ქება გვმართებსო

   ინგლისში სამხედროები ისევ დაუტკბნენ რაგბის კავშირს და "ავივაზე" ბასმა მოსრა ლესთერი; კელტეთში ქონოთმა ჩემპიონი ლენსთერი ძლია, ზელანდიაში კი ქენთებრი მეორედაც დაშვრა უპრემიოდ.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ინგლისის ახალი - თეთრი და მეწამული კვართების საგა მშვიდობიანად დასრულდა. ჯერ იყო და "ვიქთორიას ჯვრის" საზოგადოება აღშფოთდა, კავშირმა დიზაინში ჩვენს უკითხავად რად გამოიყენა ყველაზე საპატიო ბრიტანული მედლის მოტივიო, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ რაგბული ქველმოქმედებით 2 მილიონი გირვანქა შერგებოდა, და სულ სხვა ჰანგზე ამღერდა.

ნუ იტყვით და ოვალური ღირებულებები - თავდადება, გუნდურობა, წესრიგი და ასე შემდეგ - თურმე (!) მხედრულს ემთხვევა, წელს კი პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებიდან საუკუნეს რომ აღნიშნავს ინგლისი, რაგბის ნაკრების სამოსზე ვიქთორიას ჯვრის გამოჩენა ბრძოლებში დაღუპულთა სულის მოხსენიების ფრიად დახვეწილი ფორმა ყოფილა. ჰოდა, კავშირისა საყვედური კი არა, ქება გვმართებსო!

18 მეტრი 9 სოლოზე

რაგბის სამშობლომ პირველი ჩემპიონი 1988 წელსღა იყოლია. 27 სეზონში ლესთერი 10-ჯერ გახდა ფალავანი, ბასი 6-გზის, მაგრამ შაბათს რომ შეიყარნენ გრანდები რომაელთა მიერ დაარსებულ აბანოთ-ქალაქში, მასპინძელმა წარმოუდგენელი ანგარიშით, 45:0 იმარჯვა. ერთი კია, ახალ სეზონში რაუნდი არ ჩატარდება, ბობოლათა-შორისი რბევა რომ არ აღინუსხოს. აკი სტარტზე ნორსჰემპთონმა 53:6 დაანგრია გლოსთერი, მერე კი სარასენსმა 39:0 გააბურთავა ჰარლიქვინზი.

ბასმა პირველი ტაიმი 23:0 მოიგო, სულ კი 5-ჯერ დაალელოვა მეტოქე, ვინაც 2003 წლის აქეთ პირველად წააგო ნულზე. ლესთერს რაქში დაწიხლვისთვის სათადარიგო ჰავბექი, ფრანგი დავიდ მელეც გაუგდეს. ამავე ყაიდის სხვაობით, 46:8 დაამარცხა სეილმა ახალბედა "ლონდონ ველში"; ჰეთ-თრიქი შეასრულა შარქსის გარემარბმა თომ არსქოთმა, კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა კი 9 სოლოთი ბურთი 18 მეტრით წაწია წინ, ერთხელ დამხვდური გააბითურა და ბოჭვაშიც ივარგა (7/2)

ბილმა, ბოლო მოლით

სარასენსისგან გამწარებულმა ჰარლიქვინზმა 26:23 ძლია ვოსპსი, ვინაც სახელიდან ამოიშალა ლონდონი და ჰაივიქემიდან ქოვენთრის 32-ათასა "რიკოჰ ერინაზე" აპირებს გადაბარგებას. გამარჯვებულთაგან ერთი ლელო დადო ნაკრების კაპიტანმა ქრის რობშოუმ, ვისაც ბოლო ხანს კრიტიკოსი მოუმრავლდა.

