შეხმატკბილებულად მუშაობენო

   ინგლისის პირველობაზე სარასენსი გალიდერდა, ნაკრების უფროსობას კი 2020 წლამდე გაუგრძელეს კონტრაქტი; კელტეთში იტალიელმა მაჩანჩალამ თვით ალსთერი გაასაღა, ზელანდიაში კი უძლეველი ქენთებრი ზედიზედ ორჯერ ხომ დამარცხდა და ერთბაშად სამი დიდოსტატიც გაერია მარაქაში.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

სარასენსმა შინ პრემიით * 40:19 გააბურთავა სეილი, ვინაც მესამე გასვლაც წააგო. ჩვენი "ლელოს" მეოხმა კლუბმა მეოთხე ლელო 70 წუთზე დადო, შარქსის კვაჭი, შალვა მამუკაშვილი კი შეცვალეს 50 წუთზე, როცა ანგარიში 30:7 იყო. მანამდე "შადრემ" 3 პასი გაუშვა, 8 სოლოზე ბურთი 5 მეტრით წაწია წინ, ორჯერ დაკარგა ოვალი, არ დაჯარიმებულა და ბოჭვაზეც ივარგა * 7/1

სარასენსმა გადაუსწრო ბასს. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში ორჯერ დაალელოვა ჩემპიონმა ნორსჰემპთონმა და ბონუსიც დაიბევა * 31:24. ექსეთერმა სტატიკასა და ბრეიქდაუნზეც აჯობა 2012 წლის ფალავანს, ჰარლიქვინზს და 36:13 მოუგო, "ლონდონ ველში" კი შეიქნა პირველი გუნდი, ვინც პრემიერშიპის ისტორიაში ზედიზედ ოთხ მატჩში გაუშვა 40 ქულა.

შარით დასრულდა ლესთერ - ლონდონ აირიშის რკენა. თაიგერზის გურუ რიჩარდ ქოქრილი დაემდურა მსაჯ გრეგ გარნერს, სტუმრებს სახეში მუშტის ჩარტყმა აპატია, ჩვენ კი კაცი რაქში ტყუილად გაგვისინბინაო. მეტიც, სირენის შემდეგ საჭოჭმანო ჯარიმა რომ შეაგდო შეინ გერათიმ, 21 682 ლესთერელი ქომაგი დადუმდა * 19:22

11 თვეში 5-ჯერ შეერყა

2012 წლის "ექვსი ერიდან" შეხმატკბილებულად მუშაობენო და კავშირმა შემდეგი ათწლეულის დადგომამდე ანდო ნაკრები სთუ ლანქასთერს, გრემ რაუნთრის, ენდი ფარელსა და მაიქ ქეთს. უმცროს ფარელს, 10 ნომერ ოუენს თეძო მოურჩა და ამ ვიქენდზე დაუბრუნდება სარასენსს. სამაგიეროდ, "ვარდები" ნოემბრის ტესტებში (ზელ აფრ სამ ავს) მოისაკლისებენ ალექს კორბისიეროს და ჯეფ პარლინგს.

ნორსჰემპთონის ბურჯმა ბეჭი დაიშავა და ახალ წლამდე იუქმებს, ლესთერის მეორეხაზელი კი ორი თვე დაისვენებს იმის გამო, რომ ბოლო 11 თვეში ტვინი 5-ჯერ შეერყა და შეიძლება დაინვალიდდეს. ისე, ზეპური რაგბი უხიფათო ხელობა რომ არაა, 34 წლის ენდრიუ შერიდანის მაგალითზეც ჩანს. ბურჯმა 2004-11 წლებში 40 კეპი მოაგროვა, მაგრამ კისერს ვეღარ ირჩენს და ამიტომ პენსიაზე გავიდა.

კელტეთ - იტალიის "გინესს" დაუმარცხებლად (4-0) და 18-18 ქულით მოწინავეობენ უელსის "ოსპრეიზი" და შოტლანდიის გლაზგო. ედინბურგი შინ ფრეს ბოლოსღა გამორჩა ჰლანეჰლთან, ვისაც უკვე ორი ყაიმი აქვს, ძებრემ კი პარმაში იმად ძლია ალსთერი, რომ სტუმრებს 11 წუთზე წითელი ბარათით გაუგდეს ბურჯი დექლან ფითსპათრიქი და ეს ოღრაში ტელი-რეფის, კარლო დამასკოს გაჩალიჩებული იყო.

