მხოლოდ ნორსმა და კლერმონმა

   "ევროპის ჩემპიონთა თასის" მეორე რაუნდში ნორსჰემპთონის უელსელმა გარემარბმა, ჯორჯ ნორსმა 4-ჯერ დაალელვა უელსისვე ოსპრეიზი, პრემია კი სხვა 19 გუნდიდან მხოლოდ კლერმონმა აიღო. 

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

დავიწყოთ ზოგადი, უცხადესი სტატისტიკით: 10-დან 6-გან იმარჯვა სტუმარმა! ნუგეში ოთხ ძლეულსღა ერგო; 10 მატჩში გაიცა სულ სამი (!) ყვითელი ბარათი, ხოლო ლიდერი ხუთიდან სამ პულში შეიცვალა.

ევროპაში ლელოს გატანა რომ ჭირს, 10 ქულა არავისა აქვს. 9 მოაგროვა გლაზგომ. "ვორიორზს" ჰაინეკენზე 42 გასვლიდან მხოლოდ 4 მოეგო, ბრენდნაცვალ ელიტაში კი პირველ სტუმრობაზევე ივარგა - მონპელიეში ფინ რასელის 5 ჯარიმით იმარჯვა * 15:13. ფრანგებს ნუგეშის მისათვლელად გოლიც ყოფნიდათ, მაგრამ ჯარიმის ნაცვლად მანამ ანიშნინეს რეფს შერკინება, სანამ "ტექნიკური" არ გამოსძალეს.

ბრეიქდაუნზე დაჯაბნეს

ოთხ სხვა ლიდერს ორ-ორი უპრემიო მოგება აქვს. ჩემპიონმა, ტულონმა ბელფასთში ბრეიქდაუნზე მარბიელებით (სთეფონ არმითიჯ, ჟოან სმით, ქრის მასოი) დაჯაბნა ალსთერი, თითო ლელო კი გარემარბებმა - ბრაიან ჰაბანამ და დელონ არმითიჯმა გაიტანეს. 10 ნომერი მეთ გიტო პირველ ტაიმშივე დაშავდა, კარში კი უელსელი ფულბექი, ლი ჰაფპენი ურტყამდა * 23:13

მანსთერმა მაშინ გატეხა სარასენსი, ამისმა სათადარიგო ბურჯმა, უელსელმა რის გილმა რაქში რომ ააყირავა მეტოქე და გაასინბინეს. ლიმრიქელებმა ლელო მოლით შეიტანეს, იენ ქითლიმ კი ჯარიმას არეკნიც მიაყოლა * 14:3

ჰარლიქვინზი ვოსპსთან საათის თავზე გამორჩა საჯარიმო ლელოს * 23:16, ჯონათან სექსთონის მიერ ნაგეზმა რასინგმა კი იტალიიდან წაიღო დაგეგმილი 4 ქულა * 26:10

რვავე კეპოსანია!

ტულუზს აღარ უჭირს შერკინებაში - რვავე კეპოსანი უყენია და ისინი ხუთ ქვეყანას (სფრ + აფრ ზელ სამ არგ) წარმოადგენენ. ბასი ჯორჯ ფორდის გოლებით (გ 3ჯ ა) უძალიანდებოდა ევროპის ერთადერთ 4-გზის ფალავანს, მაგრამ სამი ლელო მაინც მიირთვა * 19:21

ჯორჯ ნორსი 22 წლისაა, ტანად 194 სანტიმეტრია, 109 კილოს იწონის და ნორსჰემპთონში ჰლანეჰლიდან გადავიდა. ჯილამ ოსპრეიზთან თითო ტაიმში ორ-ორი ლელო გაიტანა:

პირველი თერნოვერს მოყვა; მეორე - ქენ პისის გარღვევას; მესამე მბოჭავთა ახლოდან გაბითურებით დაიდო; მეოთხეზე კი ჯორჯმა მეტოქეს წაღლიტა ოვალი, ფრთაზე გასხლტა, ფეხით გადაიკიდა და გარბენიც მოიგო * 34:6

