VII ტური * საქ დროით

პარ 26/09

ბეიონ

22.45

ტულუზ

შაბ 27/09

ტულონ

16.45

მონპელიე

ბრივ

20.30

ბორდო

გრენობლ

20.30

რასინგ

ლიონ

20.30

კასტრ

სტად

20.30

ლაროშელ

უაიონაკს

22.45

კლერმონ

   

ად

ტოპ14 * 6 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

კლერმონ

23

+79

5-1

159:080

13/02

3

2

ტულონ

19

+89

4-2

194:105

22/09

3

3

მონპელიე

18

+48

4-2

144:096

12/07

2

4

ბორდო

17

+8

4-2

140:132

10/11

1

5

რასინგ (პარ)

17

+3

4-2

118:115

11/11

1

6

სტად (პარ)

17

-32

4-2

119:151

12/14

1

7

გრენობლ

16

+21

3-3

161:140

17/10

4

8

უაიონაკს

11

+1

2-4

145:144

13/13

3

9

ტულუზ

10

-4

2-4

124:128

10/09

2

10

ბეიონ

10

-9

2-4

126:135

09/14

2

11

ლაროშელ

10

-47

2-4

150:197

12/22

2

12

კასტრ

10

-57

2-4

111:168

08/17

2

13

ლიონ

9

-39

2-4

102:141

08/12

1

14

ბრივ

9

-61

2-4

094:155

07/13

1

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

"პრო დ2"

V ტური

20-21/09

ორიაკ

15:10

კარკასონ$

კოლომიე$

09:12

ბეზიე

მასი

27:25

ბურგუენ$

მონმარსან

30:20

მონტობან

ნარბონ

38:22

ალბი

პო

22:15

დაკს

პერპინიონ$

32:16

აჟენ

ბიარიც$

52:10

ტარბ

ად

დ2 * 5 ტური

სხვ

მ-წ*

$

1

პო

22

+53

5-0

2

2

ალბი

17

+18

4-1

1

3

პერპინიონ

15

+44

3-2

3

4

მონდემარსან

14

+15

3-2

2

5

ბიარიც

13

+22

3-2

1

6

ბეზიე

13

+20

3-2

1

7

ორიაკ

12

-18

2-2*1

2

8

ტარბ

12

-45

3-2

0

9

ბურგუენ

11

-2

2-2*1

1

10

მონტობან

10

-9

2-3

2

11

კარკასონ

10

-16

2-3

2

12

ნარბონ

9

-19

2-3

1

13

კოლომიე

9

-25

2-3

1

14

აჟენ

8

+7

1-4

4

15

მასი

7

-27

1-4

3

16

დაკს

5

-18

1-4

1

www.000webhost.com