თულუხჩად დაუბრუნდა

ზელანდიის პირველობის 9 მატჩში გაიცა 10 ბონუსი - 5 პრემია და ხუთიც ნუგეში. გუშინ ჰოქსბეიმ ზედიზედ მესამედ დაიცვა 1904 წელს დაწესებული "რანფერლის ფარი" (რფ) და 11 ოქტომბერს ბოლო მოცილედ საუსლენდი ჩააკითხავს, ქენთებრი კი აქამდე ერთადერთი იყო 14 მონაწილეში, თამაში რომ არ წაეგო.

ნავსი წყვილად გატყდა: ამქარმა 10 რაუნდის გამართვა 9 კვირაში რომ უნდა მოასწროს, ბოლო რაუნდი დაქუცმაცებულია და მესამედან მოყოლებული, ყოველ კვირაში თითო წყვილი ორჯერ რაგბობს - ოთხშაბათსა და ვიქენდზე. ჰოდა, ამგვარ გამოცდას ბოლო 6 წლის ჩემპიონმაც ვერ გაუძლო და ორივე თამაში წააგო.

ფალავანმა ნორსჰარბორს თავიდან 14:0 გაუსწრო, მაგრამ მერე 29 ქულა იქეთ მიიღო და ჩემპიონშიპის მაჩანჩალას ვეღარ დაეწია. ამასობაში ფეხი იმდენად მოურჩა 32 წლის დენ ქართერს, რომ საუსლენდთან პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ რად გინდა? ლიმა სოპოანგამ ბოლოსკენ შეაგდო ჯარიმა, დისის დუბლიორმა, რიჩი მოუნგამ კი კარის წინიდან ააცილა * 26:28

ქენთებრი უკან მოიტოვეს თარანაქიმ და ტასმანმა. "ოლ ბლექსიდან" ლოთობისთვის დროებით დათხოვნილი არონ ქრუდენი მშობლიურ მანავატუს თულუხჩად დაუბრუნდა და კვირას თამაშსაც აპირებს, ოთხშაბათს (8/10 @ 10.35 საქ) კი "ქაუნთიზ მანუკაუს" ოქლენდის წინააღმდეგ დაემატება თვით სონი-ბილ ვილიამსი, რაკი ამისი "სიდნი რუსთერზი" ნრლ-ის დიდ ფინალში (კვი 5/10 @ 12.20 საქ) ვერ გავიდა.

 

ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

IV რაუნდი

ლონველშ

10:46

გლოსთერ$

ლესთერ$

19:22

ლონაირიშ

სარასენს$

40:19

სეილ

ნორსჰემპთონ$

31:24

ბას$

ექსეთერ

36:13

ჰარლიქვინზ

ვოსპს$

35:18

ნიუქასლ

V რაუნდი @ 3-5/10

ბას

22.45

სარასენს ^პარ

ჰარლიქვინზ

18.00

ლონველშ ^შაბ

ლონაირიშ

18.00

ნორსჰემპთონ ^შაბ

გლოსთერ

18.15

ლესთერ ^შაბ

სეილ

17.00

ვოსპს ^კვი

ნიუქასლ

18.00

ექსეთერ ^კვი

     

4 რაუნდი

ავივა

მ-წ

სხვ

გატ:გაშ

$

სარასენს

ლონდონ

18

4-0

+70

14/10

149:079

2

სეინთს

ნორსჰემპთონ

16

3-1

+75

17/06

135:060

4

.

ბას

15

3-1

+74

17/10

151:077

3

ჩიფს

ექსეთერ

14

3-1

+74

13/06

133:059

2

ვოსპს

ლონდონ

11

2-2

+12

12/09

106:094

3

აირიშ

ლონდონ

11

2-2

-4

07/09

089:093

3

.

