ფაზაობითა და არეკნით

   შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ჯერ ზელანდიამ და ავსტრალიამ პრაგმატულად ძლიეს ინგლისი და უელსი, მერე კი ბრიტანეთის ღირსება ირლანდიამ და შოტლანდიამ აღადგინეს აფრიკისა და არგენტინის ჯობნით.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

"ოლ ბლექსმა" ვარდებს ბოლო 13 თვეში ზედიზედ მეხუთედაც მოუგო. არადა, 7 დაშავებული "ლომის" გარეშე მორაგბე ბრიტებმა თავიდან ისე შეუტიეს, რომ ნამატჩევს კივთა გურუ სთივ ჰანსენი გამოტყდა, ჩვენი ბედი, რომ პირველ ტაიმშივე არ გავნადგურდითო.

ზელანდიას უჭირდა, მაგრამ თანდათან გაიმართა წელში, მეორე ტაიმში კი აშკარად დაჯაბნა მასპინძელი. კივებს კვაჭიც გაუსინბინეს, მაგრამ ინგლისი კოკისპირულ წვიმაში ვერ გადადიოდა ცენტრს იქეთ, ხოლო სტუმართა გადამწყვეტი ლელო გაჭიანურებულ, 22-ფაზიან შტურმს მოჰყვა.

შავად შემოსილმა და ვერცხლისფრად დანომრილმა გუნდმა თანამედროვე, "კაპა ო პანგო" ჰაკა შეასრულა, ინგლისმა კი ამის შემდეგ ოვალი შეკრა, ითათბირა და თამაშის დაწყება გააჯანჯლა, რათა სტუმართა ჟინი დაეცხრო.

მსაჯმა იჩქარა

ფანდმა შედეგი გამოიღო - ორი გამოტოვების შემდეგ აყლაყუდა ჯონი მეიმ გარედან შემოურბინა კონრად სმითს და კიდეზე იზრაელ დეგსაც გაუსხლტა * 5:0 @ 4. მალევე გარემარბმა დანი ქეას გადაკიდებულიც იხელთა, მაგრამ დეგმა შებოჭა, ქაილ ისთმონდის სალელოვე პასი კი ვერ დაიჭირა მაიქ ბრაუნმა.

კივმა ჯერომ კაინომ ორი დამხვდური რომ დაიფრინა, არონ სმითმა ახლოდან ახეირა არონ ქრუდენი. მსაჯმა იჩქარა ლელოს ჩათვლა, თორემ საქმე ტელი-რეფს რომ გადასცემოდა, ამას ეგებ დაესკვნა, შემტევმა ბურთი ხაზამდე დაამიწა და წინ მერეღა გასწიაო * 5:5 @ 14

აქედან მოყოლებული, ტაიმის ბოლომდე, ოუენ ფარელმა არეკნი ააცილა, მაგრამ სამი ჯარიმა შეაგდო, ხოლო ქრუდენმა ორი გაიტანა * 14:11. ტვინი შეერყა ქორთნი ლოზს, მხარი ეტკინა ბროდი რეთალიქს, 22-ში შეჭრილი სონი-ბილ ვილიამსის ოფლოუდი კი ვერავინ აიღო. 

ლამის ძუნძულით

შესვენების შემდეგ ზელანდიამ ბურთის ფლობით 60-40, ხოლო ტერიტორიულად მეტადაც, 69-31% იძალა. ქრუდენმა ძაან შორიდან ძელს გაარტყა ჯარიმა, ქიარან რიდმა და ბურჯმა ოუენ ფრენქსმა კი ფრონტი შუაში გასერეს და დეგმა თუმც უკან უპასა რიჩი მაკქოუს, ამან ლამის ძუნძულით მაინც შეიტანა კარიერის 25-ე ლელო * 14:16 @ 46

აქედან 10 წუთში რაქმა ინგლისის კარის ხაზი რომ გადაკვეთა, სემ ვაითლოქი ბურთს დაახტა, მაგრამ ვიდეოზე გამოჩნდა, რომ ოვალი წინ წაუვიდა. იქვე დეინ ქოულზმა ფეხი უთავაზა დილან ჰართლის, უბურთოდ რად მიჭერო, და გაასინბინეს, მაგრამ მასპინძელთა ჭირად, წვიმამ მაგრად დაუშვა და ხელდახელ შეტევა გააძნელა.

