ნაპოსთვის ოჯახი კლუბია

   საფრანგეთის "ტოპ 14"-ში კვლავ შეიცვალა ლიდერი - "ლე ბლემ" მარსელში რომ გააბურთავა ფიჯი, იმავე ვიქენდზე ტულონის მარცხით კლერმონმა ისარგებლა და 11 ტურის შემდეგ ისევ დაწინაურდა.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ფიჯის კივმა გურუმ, ჯონ მაკქიმ თადარიგიანად ბრძანა, კლერმონელი ნაპოლიონი ნალანგა ოჯახურ მიზეზთა გამო დაგვაკლდება ნოემბერში, მაგრამ გვპირდება, რომ გაისად, მსოფლიოზე, ნაღდად ითამაშებსო.

როგორც ჩანს, 28 წლის "ნაპოს", ვისაც 16 ტესტში 9 ლელო გაუტანია, ოჯახი კლუბი ჰგონია. ჰოდა, ფიჯი საფრანგეთთან 15:40 რომ მოისრა, მაგავე დღეს კლერმონმა 51:9 დაანგრია პარიზის "სტად ფრანსეზი" და  ნალანგამ  9 ლელოდან ორი მიითვალა.

"ლე ბლე" პუბლიკას გადახალისებული წარუდგა. ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა 21 წლის რასინგელმა ტედი ტომამ - თერნოვერის შემდეგ კამი ლოპესის დიაგონალური დარტყმა იხელთა. მანვე მესამე მეოთხედში ჰეთ-თრიქი გაასრულა ძირით აფრიკელი სქოთ სპედინგის ორი რეიდის შემდეგ.

ბოიკოტით იმუქრებოდა

ტოპის 7 მატჩიდან სტუმარმა ორშიღა იმარჯვა: რაც ფრანსუა ტრენ-დიუკი დაემტვრა, მონპელიემ ზედიზედ მეოთხედ წააგო - ამჯერად  ბრივთან * 10:25, ვისაც გასვლაზე წელიწად-ნახევარი იყო, ვერაფრით მოეგო.

ბორდოში ივარგა ტულუზმა: ნაკრების ყოფილი წევრების, კლემონ პუატრანოსა და ფლორიან ფრიცის ლელოებს ზელანდიელმა ლუქ მაკალისთერმა ჯარიმა და არეკნი დაურთო. მასპინძლებმა ბოლოს მაინც გაიტანეს ლელო, მაგრამ პიერ ბერნარმა გარდასახვა ააცილა * 20:21

ტულონი 22:14 მოასრიალა წინა სეზონის ფინალისტმა კასტრმა. სანაკრებო პროგრამის გამო ორივე გუნდს აკლდა პროფესიონალი ბურჯები. ჩემპიონი ერთი პირობა მატჩის ბოიკოტითაც იმუქრებოდა, მაგრამ ითამაშა, მეორე ტაიმის დასაწყისში 0:22 ჩამორჩა და მას შემდეგღა შეამცირა სხვაობა, რაც მეტოქეს გაუსინბინეს ნაოლბლექარი ფიჯელი სიტივენი სივივატუ.

ცხრა ჯარიმა

ფრანგული რაგბის "ასავალ დასავალმა", "მიდი ოლიმპიკმა" დაწერა, ტულონი ორი წლით გაურიგდა ზელანდიელ მაჰა ნონუს და კივი ტოპ 14-ში მსოფლიო თასის შემდეგ ჩაებმებაო. ბობოლა კლუბს ვითომ ნორსჰემპთონიდანაც გადაუბირებია ამერიკელი სამუ მანოა, რასინგს კი ორი წლითვე დაუბევებია "ოლ ბლექსის" ბურჯი ჩარლი ფაუმუინა.