ჰეთ-თრიქი ოხრად დაურჩა "ლონდონ აირიშის" გარემარბ ალექს ლუინგთონს, რაღაი სარასენსის ბოლო მოლი ლელოთი დააგვირგვინა ბილი ვუნიპოლამ * 36:32, ნორსჰემპთონმა კი ნიუქასლში პრემია მატჩის მიწურულს აიღო უელსელი ჯორჯ ნორსის წყალობით * 35:10

სამი კელტი მეზობლისა და იტალიის საზიარო "გინესზე" დუბლინის ლენსთერი 9:10 დამარცხდა დასავლეთის უკაცრიელი მხარის ცენტრ გოლვეიში. ტელი-რეფმა, შეიმას (!) ფლენერიმ დედაქალაქს პირველ ტაიმში ორი ლელო არ ჩაუთვალა: ერთხელ წინ პასი დაადგინა, მეორედ - შეტანილი ვერ დაამიწეთო, ქონოთის 9 ნომერმა, ქიარან მერმიონმა კი 40 მეტრზე, შერკინებიდან აიღო ბურთი და გზად რამდენიმე მოაღორა.

16 მატჩა ლიმიტი

გლაზგოს ნიუპორთში, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, ურჯუკად რაქვისთვის წითლით გაუგდეს მარბიელი თაირონ ჰოუმსი, მაგრამ დრეგონზი მაინც 33:13 მოარბია. კარდიფმა შინ, ალსთერთან 9:26 რომ წააგო, გამოტყდა, ნაკრების კაპიტანი სემ ვორბერთონი იმად ვაუქმეთ, რომ ცენტრალური კონტრაქტით, ჯამაგირის 60 პროცენტს კავშირი უხდის და კლუბში 16 მატჩზე მეტს ვეღარ ითამაშებსო.

შორეულ, (ახალ) ზელანდიაში ჰოქსბეიმ ზედიზედ მეორედაც დაიცვა 1904 წელს დაწესებული "რანფერლის ფარი" (რფ); "ქაუნთიზ მანუკაუ" ბოლომდე ეომა ბოლო 6 წლის ჩემპიონს, მაგრამ იმასღა მიაღწია, რომ ქენთებრიმ მეოთხე ლელო ვეღარ დადო - ადამ ვაითლოქი წითელ ზოლში შებოჭეს, დამარცხებულთა გურუმ, ტანა უმანგამ კი ბრძანა, სონი-ბილ ვილიამსს ნრლ-დან "ოლ ბლექსში" დაბრუნებამდე დასვენება ჭირდება და ამიტომ, წელს ეგრეც არ ირაგბებს "ითმ-ის თასზეო"

 

ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

III რაუნდი

გლოსთერ$

22:25

ექსეთერ

სეილ$

46:08

ლონველშ

ჰარლიქვინზ

26:23

ვოსპს$

ლონაირიშ$$

32:36

სარასენს

ბას$

45:00

ლესთერ

ნიუქასლ

10:35

ნორსჰემპთონ$

IV რაუნდი @ 26-28/09

ლონველშ

22.45

გლოსთერ ^პარ

ლესთერ

18.00

ლონაირიშ ^შაბ

სარასენს

18.00

სეილ ^შაბ

ნორსჰემპთონ

18.15

ბას ^შაბ

ექსეთერ

17.00

ჰარლიქვინზ ^კვი

ვოსპს

17.00

ნიუქასლ ^კვი

     

3 რაუნდი

ავივა

მ-წ

სხვ

გატ:გაშ

$

.

ბას

14

3-0

+81

14/06

127:046

2

სარასენს

ლონდონ

13

3-0

+49

10/07

109:060

1

სეინთს

ნორსჰემპთონ

11

2-1

+68

13/03

104:036

3

ჩიფს

ექსეთერ

10

2-1

+51

10/05

097:046

2

თაიგერზ

ლესთერ

9

2-1

-22

06/09

060:082

1

ჰარლიქვინზ

ლონდონ

8

2-1

-31

04/06

046:077

0

შარქს

სეილ

7

1-2

+22

12/06

093:071

3

აირიშ

ლონდონ

7

1-2

-7

06/08

067:074

3

ვოსპს

ლონდონ

6

1-2

-5

08/07

071:076

2

.