600 მოსეირეღა

ნორსის ყოფილ კლუბს ტრავმები მიეძალა, მაგრამ მაინც * 15:3 აჯობა ლესთერს, ვისაც შობამდე გამოაკლდა მანუ ტუილანგი. კასტრმა თავიდან მოლით კი დაალელოვა ლენსთერი, მაგრამ ამისმა ქიქერმა, იენ მედიგანმა 7 ჯარიმა შეაგდო (ოთხი - ბოლო მეოთხედში) * 21:16, კლერმონმა კი მეოთხედ მას შემდეგღა დაალელოვა სეილი, რაც შალვა მამუკაშვილმა დერეფანში უხეიროდ ააგდო ბურთი * 35:3

ქვემოთ, ჩელენჯზე, კარდიფმა როვიგოში არ ჩაიყვანა სემ ვორბერთონი, მაგრამ მაინც პრემიით იმარჯვა * 33:18, ბუქარესტში კი არკულზე 600 მოსეირეღა შეგროვდა პარიზის "სტადის" საჭვრეტად.

სტუმრებმა რუმინეთში დუბლი მიავლინეს, მაგრამ აფრიკელი მორნეი სტეინი და ავსტრალიელი დიგბი იოანე კი ჰყავდათ. ჰოდა, 13:9 მოიგეს.

 

ჩემპიონთა თასი 2014-15

მეორე რაუნდი  ვიდეო

<<   პირველი პული

მანსთერ (ირლ) 14:3 სარასენს (ინგ)

ლ: ქილქოინ; 2ჯ ა: ქითლი - ჯ: ფარელ სბ გილ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 24/10 ლიმრიქ, სომონდ პარქ (26 ათასი)

3:0(27) 3:3(38) / სბ(52ს) 6:3(54) 11:3(61) 14:3(66ა)

კლერმონ$(სფრ) 35:3 სეილ (ინგ)

4ლ: აბენდენონ ნალანგა (2 3) რუჟერი; 3გ 3ჯ: ლოპეს - ჯ: სიპრიანი

რეფ ქლენზი (ირლ) @ 26/10 მარსელ მიშელენ (17 591)

7:0(16) 7:3(18) 10:3(27) 13:3(31) /
16:3(50) 21:3(54) 28:3(75) 35:3(77
$პ)

* ვიტო კოლელიშვილი (კლრ) არ შესულა * შალვა მამუკაშვილი (სელ) 64 შევიდა (1 სოლო = 5 მეტრი, ბოჭვა 3/1)

<<   მეორე პული

კასტრ$(სფრ) 16:21 ლენსთერ (ირლ)

ლ: ტაუმოეპეაუ; გ 3ჯ: პალი - 7ჯ: მედიგან

რეფ გარნერ (ინგ) @ 26/10 პიერ ანტუან (9 387)

7:0(6) 7:3(17) 7:6(26) 7:9(38) /
10:9(43) 13:9(54) 16:9(57) 16:12(63) 16:15(70) 16:18(77) 16:21(80)

ვოსპს$(ინგ) 16:23 ჰარლიქვინზ (ინგ)

ლ: სიმპსონ; გ 3ჯ: გუდ - 2ლ: მეთიუზ [საჯ] 2გ 3ჯ: ევანს

რეფ მიტრეა (იტა) @ 26/10 ჰაი ვიქემ, ადამს პარქ (6 739)

0:3(12) 3:3(20) 3:6(22) 10:6(32) 10:13(39) /
10:16(43) 13:16(50) 16:16(60) 16:23(65)

<<   მესამე პული

ალსთერ (ირლ) 13:23 ტულონ (სფრ)

ლ: გილროი; გ 2ჯ: ჯექსონ -

2ლ: ჰაბანა დ.არმითიჯ; 2გ 3ჯ: ჰაფპენი სბ ჰაბანა

რეფ ბარნს (ინგ) @ 25/10 ბელფასთ, ქინგსპენ (რეივენჰილ, 16 931)

0:3(10) 0:6(14) 3:6(22) 3:9(40) 3:16(40+4) /
6:16(47) 6:23(60) 13:23(78) სბ(80ტ)

* ლევან ჩილაჩავა (ტლნ) 50 შევიდა (ბოჭვა 4/0)

ჰლანეჰლი (უელ) 15:3 ლესთერ (ინგ)

