ბურჯებმა გვასახელეს

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ის მეათე ტურში ჩვენთვის ერთობ გასახარი რამ მოხდა - ერთბაშად ოთხმა ქართველმა ბურჯმა შეიტანა ლელო, რაც ჯერარნახული ამბავია, სხვაფრივ კი ტულონმა ისევ გადაუსწრო კლერმონს.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ბურჯი ირბ-ული რაგბის მშვენება თუ არა, დედაბოძი კი ნაღდადაა. ამ, ხარივით ბიჭებზე დგას შერკინება - თუ მაგათ იდედლეს, გუნდი წააგებს.

სხვა ამბავია, რომ სამხრეთული, ეშხიანი რაგბის ტრფიალთ არ მოგვწონს ბოლოდროინდელი ტენდენცია - მატჩის ბედს ბურჯთა გინდ ძალითა და გინდაც ვირეშმაკობით მოპოვებულ ჯარიმათა გატანა რომ წყვეტს, მაგრამ თუ პირველხაზელი შეიტანს ლელოს, მაგას რა აჯობებს - გულით გავიხარებთ, რომ 1 და 3 ნომრებიც ბურთაობენ დანარჩენი გუნდის დარად!

"ტოპ 14" წყვილი ევრორაუნდის შემდეგ განახლდა. შვიდიდან ორი მატჩი სტუმარმა მოიგო. პრემია აიღო სამმა გამარჯვებულმა, ნუგეში - ერთადერთმა წაგებულმა, 70 თამაშში კი ფრედ ერთიც არ დასრულებულა.

კაპიტანს მიეშველა

გვასახელეს კახა ასიეშვილმა (ბრივი), ლექსო ყაულაშვილმა (ლაროშელი), ზურაბ ჟვანიამ (სტად ფრანსეზი) და ლევან ჩილაჩავამ (ტულონი). როგორც ქართული რაგბის დიდმა ქომაგმა, "მეორე დონის ფორუმზე" მპოსტავმა "ბებერმა" შენიშნა, ლელოები მით უფრო ფასეულია, რომ ოთხივე გუნდმა იმარჯვა, სტადმა კი, ლამის იყო დაკარგული, პრემიაც დაიბრუნა.

მივყვეთ ტურს ქრონოლოგიურად. ფორმაში ჩამდგარმა ბობოლა ტულუზმა, ვისაც გი ნოვესის ხელქვეით პირველად წაეგო ზედიზედ ხუთი, გასვლაზე 5-ჯერ დაალელოვა ლიონი და მიყოლებით მეოთხედ იმარჯვა * 41:17

ასიეშვილი 11 წუთზე მიეშველა კაპიტან არნო მელას და ანგარიში გახსნა. ბრივი ბოლო მეოთხედამდე მაინც აგებდა კასტრთან, მაგრამ ამას ჯერ კაცი გაუსინბინეს, მერე კი ექს-აფრიკელმა რორი ქოქოთმა შერკინებაში ბურთი მსაჯის ნიშნამდე შეაგდო, რასაც სწრაფი გათამაშება და ოზი ალფი მაფის ლელო მოყვა * 21:15

ლექსო ყაულაშვილი მეორე ტაიმში შედი-გამოდიოდა. მისი ძალური რეიდით ლაროშელი 15:9 დაწინაურდა. ატლანტიკელებს სამი სამხრეთელი - კივი უინი ატონიო, ფიჯელები ლევანი (!) მბოტია და ჯონე ნქოვუ-ნაილიკო გაუყვითლეს, მაგრამ გუნდმა მაინც ძლია მონპელიე * 21:15

წამატებულში ივაჟკაცა

არგენტინელმა ვენხამინ ურდაპიჟეტამ ივდიუმანუარზე 6 ჯარიმა და ერთიც არეკნი შეაგდო, რითაც უაიონაკსმა სეზონის პირველი საშინაო მარცხი აგემა პარიზის "რასინგ მეტროს" * 21:17

დედაქალაქისვე სტადს ბორდოსთან ორი ლელო შეაწია ფიჯელმა ვაისეა ნაიათალევუმ, ჟვანიამ კი წამატებულ დროში რომ ივაჟკაცა, გუნდს პრემიაც დაერიცხა * 39:22 და ქულებიც გაუტოლდა კლერმონს.

ამან ბეიონში 13:24 წააგო, გარდამტეხ ლელოზე კი მარვინ ოქონორი კონტრ-შეტევაზე გამოექცა ვიტო კოლელიშვილს. ჩილაჩავამ ტულონის 9 ლელოდან მესამე შეიტანა და ჩემპიონმაც 61:28 დაანგრია გრენობლი, მაგრამ დამდეგ ვიქენდზე ბლომად ხალხი მიუდის ნაკრებებში და პირველ ხაზს კაცებით ვეღარ აკომპლექტებს.

ორივეგან უსინბინოდ!

