რომ გაირინდა, ააცილა

   შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე ინგლისმა ბოლოს მაინც წააგო აფრიკასთან და შოტლანდიამაც ეგრევე - ზელანდიის დუბლთან; ხოლო საფრანგეთმა თრილერში აჯობა ავსტრალიას.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

თვიქნემში თამაშამდე შუქი ჩამქრალა, მოედანი და ბურთი კი ისევ სველი იყო, ხოლო რაგბი - მორევაზე, რაღაი ორ ჯანიან გუნდს ეშხი აშკარად აკლდა.

ზელანდიასთან ზედიზედ ოთხჯერ (15:20, 27:28, 13:36 გარეთ; 21:24 შინ) წაგების შემდეგ რაგბის სამშობლო მსოფლიოსა და სამხრეთის მეორე გუნდთანაც დამარცხდა, რითაც ბოკეს, 2006 წლიდან მოყოლებული, საინგლისო ბალანსი 11-0*1 გაუხდა.

მასპინძლებმა ბურთის ფლობით 58-42% იძალეს და ტერიტორიულად მეტადაც (60-40). ვარდებს 106 ბოჭვიდან ერთადერთი (!) გაუცუდდათ, მაგრამ აურია ფორმაში ვერმყოფმა მგეზავმა, ოუენ ფარელმა და მთელ გუნდსაც ტექნიკური წუნი მოუმრავლდა.

თავიდან კარგად გაძვრა ნალიგარი ქაილ ისთმონდი, ბილი ვუნიპოლა კი მძიმედ გადაადგილდებოდა. ფარელმა ბოკეს ტყვედ ჩაუგდო ენთონი ვოთსონი, მერე კი იან სერფონტეინმა ზანტი პასი ჩაუჭრა დანი ქეას და გაიჯეჯილა * 0:10 @ 16

მოლაობაზე გადავიდნენ

შანსი მიეცათ დეივ ეთვუდს და ჯონი მეის, მაგრამ ამაოდ, მეორე ტაიმის დაწყებისას კი აფრიკამ კოხტა ლელო დადო - პეთ ლემბის გადაკიდებული იხელთა ვილი ლერუმ, ორი მბოჭავი მიიზიდა და კობუს რეინახს გაატანა * 6:20 @ 42

ინგლისი მოლაობაზე გადავიდა და ისე მაგრადაც, რომ ვიკტორ მეტფილდი ჩაქცევისთვის გაასინბინეს. დერეფნიდან დაწყებული ირიბი დრაივი ჯერ ბურჯმა დევიდ ვილსონმა დაასრულა, მერე კი - ვუნიპოლას შემცვლელმა ბენ მორგანმაც * 20:20 @ 49

ვალში არც აფრიკა დარჩენილა და თუმც მარჯვენა კუთხეში თავიდან მთლად სწორად ვერ დაეწყო, სხალკ ბერგერმა მაინც ივარგა * 20:25 @ 54, საათის თავზე კი გაასინბინეს მასპინძელთა კივი კვაჭი დილან ჰართლი, ესაო და წაქცეულ დვეინ ფერმიულენს დააბიჯაო.

არ ვაკნინებთო

მეტოქეებმა თითო ჯარიმა შეაგდეს, გადამწყვეტი დარტყმა კი შეასრულა ლემბიმ - გუნდის მიერ საგულადგულოდ შემზადებული არეკნი ასწია * 23:31 @ 77

გაინგლისელებულმა ბრედლი ბარითმა კიდევ მოასწრო სამშობლოს დალელოვება * 28:31 @ 79. ჯორჯ ფორდმა გარდასახვა მაინც სცადა, რათა მასპინძლებს მოსაგებად გოლი ჰყოფნოდათ, და ააცილა, სირენის შემდეგ კი ლერუმ მოხსნა აბრაგანი და ლელოც გაიტანა, მაგრამ ვიდეო-ანალიზით დადგინდა, რომ ოვალი მანამდე წინ დავარდნოდა.

