დოღს ფიჯი ლიდერობს

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის სტარტზე წინ გაიჭრა ფიჯი, 12-გზის ჩემპიონი ზელანდია კი "ოქროს ნაპირზე" სინს დაჯერდა.

ირბ-ის "მსოფლიო სერია" მეთექვსმეტედ იმართება. ახალი სეზონი იმითაა გამორჩეული, რომ ოთხი უკეთესი პირდაპირ გავა რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე, სადაც ბრიტანეთს უკეთესი ნაწილი წარადგენს.

სეზონი ქვინზლენდში (ავსტრალია), გოულდქოუსთის "სიბას სუპერზე" (27 400) გაიხსნა. მასპინძლებმა უგანეს მუდმივ პროტეჟეს - ტონგას და ვაილდქარდად ახალბედა, "ამერიკის სამოა" აიმატეს, ხოლო წარდგენაზე კაპიტნები იმ სიმაღლეზე ალალეს, რომ არათუ მათ, მნახველსაც შეეშინდებოდა.

ოთხეულს მიღმა

პულურ სტადიაზე გადასარევი არაფერი მომხდარა. ეტაპის შარშანდელმა ჩემპიონმა, ზელანდიამ მთავარი მოცილე, სამოა 28:17 დაამარცხა, პირველი დღის ჩაროზად კი "მფრინავმა ფიჯელებმა" ავსტრალია 35:12 გააბურთავეს.

კვირას, თასის ფინალს სწორედ რომ კუნძულელმა მეზობლებმა უწიეს, დიდი რაგბის გრანდები კი მეოთხედფინალში გავარდნენ - ავსტრალიამ სირენის შემდეგ გარდასახვა ააცილა და აფრიკასთან 10:12 წააგო, "ოლ ბლექ სევენსი" კი ინგლისმა 31:7 გააბითურა და 2011 წლის დუბაის ეტაპის შემდეგ, პირველად დატოვა ოთხეულს მიღმა.

ფინალში ფიჯი 26:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე სამოამაც დადო 4 ლელო და ბოლომდე 4 წუთით ადრე 2 ქულამდე წამოეწია მეტოქეს. და მაინც, ფიჯი კიდევ ეწია მიზანს, 31:24 მოიგო და დასაბამიდან 128 ეტაპზე თასი 24ედ შემართა.

სონი-ბილის დილემა

ზელანდიის გურუმ, გორდონ თიჩენსმა მედიას მოახსენა, 15 სეზონში 12-ჯერ რომ გვიჩემპიონია, ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ რიოს საგზური დაბევებული გვაქვსო.

მწვრთნელმა დაიჩივლა, ზე 15-ის გუნდები კონტრაქტებს რომ უფორმებენ ბიჭებს, ვერ ვიცი, საშვიდკაცოდ ვინღა დამრჩებაო, 29 წლის ნალიგარ სონი-ბილ ვილიამსზე კი სერმა ბრძანა, სასწაული ათლეტია და რიოში ბურთაობაც სწადია, მაგრამ მაგისთვის ჯერ ჩვენს სისტემაში უნდა ჩაერთოს, ანუ შვიდკაცა აირჩიოს პრიორიტეტადო.

ზერაგბსა და ნაკრებში დაკავებული "ოფლოუდის კარუზო" ამაზე ყაბულს იქნება თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამავე დილემის წინაშე ბევრი სხვა ცნობილი ოსტატით დადგება, თუკი რაგბის ოლიმპიურ რეინკარნაციაში მონაწილეობა მოესურვება.

 

ირბ-ის შვიდკაცის XVI სეზონი (2014-15)

I ეტაპი. 11-12/10 @ გოულდ ქოუსთ (ავს)

<<   პულები (# მიწვეული)

(ა) ზელანდია 3-0, სამოა 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, უელსი 2-1 / კენია 1-2, ამერსამოა
# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია
(-43) პორტუგალია(-67) 0-2*1
(დ) არგენტინა 3-0, ინგლისი 2-1 / შტატები 1-2, კანადა 0-3

<<   მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 7:31 ინგლისი (დ2) >>  ვიდეო
ფიჯი (გ1) 31:10 უელსი (ბ2)
არგენტინა (დ1)
21:24 სამოა (ა2)
აფრიკა (ბ1) 12:10 ავსტრალია (გ2)

<<   ნახევარფინალი

ფიჯი 48:7 ინგლისი >>  ვიდეო
სამოა 28:12 აფრიკა >>
 ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  კანადა 40:7 კენია
ფიალა (IX)  შტატები 31:15 საფრანგეთი
სინი (V)  ზელანდია 36:21 არგენტინა
ბრინჯაო (III)  ინგლისი 19:0
აფრიკა >>  ვიდეო
თასი (I) 
ფიჯი 31:24 სამოა >>  ვიდეო

<<   ფიჯი

1 აპისაი ნდომოლაილაი, 2 სემი კუნატანი, 4 სეტეფანო თაკაუ,
5 ისაკე კატონიმბაუ, 8 ოსეა კოლინისაუ
^კაპ, 9 ჯერი ტუვაი,
11 სავენათა რავათა * 3 ჯასა ვერემალუა, 6 აპისაი ნანქალევეუ,
7 ვატემო რავოუვოუ, 10 საინივალატი რამუვაი, 12 აპისალომე ვანქატამბუ * მწ) ბენ რაიან

<<   ქულა

22 ფიჯი (თ: გლდქოუსთ; 19 სამოა; 17 ინგლისი; 15 აფრიკა (ხვდებიან რიოში) - 13 ზელანდია; 12 არგენტინა; 10 ავსტრალია უელსი; 8 შტატები; 7 საფრანგეთი; 5 პორტუგალია შოტლანდია; 3 კანადა; 2 კენია; 1 იაპონია (პირდაპირ ვარდება) / 1 ამერსამოა#

<<   გასამართია

2

5-6/12

დუბაი

(არბ)

3

13-14/12

პორთ ელიზაბეთ

(აფრ)

4

  6-7/02

ველინგთონ

(ზელ)

5

13-15/02

ლას ვეგას

(აშშ)

6

27-29/03

ჰონკონგ

(ჩინ)

7

4-5/04

ტოკიო

(იაპ)

8

9-10/05

გლაზგო

(შტლ)

9

16-17/05

თვიქნემ

(ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>>   თასის მფლობელი

1999-2014 (128 ეტაპი: 51 ზელანდია - 24 ფიჯი; 19 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com