გლოსთერ

10

2-2

-7

12/14

108:115

2

თაიგერზ

ლესთერ

10

2-2

-25

07/10

079:104

2

ჰარლიქვინზ

ლონდონ

8

2-2

-54

05/09

059:113

0

შარქს

სეილ

7

1-3

+1

15/10

112:111

3

ფოლქონზ

ნიუქასლ

1

0-4

-63

08/14

063:126

1

ველშ

ლონდონ

1

0-4

-153

06/26

044:197

1

 

კელტეთის "გინეს პრო12"

IV რაუნდი

ედინბურგ

20:20

ჰლანეჰლი

გლაზგო$

39:21

ქონოთ

ლენსთერ$

37:23

კარდიფ

ძებრე

13:06

ალსთერ$

მანსთერ$

14:19

ოსპრეიზ

დრეგონზ$

33:15

ტრევიზო

V რაუნდი @ 3-5/10

ქონოთ

22.35

კარდიფ ^პარ

ალსთერ

22.35

ედინბურგ ^პარ

ძებრე

22.35

ოსპრეიზ ^პარ

ლენსთერ

21.30

მანსთერ ^შაბ

ტრევიზო

17.00

გლაზგო ^კვი

ჰლანეჰლი

19.00

დრეგონზ ^კვი

     

4 რაუნდი

გინეს პრო12

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ოსპრეიზ

სვონზი (უელ)

18

4-0

+87

17/03

142:055

2

ვორიორზ

გლაზგო (შტლ)

18

4-0

+61

15/06

127:066

2

ალსთერ

ბელფასთ (ირლ)

13

2-1*1

+30

11/06

097:067

3

ქონოთ

გოლვეი (ირლ)

12

3-1

-11

07/07

061:072

0

ლენსთერ

დაბლინ (ირლ)

12

2-2

+41

12/08

108:067

4

მანსთერ

ლიმრიქ (ირლ)

11

2-2

+31

10/04

079:048

3

სქარლეთს

ჰლანეჰლი (უელ)

10

1-1*2

+13

15/12

107:094

2

დრეგონზ

ნიუპორთ (უელ)

7

1-3

-9

06/10

072:081

3

.

ედინბურგ (შტლ)

7

1-2*1

-49

05/14

060:109

1

ბლუზ

კარდიფ (უელ)

5

1-3

-37

07/12

085:122

1

ძებრე

პარმა (იტა)

4

1-3

-54

06/15

057:111

0

ბენეტონ

ტრევიზო (იტა)

0

0-4

-103

04/18

038:141

0

 

ახალი ზელანდიის "ითმ-ის თასი"

VII რაუნდი

@ ნორსჰარბორ$

29:24

ქენთებრი$

ბეიპლენთი$

27:30

ნორსლენდ

თარანაქი$

35:22

ოქლენდ

ვაიქათო$

20:22

მანავატუ

ქაუნთიზ$

55:07

ველინგთონ

ნორსჰარბორ

28:25

ჰოქსბეი$

ტასმან$

32:24

ოთაგო

ქენთებრი$

26:28

საუსლენდ

@ ჰოქსბეი$ +რფ

36:14

ველინგთონ

VIII + IX რაუნდი @ 2-8/10

ოქლენდ

10.35

ვაიქათო ^ხუთ

ნორსლენდ

10.35

ნორსჰარბორ ^პარ

საუსლენდ

05.35

ქაუნთიზ ^შაბ

ბეიპლენთი

08.35

ოთაგო ^შაბ

ქენთებრი

10.35

ტასმან ^შაბ

მანავატუ

05.35

ჰოქსბეი ^კვი

ველინგთონ

07.35

თარანაქი ^კვი

@ ქაუნთიზ

10.35

ოქლენდ ^ოთხ

     

