გარემარბთა დუბლები

   პირველი, ოდენ 20-გუნდა "ევროპის  ჩემპიონთა თასის" სტარტზე ათიდან ხუთმა წაგებულმა სანუგეშო ქულა აიღო, პრემიის მომტანი მეოთხე ლელო კი სამმა გამარჯვებულმა დადო.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ახალი, პოსტ-ჰაინეკენური ერა პარასკევს, თვიქნემის მომცრო სტადიონზე, უღიმღამოდ დაიწყო:

გავიდა 10 გოლი და ერთადერთი ლელო - საათის თავზე ყოფილმა "ოლ ბლექმა", ნიქ ევანსმა ორჯერ რომ მიჰკრა ბურთს ფეხი, ოვალი ინგლისის 9 ნომერმა, დანი ქეამ იხელთა და რაღაი პირმშო ერთი კვირის წინ ეყოლა, ვითომც აკვანი დაარწია. ჰოდა, ჰარლიქვინზმა 25:9 ძლია კასტრი.

შაბათს პირველი პულის ორივე თამაში მაგარი გამოვიდა. დანი სიპრიანის მიერ ნაგეზი სეილი პირველ ტაიმში 16 ქულით უგებდა მანსთერს, მაგრამ სამხრეთ-ირლანდიელებმა ჩამორჩენა ორამდე დაიყვანეს, ბოლო შეტევაში კი არეკნიც შეამზადეს და იენ ქითლიმ ზუსტად დაჰკრა * 27:26

ტუილანგი დაშავდა

სარასენს - კლერმონის ჯახში ანგარიში ოთხჯერ იყო თანაბარი. დუბლი სამმა გარემარბმა შეასრულა - ქრის ეშთონმა, დევიდ სთრეთლმა და ლტოლვილმა კივმა ზექ გილდფორდმა. ტოპ 14-ის ლიდერი სწორედ რომ ამ ლეგიონერმა დაღუპა - ქარში ვერ აიღო ჩარლი ჰოჯსონის აბრაგანი და ოვალი ეშთონის კერძი შეიქნა * 30:23

დასი ოთხი გუნდით რომ შეიკვეცა, მაგით შეჯიბრის დონე ამაღლდა, მაგრამ იტალიის დელეგატი მაინც სუსტია - კელტეთის ლიგის ლიდერმა, უელსის ოსპრეიზმა 5-ჯერ დაალელოვა ტრევიზო * 42:7

სამაგიეროდ, შოტლანდიის ფალავანმა გლაზგომ  37:10 მოსრა ინგლისის ბასი იმისდა მიუხედავად, რომ ლიდერები - აფრიკელი ჯოშ სტრაუსი და ალექს დანბარი აკლდა.

ბასს დაუშავდა ნაკრების შუამარბი ქაილ ისთმონდი. მორჩენილი საზარდული გაუმიზეზდა ლესთერის სამოელ ცენტრს, მანუ ტუილანგსაც. არადა, "ვარდები" ზელანდიას სამ კვირაში, 8 ნოემბერს უმასპინძლებენ.

დაუვარდა და გაეჭიმა

ლესთერი ერთი ხანობა 19 ქულითაც უსწრებდა ალსთერს და კიდეც მოუგო * 25:18. იმარჯვა სამმა ფრანგმა ბობოლამ, თუმცკი უპრეიმოდ:

რასინგს ნორსჰემპთონთან მეორე ტაიმში გაუგდეს ორივე სათადარიგო ბურჯი, მაგრამ ლელოსკენ გაჭრილი სამოელი ჯორჯ პისი მაინც ვერ ეწია მიზანს - ბურთი წითელ ზოლში დაუვარდა და დაჭერას რომ ეცადა, ფეხი გაეჭიმა.

ინგლისის ჩემპიონმა ბოლოს მაინც გაიტანა ლელო, ოღონდაც სთივენ მაილერმა კიდიდან ააცილა გარდასახვა. ეგრე არ უნდაო და ბენ ფოდენს დარტყმაზე რომ დაუფარა მარკ ონდრომ, სტუმრები მთლად უქულოდ დაშვრნენ * 11:20

როვიგოს 10 მიართვეს

ჰაინეკენის ბოლო ფალავანმა, ტულონმა ძნელად, 28:18-ღა დაამარცხა დასავლეთი უელსის ჰლანეჰლი და ზედიზედ მე-12 ევრო-გამარჯვება ჩაიწერა.