ზელანდია შავს თეთრად ასაღებდა, 15-ეულში ორად-ორი დამწყების დატოვებით სქოთებს ოდნავაც არ ვაკნინებო. ამიტომვე თუ იყო, რომ კივებმა ჰაკად "კაპა ო პანგო" შეასრულეს, მაგრამ აშკარად კი ეტყობოდათ შეუთამაშებლობა და შოტლანდიაც ომობდა, რათა 30-ე შეყრაზე პირველად (!) ეძლია "ოლ ბლექსი"

საბურთაო უნარები

სტუმართა 8 ნომერმა, ვიკტორ ვიტომ 40 მეტრი ისე ირბინა, რომ ვერც დამხვდურმა შეაჩერა და ვეღარც მდევარმა * 0:5 @ 10, მაგრამ მალევე რიჩი მაკქოუს პასი ჩაუჭრა ალღოიანმა თომი სიმორმა * 7:5 @ 13

აქედან მოყოლებული, ლელო აღარ დადებულა დასკვნით ხუთ წუთამდე. სამაგიეროდ, გავიდა 7 ჯარიმა. სამიზნე თანდათან გაისწორა დენ ქართერმა, მაგრამ ბოლო მეოთხედის წინ კი მაინც შეცვალეს და ათზე ქოლინ სლეიდი გადავიდა.

სქოთებმა დაცვაში ივარგეს, შეტევაში კი კივებს ვერაფერი მოუხერხეს - მათი მწყობრის გასარღვევად საბურთაო უნარები ვერა ჰყოფნიდათ. და მაინც, სათამაშო 10 წუთი რჩებოდა, ბურჯი ვაიეთ ქროქეთი ოფსაიდში რომ ჩარჩა. მარიფილდი გაირინდა, გრეიგ ლეიდლოუ წინ გაგვიყვანსო, მაგრამ კაპიტანმა გასატანი ააცილა და თავში ხელი წაიშინა * 16:17

ეგზომ ტკბილი რევანში

ზელანდიამ თამაში იქეთ გადაიტანა და როგორც სჩვევია, გამარჯვების ლელოც დადო - ჯერემი სრაში ახლოდან, ძალური სოლოთი ეწია მიზანს * 16:24 @ 75. "ოლ ბლექსი" ამ შაბათს ფიჯის სულ რაღაც 4 ქულით მჯობნ უელსს ეწვევა და ძირითად გუნდს გაუყვანს, ტურნე კი უკვე დასრულდა დაშავებულთათვის - ვიტოსა და დომინიქ ბერდისთვის.

საფრანგეთს რომ უჭირს, ახალი ამბავი არაა. "ლე ბლემ" "ექვს ერში" მეოთხე ადგილზე დააფინიშა და ივნისშიც ავსტრალიაში სამივე ტესტი წააგო (23:50, 0:6, 13:39 = ლ 3/12), მაგრამ დამბალ და გადათხრილ "სტადზე" კი აიღო ეგზომ ტკბილი რევანში.

ფრანგები ორივე ტაიმში ბარემ ნახევარი საათი სჯობდნენ ოზებს, მაგრამ მერე იღლებოდნენ. სულ თავიდან კამი ლოპესის გადაკიდებული აიღო იოან იუჟემ და სქოთ სპედინგი დაგეზა, მაგრამ ეს კიდეზე გადადენა ბერნარდ ფოლიმ.

ტრაქტორივით დაახევინეს

ლურჯების პირველ ლელოზე ჰავბექმა სებასტიან ტიუ-ბორდმა რაქის გვერდით დაყვინთა * 7:0 @ 8, მეორე კი არაფრიდან გამოაცხო გიჟმაჟმა ტედი ტომამ, ვისაც სტუმრები განგებ უმიზნებდნენ ბურთს, ეგებ ვერ დაიჭიროსო.

21 წლის მულატმა ფრთამ 35-მეტრა სლალომი მოაწყო და გზად დაიფრინა ქრისჩენ ლეალიაფანო, ადამ ეშლი-ქუპერი, საია ფაინგა და ნიქ ფიპსი * 17:6 @ 30

ვოლაბებმა გამწელი ფაზაობა ააწყვეს და ფოლი რომ გაუსხლტა ტიუ-ბორდს, ეშლი-ქუპერმა კარიერის 30-ე ლელო მიითვალა * 17:13 @ 36. მერე გავიდა ჯარიმები - 4 ფრანგთა და ორიც ოზთა, მასპინძლებმა კი შერკინებაში დაუწყეს მორევა სტუმრებს და ერთხელ ტრაქტორივით დაახევინეს უკან * 29:19 @ 72

კონტაქტში გააგდებინა

ავსტრალიას შეცვლებმა თუ არგო და საკუთარი ნახევრიდან რომ შეუტია ხელდახელ, რემი ტალემ სინბინის ფასადღა დაამუხრუჭა ეშლი-ქუპერი. მალე იზრაელ ფოლაუმ გაჭრა ხაზი და ქვეიდ ქუპერმა ოფლოუდი მიართვა რობ სიმონსს * 29:26 @ 77

ფრანგები გახევდნენ, ფოლიმ კი თავისი ნახევრიდან გასერა დაცვა. ვოლაბებმა წითელ ზოლსაც უწიეს, "ლე ბლეს" კაპიტანმა ტიერი დიუზოტუარმა კონტაქტში წინ რომ გააგდებინა ოვალი ბურჯ ბენ ელიგზანდერს, დრო კი შერკინებაში გაილია.

