მაესტრო იწყებს!

   შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდის წინ ირბ-მა დაასახელა ქომაგთა მიერ არჩეული ის ხუთი ოსტატი, რომელთაგანაც ჟიური დეკემბრის დამდეგს წლის საუკეთესოს გამოავლენს.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

"რაგბის ოსკარზე" წარდგენილნი არიან ოთხი სამხრეთელი და ერთიც ჩრდილოელი: ზელანდიელები ჯულიან სავეა და ბროდი რეთალიქი, აფრიკელები ვილი ლერუ და დვეინ ფერმიულენი, და ირლანდიელი ჯონათან სექსთონი.

ამათგან სამი ბექია და ორიც ფორვარდი, ვიქენდზე კი, ხუთშაბათის მონაცემებით, იწყებს ორივე ბოკე; კივი სავეა მარქაფაშია; რეთალიქი დაშავდა და უქმობს, სექსთონის საკითხი კი დღესღა გაირკვევა, რაღაი "სამყურები" კვირას გვებურთავებიან.

აქამდელი ოსკაროსნები

2001 ქის ვუდ (ირლ; 2002 ფაბიან გალტიე (სფრ; 2003 ჯონი ვილქინსონ (ინგ; 2004 სხალკ ბერგერ (აფრ; 2005 დენ ქართერ (ზელ; 2006 რიჩი მაკქოუ (ზელ; 2007 ბრაიან ჰაბანა (აფრ; 2008 შეინ ვილიამს (უელ; 2009 მაკქოუ^მეორედ! 2010 მაკქოუ^მესამედ!
2011 ტიერი დიუზოტუარ (სფრ; 2012 ქართერ
^მეორედ!
2013 ქიარან რიდ (ზელ)

იგივე შერკინება

ბორჯღალოსნები დუბლინში დროულად ჩავიდნენ და მონდომებით ვარჯიშობენ. მილთონ ჰეიგი დაიცავს "48 საათის წესს", მაგრამ კავშირის ვებ-წყაროებზე გამოქვეყნებული ფოტორეპორტაჟიდან ფორუმელმა ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ შერკინება იგივე გვეყოლება, რაც ტონგასთან.

ამ მხრივ სულაც არა ვართ "თეთრი ყვავები" - მწვრთნელები, როგორც წესი, ენდობიან რჩეულებს და მათ მაშინღა ცვლიან, როცა გუნდი კატასტროფულად წააგებს, და ან ნაკრებს რეზერვი ჰყავს ძლიერი და ტურნეზე უსათუოდ გამოსაცდელი.

ზეკაცები სულაც არ არიანო

მაგალითად ზელანდია ივარგებს - ინგლისის მჯობნმა კივებმა საშოტლანდიოდ 13 სხვა დამწყები დაასახელეს, ორ დარჩენილს კი პოზიცია შეუცვალეს - ბენ სმითი 15 ნომერზე უწერიათ, ხოლო რიჩი მაკქოუ - მარბიელად და არა მღლეტელად.

რაც მთავარია, წლეულს პირველად იწყებს ფეხ-მორჩენილი დენ ქართერი. ამ მაესტროსა და ბებერ კაპიტანს ნაკრებში ერთად 236-ჯერ უთამაშნიათ, მაშინ როცა სხვათა ნამსახურობის ჯამი სულ რაღაც
177 კეპია. კივი ვერნ ქოთერის ხელქვეით არგენტინის გამბითურებელმა სქოთებმა მარქაფაღა გადაიხალესეს.

მათი ყოჩი, 9 ნომერი გრეგ ლეიდლოუ ბრძანებს, ზელანდიელები ზეკაცები სულაც არ არიან და წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთო, სტატისტიკა კი 0-27*2 (316:876) კელტებისთვის კატასტროფულია -
1905 მოყოლებული, მხოლოდ წაგებები და ორად-ორი ფრე - 0:0(1964) და 25:25(1983)

ფრანგთა მე-13 ღერძი

ვიქენდის მთავარი რკენა თვიქნემშია - კივთაგან გამწარებული ინგლისი უხვდება ირლანდიისგან ნაჯობნ აფრიკას. ბრიტებს დაემტვრათ ფიჯელი გარემარბი სემესა როკონდუნგუნი და მას ზანგი ენთონი ვოთსონი შეცვლის, იაპებმა კი დაიწუნეს 9-10 ღერძი, კვაჭი, თითო ფრთა და მარბიელიც.

აფრიკა რაგბის სამშობლოს 1906 წლიდან 22-12*2 (749:564) სჯობს და ასე განსაჯეთ, თვიქნემშიც დადებითი ბალანსი აქვს 10-8 (283:296). ეგრევეა საფრანგეთი - ავსტრალიის საქმეც: "სტად დე ფრანსზე" ვოლაბები "ლე ბლეს" 4-2 უსწრებენ იმის მიუხედავად, რომ წინა სტუმრობაზე, შარშანწინ, სიცივესა და ლაფში 6:33 მოისრნენ.