7 რაუნდი

ითმ-ის თასი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

@ თარანაქი^

ნიუპლიმუთ

32

6-1*1

+111

31/14

260:149

6

@ ტასმან

ნელსონ|ბლენ~

32

6-1*1

+109

31/18

272:163

6

@ ქენთებრი

ქრაისთჩერჩ

30

6-2

+157

37/15

301:144

6

ოქლენდ

ოქლენდ

20

4-2*1

+17

15/18

172:155

2

@ ვაიქათო

ჰემილთონ

16

3-5

-77

19/28

172:249

4

ქთზმანუკაუ

პუკეკოჰე

14

2-4*1

+17

19/17

165:148

4

@ ველინგთონ

ველინგთონ

2

0-8

-175

15/40

134:309

2

@ ჰოქსბეი

ნეიპირ

26

5-3

+66

30/16

230:164

6

@ მანავატუ

პამერსთონნ~

25

6-2

+13

18/18

193:180

1

@ ნორსლენდ

ფონგარეი

20

4-4

-11

22/26

208:219

4

@ საუსლენდ

ინვერქარგილ

17

4-4

-59

22/28

198:257

1

@ ნორსჰარბორ

ელბანი

16

3-5

-37

17/18

153:190

4

@ ოთაგო

დანიდინ

15

3-5

-21

19/27

187:208

3

@ ბეიპლენთი

როტორუა

8

1-7

-110

19/31

157:267

4

  სამხრეთი აფრიკის "ქარრის თასი"

VIII რაუნდი

პუმას

23:37

კონცხი$

ჩიტაზ

22:31

ბულზ

შარქს$

53:24

ქინგზ

ხრიკვაზ

08:46

ლაიონზ$

IX რაუნდი @ 3-4/10

პუმას

17.00

ბულზ ^პარ

შარქს

21.10

ლაიონზ ^პარ

ჩიტაზ

16.00

კონცხი ^შაბ

ხრიკვაზ

16.30

ქინგზ ^შაბ

     

8 რაუნდი

ქარრის თასი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

კონცხი

ქეიპთაუნ

34

7-1

+132

34/17

281:149

6

ლაიონზ

იოჰანესბერგ

30

6-2

+119

36/19

292:173

6

შარქს

დურბან

25

5-2*1

+54

23/16

233:179

3

პუმას

ნელსპრეიტ

19

4-4

=0

22/20

206:206

3

ჩიტაზ

ბლუმფონტეინ

19

3-4*1

=0

23/23

213:213

5

ბულზ

პრეტორია

18

4-4

-29

17/21

188:217

2

ხრიკვაზ

ქიმბერლი

11

2-6

-98

16/32

163:261

3

ქინგზ

პორთელიზაბეთ

1

0-8

-178

20/43

155:333

1

 

ავსტრალიის "ეროვნული პირველობა"

VI რაუნდი

მელბურნ$

34:13

კანბერა

ბრისბენ

29:13

ქზლქანთრი

ნჰრეიზ

34:34

რემზ

პერთ$

63:21

სთარზ

, = 2 = 3

VII რაუნდი @ 2-6/10

კანბერა

13.35

ნჰრეიზ ^ხუთ

რემზ

14.00

ბრისბენ ^პარ

პერთ

11.30

ქზლქანთრი ^შაბ

სთარზ

08.00

იგლზ ^ორ

     

6 რაუნდი

პირველობა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

რაიზინგ

მელბურნ

30

6-0

+176

42/17

294:118

6

# სითი

ბრისბენ

16

4-1

-7

22/24

152:159

0

# ქანთრი იგლზ

სიდნი

15

3-2

+36

19/15

143:107

3

სპირით

პერთ

11

2-4

+9

28/28

199:190

3

# ვაიქინგზ

კანბერა

11

2-2*1

-2

20/20

136:138

1

რემზ

გრეითერსიდნი

11

2-3*1

-20

22/24

158:178

1

# რეიზ

ნრსჰარბსიდნი

10

2-2*1

-27

20/24

153:180

0

# ქზლქანთრი

გოულდ ქოუსთ

6

1-4

-37

14/19

100:137

2

# სთარზ

სიდნი

2

0-4*1

-128

17/33

109:237

0

@ თამაშით მეტი, # თამაშით ნაკლები, ^ პირისპირ მოგებით; ავსტრალიაში პრემია ფრანგულია, ხოლო ნუგეში 9-ზე ნაკლებით წაგებისთვის გერგება

www.000webhost.com