მთლად ჩაშავდნენ

   შემოდგომის ტესტების პირველ სრულ ვიქენდზე დიდი ჯახია: ბრიტანეთის ოთხი ქვეყანა სამხრეთის ფალავნობის ოთხ წევრს ებმის, მაგრამ ვაი რომ, ორი მეგა-თამაშის პირველი მეოთხედი საქართველო - ტონგის რკენის კულმინაციას ემთხვევა.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

განრიგი ვერც ბრიტებმა ჩამოქნეს მთლად ტელექომაგის ინტერესთა დაცვით: ინგლისი და უელსი ერთდროულად იღებენ ზელანდიასა და ავსტრალიას, შემდეგ სლოთში კი ირლანდია და შოტლანდია ასევე ერთბაშად ებმიან აფრიკასა და არგენტინას. ჰოდა, ფანს თუ ორმაგი სეირის დაგემოვნება სწადია, სმართფონი უნდა მოიშველიოს!

გემოვნების ამბავია, მაგრამ ჩვენებურად შვიდის ნახევრის წყვილი რკენა ქომაგს უფრო მიიზიდავს, ვიდრე ათის ნახევრიანი შოუები. ამ ვარაუდს ნეთში კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ მასალათა რაოდენობის შედარებაც ამაგრებს, რაღაი რაგბეთს სულ ინგლისი - ზელანდია აკერია პირზე და უელს - ავსტრალიაშიც ბურთაობას ელის.

ფიჯელი ჯარისკაცი

"ოლ ბლექსი" ვარდებს 1905 წლიდან 39: 31-7*1 (945:539) ჯობნის. ბოლო მსოფლიო თასის აქეთ ინგლისმა შინ შარშანწინ 38:21 იმარჯვა და შარშან 22:30 წააგო, წელს კი, კივეთში, სამივე ტესტი ზელანდიამ მოიგო - 20:15, 28:27 და 36:13

ინგლისს დაუშავდა ბარემ ათი დამწყები: ბურჯები ალექს კორბისიერო და დენ ქოული, მეორეხაზელები ჯეფ პარლინგი და ჯო ლონჩბრი, მარბიელი თომ ქროფთი, შუამარბები მანუ ტუილანგი და ლუთერ ბარელი. ბედად, მხტომელ დეივ ეთვუდის წაწალმა დროით გააჩინა პირმშო, თორემ ამ შაბათს ვერც ეს ფორვარდი ირაგბებდა.

სამაგიეროდ, გუნდში დიდი სიახლეა - გარემარბად პირველად ითამაშებს 27 წლის ფიჯელი ჯარისკაცი სემესა როკონდუნგუნი, ვისაც ავღანეთშიც კი უომია და ექსპერტთა აზრით, ბასში თამაშით ბადალი არა ჰყავს მთელ პრემიერშიპში.

ვეღარ შეეხეტებიან

ზელანდიას არავინ აკლია. უფროსობამ დამწყებ 15-ეულში დააბრუნა სამივე სმითი - ბენ, კონრად და არონ. დენ ქართერს იმდენი გაუცდა, რომ ამ დონის მატჩისთვის მზად ვერააო, 12 ნომრად სონი-ბილ ვილიამსი კი იმად დაიტოვა სთივ ჰანსენმა, რომ ნალიგარი ოსტატი უნიკუმია და ახლა ბობოლებთანაც უნდა აჩვენოს, რა შეუძლია.

კაპიტანი რიჩი მაკქოუ 135-ე კეპს იხვეჭს და ჯერაც ვერ იცის, როდის გავა პენსიაზე. 30 ტესტში 29 ლელოს გამტანი ჯულიან სავეა ამბობს, ჯონა ლომუ ჩემი კერპია და აბა, როგორ შევედაროო, კივთა ბანაკმა კი ოტელში დაცვა გაამკაცრა, რათა ჟურნალისტი ვეღარ შეეხეტოს შავთა სათათბირო ოთახში და მთელ მსოფლიოს არ მოსდოს სლოგანი, "ჩვენებრ მაგარი გუნდი სპორტის ისტორიაში არავინ ყოფილაო"

ლონდონი სამყაროს თვალია და ზელანდიამ სწორედ მანდ მოაწყო ადიდასის ახალი, უშავესი ფორმის პრეზენტაცია. კვართს აღარ ამკობს თეთრი საყელო, გვიმრა, სპონსორის ლოგო და ნომერი კი ვერცხლის ფრად ახატ-აწერია. რაც მთავარია, ქსოვილია უმაგალითო და კანის (!) მოძრაობას იმეორებს, მორკინალის კვართი კი იმით განსხვავდება ბექის სლიპინასგან, რომ ხელს ჩაავლებ.

ნორსი 13 ნომრად

სქრამ.კომ-ის მენცართა აზრით, მატჩის ბედს გადაწყვეტს მეორე მეოთხედი - მაგ მონაკვეთში ინგლისს ლელოს გატანა უჭირს, ხოლო კივები მეტოქეს აყუმბარებენ.