ინგლისი ბევრჯერ გადარჩა. ქრუდენმა ფრთაზე გადაუკიდა ჯულიან სავეას, ამანაც შეიგორა და კივებმა სემესა როკონდუნგუნი ლელოში დაატყვევეს. 5-მეტრა შერკინებიდან რომ გაიშალა თამაში, სავეას მეის დანახვაზე ოვალი დაუვარდა; ბოდენ ბარეთმა 18 მეტრიდან ააცილა ჯარიმა, მაგრამ სონი-ბილმა რომ გაჭრა ხაზი და კარის წინღა დაიჭირეს, ინგლისი ოფსაიდისთვის 5 ქულით ჩამორჩა * 14:19 @ 66

მეტს ვივარჯიშებთო

სინბინის ამოწურვის შემდეგ ზელანდიამ დიდხანს ათამაშა ბურთი და მიზანს ბურჯი ჩარლი ფაუმუინა ეწია * 14:24 @ 72. ინგლისმა პრესტიჟის ლელოღა გაიტანა - ჯარიმათა ნაცვლად კარის წინ შერკინებები აიღო და შავები უკანდახევისას რომ წამოდგნენ, რეფმა "ტექნიკური" ჩათვალა * 21:24

ნამატჩევს ვარდების მოძღვარმა, სთუ ლანქასთერმა აღიარა, კივებს უკანა ბექები ღრმად უყენიათ, ჩვენ კი მაგათკენ კარგად ვერ ვურტყით და ვერც მივსდიეთო, მაგრამ ეგეც დააყოლა, გეზი სწორი გვიჭირავს და ერთად მეტს რომ ვივარჯიშებთ, ეგ თამაშსაც შეეტყობაო.

გურუ ჰანსენმა იკითხა, ინგლისი ნეტავ რა ტაქტიკით ეთამაშება ღონიერ აფრიკასო, და ეგეც გაუმხილა მედიას, რომ კონრად სმითი ფრიად არასერიოზული, ოჯახური მიზეზით შინ მიფრინავს, მაგრამ ტურნეს ბოლოს (22/11) უელსთან ბურთაობას კი ჩამოუსწრებს. 

ზედიზედ მეათედაც

უელსმა და ავსტრალიამ პირველ ტაიმში ტრადიციად ქცეული საბურთაო შოუ გამართეს - დაიდო 6 ლელო და ფრე გაფორმდა, მეორეში კი ვოლაბები თუმც ვეღარ ეწივნენ მიზანს და შერკინებაშიც შერცხვნენ, მაგრამ მათ არეკნის დარტყმა კი იკადრეს და 2009 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეათედაც (!) ძლიეს ურჩხულები.

კელტების პირველ ლელოზე კაპიტანი სემ ვორბერთონი გაიჭრა წინ და 9 ნომერმა რის ვებმა რაქის გვერდით ჩაიქროლა * 7:0 @ 4. ავსტრალიის პირველზე კაპიტანმავე მაიქლ ჰუპერმა ოფლოუდი მიართვა იზრაელ ფოლაუს * 7:7 @ 16

ოზთა მეორეზე "იზიმ" რისს ჩაუჭრა პასი და 80 მეტრი ეულად ირბინა * 7:14 @ 22, მაგრამ უმალ ჯორჯ ნორსმაც გააბითურა ადამ ეშლი-ქუპერი და ალექს ქასბერთი დაგეზა * 14:14 @ 26

ადგილის ტკეპნა

შემდეგმა ტევიტა კურინდრანიმ იფრინა ორი მბოჭავი და კარში შეგრიალდა * 14:21 @ 30, უელსმა კი კარის ნაცვლად ალამს მეორედაც რომ დაუმიზნა ჯარიმა და წითელ ზოლში რგებულიც უცებ გაათამაშა, ალუნ-ვინ ჯოუნზმა ზედახორაში შეიტანა ლელო * 21:21 @ 40+2

ამასობაში უელსს გამოაკლდა ორივე ქიქერი - ლი ჰაფპენი (შერყევა) და დენ ბიგარი (საზარდული). ოზები ორი ჯარიმით გავიდნენ წინ, საათის თავზე კი ნორსი ლელოში ძლივს გააკავეს. ამას მოჰყვა შერკინებით 4-წუთიანი ადგილის ტკეპნა 5-მეტრა ნიშნულზე და საჯარიმო ლელო * 28:27 @ 66

და მაინც, გაიმარჯვა ავსტრალიამ - 20 ფაზა ათამაშა ბურთი და რა შეატყო, რომ უფალი იუბერი ჯარიმას არა და არ დანიშნავდა, ბერნარდ ფოლიმ არეკნი დაარტყა * 28:30 @ 73. მალე დაჯარიმდა ვორბერთონი და ანგარიში 28:33 გახდა, სირენის შემდეგ კი უელსმა თავისი ნახევრიდან კიდევ ორი წუთი უტია, მაგრამ ფუჭად.