ვოლაბებმა უელსში გამარჯვების შემდეგ მეორე ხაზში დააწინაურეს ჯეიმზ ჰორვილი, ფრანგთა მოძღვარმა, ფილიპ სანტ-ანდრემ კი ნაფიჯარებიდან არავინ შეცვალა. გურუს აქტივში 30 ტესტის შემდეგ ოდენ 12 გამარჯვებაა და როგორც სტატისტიკოსებმა დაუთვალეს,  მის ზეობაში ნაკრებს უკვე მე-13 (!) ღერძი დირიჟორობს.

 

ჩრდილოეთის ტესტებ

<<  მეორე ვიქენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

სთრიმები

                     

14/11

იტალია

20.15

არგენტინა

გენუა

 

სამოა

22.00

კანადა

ვანი (სფრ)

 

ფრ.ბარბაროს

22.00

ნამიბია

ტულონი (სფრ)

15/11

ჰონკონგი

14.00

რუსეთი

ჰონკონგი

 

რუმინეთი

18.00

იაპონია

ბუქარესტი

 

ინგლისი

18.30

აფრიკა

ლონდონი

 

უელსი

18.30

ფიჯი

კარდიფი

 

ტონგა

20.45

შტატები

გლოსთერი (ინგ)

 

შოტლანდია

21.30

ზელანდია

ედინბურგი

 

საფრანგეთი

24.00

ავსტრალია

პარიზი

16/11

ირლანდია

18.30

საქართველო

დუბლინი

რაზმები

ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ლეალიაფანო ტომანე
<10-9>
ფოლი ფიპს / სლიპერ ფაინგა კეპუ;
ჰორვილ სიმონს; მაკმან ჰუპერ^კაპ მაკქალმან * მრქ) ჰორნ ქუპერ გენია / ჰენსონ რობინსონ ელიგზანდერ; სქელთონ ჰოჯსონ

არგ: ტუკულეტ გონსალეს-ამოროსინო აგუჟა დელაფუენტე მონტერო <10-9> ერნანდეს კუველი / აჟერსა კორტესე ტეტას-ჩაპარო; პეტი ლავანინი; ისა ორტეგა-დესიო სენატორე * მრქ) მორონი სანჩეს ლანდახო / იგლესიას-ვალდეს ნოგერა-პას ერერა; პონსე ლესანა

აფრ: ლერუ პიტერსენ სერფონტეინ დევილიერს^კაპ ჰაბანა
<10-9>
ლემბი რეინახ / მთავარირა ა.სტრაუს ი.დიუპლესი; ეცებეთ მეტფილდ; კუცია ბერგერ ფერმიულენ * მრქ) ჰენდრიკს პოლარდ ჰოუხარდ / ბ.დიუპლესი ნიაკანე უსტჰეიზენ; ბოთა მოჰოჟე

აშშ: ნიუა მოპინ ქელი ე.სუნიულა თ.სთენფილ <10-9> შ.სუნიულა პეთრი / ვოლეს თილ მოეაკიოლა; ქალენ პითერსონ; ლავალა^კაპ ქვილ თროუვილ * მრქ) მაკლეინ პალამო სამშენ / ქულიქენ მაკლელან თარ; ტუისამოა ქლევერ

ზელ: ბ.სმით სლეიდ ფეკიტოა ქროთი პიატაუ <10-9> ქართერ პერენარა / მუდი პარსონს ფაუმუინა; სრაშ ბერდ; მაკქოუ^კაპ ქეინ ვიტო * მრქ) სავეა ვილიამს პულუ / ქოულზ ქროქეთ ბ.ფრენქს; რომანო მესამ

იაპ: გორომარუ ჰესქეთ მაცუშიმა საჰუ იამადა <10-9> კ.ონო ჰივასა / მიკამი კიზუ ჰატაკეიამა; იტო მაკაბე; ტუი ლიჩ მაფი * მრქ) ჰიროსე ტატეკავა იატომი / ინაგაკი იუჰარა იამაშიტა; ჰ.ონო ჰოპგუდ

ინგ: ბრაუნ ვოთსონ ბარით ისთმონდ მეი <10-9> ფარელ ქეა / მარლერ ჰართლი ვილსონ; ეთვუდ ლოზ; ვუდ რობშოუ^კაპ ვუნიპოლა * მრქ) იარდ ფორდ იანგს / ვებერ მულენ ბრუქს; ქრუზ მორგან

ირლ: ჯოუნზ გილროი ქეივ დარსი ზიბო <10-9> მედიგან რედენ^კაპ / ქილქოინ რ.სტრაუს როს; ფოლი მაკქართი; რაიან ოდონელ დიაქ * მრქ) ოლდინგ ქითლი მარმიონ / ქრონინ მაკგრას აჰიუ; თოუნერ ქოუპლენდ

იტა: მაზი მაკლეინ კამპანიარო მორიზი სარტო <10-9> ჰაიმონა გორი / აგერო გირალდინი კასტროჯოვანი; ხელდენჰეის ფურნო; ძანი ფავარო პარისე^კაპ * მრქ) ტონიოლატი ორკერა პალაძანი / მანიჩი დემარკი კისტოლინი; ბორტოლამი მინტო