გლოსთერ

5

1-2

-43

06/13

062:105

1

ფოლქონზ

ნიუქასლ

1

0-3

-46

06/10

045:091

1

ველშ

ლონდონ

1

0-3

-117

05/20

034:151

1

 

კელტეთის "გინეს პრო12"

III რაუნდი

მანსთერ$

31:05

ძებრე

კარდიფ

09:26

ალსთერ

ქონოთ

10:09

ლენსთერ$

დრეგონზ

13:33

გლაზგო$

ჰლანეჰლი$

43:00

ტრევიზო

ოსპრეიზ$

62:13

ედინბურგ

IV რაუნდი @ 26-28/09

ედინბურგ

22.35

ჰლანეჰლი ^პარ

გლაზგო

22.35

ქონოთ ^პარ

ლენსთერ

22.35

კარდიფ ^პარ

ძებრე

18.00

ალსთერ ^შაბ

მანსთერ

21.30

ოსპრეიზ ^შაბ

დრეგონზ

19.00

ტრევიზო ^კვი

     

3 რაუნდი

გინეს პრო12

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ოსპრეიზ

სვონზი (უელ)

14

3-0

+82

16/02

123:041

2

ვორიორზ

გლაზგო (შტლ)

13

3-0

+43

10/03

088:045

1

ქონოთ

გოლვეი (ირლ)

12

3-0

+7

04/02

040:033

0

ალსთერ

ბელფასთ (ირლ)

12

2-0*1

+37

11/05

091:054

2

მანსთერ

ლიმრიქ (ირლ)

10

2-1

+36

09/03

065:029

2

სქარლეთს

ჰლანეჰლი (უელ)

8

1-1*1

+13

13/10

087:074

2

ლენსთერ

დაბლინ (ირლ)

7

1-2

+27

08/06

071:044

3

ბლუზ

კარდიფ (უელ)

5

1-2

-23

05/08

062:085

1

.

ედინბურგ (შტლ)

5

1-2

-49

03/12

040:089

1

დრეგონზ

ნიუპორთ (უელ)

2

0-3

-27

02/08

039:066

2

ძებრე

პარმა (იტა)

0

0-3

-61

05/15

044:105

0

ბენეტონ

ტრევიზო (იტა)

0

0-3

-85

02/14

023:108

0

 

ახალი ზელანდიის "ითმ-ის თასი"

VI რაუნდი

@ საუსლენდ

14:38

ტასმან$

ნორსლენდ

20:31

თარანაქი$

ქაუნთიზ

20:28

ქენთებრი

ჰოქსბეი$+რფ

36:17

ბეიპლენთი

ოქლენდ$

32:07

ნორსჰარბორ

მანავატუ$

41:20

საუსლენდ

ოთაგო$

38:07

ვაიქათო

ველინგთონ

20:42

ტასმან$

VII რაუნდი @ 24-28/09

@ ნორსჰარბორ

11.35

ქენთებრი ^ოთხ

ბეიპლენთი

11.35

ნორსლენდ ^ხუთ

თარანაქი

11.35

ოქლენდ ^პარ

ვაიქათო

06.35

მანავატუ ^შაბ

ქაუნთიზ

09.35

ველინგთონ ^შაბ

ნორსჰარბორ

11.35

ჰოქსბეი ^შაბ

ტასმან

05.35

ოთაგო ^კვი

ქენთებრი

07.35

საუსლენდ ^კვი

     