2ლ: ჰ.რობინსონ ალ.დევის; გ ჯ: სთ.შინგლერ - ჯ: ო.ვილიამს

რეფ ლეისი (ირლ) @ 25/10 პარკისქარლეთს (8 235)

0:3(14) 5:3(18) 8:3(32) / 15:3(63)

<<   მეოთხე პული

ბას$(ინგ) 19:21 ტულუზ (სფრ)

ლ: ბეთი; გ 3ჯ ა: ფორდ -

3ლ: კლერკ არენორდოკი მედარ; 3გ: ფლად 2, მაკალისთერ

რეფ ოუენს (უელ) @ 25/10 რექრიეიშენ გრაუნდ (13 360)

3:0(5) 3:7(15) 6:7(31ა) /
9:7(46) 9:14(49) 12:14(53) 12:21(66) 19:21(75)

მონპელიე$(სფრ) 13:15 გლაზგო (შტლ)

ლ: [საჯ] გ: ირიბარენ; 2ჯ: პაიოგ სბ რ.ებერზონ - 5ჯ: რასელ

რეფ დოილ (ინგ) @ 25/10 ალტრა (ივ დიუმანუარ, 11 089)

0:3(2) 0:6(13) 3:6(16) 3:9(19) 6:9(32) /
6:12(60სბ) 6:15(64) 13:15(80+6)

* მიხო ნარიაშვილი (მნპ) 50 შევიდა (4 პასი, 5 სოლო = 2 მეტრი, ბოჭვა 0/0)

<<   მეხუთე პული

ნორსჰემპთონ$(ინგ) 34:6 ოსპრეიზ (უელ)

4ლ: ნორს; 4გ 2ჯ: მაილერ - 2ჯ: ბიგარ

რეფ პუატ (სფრ) @ 25/10 ფრენქლინზ გარდენზ (13 362)

3:0(5) 3:3(10) 10:3(18) 17:3(32) 20:3(38) /
20:6(48) 27:6(56) 34:6(78
$პ)

ტრევიზო (იტა) 10:26 რასინგ (სფრ)

ლ: ნიტოლია; გ ჯ: ჰეივორდ -

2ლ: შავონსი ლორე; 2გ 4ჯ: სექსთონ

რეფ პირს (ინგ) @ 26/10 მონიგო (3 711)

0:3(9) 3:3(21) 3:6(33) /
3:13(44) 3:16(56) 10:16(63) 10:19(67) 10:26(76)

 

ად

ჩემპიონ * 2 რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

მანსთერ (ირლ)

8

4

+12

2-0

041:029

0

2

კლერმონ (სფრ) %

6

6

+25

1-1

058:033

2

3

სარასენს (ინგ)

5

4

-4

1-1

033:037

1

4

სეილ (ინგ)

1

2

-33

0-2

029:062

1

1

ჰარლიქვინზ (ინგ)

8

3

+23

2-0

048:025

0

2

ლენსთერ (ირლ) %

8

3

+10

2-0

046:036

0

3

ვოსპს (ინგ)

2

3

-12

0-2

036:048

2

4

კასტრ (სფრ)

1

1

-21

0-2

025:046

1

1

ტულონ (სფრ)

8

5

+20

2-0

051:031

0

2

ჰლანეჰლი (უელ)

4

4

+2

1-1

033:031

0

3

ლესთერ (ინგ)

4

3

-5

1-1

028:033

0

4

ალსთერ (ირლ)

1

3

-17

0-2

031:048

1

1

გლაზგო (შტლ)

9

5

+29

2-0

052:023

1

2

ტულუზ (სფრ) %

8

6

+9

2-0

051:042

0

3

მონპელიე (სფრ)

2

3

-9

0-2

036:045

2

4

ბას (ინგ)

1

2

-29

0-2

029:058

1

1

რასინგ (სფრ)

8

4

+25

2-0

046:021

0

2

ნორსჰემპთონ (ინგ)

5

5

+19

1-1

045:026

1

3

ოსპრეიზ (უელ)

5

5

+7

1-1

048:041

1

4

ტრევიზო (იტა)

