საქმენი საგმირონი

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ს მერვე ტურში კლერმონი რომ ბორდოში მოისრა, ტულონი ისევ დაწინაურდა, ამისი მგეზავი მეთ გიტო კი წინა სეზონის საუკეთესოდ სცნეს.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

დავარღვიოთ ტრადიცია და ყოველ-კვირეული ფრანგული აბრაკადაბრა რაგბეთის უმდიდრეს ლიგაში მოღვაწე ჩვენებურთა სტატისტიკის მოტანით დავიწყოთ, რაღაი მავანთ ეგრე სწამთ, რომ კავკასიელ ბურჯთა საგმირო საქმეთა წაკითხვით ლიანგს სრულიად რაგბისადმი გაუჩნდება ინტერესი და ბოლო-ბოლო "ოლ ბლექსსაც" აღმოაჩენს.

დადგენილი თარგით, "ელიტის 10 კლუბის 15 ქართველიდან დამწყებ 15-ეულში მოხვდა ხუთი; მათგან ორმა შეუცვლელად ირაგბა, ოთხი ჩვენებური კი შეცვლაზე შევიდა, რითაც ტურში დასაქმდა ცხრა, ანუ ლეგიონის 60%

ლელო ვერც ამჯერად დავდეთ, მაგრამ არც სინბინში გავუმწესებივართ; დაჯარიმდა ოდენ სამი ბურჯი და ისიც თითოჯერღა; ტულონელებმა მოიგეს 3 დერეფანი, 6 კაცს კი ერთი ბოჭვა რაა, ისიც არ გასცუდებია!

ორ-ორი ოფლოუდითა და მეტოქის გაბითურებით გაგვახარა მამუკა გორგოძემ, ხოლო "ჯიქის" აღზრდილმა ლექსო ყაულაშვილმა მორიგი ფურორი მოახდინა - ბრძოლაში ბოლო მეოთხედში ჩაბმულმა, სამ წაღებაზე 31 მეტრით წაწია წინ ოვალი!

ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 8 კლუბში მოღვაწე 20 ჩვენებურიდან ცხრამ იუქმა, ოთხმა ბორჯღალოსანმა კი თავიდან ბოლომდე ითამაშა. ამ ლიგაში ისე მუღამიანი სტატისტიკა არ დგება, როგორც ტოპში, მაგრამ ეგ კი ნაღდად დავითვალეთ ოქმებში, რომ ლელო ვერც ამ ჯგუფში დავდეთ, და ყვითელიც ერთადერთი მივიღეთ.

სამაგიეროდ, ვიქტორ დიდებულიძის გაწვრთნილმა მასიმ ერთობ უხეირო სტარტის შემდეგ კიდევ იმარჯვა და უკვე ბოლოდან მეოთხე ადგილზეა, ხოლო პერპინიონელმა დიმა ბასილაიამ თვით ტუილანგთა საძმოს მაგისტრი, ჰენრი შეცვალა.

ერთბაშად ექვსი

ქართულიდან გადავიდეთ ზოგადზე, ოღონდაც - არა საკაცობრიოზე. გასვლაზე მოგება ისე ჭირს, რომ მხოლოდ ორმა სტუმარმა იმარჯვა, ბონუსურ ჭრილში კი ოთხმა აიღო სალელოე პრემია და ორმა წაგებულმაც - ნუგეში.

კლერმონს წინა 7 რკენაში სამად-სამი ლელო გაეშვა, ამჯერად კი ერთბაშად მიირთვა ექვსი.

ნაკლებად ცნობილ უაიონაკსთან 71 წუთამდე აგებდა ტულონიც, მაგრამ ოზმა გიტომ ივარგა და თვისტომი დრუ მიჩელი შეყოვნებული პასით ღრეჩოში შეუშვა, ხოლო მანამდე მისივე ურჯუკად შებოჭვისთვის მასპინძლებს ბებერი სამოელი მორი ფაჰასავალუ "გაუყვითლეს"

რასინგი ერთი ხანობა 41:13 უგებდა ბრივს, მაგრამ ამან მეოთხე ლელოც რომ დადო, პარიზის კლუბს პრემია ხელიდან ეცლებოდა. აქ ივარგა ბოკე-ყოფილმა ჟანდრე კრიერმა და სათვალავი 7/4 გახადა, გავერანებულმა გრანდმა, ტულუზმა კი 5-წაგებიანი ნავსი გატეხა.

ევროპის ერთადერთ 4-გზის ფალავანს აკლდა ინგლისელი თობი ფლადი. მის ნაცვლად კარში ექს-ოლბლექმა, ლუქ მაკალისთერმა ურტყა, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციათა გამო კი ტულუზს მარცხენა ბურჯად და კვაჭად ჭაბუკი მეოთხე (!) ნომრები ეყენა.

