უცხოელები ამსაჯეს

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეცხრე ტურში გამწარებულმა ტულუზმა რომ დაჯაბნა ჩემპიონი ტულონი, ევრო-არდადეგების წინ ისევ კლერმონი გალიდერდა.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ბევრჯერ დაგვიწერია, გალურ რაგბში სტუმრად მოგება ძნელზე ძნელიაო. აი, ახლაც შვიდივე რკენაში მასპინძელმა იმარჯვა, მსაჯობდნენ კი უცხოელები - თითო ინგლისელი, უელსელი, სქოთი, ირლანდიელი, აფრიკელი და ასე განსაჯეთ, იტალიელიცა და არგენტინელიც.

კლერმონი ლაროშელს ლელოებით 3/0 უსწრებდა, ბოლოს ერთი რომ თავადაც მიიღო და პრემია ხელიდან გაუშვა. სეზონური ანგარიში ახლაღა გახსნა ქართულმა ლეგიონმა - ვიტო კოლელიშვილმა 38 წუთზე მოლში იყოჩაღა, მაგრამ წყაროთა ნაწილი ამ დამიწებას ბენჟამენ კეიზერს უთვლის * 30:10

ტულონს რომ აკლდა ოზი 10 ნომერი მეთ გიტო, გუნდს მისივე ქვეყნელი, ჯეიმზ ოოქონორი გეზავდა, ფულბექად კი იდგა უელსელი ლი ჰაფპენი, ვინაც როგორც იქნა, მოკეთდა. ტულუზს ვერ მოძღვრავდა ღვაწლმოსილი გი ნოვეზი, რაკი მეოთხე მსაჯს უდიერად მოქცეოდა. სამაგიეროდ, პირველ ხაზში იდგნენ მომჯობინებული აფრიკელი გათრო სტენკამპი და სასჯელმოხდილი კივი ქორი ფლინი.

ტრავმა სერიოზულიაო

მაჩანჩალამ შავი დღე აყარა ლიდერს და 21:0 გაუსწრო. მამუკა გორგოძე ბრძოლაში მეორე ტაიმში ჩაება, მაგრამ ბოლომდე ვერ მიატანა - ბებერ ბასკთან, ემანოლ არენორდოკთან ჯახის შემდეგ აკოჭლდა. ნაკრების მენეჯერის, ვასილ აბაშიძის თქმით, "გულივერას" ამჯერად სხვა, საღი ფეხი ეტკინა, მაგრამ ტრავმა სერიოზულია და მის მორჩენას ბარემ თვე-ნახევარი დაჭირდება.

ტურმა ნოემბრის ტესტების წინ საფრანგეთიც აზარალა: კლერმონის 9 ნომერს, მორგან პარას ბეჭში ისე მოხვდა, რომ ხელი დაუბუჟდა და შეცვალეს, მონპელიეს მგეზავსა და ყოჩს, ფრანსუა ტრენ-დიუკს კი პირველ ტაიმშივე გადაუტყდა წვივი, ჰოსპიტალში გააქანეს და ოთხი თვით უქმობა დაუდგინეს.

პარიზული დარბი სტადმა 4 ქულით მოიგო იმის მიუხედავად, რომ რასინგმა ლელოებით 3/1 აჯობა. გამარჯვებულებს ის ერთიც აფრიკელმა რეფმა უძღვნა. არადა, ტელი-რეფმა მოახსენა, ჟიულიან არიაზი თავიდან ლელოს ვერ მიწვდა, მერე კი კიდეზეც გადალალესო.

"ჩაქუჩას" ლელო

სტადმა ქართველი ბურჯები ბოლოსღა შეუშვა მოედანზე და ამათ შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავეს * 23:19

სულ ელიტის 10 კლუბის 15 ჩვენებურიდან დამწყებ 15-ეულში სამიღა მოხვდა. ვიტომ შეუცვლელად ითამაშა, ბურთი 20-ჯერ მიიღო, 16 სოლოზე 21 მეტრი მოიგო და არც ბოჭვა გასცუდებია (9/0)

მამუკამ ნახევარ საათში 6-ჯერ მოასწრო შეტევა; მწყობრში ჩადგა ვეტერანი ბურჯი გოდერძი შველიძე და ოვალის 4-ვე მიღებაზე პასი (!) გაუშვა; დავით ზირაქაშვილმა კაცი სამჯერ გაატარა; სულ დავჯარიმდით 5-ჯერ, რაც რიგიანი შედეგია, და თემიდას, ზედიზედ მეორე ტურია, აღარც სინბინში გავუმწესებივართ.