არ ებმებოდნენ

ირლანდიას აფრიკა ბოლოჯერ ხუთი წლის წინ ეძლია. ბოკემ ისევ წაიზვიადა და საგოლე ჯარიმები კიდეზე გადაიტანა, სამყურებმა კი ხერხი იხმარეს - მოლში არ ებმებოდნენ და მეტოქეს დავთრებს ურევდნენ. ინგლისელი ფარელისგან განსხვავებით, ჯონათან სექსთონმა თამაში გამართულად წარმართა და მასპინძლებმა ტაიმი 6:3 მოიგეს.

აფრიკამ მეორე ტაიმშიც ვერაფერი მოუხერხა კელტების ზემტკიცე დაცვას. გუნდებმა თითო ლელო დერეფანში აგორებული მოლით შეიტანეს. ბოკეს უდისციპლინობაც შეეპარა, გადამწყვეტ მომენტში კი ქონორ მარიმ ფრთაზე გადაუკიდა თომი ბოუს * 26:10 @ 73

ედინბურგში ციოდა. შოტლანდია შინ პირველად რაგბობდა კივი ვერნ ქოთერის ხელქვეით. 15-ეულში ათი (!) გლაზგოელი იყო. სქოთებმა დასაბამიდან 22-ე ძმათა წყვილი - რიჩი და ჯონი გრეები ათამაშეს. ლელო ორივემ გაიტანა, გლოსთერის 9 ნომერმა, კაპიტანმა გრეიგ ლეიდლოუმ 6 გოლი ხომ შეაგდო და სამი ლელოც შეამზადა. ჰოდა, ნარშავები იმედიანად უხვდებიან "ოლ ბლექსს"

 

ჩრდილოეთის ტესტებ

<<  პირველი ვიქენდი

ინგლისი 21:24 ზელანდია

ინგ: ბრაუნ როკონდუნგუნი (ვოთსონ 62) ბარით ისთმონდ (ფორდ 65) მეი <10-9> ფარელ ქეა (იანგს 62) / მარლერ (მულენ 55) ჰართლი (ვებერ 74) ვილსონ (ბრუქს 74) ეთვუდ ლოზ (ქრუზ 23) ვუდ რობშოუ^კაპ ვუნიპოლა (მორგან 53) - 2: მეი [საჯ]; გ: ფორდ; 3ჯ: ფარელ

ზელ: დეგ ბ.სმით კ.სმით (ქროთი 48) ვილიამს სავეა <10-9> ქრუდენ (ბარეთ 60) ა.სმით (პერენარა 67) / ქროქეთ (ბ.ფრენქს 60) ქოულზ სბ 57 (მეალამუ 67) ო.ფრენქს (ფაუმუინა 48) რეთალიქ (ტუიპულოტუ 41) ვაითლოქ; კაინო (მეალამუ 61-66, მესამ 67) მაკქოუ^კაპ რიდ - 3ლ: ქრუდენ მაკქოუ ფაუმუინა; 3ჯ: ქრუდენ 2, ბარეთ

რეფ ოუენს (უელ) @ 8/11 ლონდონი, თვიქნემ (82 223) ვიდეო

5:0(4) 5:5(14) 8:5(18) 11:5(22) 11:8(24) 11:11(37) 14:11(40+) /
14:16(46) სბ(57ზ) 14:19(66) 14:24(72) 21:24(80)

*  სქრამ.კომის სტატისტიკა

ბურთის ფლობა 46-54% (51-49 / 40-60)
ტერიტორია
44-56% (56-44 / 31-69)
სოლო 92-155 (207-477 მეტრი, გარღვევა 4-9
პასი
94-188, ოფლოუდი 6-15
ფეხით
26-25, სადგამიდან 4/5-3/8, არეკნით 0/1-0
ბურთი რაქიდან 68-93, აცლა 16-13, მოლი 10-6
ბოჭვა
157-117, გატარება 23-16
დაჯარიმება
10-14
თავისი*მეტოქის შერკინება
5*0-2*0, დერეფანი 11*3-11*0