რასინგმა ტომას გარეშეც 27:10 გაასაღა ბეიონი. უაიონაკსმა ლელოებით 5/0, ხოლო ქულებით 37:9 მოსრა ლაროშელი და (დროებით) დააღწია თავი გასავარდნ ზონას, ლიონი კი გრენობლში ხუთის ნაცვლად ერთ, კინკილა ქულას დასჯერდა * 30:34 - ლელოებით 3/0 იგებდა, ჯეიმზ ჰართი რომ გაუსხლტა, ხოლო ჯონათან ვისნიევსკიმ გარდასახვას 9 ჯარიმა (!) დაურთო. 

დუჟინი ვიხმეთ

ელიტაში მოთამაშე ექვსი ბორჯღალოსანი ნაკრებში რომ ვიხმეთ და მინიმუმ სამიც (მამუკა გორგოძე, დავით ხინჩაგიშვილი, დავით ზირაქაშვილი) დაშავებულია, 15-ეულში დაიწყო სამმა ბურჯმა და ერთმაც თვისტომი შეცვალა. ბიჭებმა ბოჭვაზე ივარგეს * 24/1 და ჯამში სულ სამი ჯარიმა მიიღეს, ჯეელმა ლექსო ყაულაშვილმა კი 8 წაღებაზე 15 მეტრით წაწია წინ ბურთი.

ელიტის მომდევნო "პრო დ2"-ის 16-დან 8 კლუბში მოღვაწე 20 ქართველიდან ტოპელებივით 6 ჩამოვიდა ნაკრებში საბურთაოდ. გალეთში დარჩენილთაგან ითამაშა ზუსტად ნახევარმა - სამმა დაიწყო და შეცვალეს, ხოლო ოთხი შეცვლაზე შევიდა. ლელო ვერავინ დადო, პასივში კი ერთი სინბინი გვაქვს.

106 წერტით

დავუბრუნდეთ ტესტებს. იტალიამ წლეულს პირველად იმარჯვა - სტუმარ სამოას მეორე ტაიმშიღა გაუსწრო. გადამწყვეტ ლელოზე წინ გაიჭრა შუამარბი მიკელე კამპანიარო, 9 ნომერმა ედოარდო გორიმ რაქიდან გამოუტანა ბურთი კივ მგეზავ ქელი ჰაიმონას, ამან კი მეტოქის ზურგში ზუსტად გადაუკიდა კაპიტან სერჯო პარისეს * 21:13

სამოა ამ წაგებით ირბ-ის რეიტინგში ორი ადგილით დაქვეითდა, მე-9 საფეხურზე კი მოკალათდა იაპონია, ვისაც ზელანდიის ეთნო-ნაკრებ "მაორთან" რაგბობა ტესტად არ ჩაეთვალა. ძირძველ კივებს ერთი კვირის წინ 61:21 მოეგოთ; ისინი ამჯერადაც დაწინაურდნენ * 15:0, მაგრამ ბოლო წუთზე უკვე 15:18 აგებდნენ.

და მაინც, სტუმრებმა იმარჯვეს - კიდიდან სწრაფად შემოაგდეს ბურთი, წაიპასავეს და ლელო შეიტანეს. რაც შეეხება ტონგას, ვაკეში გამარჯვებამ მისი მონაგარი 106 წერტით გაზარდა, ჩვენ კი შტატები დაგვიახლოვდნენ.

ქართული ლეგიონი

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

XI ტური

პარ 7/11

მონპელიე

10:25

ბრივ

შაბ 8/11

კასტრ

22:14

ტულონ

კლერმონ$

51:09

სტად

გრენობლ

34:30

ლიონ$

უაიონაკს$

37:09

ლაროშელ

რასინგ

27:10

ბეიონ

ბორდო$

20:21

ტულუზ

 
   

ად

ტოპ 14 * 11 ტური

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

კლერმონ

36

+111

8-3

293:182

27/12

4

2

ტულონ

33

+129

7-4

340:211

41/19

5

3

სტად (პარ)

31

-32

7-4

243:275

25/27

3

4

რასინგ (პარ)