ტულუზი ტოპ 14-ში მონპელიეს ორი მოგებით ჩამორჩება, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე აჯობა - ემანოლ არენორდოკის ოფლოუდიდან ჟან-მარკ დუსენმა გადაიკიდა და ლელო გაიტანა * 27:20, თითო გოლის შემდეგ კი თამაში 30:23 დასრულდა.

ვოსპსი 9 ქულით იგებდა დუბლინის იპოდრომ-ყოფილზე, ლენსთერი მეორე ტაიმში რომ გახელდა და ორი გარდასახული ლელო მიითვალა * 25:20, უმცროს "ჩელენჯ თასზე" კი "კავკასიელთა" მჯობნი იტალიის როვიგო 10-ჯერ დაალელოვა "ლონდონ აირიშმა" * 70:14

 

ჩემპიონთა თასი 2014-15

პირველი რაუნდი  ვიდეო

<<   პირველი პული

სეილ$(ინგ) 26:27 მანსთერ (ირლ)

2ლ: ლუნდ ლეოტა; 2გ 4ჯ: სიპრიანი -

3ლ: ქილქოინ ქონვეი მარი; 3გ ჯ ა: ქითლი სბ ოდონელ

რეფ რეინალ / კარდონა (სფრ) @ 18/10 სოლფორდ, ეიჯი ბელ (9 879)

3:0(7) 3:7(11) 6:7(16) 9:7(19) 16:7(25) 23:7(30) სბ(34მ) /
23:14(57) 23:21(66) 26:21(69) 26:24(72) 26:27(80+ა)

* შალვა მამუკაშვილი (სელ) არ შეიყვანეს

სარასენს$(ინგ) 30:23 კლერმონ$(სფრ)

4ლ: ეშთონ (1 4) სთრეთლ (2 3) 2გ 2ჯ: ჰოჯსონ -

2ლ: გილდფორდ; 2გ 2ჯ ა: ლოპეს

რეფ ლეისი (ირლ) @ 18/10 ლონდონი, ალიანს პარქ (9 902)

5:0(4) 5:7(10) 5:10(15) 10:10(28) /
13:10(45) 13:13(46ა) 13:20(48) 20:20(50) 20:23(52) 23:23(57) 30:23(64
$პ)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 29-36 უქმობდა და მეორე ტაიმზე აღარც გამოსულა (1 პასი, 2 სოლო = 0 მეტრი, -1 შეცდომა, ბოჭვა 4/0, -1 ჯარიმა)

<<   მეორე პული

ჰარლიქვინზ (ინგ) 25:9 კასტრ (სფრ)

ლ: ქეა; გ 6ჯ: ევანს - 3ჯ: ქოქოთ

რეფ ოუენს (უელ) @ 17/10 ლონდონი, თვიქნემ სთუპ (12 618)

0:3(7) 3:3(23) /
6:3(45) 6:6(51) 9:6(54) 12:6(61) 19:6(67) 19:9(69) 22:9(75) 25:9(78)

ლენსთერ (ირლ) 25:20 ვოსპს$(ინგ)

3ლ: ფენინგ (1 2) რაიან; 2გ 2ჯ: მედიგან -

2ლ: ლეიუა ვეიდ; 2გ 2ჯ: გუდ

რეფ ჰოჯის (უელ) @ 19/10 დუბლინი, როიალ სოსაიეთი (17 558)

3:0(6) 3:3(13) 3:6(22) 3:13(25) 8:13(28) 8:20(35) 11:20(40+) /
18:20(53) 25:20(61)

<<   მესამე პული

ლესთერ (ინგ) 25:18 ალსთერ$(ირლ)

3ლ: ო.ვილიამს ქიჩენერ ბერნს; 2გ: ბერნს ვილიამს; 2ჯ: ვილიამს -

2ლ: ბოუ ფრ.ფანდერმერვე; გ 2ჯ: ჯექსონ სბ გილროი

რეფ პუატ (სფრ) @ 18/10 ველფორდ როუდ (19 943)

0:3(9) 7:3(17) 12:3(29) სბ(31ა) 19:3(33) /
22:3(45) 22:6(49) 22:13(57) 25:13(63) 25:18(67)

ტულონ (სფრ) 28:18 ჰლანეჰლი (უელ)