კან: პრიჩარდ ჰასლერ თრეინორ ჰერნ ფანდერმერვე <10-9> ბრეიდ მაკრორი / ბაიდენს^კაპ ქარპენთერ მარშალ; ქადმორ ბუქებუმ; გილმორ დალა სინქლერ * მრქ) ვილსონ-როს პარფრი ვაით / ბარქვილ ილნიცკი თიდემან; ფელან სორპ

ნამ: ფანვეიკ დამეს ხრეილინ დ.დელაჰარპ მორ <10-9> კუცია რ.დელაჰარპ / ენგელს ფანიარსფელდ შლეხტერ; ნოიშტატ უანივე; კიტსჰოფ^კაპ ბლომ ფანლილ * მრქ) ფილანდერ კაიზემი ბუიტენდახ / ბეკერ რედელინხეინ ვივიე; ვიზე ფორბს

რუმ: ფერკუ მანოლე გალ-მინია დასკელუ ბოტეზატუ <10-9> ვლაიკუ კალაფეტეანუ / ა.ურსაკე რედოი იონ; სირბე პოპირლან; ტონიცა მაკოვეი კარპო * მრქ) ნეაგუ იონიცა დიაკონესკუ / ტურაშვილი ლაზერ პუნჯა; კოსტე ბურჩა

სამ: ტუალა ალოფა ლილო ლეიუა ლემი^კაპ <10-9> მ.სთენლი ფოტუალიჰი / ტაულაფო ოლეავეი ს.ჯონსთონ; ფ.პაულო ლეო; ფაჰასავალუ თჯ.იოანე ტრევირანუს * მრქ) აუტანგავაია ვ.სთენლი  ქაული / ლეიატაუა აფატია პერენისე; თომპსონ ლემ

საქ: კვირიკაშვილი მჭედლიძე კაჭარავა^კაპ შარიქაძე თოდუა <10-9> ხმალაძე ბეგაძე / ნარიაშვილი მამუკაშვილი ქუბრიაშვილი; მიქაუტაძე ნემსაძე; თხილაიშვილი კოლელიშვილი ბასილაია * მრქ) გიორგაძე მალაღურაძე ხუციშვილი / ს.მაისურაძე ჟვანია ჩილაჩავა; დათუნაშვილი ჩხაიძე

სფრ: სპედინგ იუჟე დიუმულენ ფოფანა ტომა <10-9> ლოპეს ტიუ-ბორდ / მენინი გირადო მას; პაპე მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ლერუ შული * მრქ+) 12 კაცი

ტონ: ლილო ჰალაიფონუა პიატაუ პაეა ვაინიკოლო <10-9> მორათ ტაკულუა / მაილაუ ლუტუი ფაჰანუნუ; ლოკოტუი ტუჰინეაუ; კალამაფონი ლატუ^კაპ მაჰაფუ * მრქ) კატოა ფოსიტა მოა / ტაიონე ლეა პუაფისი; ფაჰაოსო თიპოულ

უელ: ლ.ვილიამს ქასბერთ სქ.ვილიამს რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ მ.ფილიპს / ჯენქინს^კაპ ბოლდვინ ლი; დევის ჩართერის; ლიდიეთ თიპურიქ ფალეტაუ * მრქ) ალენ ჰუქ რდ.ვილიამს / ე.ფილიპს სმით რდ.ჯოუნზ; ავ.ჯოუნზ ქინგ

ფიჯ: ტალემბულა ნაიათალევუ ნგონევა ნანდოლო ტიკოიროტუმა <10-9> მატავესი მატავალუ / მაჰაფუ კოტო საულო; ნაკარავა რატუნიარავა; ვანქანიმბოროტუ ნქერა^კაპ მატანდინგო * მრქ) ნანგუსა რალულუ სენილოლი / ტალემაიტონგა იანუიანუტავა თოლატი; თავუმბატი რავულო

შტლ: ჰოგ მეითლენდ ბენეთ დანბარ სიმორ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ / დიქინსონ ფორდ მარი; რ.გრეი ჯ.გრეი; ჰარლი ქოუან ეშ * მრქ) შ.ლამონთ ვიარ ქაზითერ / ფ.ბრაუნ რიდ ქროს; სვინსონ ბითი

ირბ-ის რეიტინგი (10/11)

1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8902, 3 ავსტრალია 8544,
4 ინგლისი 8512, 5 ირლანდია 8484, 6 საფრანგეთი 8025,
7 უელსი 7978, 8 შოტლანდია 7827, 9 იაპონია 7563,
10 არგენტინა 7545, 11 სამოა 7511, 12 ფიჯი 7434

13 ტონგა 7389, 14 იტალია 7216, 15 საქართველო 6940,
16 შტატები 6871, 17 კანადა 6792, 18 რუმინეთი 6701,
19 ურუგვაი 6358, 20 რუსეთი 6354, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია 5911, 23 პორტუგალია 5773, 24 კორეა 5722,
25 ჰონკონგი 5638

www.000webhost.com