29

+24

6-5

252:228

26/20

5

5

გრენობლ ^

28

-46

6-5

286:332

27/33

4

6

ბორდო

28

+62

6-5

316:254

30/24

4

7

ტულუზ

27

+28

6-5

248:220

21/18

3

8

მონპელიე

26

+25

6-5

226:201

18/16

2

9

ბრივ

22

-45

5-6

231:276

21/26

2

10

ბეიონ ^

21

-9

4-7

224:233

18/22

5

11

უაიონაკს

21

+3

4-7

238:235

19/19

5

12

ლაროშელ ^

19

-103

4-7

229:332

20/38

3

13

კასტრ

19

-76

4-7

224:300

21/34

3

14

ლიონ

18

-71

4-7

211:282

19/25

2

ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; +1 ბონუსი ($): პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს (მინიმუმ) სამით მეტ ლელოს გაუტანს; ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 6 ქულაზე ნაკლებით (ლელოს ფარგალში) დამარცხდება; ფრეზე ბონუსი არავის ერგება

^ წინაა უკეთესი პირისპირ ბალანსით

"პრო დ2"

X ტური

8-9/11

ორიაკ$

19:20

ალბი

ბურგუენ

25:19

კარკასონ

აჟენ

24:13

მონტობან

დაკს

19:12

პერპინიონ

მასი

19:10

ბეზიე

პო$

41:06

ბიარიც

ტარბ

26:16

მონმარსან

ნარბონ

10:19

კოლომიე

 

 

ად

დ2 * 10 ტური

სხვ

მ-წ*

$

1

პო

40

+134

9-1

4

2

ალბი

27

-12

6-4

3

3

ბეზიე

26

+39

6-4

2

4

აჟენ ^

25

+43

5-5

5

5

კოლომიე

25

+5

6-4

1

6

პერპინიონ

24

+17

5-5

4

7

მონდემარსან

23

+17

5-5

3

8

კარკასონ

23

+16

5-5

3

9

ორიაკ

22

-10

4-5*1

4

10

ბიარიც

21

-49

5-5

1

11

მონტობან

20

+11

4-6

4

12

მასი

19

-33

4-6

3

13

ტარბ

19

-72

4-6

3

14

ბურგუენ ?

17

-10

4-5*1

3

15

ნარბონ

17

-50

4-6

1

16

დაკს

13

-46

3-7

1

? დაექვითა 4 ქულა

ჩრდილოეთის ტესტებ

პირველი ვიქენდი

<<  კანადა 17:13 ნამიბია

ლ: დალა; 4ჯ: მაკრორი -
ლ: ჟ.ბერგერ; გ 2ჯ: კუცია სბ კიცჰოფ

რეფ ბერი (აფრ) @ 7/11 ქოლვინბეი (უელ) ვიდეო

3:0(7) 6:0(12) 6:3(25) 9:3(31) 9:6(32) სბ(36ნ) /
12:6(45) 17:6(57) 17:13(75)

<<  იაპონია 18:20 მაორი

2ლ: იამადა [საჯ] გ 2ჯ: გორომარუ -
3ლ: ქ.თეილორ მილნერ-სქადერ პრაიორ; გ ჯ: ვესთ სბ ფრენქლინ

რეფ გარდნერ (ავს) @ 8/11 ტოკიო, ჩიჩიბუნომია (20 515) ვიდეო

სბ(6მ) 0:7(17) 0:12(22) 0:15(31) 5:15(38) /
12:15(48) 15:15(54) 18:15(72) 18:20(80)

<<  ჰონკონგი 10:31 რუსეთი

ლ: ვართი; გ ჯ: ჰუდ -
3ლ: ოტროკოვ გალინოვსკი სიდოროვ; 2გ 4ჯ: კუშნარიოვ

რეფ ასო (იაპ) @ 8/11 ქინგზ პარქ

0:3(3) 3:3(9) 3:10(14) 3:13(21) 3:16(30) 3:23(40) /
3:26(45) 10:26(75) 10:31(79)

