რიჩი მეასედ იყოჩებს

   შემოდგომის ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდის წინ "მსოფლიო რაგბმა" შეარჩია წლეულს, სანაკრებო მატჩებში გატანილი ის ხუთი ლელო, რომელთაგანაც ჟიურიმ უნდა გამოავლინოს საუკეთესო.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ვიქენდის წინათქმა წინა კვირაშიც ასე დავიწყეთ, ოღონდაც მაშინ "წლის მოთამაშეობაზე" წარდგენილი ხუთეული გაგაცანით. იმ კონკურსისგან განსხვავებით, ლელოს გამოსავლენს "მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაცია" (ირპა) ატარებს, ოღონდაც "უჩემოდ ვით იმღერეთო" პრინციპით, ირბყოფილი მაინც უდგება წილში.

წლევანდელი ნომინანტები არიან: ჯემი რობერთს (15/03 უელ - შტლ), კორნალ ჰენდრიკს (14/06 აფრ - უელ), ქალბატონი მეგალი ჰარვი (13/08 კან - სფრ), დერიქ ჰოუხარდ (4/10 აფრ - ზელ) და ჯონი მეი (8/11 ინგ - ზელ). მსაჯულებად ოთხი ცნობილი მოთამაშეა მიწვეული. ისინი ფანთა მიერ სოცმედიაში მიცემულ ხმებსაც გაითვალისწინებენ, კანდიდატ ლელოთა კოლაჟი კი იუთუბზე იხილეთ.

აქამდელი საუკეთესონი

2008 ბრაიან ოდრისქოლ (ირლ; 2009 ჟაკ ფური (აფრ; 2010 ქრის ეშთონ (ინგ; 2011 რადიკე სამო (ავს; 2012 ბრაიან ჰაბანა (აფრ; 2013 ბოდენ ბარეთ (ზელ)

ბილი 23 ნომრად

მავანთა ახირებით, შაბათის ორი უგემრიელესი თამაში ერთმანეთს ნაწილობრივ - ერთი ტაიმით ფარავს, ანუ რაგბის გურმანმა ირლანდია - ავსტრალიის მეორე ნახევრიდან და უელსი - ზელანდიის პირველიდან ლაივში ერთ-ერთი უნდა მოიკლოს. აფრიკა ადრე თამაშობს იტალიაში, ინგლისი გვიან იღებს სამოას, ბოლოს კი საფრანგეთი - არგენტინაა.

დავიწყოთ შოუს თვლებით. სამყურები ოზებს 1927 წლიდან 31: 9-21*1 (427:634) ჩამორჩებიან და დუბლინშიც უარყოფითი ბალანსი აქვთ 5-11*1. ავსტრალიამ შარშან ავივაზე 32:15 იმარჯვა. ლენსთერს აქამდე ახსოვს ვოლაბთა ახალი გურუ მაიქლ ჩეკა, ამან კი ლამის კავშირის ჯინაზე, შინიდან იხმო ქერთლი ბილი, ვისაც ყოფილი მწვრთნელის ხარჭასთან კაფიაობა 48 ათასად დაუჯდა, და იგი 23 ნომრად ჩაწერა.

ბილის ჩასვლით გაიხარა დამარქაფებულმა დოსტმა, 2012 წელს 60 ათასით დაჯარიმებულმა ქვეიდ ქუპერმა, ჩეკამ კი ჭკუა იხმარა და ბიჭები ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრზე დააბინავა, რათა ესენი რეკორდის მოსახსნელად გინესს აღარ მიეძალონ. გარემარბად პირველად იწყებს ფიჯელი ჰენრი სპეითი, ირლანდიამ კი ლამის უკლებლივ აღადგინა ჩვენთან დასვენებული ბობოლები.

404 ათასი მიმდევარი

ვერ მოკეთდა მხოლოდ შუამარბი ჯარედ პეინი და გორდონ დარსი ძირითადში დარჩა. სამაგიეროდ, კვაჭად დაბრუნდა რორი ბესთი. უელსს ეგრევე შეემატა შუამარბი ჯონათან დევისი, 109-კილოანი ჯორჯ ნორსი კი თავის ტოლა ჯულიან სავეასთან საომრად ემზადება და ისიც ახსოვს, რომ კივი ჯეელის აქტივში 32 ტესტში დადებული 29 ლელოა.