წინსვლა (მეტრი: 67 მეი, 31 ეთვუდ, 25 ბრაუნ, 24 ვუნიპოლა, 23 ქეა - 73 დეგ, 66 ვილიამს, 55 სავეა, 50 ბ.სმით, 45 რიდ, 39 კაინო, 33 ქრუდენ

ბოჭვა: 18 ჰართლი, 17 ვუდ, 16 რობშოუ, 14 ბარით, 13 ქრუზ - 14 მაკქოუ, 12 ვაითლოქ, 11 ო.ფრენქს, 10 კ.სმით

უელსი 28:33 ავსტრალია

უელ: ჰაფპენი (ალენ 30) ქასბერთ ნორს რობერთს ლ.ვილიამს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 48) ვებ (ფილიპს 54) / ჯეიმზ (ჯენქინს 58) ჰიბარდ (ბოლდვინ 58) ლი (რდ.ჯოუნზ 69) ბოლ (დევის 69) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 76) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ - 4: ვებ ქასბერთ ავ.ჯოუნზ [საჯ]; 4გ: ჰაფპენი 2, ბიგარ პრისთლენდ

ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ლეალიაფანო (ჰორნ 76) ტომანე <10-9> ფოლი ფიპს (გენია 69) / სლიპერ (ფოქნერ 74) ფაინგა (ჰენსონ 60) კეპუ (ელიგზანდერ 66) ქართერ (სქელთონ 51) სიმონს (ჰორვილ 68) მაკმან (ჰოჯსონ 71) ჰუპერ^კაპ მაკქალმან - 3ლ: ფოლაუ (1 2) კურინდრანი; 3გ 3ჯ ა: ფოლი

რეფ იუბერ (აფრ) @ 8/11 კარდიფი, მილენიუმ (55 004) ვიდეო

7:0(4) 7:7(16) 7:14(22) 14:14(26) 14:21(30) 21:21(40+2) /
21:24(44) 21:27(57) 28:27(66) 28:30(73ა) 28:33(79) ბოლო(80+2)
 

*  სქრამ.კომის სტატისტიკა

ბურთის ფლობა 46-54% (48-52 / 44-56)
ტერიტორია
47-53% (49-51 / 45-55)
სოლო 112-151 (366-431 მეტრი, გარღვევა 6-7
პასი
133-198, ოფლოუდი 10-7
ფეხით
18-12, სადგამიდან 4/4-6/6, არეკნით 0-1/1
ბურთი რაქიდან 86-126, აცლა 14-12, მოლი 3-6
ბოჭვა
168-118, გატარება 16-13
დაჯარიმება
12-15
თავისი*მეტოქის შერკინება
9*0-3*0, დერეფანი 10*1-11*0

წინსვლა (მეტრი: 48 ნორს, 43 ქასბერთ, 39 ვილიამს, 30 ვორბერთონ - 146 ფოლაუ, 64 კურინდრანი, 46 ფოლი, 39 ტომანე, 36 ეშლი-ქუპერ

ბოჭვა: 21 ლიდიეთ, 17 რობერთს ფალეტაუ, 15 ვორბერთონ, 11 ბიგარ ჰიბარდ, 10 ჯეიმზ ავ.ჯოუნზ - 17 ჰუპერ, 15 მაკმან, 10 კურინდრანი მაკქალმან ფაინგა

ირლანდია 29:15 აფრიკა

ირლ: რ.ქარნი (ჯოუნზ 74) ბოუ პეინ (რედენ 79) ჰენშოუ ზიბო <10-9> სექსთონ (მედიგან 74) მარი / მაკგრას (ქილქოინ 74) ქრონინ (რ.სტრაუს 58) როს (აჰიუ 74) თოუნერ (მაკქართი 74) ოოქონელ ^კაპ; ომანი (ოდონელ 71) რადოქ ჰიზლიპ - 2ლ: რადოქ ბოუ; 2გ: სექსთონ; 5ჯ: სექსთონ 4, მედიგან

