გასავარდნ ზონაში

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეშვიდე ტურში სტუმრად მოიგო მხოლოდ კლერმონმა და კვლავაც ლიდერობს, ხოლო ტულონში პირველად ირაგბა მამუკა გორგოძემ.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

კლერმონმა პირველი ტურის შემდეგ ახლაღა გაუშვა ლელო, მაგრამ მესამე გასვლაც მოიგო - უაიონაკსთან * 19:8

ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა ბობოლა ტულუზი და გასავარდნ ზონაში დაიძირა, თუმცკი თავიდან რიხით უტევდა ბეიონს. მედიას ეგეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რეფერი სებასტიან მინერი ბასკებს უფრო წყალობდა.

ჰოდა, ქრუსეიდერზის ექს-კვაჭმა, ქორი ფლინმა მოლში რომ დაწიხლა მეტოქე, 23 წუთზე წითლით გააძევეს. ბეიონმა შერკინებით იძალა და პრემიასაც გამოკრა ხელი * 35:19, რაკი ბოლოსკენ თემიდამ ამისი გამბათილებელი ლელოც გააუქმა.

სამი ჯარიმა და სინბინი

ელიტის 11 კლუბის 16 ქართველიდან სულ ექვსმა ითამაშა: სამმა - ტულონში და სამმაც - სხვა სამ კლუბში. 15-ეულში დაიწყო ოდენ ორმა. ბოჭვათა ჯამური ბალანსი 22/1 გვაქვს. ჩვენების მონაგარია 3 ოფლოუდი, ხოლო პასივი - 5 ჯარიმა.

თამაშს მონატრებული "გულივერა" ბრძოლაში მეორე ტაიმიდან ჩაება, ბურთი 9-ჯერ მიიღო და 19 მეტრი იარა, მაგრამ ბოლოს ზედიზედ სამჯერ რომ დაჯარიმდა, მატჩი სინბინში დაასრულა.

ტულონს ამ დროს უკვე გატეხილი ჰყავდა მამუკას ყოფილი კლუბი, მონპელიე. ჩემპიონებს ორი ლელოთი და გოლებით 25 ქულა შეაწია ავსტრალიელმა ჯეიმზ ოქონორმა.

ეს ახალი წლიდან რედსში (ზე 15) რომ გადავა, არგენტინელი ხუან-მარტინ ერნანდესი შეცვლის, ბეჭ-საოპერაციო ფრედი მიშალაკის მაგივრად კი კლუბმა აიმატა კიდევ ერთი უმუშევარი პუმა, ნიკოლას სანჩესი, ვინც საფრანგეთში ფალავნობის დასრულებისთანავე ჩავა. 

ტულონმა მონპელიეს პირველი ტაიმი 17:14-ღა მოუგო, გადამწყვეტ ლელოზე კი ოზმა მეთ გიტომ რომ მიიზიდა ორი, ბურთი მაკსიმ მერმოზს გაატანა და ამან მეტობით ახეირა ოქონორი * 35:17

ტულონი ნონუს ეკურკურება

ფანობამ ტურებს შორის რომ არ მოიწყინოს, "მიდი ოლიმპიკი" (ოლიმპიური სამხრეთი) სატრანსფერო ამბებითა და ჭორებით აპურებს.

აგერ, კასტრის 10 ნომერი, რემი ტალე გაისიდან სამ სეზონად გაურიგდა პარიზის რასინგს, ვისაც შინ, ლენსთერში წაუვა ირლანდიელი ჯონათან სექსთონი.

ცნობებში 32 წლის "ოლ ბლექი" მაჰა ნონუც გამოჩნდა, ესაო და საგაისო მსოფლიო თასის შემდეგ ტულონში გადავა ორი წლითო. შარშან მასზევე წერდნენ, კლერმონმა შეიპირაო, ტულონის პატრონს, მურად ბუჯელალს კი აფრიკელი ვილემ ალბერცისა და ავსტრალიელი იზი ფოლაუსთვისაც დაუდგამს თვალი.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

VII ტური

პარ 26/09

ბეიონ$

35:19

ტულუზ

შაბ 27/09

ტულონ$

40:17

მონპელიე

ბრივ

34:24

ბორდო

გრენობლ

27:25

რასინგ$

ლიონ

28:18

კასტრ

სტად$

43:10

ლაროშელ

უაიონაკს

08:19

კლერმონ

VIII ტური * საქ დროით

პარ 3/10

უაიონაკს

22.45

ტულონ

შაბ 4/10

ბორდო

16.45

კლერმონ

ბეიონ

20.30

მონპელიე

კასტრ

20.30

გრენობლ

ლაროშელ

20.30

ლიონ

რასინგ

20.30

ბრივ

ტულუზ

22.45

სტად

   

ად

ტოპ 14 * 7 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

კლერმონ

27

+90

6-1

178:088

14/03

3

2

ტულონ

24

+112

5-2

234:122

27/11

4

3

სტად (პარ)

22

+1

5-2

162:161

19/15

2

4

გრენობლ

20

+23

4-3

188:165

20/11

4

5

რასინგ (პარ) ^

18

+1

4-3

143:142

12/14

2

6

მონპელიე

18

+25

4-3

161:136

14/12

2

7

ბორდო

17

-2

4-3

164:166

13/15

1

8

ბეიონ

15

+7

3-4

161:154

13/15

3

9

ლიონ ^

13

-29

3-4

130:159

11/14

1

10

ბრივ

13

-51

3-4

128:179

11/16

1

11

უაიონაკს

11

-10

2-5

153:163

14/14

3

12

ლაროშელ ^^

10

-80

2-5

160:240

13/29

2

13

ტულუზ ^

10

-20

2-5

143:163

11/13

2

14

კასტრ

10

-67

2-5

129:196

10/20

2

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

^ წინაა პირისპირ მოგებით

"პრო დ2"

უქმობდა. VI ტური შაბათ-კვირასაა (4-5/10)

www.000webhost.com