3ლ: გიტო მერმოზ სთ.არმითიჯ; 2გ 3ჯ: ჰაფპენი -

2ლ: ბარქლეი კ.ფილიპს; გ 2ჯ: პრისთლენდ სბ პითმენ ე.ფილიპს

რეფ დოილ (ინგ) @ 19/10 ფელიკს მეიოლ (14 391)

3:0(8სბ) 3:3(15) 8:3(18) 8:10(29) 15:10(30) 15:13(37) 18:13(40+2) /
სბ(54ჰ) 21:13(66) 28:13(72) 28:18(80+2)

* ლევან ჩილაჩავა (ტლნ) არ შეიყვანეს

<<   მეოთხე პული

გლაზგო$(შტლ) 37:10 ბას (ინგ)

5ლ: ბენეთ (1 5) მეითლენდ სიმორ მატავალუ; 3გ 2ჯ: ვიარ -

ლ: ჯოზეფ; გ ჯ: ფორდ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 18/10 სქოთსთაუნ (6 746)

0:3(4) 7:3(12) 7:10(14) 10:10(18) 13:10(24) 18:10(29) 23:10(37) /
30:10(67
$პ) 37:10(72)

ტულუზ (სფრ) 30:23 მონპელიე$(სფრ)

3ლ: იუჟე (1 2) დუსენ; 3გ: მაკალისთერ, ფლად 2; 3ჯ: მაკალისთერ 2, ფლად სბ ს.ჯონსთონ -

2ლ: ნანგუსა ულიფიე; 2გ: ირიბარენ სელპონი; 3ჯ: ირიბარენ 2, პაიოგ სბ ირიბარენ

რეფ ბარნს (ინგ) @ 19/10 ერნესტ ვალონ (14 500)

0:3(8) 3:3(11) 3:10(35) 6:10(38) 13:10(40+) /
სბ(49მ) 13:17(52) 20:17(55) 20:20(63სბ) 27:20(68) 30:20(80) 30:23(80+3)

* მიხო ნარიაშვილი (მნპ) 60 შეცვალეს (2 პასი, 3 სოლო = 4 მეტრი, ბოჭვა 8/1, -4 ჯარიმა)

<<   მეხუთე პული

რასინგ (სფრ) 20:11 ნორსჰემპთონ (ინგ)

2ლ: დიუმულენ ონდრო; 2გ: სექსთონ ხუსენ; 2ჯ: სექსთონ სბ ბრუნიო ბენარუზ -

ლ: დოუსონ; 2ჯ: მაილერ

რეფ ქლენზი (ირლ) @ 18/10 პარიზი, ივდიუმანუარ (9 180)

7:0(6) 7:3(31) 10:3(38) /
10:6(44) სბ(55რ) 13:6(69) სბ(74რ) 13:11(76) 20:11(80+)

ოსპრეიზ$(უელ) 42:7 ტრევიზო (იტა)

5ლ: ჰასლერ ვებ ევანს (3 5) ბეიქერ; 4გ 3ჯ: ბიგარ -

ლ: ნიტოლია; გ: ქარლაილ სბ ფუზერ მანუ

რეფ გოზერ (სფრ) @ 19/10 სვონზი, ლიბერთი (7 625)

3:0(6) 6:0(9) 9:0(14) 16:0(23) სბ(33ტ) 23:0(35) /
სბ(46ტ) 30:0(48) 37:0(55
$პ) 42:0(63) 42:7(78)
 

ად

ჩემპიონ * 1 რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

სარასენს (ინგ)

5

4

+7

1-0

30:23

1

2

მანსთერ (ირლ) %

4

3

+1

1-0

27:26

0

3

სეილ (ინგ)

1

2

-1

0-1

26:27

1

4

კლერმონ (სფრ)

1

2

-7

0-1

23:30

1

1

ლენსთერ (ირლ)

4

3

+5

1-0

25:20

0

2

ჰარლიქვინზ (ინგ)

4

1

+16

1-0

25:09

0

3

ვოსპს (ინგ)

1

2

-5

0-1

20:25

1

4

კასტრ (სფრ)

0

0

-16

0-1

09:25

0

1

ტულონ (სფრ)

4

3

+10

1-0

28:18

0

2

ლესთერ (ინგ) %

4

3

+7

1-0

25:18

0

3

ალსთერ (ირლ)

1

2

-7

0-1

18:25

1

4

ჰლანეჰლი (უელ)

0

2

-10

0-1

18:28

0

1

გლაზგო (შტლ)