0

2

-51

0-2

017:068

0

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) ბონუსი ($)   ტოლ ქულაზე: პირისპირ 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) მეტი ლელო, 3) უკეთესი სხვაობა; მთელ პულში 4) მეტი ლელო, 5) უკეთესი სხვაობა, 6) ნაკლები გაძევება; 7) წილისყრა   პლეიოფში გადიან: ხუთივე პულის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

ჩელენჯ თასი 2014-15

<<   პირველი პული

გრენობლ (სფრ) 15:25 ლონდონ აირიშ$(ინგ)
როვიგო (იტა) 18:33 კარდიფ
$(უელ)

<<   მეორე პული

ლაროშელ (სფრ) 25:13 ბეიონ (სფრ)

* ლექსო ყაულაშვილი (ლრშ) 62 შეცვალეს (5 სოლო = 2 მეტრი, ბოჭვა 1/0, -1 ჯარიმა)  * გიორგი ჟღენტი (ბენ) შესვენებაზე შეცვალეს (1 პასი, 4 სოლო = 26 მეტრი, 1 გარღვევა, 1 გაბითურება, 1 ოფლოუდი, ბოჭვა 3/0, -1 ჯარიმა)

ექსეთერ$(ინგ) 33:13 ქონოთ (ირლ)

<<   მესამე პული

დრეგონზ$(უელ) 26:30 ნიუქასლ (ინგ)
ბუკურეშტ
$(რუმ) 9:13 ლესტად (სფრ)

* ოთარ ტურაშვილი (ბკრ, რუმ) 72 შეცვალეს  * ზურაბ ჟვანია (სტდ) არ შეუცვლიათ = თამაშობდა კვაჭად!

<<   მეოთხე პული

ლონდონ ველშ (ინგ) 20:52 ბორდო$(სფრ)
ედინბურგ (შტლ) 25:17 ლიონ (სფრ)

<<   მეხუთე პული

ბრივ$(სფრ) 21:26 ძებრე (იტა)
* კახა ასიეშვილი (ბრვ) არ შესულა

უაიონაკს (სფრ) 15:25 გლოსთერ (ინგ)
 

 

ად

ჩელენჯ * 2 რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

ლონდონ აირიშ (ინგ)

10

14

+66

2-0

095:029

2

2

კარდიფ (უელ) %

10

10

+38

2-0

070:032

2

3

როვიგო (იტა)

0

4

-71

0-2

032:103

0

4

გრენობლ (სფრ)

0

1

-33

0-2

029:062

0

1

ექსეთერ (ინგ)

6

7

+14

1-1

057:043

2

2

ქონოთ (ირლ)

5

8

+16

1-1

061:045

1

3

ლაროშელ (სფრ)

4

5

-24

1-1

037:061

0

4

ბეიონ (სფრ)

4

4

-6

1-1

043:049

0

1

ნიუქასლ (ინგ)

9

10

+28

2-0

073:045

1

2

დრეგონზ (უელ) %

6

7

+12

1-1

064:052

2

3

ლესტად (სფრ)

4

2

-12

1-1

035:047

0

4

ბუკურეშტ (რუმ)

1

3

-28

0-2

028:056

1

1

ედინბურგ (შტლ)

8

3

+10

2-0

040:030

0

2

ბორდო (სფრ) %

6

8

+30

1-1

065:035

2

3

ლიონ (სფრ)

5

6

+2

1-1

045:043

1

4

ლონდონ ველშ (ინგ)

0

4

-42

0-2

038:080

0

1

გლოსთერ (ინგ)

9

8

+65

2-0

080:015

1

2

ძებრე (იტა)

4

4

-4

1-1

050:054

0

3

უაიონაკს (სფრ)

4

3

-1

1-1

048:049

0

4

ბრივ (სფრ)

1

3

-60

0-2

021:081

1

შემდგომი განრიგი

პულები: 4-7 და 11-14/12,  15-18 და 22-25/01

მეოთხედფინალები 2-5/04,  ნახევარფინალები 17-19/04

ფინალები @ ლონდონი (საქართველოს დროით)

ჩლჯ:  პარ 1/05 თვიქნემ სთუპ @ 22.45
ჩმპ:  შაბ 2/05 თვიქნემ სთედიუმ @ 20.00

www.000webhost.com