ნამატჩევს გალთა გურუ, ფილიპ სანტ-ანდრე გაიბადრა, თურმე მოწინავე (!) გუნდების ჯობნაც შეგვძლებიაო. საფრანგეთი შემდეგს არგენტინას მასპინძლობს, ავსტრალია კი ირლანდიას ეთამაშება.

ამას ჩვენმა დაგეგმილმა რბევამ რეიტინგში ვერაფერი შემატა, მაგრამ რომ იზარალეს ავსტრალიამ და ინგლისმა, სამყურები მესამე ადგილზე ასკუპდნენ. ერთი კია, მათი კივი მოძღვარი, ჯო შმიდტი მართლად ბრძანებს, მაგ საფეხურზე ყოფნა თავისთავად არაფერს ნიშნავსო.

 

ჩრდილოეთის ტესტებ

<<  მეორე ვიქენდი

ინგლისი 28:31 აფრიკა

ინგ: ბრაუნ ვოთსონ ბარით ისთმონდ მეი <10-9> ფარელ (ფორდ 65) ქეა (იანგს 65) / მარლერ (მულენ 67) ჰართლი სბ 61 (ვებერ 71) ვილსონ (ბრუქს 73) ეთვუდ (ქრუზ 67) ლოზ; ვუდ (ვებერ 61-70) რობშოუ^კაპ ვუნიპოლა (მორგან 44) - 3ლ: ვილსონ მორგან ბარით; 2გ: ფარელ; 3ჯ: ფარელ 2, ფორდ

აფრ: ლერუ პიტერსენ სერფონტეინ დევილიერს^კაპ ჰაბანა <10-9> ლემბი რეინახ / მთავარირა (ნიაკანე 75) სტრაუს (ბ.დიუპლესი 61) ი.დიუპლესი (უსტჰეიზენ 65) ეცებეთ (ბოთა 61) მეტფილდ სბ 45; კუცია ბერგერ (მოჰოჟე 78) ფერმიულენ - 3: სერფონტეინ რეინახ ბერგერ; 2გ 3ჯ ა: ლემბი

რეფ ვოლშ (ავს) @ 15/11 ლონდონი, თვიქნემ (82 ათასი) ვიდეო

0:3(11) 0:10(16) 3:10(28) 3:13(33) 6:13(36) / 6:20(42) 13:20(46სბ) 20:20(49) 20:25(54) სბ(61ი) 20:28(67) 23:28(68) 23:31(77ა) 28:31(79) ბოლო(80+1)

უელსი 17:13 ფიჯი

უელ: ლ.ვილიამს ქასბერთ სქ.ვილიამს რობერთს ნორს <10-9> პრისთლენდ მ.ფილიპს / ჯენქინს^კაპ (სმით 66) ბოლდვინ ლი (რდ.ჯოუნზ 60) დევის ჩართერის (ავ.ჯოუნზ 66) ლიდიეთ (ქინგ 60) თიპურიქ ფალეტაუ - 3ლ: ნორს ქასბერთ [საჯ] გ: პრისთლენდ

ფიჯ: ტალემბულა ნაიათალევუ ნგონევა (ნანგუსა 72) ნანდოლო ტიკოიროტუმა <10-9> მატავესი მატავალუ (სენილოლი 72) / მაჰაფუ სბ 37 + წბ 53, კოტო საულო (თოლატი 72) თავუმბატი (სონქეტა 66) ნაკარავა; ვანქანიმბოროტუ (რავულო 72) ნქერა^კაპ მატანდინგო (იანუიანუტავა 44-46, 61) - ლ გ 2ჯ: ნანდოლო

რეფ გოზერ (სფრ) @ 15/11 კარდიფი, მილენიუმ (61 326) ვიდეო

5:0(7) 10:0(19) 10:3(23) 10:6(29) 17:6(38სბ) / წბ(53ფ) 17:13(79)

შოტლანდია 16:24 ზელანდია

შტლ: ჰოგ მეითლენდ ბენეთ (შ.ლამონთ 13) დანბარ სიმორ <10-9> რასელ (ვიარ 26-31, 61) ლეიდლოუ^კაპ (ქაზითერ 75) / დიქინსონ (რიდ 77) ფორდ (ბრაუნ 75) მარი (ქროს 31) რ.გრეი ჯ.გრეი; ჰარლი ქოუან (დენთონ 73) ეშ (ბითი 57) - ლ: სიმორ; გ 3ჯ: ლეიდლოუ