6 რაუნდი

ითმ-ის თასი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ქენთებრი

ქრაისთჩერჩ

28

6-0

+164

32/08

251:087

4

@ თარანაქი^

ნიუპლიმუთ

27

5-1*1

+98

27/13

225:127

5

@ ტასმან

ნელსონ

27

5-1*1

+101

27/15

240:139

5

ოქლენდ

ოქლენდ

20

4-1*1

+30

14/14

150:120

2

@ ვაიქათო

ჰემილთონ

15

3-4

-75

18/27

152:227

3

ქთზმანუკაუ

პუკეკოჰე

9

1-4*1

-31

12/16

110:141

3

ველინგთონ

ველინგთონ

2

0-6

-105

13/28

113:218

2

@ მანავატუ

პამერსთონნ~

21

5-2

+11

17/17

171:160

1

ჰოქსბეი

ნეიპირ

20

4-2

+47

22/12

169:122

4

@ ნორსლენდ

ფონგარეი

16

3-4

-14

19/23

178:192

4

@ ოთაგო

დანიდინ

15

3-4

-13

16/23

163:176

3

@ საუსლენდ

ინვერქარგილ

13

3-4

-61

19/26

170:231

1

@ ბეიპლენთი^

როტორუა

7

1-6

-107

16/28

130:237

3

ნორსჰარბორ

ელბანი

7

1-5

-45

10/12

096:141

3

  სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"

VII რაუნდი

ლაიონზ$

29:15

პუმას

კონცხი$

36:12

ხრიკვაზ

ბულზ

15:26

შარქს

ქინგზ

22:37

ჩიტაზ$

VIII რაუნდი @ 26-27/09

პუმას

21.00

კონცხი ^პარ

ჩიტაზ

21.10

ბულზ ^პარ

შარქს

16.00

ქინგზ ^შაბ

ხრიკვაზ

17.00

ლაიონზ ^შაბ

     

7 რაუნდი

ქარრის თასი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

კონცხი

ქეიპთაუნ

29

6-1

+118

30/15

244:126

5

ლაიონზ

იოჰანესბერგ

25

5-2

+81

30/18

246:165

5

შარქს

დურბან

20

4-2*1

+25

16/13

180:155

2

პუმას

ნელსპრეიტ

19

4-3

+14

20/16

183:169

3

ჩიტაზ

ბლუმფონტეინ

19

3-3*1

+9

22/20

191:182

5

ბულზ

პრეტორია

14

3-4

-38

14/20

157:195

2

ხრიკვაზ

ქიმბერლი

11

2-5

-60

15/26

155:215

3

ქინგზ

პორთელიზაბეთ

1

0-7

-149

17/36

131:280

1

 

ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"

V რაუნდი

ქზლქანთრი

24:13

რემზ

იგლზ

16:37

მელბურნ$

სთარზ

37:37

კანბერა

ნჰრეიზ

32:29

პერთ$

, = 2 = 3

VI რაუნდი @ 28/09

მელბურნ

08.00

კანბერა ^კვი

ბრისბენ

09.00

ქზლქანთრი ^კვი

პერთ

11.30

სთარზ ^კვი

ნჰრეიზ

13.30

რემზ ^კვი

     

5 რაუნდი

პირველობა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

რაიზინგ

მელბურნ

25

5-0

+155

37/15

260:105

5

ქანთრი იგლზ

სიდნი

15

3-2

+36

19/15

143:107

3

# სითი

ბრისბენ

12

3-1

-23

18/22

123:146

0

# ვაიქინგზ

კანბერა

11

2-1*1

+19

18/15

123:104

1

რემზ

გრეითერსიდნი

9

2-3

-20

18/20

124:144

1

# რეიზ

ნრსჰარბსიდნი

8

2-2

-27

16/20

119:146

0

# ქზლქანთრი

გოულდ ქოუსთ

6

1-3

-21

12/15

087:108

2

სპირით

პერთ

6

1-4

-33

19/25

136:169

2

# სთარზ

სიდნი

2

0-3*1

-86

14/24

088:174

0

@ თამაშით მეტი, # თამაშით ნაკლები, ^ პირისპირ მოგებით; ავსტრალიაში პრემია ფრანგულია, ხოლო ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებისთვის გერგება

www.000webhost.com