5

5

+27

1-0

37:10

1

2

ტულუზ (სფრ) %

4

3

+7

1-0

30:23

0

3

მონპელიე (სფრ)

1

2

-7

0-1

23:30

1

4

ბას (ინგ)

0

1

-27

0-1

10:37

0

1

ოსპრეიზ (უელ)

5

5

+35

1-0

42:07

1

2

რასინგ (სფრ)

4

2

+9

1-0

20:11

0

3

ნორსჰემპთონ (ინგ)

0

1

-9

0-1

11:20

0

4

ტრევიზო (იტა)

0

1

-35

0-1

07:42

0

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) ბონუსი ($)   პლეიოფში გადიან: ხუთივე პულის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

ჩელენჯ თასი 2014-15

<<   პირველი პული

კარდიფ$(უელ) 37:14 გრენობლ (სფრ)
ლონდონ აირიშ
$(ინგ) 70:14 როვიგო (იტა)

<<   მეორე პული

ქონოთ$(ირლ) 48:12 ლაროშელ (სფრ)
ბეიონ (სფრ) 30:24 ექსეთერ
$(ინგ)

<<   მესამე პული

ნიუქასლ$(ინგ) 43:19 ბუკურეშტ (რუმ)
ლესტად (სფრ) 22:38 დრეგონზ
$(უელ)

* ზურაბ ჟვანია (სტდ) 72 შეცვალეს (4 სოლო = 8 მეტრი, ბოჭვა 3/0, -1 ჯარიმა)  * დუდუ ქუბრიაშვილი (სტდ) 47 შეცვალეს (2 პასი, 1 სოლო = 0 მეტრი, 1 ოფლოუდი, ბოჭვა 3/1)

<<   მეოთხე პული

ბორდო$(სფრ) 13:15 ედინბურგ (შტლ)
ლიონ
$(სფრ) 28:18 ლონდონ ველშ (ინგ)

<<   მეხუთე პული

გლოსთერ$(ინგ) 55:0 ბრივ (სფრ)

* კახა ასიეშვილი (ბრვ) 47 შეცვალეს (2 სოლო = 1 მეტრი, ბოჭვა 1/0)

ძებრე (იტა) 24:33 უაიონაკს (სფრ)

 

ად

ჩელენჯ * 1 რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

ლონდონ აირიშ (ინგ)

5

10

+56

1-0

70:14

1

2

კარდიფ (უელ) %

5

5

+23

1-0

37:14

1

3

როვიგო (იტა)

0

2

-56

0-1

14:70

0

4

გრენობლ (სფრ)

0

1

-23

0-1

14:37

0

1

ქონოთ (ირლ)

5

7

+36

1-0

48:12

1

2

ბეიონ (სფრ)

4

3

+6

1-0

30:24

0

3

ექსეთერ (ინგ)

1

2

-6

0-1

24:30

1

4

ლაროშელ (სფრ)

0

2

-36

0-1

12:48

0

1

ნიუქასლ (ინგ)

5

7

+24

1-0

43:19

1

2

დრეგონზ (უელ) %

5

4

+16

1-0

38:22

1

3

ბუკურეშტ (რუმ)

0

3

-24

0-1

19:43

0

4

ლესტად (სფრ)

0

1

-16

0-1

22:38

0

1

ლიონ (სფრ)

5

4

+10

1-0

28:18

1

2

ედინბურგ (შტლ)

4

2

+2

1-0

15:13

0

3

ბორდო (სფრ)

1

1

-2

0-1

13:15

1

4

ლონდონ ველშ (ინგ)

0

2

-10

0-1

18:28

0

1

გლოსთერ (ინგ)

5

7

+55

1-0

55:00

1

2

უაიონაკს (სფრ) %

4

3

+9

1-0

33:24

0

3

ძებრე (იტა)

0

2

-9

0-1

24:33

0

4

ბრივ (სფრ)

0

0

-55

0-1

00:55

0

შემდგომი განრიგი

პულები: 23-26/10,  4-7 და 11-14/12,  15-18 და 22-25/01

მეოთხედფინალები 2-5/04,  ნახევარფინალები 17-19/04

ფინალები @ ლონდონი (საქართველოს დროით)

ჩლჯ:  პარ 1/05 თვიქნემ სთუპ @ 22.45
ჩმპ:  შაბ 2/05 თვიქნემ სთედიუმ @ 20.00

www.000webhost.com