ზელ: ბ.სმით სლეიდ ფეკიტოა (ვილიამს 56) ქროთი პიატაუ <10-9> ქართერ (სავეა 56) პერენარა (პულუ 79) / მუდი (ქროქეთ 52) პარსონს (ქოულზ 47) ფაუმუინა (ბ.ფრენქს 56) სრაშ ბერდ (რომანო 52) მაკქოუ^კაპ ქეინ ვიტო (მესამ 38) - 2ლ: ვიტო სრაშ; გ: სლეიდ; 4ჯ: ქართერ 3, სლეიდ

რეფ პუატ (სფრ) @ 15/11 ედინბურგი, მარიფილდ (67 500) ვიდეო

0:5(10) 7:5(13) 7:8(27) 7:11(32) 10:11(36) 10:14(40+) /
13:14(46) 13:17(65) 16:17(67) 16:24(75)

საფრანგეთი 29:26 ავსტრალია

სფრ: სპედინგ იუჟე დიუმულენ (ბასტარო 41) ფოფანა ტომა <10-9> ლოპეს (ტალე 70 სბ 74) ტიუ-ბორდ (ქოქოთ 54) / მენინი (შოსი 57) გირადო (კეიზერ 50) მას (ატონიო 41) პაპე (ფლონკარ 57) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ლერუ (ნიონგა 75) შული - 2ლ: ტიუ-ბორდ ტომა; 2გ: ლოპეს; 5ჯ: ლოპეს 4, ქოქოთ

ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ლეალიაფანო (ჰორნ 45) ტომანე (ქუპერ 61) <10-9> ფოლი ფიპს (გენია 70) / სლიპერ (რობინსონ 62) ფაინგა (ჰენსონ 70) კეპუ (ელიგზანდერ 66) ჰორვილ (სქელთონ 50) სიმონს; მაკმან (ჰოჯსონ 70) ჰუპერ^კაპ მაკქალმან - 2ლ: ეშლი-ქუპერ სიმონს; 2გ 4ჯ: ფოლი

რეფ ოუენს (უელ) @ 15/11 პარიზი, სანდენი (75 ათასი) ვიდეო

7:0(8) 7:3(11) 10:3(17) 10:6(20) 17:6(30) 17:13(36) 17:16(40) /
20:16(44) 23:16(49) 23:19(54) 26:19(63) 29:19(72) სბ(74ს) 29:26(77)

"პლანეტ რაგბის" რჩეულნი

15 ლიამ ვილიამს (უელ, 14 თომი სიმორ (შტლ, 13 იან სერფონტეინ (აფრ, 12 ნემანი ნანდოლო (ფიჯ, 11 ტედი ტომა (სფრ; 10 კამი ლოპეს (სფრ, 9 კობუს რეინახ (აფრ) /

1 დეივ ქილქოინ (ირლ, 2 ლეონარდო გირალდინი (იტა, 3 მარტინ კასტროჯოვანი (იტა; 4 ჯერემი სრაშ (ზელ, 5 ჯონი გრეი (შტლ; 6 სხალკ ბერგერ (აფრ, 7 ტიერი დიუზოტუარ (სფრ, 8 დამიან შული (სფრ)

სულ: 4 სფრ, 3 აფრ, 2 იტა შტლ, 1 ზელ ირლ უელ ფიჯ

ირბ-ის რეიტინგი (17/11)

1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8993, 3(5) ირლანდია 8484,
4(3) ავსტრალია
8422, 5(4) ინგლისი 8421, 6 საფრანგეთი 8147,
7 უელსი
7994, 8 შოტლანდია 7827, 9(10) არგენტინა 7642,
10(9) იაპონია
7607, 11 სამოა 7539, 12(13) ტონგა 7462

13(12) ფიჯი 7418, 14 იტალია 711915 საქართველო 6940,
16 შტატები
6799, 17 კანადა 6764, 18 რუმინეთი 6657,
19(20) რუსეთი
6412, 20(19) ურუგვაი 6358, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია 5911, 23 პორტუგალია 5773, 24 კორეა 5722

+/-:  სფრ 122 ავს, არგ 97 იტა (20:18 გ, აფრ 91 ინგ, ტონ 73 აშშ (40:12 ნ, რუს 58 ჰნკ (37:29 გ, იაპ 44 რუმ (18:13 გ, სამ 28 კან (23:13 ნ, უელ 16 ფიჯ, ირლ 0 საქ (49:7 შ, ზელ 0 შტლ

www.000webhost.com