ახალი - ნარევი საფარი დააგეს მარიფილდსა და მილენიუმზე, რადგან ბალახს ორივეგან მოულპა ძირი. უელსს დაუბრუნდნენ კაპიტანი სემ ვორბერთონი და 15 ნომერი ლი ჰაფპენი, შოტლანდიას კი უყოჩებს გლოსთერის 9 ნომერი გრეიგ ლეიდლოუ, რაღაი სკიპერად დანიშნულ გრანთ გილქრისთს ჩელენჯზე ხელი მოტყდა.

სქოთებს მეორე ხაზში ძმები გრეები უყენიათ. არგენტინის შუამარბი ხუან-მარტინ ერნანდესი 50-ე კეპს მიითვლის. საფრანგეთმა 15 ნომრად აფრიკელი სქოთ სპედინგი დაიყენა. ბოკე მთელი თვით მოისაკლისებს ალსთერის ჰავბექს, რუან პინარს, ირლანდიამ კი 13 ნომრობა ანდო ამავე კუთხელ ზელანდიელს, ჯარედ პეინს. 

სამყურებმა აფრიკას ბოლოჯერ 2009 წელს, ქროქერზე, 15:10 მოუგეს, მას აქეთ კი ორჯერ დამარცხდნენ ავივაზე - 21:23 (2010) და 12:16 (2012). უელსი ავსტრალიას 1908 წლიდან 37: 10-26*1 (562:864) ჩამორჩება და 2009 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 9-ჯერ წაუგია, ახლა კი ნორსჰემპთონის გარემარბი ჯორჯ ნორსი 13 ნომრად გადაუყვანია ... ვოლაბ ტევიტა კურინდრანის გასამკლავებლად.

 

ჩრდილოეთის ტესტებ

<<  პირველი ვიქენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

სთრიმები

                     

7/11

კანადა

23.00

ნამიბია

ქოლვინბეი (უელ)

8/11

იაპონია

09.00

მაორი

ტოკიო

 

ჰონკონგი

14.00

რუსეთი

ჰონკონგი

 

საქართველო

17.00

ტონგა

თბილისი

 

იტალია

18.00

სამოა

ასკოლი

 

ინგლისი

18.30

ზელანდია

ლონდონი

 

უელსი

18.30

ავსტრალია

კარდიფი

 

რუმინეთი

20.30

შტატები

ბუქარესტი

 

საფრანგეთი

20.45

ფიჯი

მარსელი

 

ირლანდია

21.30

აფრიკა

დუბლინი

 

შოტლანდია

21.30

არგენტინა

ედინბურგი

რაზმები

ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ლეალიაფანო ტომანე <10-9> ფოლი ფიპს / სლიპერ ფაინგა კეპუ; ქართერ სიმონს; მაკმან ჰუპერ^კაპ მაკქალმან * მრქ+) ჰორნ ქუპერ გენია / ჰენსონ ფოქნერ ელიგზანდერ; ჰორვილ სქელთონ ჰოჯსონ

არგ: ტუკულეტ იმოფ ვოშ ერნანდეს მონტერო <10-9> სანჩეს ლანდახო / აჟერსა კრევი^კაპ ერერა; ლავანინი გილემენ; ვაეს ორტეგა-დესიო სენატორე * მრქ) აგუჟა გონსალეს-იგლესიას კუველი / კორტესე ნოგერა-პას ტეტას-ჩაპარო; პონსე ისა

აფრ: ლერუ ჰენდრიკს სერფონტეინ დევილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> პოლარდ ჰოუხარდ / მთავარირა ბ.დიუპლესი ი.დიუპლესი; ეცებეთ მეტფილდ; კუცია მოჰოჟე ფერმიულენ * მრქ) პიტერსენ ლემბი რეინახ / ა.სტრაუს ნიაკანე უსტჰეიზენ; ბოთა ბერგერ

აშშ: ნიუა ნგვენია ქელი ე.სუნიულა თ.სთენფილ <10-9> სიდელ პეთრი / ვოლეს თილ ქილიფი; ტუისამოა ლ.სთენფილ; ქლევერ^კაპ ქვილ თროუვილ * მრქ) რ.სუნიულა შ.სუნიულა სამშენ / ქულიქენ თარ მოეაკიოლა; პითერსონ ქალენ

ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით ვილიამს სავეა <10-9> ქრუდენ ა.სმით / ქროქეთ ქოულზ ო.ფრენქს; რეთალიქ ვაითლოქ; კაინო მაკქოუ^კაპ რიდ * მრქ) ქროთი ბარეთ პერენარა / მეალამუ ბ.ფრენქს ფაუმუინა;  ტუიპულოტუ მესამ

ინგ: ბრაუნ როკონდუნგუნი ბარით ისთმონდ მეი <10-9> ფარელ ქეა / მარლერ ჰართლი ვილსონ; ეთვუდ ლოზ; ვუდ რობშოუ^კაპ ვუნიპოლა * მრქ) ვოთსონ ფორდ იანგს / ვებერ მულენ ბრუქს; ქრუზ მორგან