ტოპის მომდევნო "პრო დ2"-ს დამაჯერებლად ლიდერობს პო. ამ ლიგის 16-დან 8 კლუბში მოღვაწე 20 ქართველიდან ითამაშა ნახევარზე მეტმა, თერთმეტმა. თავიდან ბოლომდე მხოლოდ სამი (მჭედლიძე ყუფარაძე ნემსაძე) აომეს, ლელო კი 61 წუთზე დადო 9 წუთით ადრეღა შესულმა ლევან "ჩაქუჩა" დათუნაშვილმა (ორიაკ)

ამხანაგური გაუქმდა

დავუბრუნდეთ ტოპს. ბრივმა გრენობლში ბოლოსკენ ლელო გაიტანა, მაგრამ ქიქერ გაეტან ჟერმენს ფეხი დაეჭიმა და კიდიდან ვეღარ შეაგდო გარდასახვა * 25:26

ბორდომ წინა ვიქენდზე თუ კლერმონს გაუტანა 50, ახლა მაგავე მიჯნას კასტრთანაც გადაცდა, ვიცე-ჩემპიონი 9-ჯერ დაალელოვა, მოგებულთაგან მარტომ აიღო პრემია და მესამე ადგილზე მოკალათდა, უკაპიტნოდ დარჩენილმა მონპელიემ კი უაიონაკსთან სულ ბოლოსღა ჩაიწერა საჯარიმო ლელო * 25:9

გორგოძის ყოფილი კლუბის გურუ, ფაბიენ გალტიეც გუნდიდან მოკვეთილი იყო მსაჯებთან შაირობის გამო; კლერმონში ორი სეზონითაც დარჩა 32 წლის ოზი დამრტყმელი ბროქ ჯეიმზი, ტულუზმა და რასინგმა კი გააუქმეს 15 ნოემბერს, ჰონკონგში დათქმული ამხანაგური, რაღაი ბრიტანეთის ნაკოლონიარ ჩინურ ქალაქში ხალხი დემოკრატიას ითხოვს და სპორტისთვის აღარა სცხელა.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

IX ტური

პარ 10/10

გრენობლ

26:25

ბრივ$

შაბ 11/10

ბორდო$

59:07

კასტრ

კლერმონ

30:10

ლაროშელ

ლიონ

24:19

ბეიონ$

მონპელიე

25:09

უაიონაკს

სტად

23:19

რასინგ$

კვი 12/10

ტულუზ

21:10

ტულონ

X ტური

შეჯიბრი განახლდება
31/10 - 1/11

   

ად

ტოპ 14 * 9 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

კლერმონ

31

+80

7-2

229:149

19/10

3

2

ტულონ

28

+104

6-3

265:161

30/13

4

3

ბორდო

27

+80

6-3

274:194

28/18

3

4

მონპელიე ^

26

+46

6-3

201:155

17/13

2

5

სტად (პარ)

26

-7

6-3

195:202

21/19

2

6

გრენობლ ^

24

-17

5-4

224:241

23/21

4

7

რასინგ (პარ)

24

+11

5-4

208:197

22/19

4

8

ტულუზ

18

+3

4-5

186:183

14/15

2

9

ლიონ ^

17

-45

4-5

162:207

14/19

1

10

ბეიონ

17

-3

3-6

190:193

15/19

5

11

ლაროშელ ^

15

-79

3-6

199:278

18/33

3

12

კასტრ

15

-78

3-6

187:265

18/30

3

13

ბრივ

14

-66

3-6

185:251

18/25

2

14

უაიონაკს

12

-29

2-7

180:209

14/17

4

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($: პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

^ წინაა პირისპირ მოგებით

"პრო დ2"

VII ტური

11-12/10

ალბი$

23:27

ბეზიე

ორიაკ$

48:17

მასი

მონმარსან

22:06

ბურგუენ

ნარბონ

11:36

პო

ტარბ$

20:25

აჟენ

ბიარიც

24:17

დაკს

კოლომიე

27:14

მონტობან

კარკასონ$

42:20

პერპინიონ

 

ად

დ2 * 7 ტური

სხვ

მ-წ*

$

1

პო

30

+83

7-0

2

2

ბეზიე

21

+32

5-2

1

3

კარკასონ ^

19

+9

4-3

3

4

პერპინიონ

19

+26

4-3

3

5

მონდემარსან

19

+27

4-3

3

6

ალბი

19

+9

4-3

3

7

ბიარიც ^

17

+21

4-3

1

8

აჟენ

17

+30

3-4

5

9

ორიაკ

17

=0

3-3*1

3

10

მონტობან

14

-17

3-4

2

11

ტარბ

14

-53

3-4

2

12

კოლომიე

13

-30

3-4

1

13

მასი

11

-44

2-5

3

14

დაკს

9

-12

2-5

1

15

ნარბონ

9

-58

2-5

1

16

ბურგუენ ?

8

-23

2-4*1

2

? დაექვითა 4 ქულა

www.000webhost.com