<<  იტალია 24:13 სამოა

2ლ: ფავარო პარისე; გ 4ჯ: ჰაიმონა სბ დემარკი -
ლ: ლემ; გ 2ჯ: ტ.პისი

რეფ ვოლშ (ავს) @ 8/11 ასკოლი, ჩინოელილიო (11 100) ვიდეო

3:0(11) 3:3(27) 3:10(34) /
6:10(44) 11:10(48) 11:13(52) 14:13(55) 21:13(67) 24:13(74) სბ(80+3ი)

<<  რუმინეთი 17:27 შტატები

2ლ: [საჯ] კარპო; 2გ ჯ: ვლაიკუ -
3ლ: ნგვენია თ.სთენფილ ნიუა; 3გ ჯ: სიდელ; ა: პეთრი

რეფ ჰოჯის (უელ) @ 8/11 ბუქარესტი, არკულ ვიდეო

0:7(5) 3:7(9) 3:14(31) 3:17(40+) /
10:17(48) 10:20(59ა) 10:27(68) 17:27(71)

<<  საფრანგეთი 40:15 ფიჯი

5ლ: ტომა (1 2 3) პაპე ფოფანა; 3გ: ლოპეს 2, ქოქოთ; 3ჯ: ლოპეს -
2ლ: რატინი ნანგუსა; გ ჯ: ნანდოლო

რეფ ჯექსონ (ზელ) @ 8/11 მარსელი, ველოდრომ (44 228) ვიდეო

5:0(1) 8:0(8) 11:0(29) 14:0(40+) /
14:3(44) 14:8(46) 21:8(55) 26:8(56) 33:8(68) 40:8(73) 40:15(80+3)

"პლანეტ რაგბის" რჩეულნი

15 რობ ქარნი (ირლ, 14 შონ მეითლენდ (შტლ, 13 ტევიტა კურინდრანი (ავს, 12 სონი-ბილ ვილიამს (ზელ, 11 ტედი ტომა (სფრ; 10 ჯონათან სექსთონ (ირლ, 9 ქონორ მარი (ირლ) /

1 ჯექ მაკგრას (ირლ, 2 დილან ჰართლი (ინგ, 3 ოუენ ფრენქს (ზელ; 4 ჯონი გრეი (შტლ, 5 პოლ ოქონელ (ირლ; 6 სემ ვორბერთონ (უელ, 7 რიჩი მაკქოუ (ზელ, 8 ქიარან რიდ (ზელ) 

სულ: 5 ირლ, 4 ზელ, 2 შტლ, 1 ავს ინგ სფრ უელ

ირბ-ის რეიტინგი (10/11)

1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8902, 3(4) ავსტრალია 8544, 4(3) ინგლისი 8512, 5 ირლანდია 8484, 6(7) საფრანგეთი 8025, 7(6) უელსი 7978, 8 შოტლანდია 7827, 9(11) იაპონია 7563, 10 არგენტინა 7545, 11(9) სამოა 7511, 12 ფიჯი 7434

13 ტონგა 7389, 14 იტალია 7216, 15 საქართველო 6940, 16(18) შტატები 6871, 17 კანადა 6792, 18(16) რუმინეთი 6701, 19 ურუგვაი 6358, 20 რუსეთი 6354, 21 ესპანეთი 6065, 22 ნამიბია 5911, 23 პორტუგალია 5773, 24(25) კორეა 5722, 25(24) ჰონკონგი 5638

+/-:  აშშ 141 რუმ (27:17 გ, ირლ 140 აფრ (29:15 შ, რუს 125 ჰნკ (31:10 გ, იტა 124 სამ (24:13 შ, ტონ 106 საქ (23:9 გ, ავს 91 უელ (33:28 გ, ზელ 55 ინგ (24:21 გ, შტლ 52 არგ (41:31 შ, სფრ 24 ფიჯ (40:15 შ, კან 15 ნამ (17:13 ნ)

www.000webhost.com