ირლ: ქარნი ბოუ პეინ ჰენშოუ ზიბო <10-9> სექსთონ მარი / მაკგრას ქრონინ როს; თოუნერ ოოქონელ^კაპ; ომანი ჰენრი ჰიზლიპ * მრქ) ჯოუნზ მედიგან რედენ / რ.სტრაუს ქილქოინ აჰიუ; მაკქართი რადოქ

იტა: მაზი მაკლეინ კამპანიარო მორიზი სარტო <10-9> ჰაიმონა გორი / აგერო გირალდინი კისტოლინი; ხელდენჰეის ფურნო; ძანი ფავარო პარისე^კაპ * მრქ) ტონიოლატი ორკერა პალაძანი / მანიჩი დემარკი ჩიტადინი; ბორტოლამი ბარბიერი

რუმ: ფერკუ აპოსტოლ გალ-მინია ვლაიკუ ნეაგუ <10-9> მანოლე კალაფეტეანუ / ლაზერ ტურაშვილი იონ; სირბე კოსტე; მაკოვეი ტონიცა კარპო * მრქ) იონიცა დასკელუ სურუჯიუ / რედოი ა.ურსაკე პუნჯა; პოპირლან ნისტორ

სამ: აუტანგავაია ქ.პისი ლეოტა ლეიუა ლემი^კაპ <10-9> ტ.პისი ფოტუალიჰი / ტაულაფო ტი.პაულო პერენისე; თომპსონ ლემალუ; ფაჰასალელე ლემ ტუიფუა * მრქ) ვ.სთენლი მ.სთენლი ქაული / ოვეი ტოეტუ აფატია; ტე.პაულო ფაჰასავალუ

საქ: კვირიკაშვილი მაჩხანელი^კაპ კაჭარავა შარიქაძე მჭედლიძე <10-9> ხმალაძე ბეგაძე / ნარიაშვილი მამუკაშვილი ქუბრიაშვილი; მიქაუტაძე დათუნაშვილი; თხილაიშვილი კოლელიშვილი ჩხაიძე * მრქ) თოდუა მალაღურაძე ხუციშვილი / მაისურაძე ჟვანია ჩილაჩავა; ნემსაძე ლომიძე

სფრ: სპედინგ იუჟე დიუმულენ ფოფანა ტომა <10-9> ლოპეს ტიუ-ბორდ / მენინი გირადო მას; პაპე მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ლერუ შული * მრქ+) 10 კაცი

ტონ: ლილო ჰალაიფონუა პიატაუ პაეა ვაინიკოლო <10-9> მორათ ტაკულუა / მაილაუ ლუტუი პუაფისი; ლოკოტუი ტუჰინეაუ; კალამაფონი ლატუ მაჰაფუ * მრქ) კატოა ფოსიტა მოა / ტაიონე ჰალანუკონუკა ფაჰანუნუ; ფაჰაოსო თიპოულ

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ნორს რობერთს ლ.ვილიამს <10-9> ბიგარ ვებ / ჯეიმზ ჰიბარდ ლი; ბოლ ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ * მრქ) ალენ პრისთლენდ ფილიპს / ბოლდვინ ჯენქინს რდ.ჯოუნზ; დევის თიპურიქ

ფიჯ: ტალემბულა ვოტუ ტიკოიროტუმა მბოტია რატინი <10-9>  რალულუ მატავალუ / მაჰაფუ კოტო საულო; ნაკარავა რატუნიარავა; ვანქანიმბოროტუ ნქერა^კაპ მატანდინგო * მრქ) ნანგუსა ნანდოლო სენილოლი / ვეიკოსო იანუიანუტავა თოლატი; სონქეტა რავულო

შტლ: ჰოგ მეითლენდ ბენეთ დანბარ სიმორ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ / დიქინსონ ფორდ მარი; რ.გრეი ჯ.გრეი; ჰარლი ქოუან ეშ * მრქ) შ.ლამონთ ვიარ პირგოს / ლოუსონ რიდ ქროს; სვინსონ სთროქოშ

ირბ-ის რეიტინგი (3/11)

1 ზელანდია 9315, 2 აფრიკა 9041, 3 ინგლისი 8568,
4 ავსტრალია 8453, 5 ირლანდია 8344, 6 უელსი 8070,
7 საფრანგეთი 8001, 8 შოტლანდია 7775, 9 სამოა 7635,
10 არგენტინა 7597, 11 იაპონია 7563, 12 ფიჯი 7458

13 ტონგა 7283, 14 იტალია 7092, 15 საქართველო 7046,
16 რუმინეთი 6842, 17 კანადა 6777, 18 შტატები 6730,
19 ურუგვაი 6358, 20 რუსეთი 6229, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია
5926, 23 პორტუგალია 5773, 24 ჰონკონგი 5763

www.000webhost.com