ზელანდიას არა უჭირს რა - ოთხი ჯანსაღი, ჩინებული 10 ნომრიდან ორი ჰყავდა დასაწუნებელი! უფროსობამ 23 კაცშიც აღარ ჩაწერა ბებერი დენ ქართერი - ამ დონეზე სატესტოდ ჯერ მზად ვერააო, და ზედ მიაყოლა არონ ქრუდენი, ვინაც ინგლისთან დაიწყო. ჰოდა, უელსთან გუნდს დაგეზავს ეშხიანი ბოდენ ბარეთი, ხოლო მონდომებული ქოლინ სლეიდი მას ბოლოსკენ შეეხიდება.

შუა კვირაში ასული ეყოლა მუსლიმი სონი-ბილ ვილიამსის წაწალს, მამამ კი მშობიარობას ინტერნეთით უყურა, უფალს მადლი არაბულად შესწირა და თვითერით 404 ათასი მიმდევარიც გაახარა. გაისარჯნენ სტატისტიკოსებიც და დათვალეს, რომ უბერებელი რიჩი მაკქოუ 137-ე ტესტში მეასედ (!) უკაპიტნებს "ოლ ბლექსს" ... პირველი ყოჩობიდან 10 წლისა და ორი დღის, ანუ 112 მატჩის შემდეგ, და თანაც - კარდიფშივე.

ერთიანი სამოა

რიჩი რომ უნიკუმია, მაგას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება, უფრო შთამბეჭდავი კია უელსის მარცხიანი სერია: 1905-53 წლებში ერთთავად შინ მორაგბე "ურჩხულები" 3-1 უგებდნენ შავებს, მაგრამ 1963 წლიდან მოყოლებული, უელსი - ზელანდიის ჯამური ბალანსია 0-25 (262:843) და მილენიუმზე რკენებისა 0-8 (111:273)

სამოა იფიცებოდა, კავშირმა მილიონები დაამღერა და თუ ირბ ჩვენს საწუხარს კიდევ წაუყრუებს, თვიქნემში, ინგლისთან დაგეგმილ ტესტს ჩავშლითო. დუბლინმა ბიჭებს უსმინა და საქმეში გარკვევას შეპირდა, ციცქნა ქვეყნის პრემიერმა ტუილაეპა საილელემ კი, ვინაც თან რაგბის კავშირის თავკაცია, მომჩივნებს "განებივრებული ბავშვები" უწოდა და კიდეც დაექადნა, თუ ფული გირჩევნიათ, ნაკრებში სხვებს ვუხმობთო.

სამოას სხვებიც დაემუქრნენ, ჭკუით იყავით, თორემ მსოფლიო თასიდან და ოლიმპიადის შესარჩევებიდან მოგხსნითო. მაშინ ხმა აიმაღლეს ძირით მაქაურმა ოლ ბლექებმა: სონი-ბილმა, ქევენ მეალამუმ, ჯერომ კაინომ და ვიკტორ ვიტომ - თან ისე ტაქტიანად, რომ მათივე კავშირი ვერაფერში შედავებოდათ:

შავები გაიძრეს და როგორც კერძო პირებმა, ისე დადეს ინსტაგრამზე მეამბოხეებთან სოლიდარობის ფოტო დევიზით "ერთიანი სამოა"

 

ჩრდილოეთის ტესტებ

<<  მესამე ვიქენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

სთრიმები

                     

21/11

ფიჯი

22.00

შტატები

ვანი (სფრ)

22/11

იტალია

18.00

აფრიკა

პადუა

 

შოტლანდია

18.30

ტონგა

ქილმარნოქი

 

პორტუგალია

19.00

ნამიბია

ლისაბონი

 

ირლანდია

20.30

ავსტრალია

დუბლინი

 

რუმინეთი

20.30

კანადა

ბუქარესტი

 

უელსი

21.30

ზელანდია

კარდიფი

 

ინგლისი

23.00

სამოა

ლონდონი

 

საფრანგეთი

24.00

არგენტინა

პარიზი

23/11

საქართველო

17.00

იაპონია

თბილისი

რაზმები

ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ტომუა სპეით <10-9> ფოლი ფიპს / სლიპერ ფაინგა კეპუ; ქართერ სიმონს; ჯოუნზ ჰუპერ^კაპ მაკქალმან * მრქ) ბილ ქუპერ გენია / ჰენსონ ფოქნერ რობინსონ; სქელთონ შაც

არგ: ტუკულეტ იმოფ ვოშ ერნანდეს მონტერო <10-9> სანჩეს კუველი / აჟერსა კრევი^კაპ ტეტას-ჩაპარო; პეტი ლავანინი; ისა ორტეგა-დესიო სენატორე * მრქ) გონსალეს-ამოროსინო გონსალეს-იგლესიას ლანდახო / კორტესე ნოგერა-პას ერერა; პონსე ლესანა