ფრანგულად თქვა

დასასრულ, შევიჭყიტოთ კულისებშიც. სტადს აღარ ჭირდება 10 ნომერი მორნე სტეინი, რაკი ნორჩი ჟიულ პლისონი ჩინებულად თამაშობს, ხოლო აფრიკელი ვეტერანი ბოკეშიც შეავიწროვეს ჯეელებმა - ჰანდრე პოლარდმა და პეთ ლემბიმ.

გიტომ წინა სეზონში 9 ლელო და 84 ქულა მოკრიფა, საგანგებოდ დაჯილდოვებულმა ჯონი ვილქინსონმა კი წვეულებაზე ფრანგულად თქვა, საყვარელი საქმის კეთებაში ბლომად ფულს მიხდიდნენ, ტულონში ყველა თავს მევლებოდა და ბოლოს თასებიც მოვიდაო.

2016 წელს საფრანგეთმა ფეხბურთის ევროპის პირველობას რომ უნდა უმასპინძლოს, ტოპ 14-ის ფინალი "სტად დე ფრანსზე" ვეღარ გაიმართება. ჰოდა, ლიგამ სანაცვლოდ ლონდონის 82-ათასა თვიქნემს უკითხა პირი, მერე კი ბარსელონასაც შეუთვალა, 98-ათასა "კამპ ნოუ" მოგვაქირავე ერთი თამაშითო.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

VIII ტური

პარ 3/10

უაიონაკს$

18:21

ტულონ

შაბ 4/10

ბორდო$

51:21

კლერმონ

ბეიონ$

10:15

მონპელიე

კასტრ$

51:10

გრენობლ

ლაროშელ$

29:08

ლიონ

რასინგ$

46:32

ბრივ

ტულუზ

22:10

სტად

IX ტური * საქ დროით

პარ 10/10

გრენობლ

22.45

ბრივ

შაბ 11/10

ბორდო

16.45

კასტრ

კლერმონ

17.00

ლაროშელ

ლიონ

17.00

ბეიონ

მონპელიე

17.00

უაიონაკს

სტად

18.35

რასინგ

კვი 12/10

ტულუზ

23.00

ტულონ

   

ად

ტოპ 14 * 8 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

ტულონ

28

+115

6-2

255:140

29/11

4

2

კლერმონ

27

+60

6-2

199:139

16/09

3

3

რასინგ (პარ)

23

+15

5-3

189:174

19/18

3

4

ბორდო ^

22

+28

5-3

215:187

19/17

2

5

მონპელიე

22

+30

5-3

176:146

16/13

2

6

სტად (პარ)

22

-11

5-3

172:183

20/16

2

7

გრენობლ

20

-18

4-4

198:216

21/18

4

8

ბეიონ

16

+2

3-5

171:169

14/17

4

9

ლაროშელ ^

15

-59

3-5

189:248

17/30

3

10

კასტრ

15

-26

3-5

180:206

17/21

3

11

ტულუზ

14

-8

3-5

165:173

12/14

2

12

ლიონ ^

13

-50

3-5

138:188

12/18

1

13

ბრივ

13

-65

3-5

160:225

15/23

1

14

უაიონაკს

12

-13

2-6

171:184

14/16

4

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

^ წინაა პირისპირ მოგებით

"პრო დ2"

VI ტური

4-5/10

ბეზიე

17:09

ბიარიც

აჟენ$

29:11

კოლომიე

კარკასონ

36:33

ტარბ$

დაკს

16:03

ორიაკ

მასი

39:25

ნარბონ

მონტობან

17:12

ალბი$

ბურგუენ$

12:17

პო

პერპინიონ

25:21

მონმარსან$

 

ად

დ2 * 6 ტური

სხვ

მ-წ*

$

1

პო

26

+58

6-0

2

2

პერპინიონ

19

+48

4-2

3

3

ალბი

18

+13

4-2

2

4

ბეზიე

17

+28

4-2

1

5

მონდემარსან

15

+11

3-3

3

6

მონტობან ^

14

-4

3-3

2

7

კარკასონ

14

-13

3-3

2

8

ბიარიც ^

13

+14

3-3

1

9

აჟენ

13

+25

2-4

5

10

ტარბ

13

-48

3-3

1

11

ბურგუენ ^

12

-7

2-3*1

2

12

ორიაკ

12

-31

2-3*1

2

13

მასი

11

-13

2-4

3

14

დაკს

9

-5

2-4

1

15

ნარბონ

9

-33

2-4

1

16

კოლომიე

9

-43

2-4

1

www.000webhost.com