აფრ: ლერუ ჰენდრიკს (პიტერსენ 50) სერფონტეინ დევილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> პოლარდ (ლემბი 67) ჰოუხარდ (რეინახ 58) / მთავარირა (ნიაკანე 67) ბ.დიუპლესი (ა.სტრაუს 51 სბ 67) ი.დიუპლესი (უსტჰეიზენ 71) ეცებეთ (ბოთა 65) მეტფილდ; კუცია (ბ.დიუპლესი 72-76) მოჰოჟე (ბერგერ 47) ფერმიულენ - 2ლ: კუცია პიტერსენ; გ ჯ: პოლარდ

რეფ პუატ (სფრ) @ 8/11 დუბლინი, ავივა (48 834) ვიდეო

3:0(9) 6:0(24) 6:3(38) / 13:3(43) 13:10(58) 16:10(63) სბ(67ა) 19:10(71) 26:10(73) 29:10(79) 29:15(80)

*  სქრამ.კომის სტატისტიკა

ბურთის ფლობა 43-57% (46-54 / 41-59)
ტერიტორია
38-62% (35-65 / 39-61)
სოლო 72-118 (232-355 მეტრი, გარღვევა 4-5
პასი
83-133, ოფლოუდი 0-7
ფეხით
27-18, სადგამიდან 7/7-2/4, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 57-83, აცლა 19-8, მოლი 7-5
ბოჭვა
143-79, გატარება 26-13
დაჯარიმება
10-12
თავისი*მეტოქის შერკინება
6*0-3*2, დერეფანი 13*0-12*4

წინსვლა (მეტრი: 64 ქარნი, 45 ზიბო - 73 ლერუ, 57 პიტერსენ, 44 ფერმიულენ, 36 დევილიერს

ბოჭვა: 17 მაკგრას ოოქონელ, 14 რადოქ ჰიზლიპ - 10 ი.დიუპლესი

შოტლანდია 41:31 არგენტინა

შტლ: ჰოგ მეითლენდ ბენეთ დანბარ (შ.ლამონთ 76) სიმორ <10-9> რასელ (ვიარ 65) ლეიდლოუ^კაპ (პირგოს 64-78) / დიქინსონ (რიდ 69) ფორდ (ლოუსონ 64) მარი (ქროს 71) რ.გრეი (ჰემილთონ 69 სბ 73) ჯ.გრეი; ჰარლი სბ 64, ქოუან (სთროქოშ 60) ეშ - 5ლ: რ.გრეი ჯ.გრეი მეითლენდ ჰოგ სიმორ; 5გ: ლეიდლოუ 4, ვიარ; 2ჯ: ლეიდლოუ

არგ: ტუკულეტ იმოფ სბ 21, ვოშ (აგუჟა 62) ერნანდეს მონტერო <10-9> სანჩეს (გონსალეს-იგლესიას 53) ლანდახო (კუველი 58) / აჟერსა (ნოგერა-პას 62) კრევი^კაპ (კორტესე 20) ერერა (ტეტას-ჩაპარო 46) ლავანინი კრუს-გილემენ (პონსე 69) ვაეს (ისა 17) ორტეგა-დესიო სენატორე - 4ლ: ორტეგა [საჯ] კუველი (3 4) 4გ: სანჩეს, ერნანდეს 3; ჯ: სანჩეს

რეფ ბარნს (ინგ) @ 8/11 ედინბურგი, მარიფილდ (36 764) ვიდეო

0:7(3) 7:7(7) 7:10(13) სბ(21ა) 14:10(24) 21:10(26) 24:10(33) /
31:10(48) 34:10(62) სბ(64შ) 34:17(70) 41:17(72) სბ(73შ) 41:24(75) 41:31(80+)

*  სქრამ.კომის სტატისტიკა

ბურთის ფლობა 44-56% (65-35 / 24-76)
ტერიტორია
42-58% (75-25 / 18-82)
სოლო 81-114 (304-365 მეტრი, გარღვევა 8-4
პასი
86-133, ოფლოუდი 4-9
ფეხით
18-14, სადგამიდან 7/10-5/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 54-82, აცლა 12-9, მოლი 6-3
ბოჭვა
121-77, გატარება 5-14
დაჯარიმება
16-15
თავისი*მეტოქის შერკინება
4*2-4*2, დერეფანი 11*2-9*0

წინსვლა (მეტრი: 53 ჰოგ, 49 სიმორ, 47 ლეიდლოუ - 66 ორტეგა, 65 იმოფ, 48 ვოშ

ბოჭვა: 17 ეშ, 13 ჯ.გრეი, 10 რ.გრეი - 10 სანჩეს

www.000webhost.com