ეგ რგოლი იქეთ იყოს და ტულონს ისედაც აკლიან ფრედი მიშალაკი, ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვე და მეთ გიტო, ბოკემ კი იხმო ბრაიან ჰაბანა, უელსმა - ლი ჰაფპენი და "ლე ბლემ" - მატიო ბასტარო.

ტესტებში საფრანგეთის პირველი მეტოქე ფიჯი რომაა, ლიგა ტოპ 14-ის ტურს მაინც ატარებს, მერე კი, ავსტრალიისა და არგენტინის ხათრით, ელიტას დაასვენებს.

დასასრულ, ტრადიციულად შევაჯამოთ ლეგიონის მონაგარი. ტოპის 10 კლუბის 15 ჩვენებურიდან დამწყებ 15-ეულში სამიღა მოხვდა, კიდევ ხუთი კი შემცვლელად შევიდა. 4 ლელო ზემოთ ვიზეიმეთ. სინბინში არავინ გაუმწესებიათ, ხოლო ოფლოუდი ბურჯს არ მოეთხოვება.

ტოპ 14-ის მომდევნო "პრო დ2"-ში პირველად დამარცხდა ლიდერი - პო, პრემია კი ვერავინ აიღო. ამ ლიგის 16-დან 8 კლუბში მოღვაწე 20 ქართველიდან ითამაშა თორმეტმა. არ შეუცვლიათ მხოლოდ ნიკა ხატიაშვილი; რვა ბრძოლაში მარქაფიდან ჩაება; სხვაფრივ კი არც ლელო დაუდია ვისმე და არც არავინ გაუძევებიათ.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

X ტური

შაბ 1/11

ლიონ

17:41

ტულუზ$

ბრივ

21:15

კასტრ

ლაროშელ

21:15

მონპელიე

რასინგ$

17:21

უაიონაკს

სტად$

39:22

ბორდო

ბეიონ

24:13

კლერმონ

კვი 2/11

ტულონ$

61:28

გრენობლ

XI ტური * საქ დროით

პარ 7/11

მონპელიე

23.45

ბრივ

შაბ 8/11

კასტრ

17.45

ტულონ

კლერმონ

23.00

სტად

გრენობლ

23.00

ლიონ

უაიონაკს

23.00

ლაროშელ

რასინგ

23.00

ბეიონ

ბორდო

23.45

ტულუზ

   

ად

ტოპ 14 * 10 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

ტულონ

33

+137

7-3

326:189

39/16

5

2

კლერმონ

31

+69

7-3

242:173

20/12

3

3

სტად (პარ)

31

+10

7-3

234:224

25/20

3

4

ბორდო

27

+63

6-4

296:233

29/22

3

5

მონპელიე

26

+40

6-4

216:176

17/15

2

6

რასინგ (პარ)

25

+7

5-5

225:218

24/19

5

7

გრენობლ

24

-50

5-5

252:302

26/30

4

8

ტულუზ

23

+27

5-5

227:200

19/17

3

9

ბეიონ

21

+8

4-6

214:206

17/20

5

10

ლაროშელ

19

-75

4-6

220:295

20/33

3

11

ბრივ

18

-60

4-6

206:266

20/25

2

12

ლიონ

17

-67

4-6

181:248

16/24

1

13

უაიონაკს

16

-25

3-7

201:226

14/19

4

14

კასტრ

15

-84

3-7

202:286

18/32

3

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($): პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

^ წინაა უკეთესი პირისპირ ბალანსით

"პრო დ2"

VIII ტური

18-19/10

აჟენ

28:19

მონმარსან

დაკს

16:34

კოლომიე

მასი

39:29

კარკასონ

მონტობან$

43:03

ბიარიც

ნარბონ

33:17

ორიაკ

პო$

35:10

ალბი

ბურგუენ$

42:16

ტარბ

პერპინიონ

28:25

ბეზიე$

IX ტური

1-2/11

ბიარიც

23:18

პერპინიონ$

ალბი

19:16

ტარბ$

ორიაკ

19:12

აჟენ

კარკასონ

40:17

დაკს

კოლომიე

15:07

მასი

მონტობან$

17:18

ნარბონ

ბეზიე

19:00

ბურგუენ

მონმარსან

15:06

პო

ად

დ2 * 9 ტური

სხვ

მ-წ*

$

1

პო

35

+99

8-1

3

2

ბეზიე

26

+48

6-3

2

3

პერპინიონ

24

+24

5-4

4

4

მონდემარსან

23

+27

5-4

3

5

კარკასონ

23

+22

5-4

3

6

ალბი

23

-13

5-4

3

7

ორიაკ ^

21

-9

4-4*1

3

8

აჟენ

21

+32

4-5

5

9

ბიარიც

21

-14

5-4

1

10

კოლომიე

21

-4

5-4

1

11

მონტობან

20

+22

4-5

4

12

ნარბონ

17

-41

4-5

1

13

მასი

15

-42

3-6

3

14

ტარბ

15

-82

3-6

3

15

ბურგუენ ?

13

-16

3-5*1

3

16

დაკს

9

-53

2-7

1

? დაექვითა 4 ქულა

www.000webhost.com