აფრ: ხუსენ პიტერსენ სერფონტეინ დევილიერს^კაპ ჰაბანა
<10-9>
ლემბი რეინახ /
ნიაკანე ა.სტრაუს უსტჰეიზენ; ეცებეთ მეტფილდ; კუცია მოჰოჟე ფერმიულენ * მრქ) ვ.ლერუ პოლარდ ჰოუხარდ / ბ.დიუპლესი სტენკამპ რედელინჰეის; დეიახერ ქარ

აშშ: მაკლეინ ნგვენია ქელი პალამო თ.სთენფილ <10-9> შ.სუნიულა პეთრი / ქილიფი თილ მოეაკიოლა; ქალენ პითერსონ; ლავალა ქვილ ქლევერ^კაპ * მრქ) მოპინ ე.სუნიულა რ.სუნიულა / ქულიქენ ვოლეს თარ; თროუვილ სამშენ

ზელ: ბ.სმით პიატაუ კ.სმით ვილიამს სავეა <10-9> ბარეთ ა.სმით / ქროქეთ ქოულზ ო.ფრენქს; რეთალიქ ვაითლოქ; კაინო მაკქოუ^კაპ რიდ * მრქ) ქროთი სლეიდ პერენარა / მეალამუ მუდი ფაუმუინა; ტუიპულოტუ მესამ

იაპ: გორომარუ მაცუშიმა საჰუ ტატეკავა ჰესქეთ <10-9> ტამურა ჰივასა / მიკამი კიზუ ჰატაკეიამა^კაპ; თომპსონ იტო; ტუი ჰოპგუდ ლელეი-მაფი * მრქ) ჰიროსე კ.ონო იატომი / ინაგაკი იუჰარა კაკინაგა; ჰ.ონო მაკაბე

ინგ: ბრაუნ ვოთსონ ბარით ფარელ მეი <10-9> ფორდ იანგს / მარლერ ვებერ ვილსონ; ეთვუდ ლოზ; ჰესქელ რობშოუ^კაპ მორგან * მრქ) იარდ თველვთრიზ ვიგლსვორს / ჰართლი მულენ ბრუქს; ქრუზ ვუდ

ირლ: ქარნი ბოუ ჰენშოუ დარსი ზიბო <10-9> სექსთონ მარი / მაკგრას ბესთ როს; თოუნერ ოქონელ^კაპ; ომანი რადოქ ჰიზლიპ * მრქ) ჯოუნზ მედიგან რედენ / ქრონინ ქილქოინ აიუ; ფოლი ოდონელ

იტა: მაზი მაკლეინ კამპანიარო მორიზი სარტო <10-9> ჰაიმონა გორი / აგერო გირალდინი კასტროჯოვანი; ხელდენჰეის ფურნო; ძანი ვუნისა პარისე^კაპ * მრქ) ტონიოლატი ორკერა პალაძანი / მანიჩი დემარკი კისტოლინი; ბორტოლამი მინტო

კან: პრიჩარდ ჰასლერ თრეინორ ჰერნ ფანდერმერვე <10-9> პარფრი მაკრორი / ბაიდენს ქარპენთერ მარშალ; ქადმორ ფელან; სინქლერ დალა არდრონ^კაპ * მრქ) ბლევინს ვილსონ-როს ვაით / ბარქვილ თიდემან ვულდრიჯ; გილმორ სორპ

ნამ: დამეს ფილანდერ დეისელ დ.დელაჰარპ ტრომპ
<10-9>
კუცია რ.დელაჰარპ /
ბერთოლინი ფანიარსფელდ ვივიე; ბლომ უანივე; კიტსჰოფ ფორბს ფანლილ * მრქ) ხრეილინ კაიზემი ბუიტენდახ / ბეკერ დიუპრე ესტერჰეიზენ; ვიზე ნოიშტატ

რუმ: ფერკუ მანოლე გალ-მინია დასკელუ ბოტეზატუ
<10-9>
ვლაიკუ კალაფეტეანუ /
ლაზერ ტურაშვილი პუნჯა; კოსტე პოპირლან; მაკოვეი^კაპ ვ.ურსაკე ბურჩა * მრქ) ნეაგუ იონიცა სურუჯიუ / რედოი ა.ურსაკე იონ; ანტონესკუ ნისტორ

სამ: ქ.პისი ლეიუა ლილო ლეოტა ლემი^კაპ <10-9> ტ.პისი ფოტუალიჰი / ტაულაფო ტ.პაულო ს.ჯონსთონ; ფ.პაულო თომპსონ; ფაჰასავალუ ლემ ტრევირანუს * მრქ) მ.სთენლი ქაული / ლეიატაუა აფატია პერენისე; ლემალუ ლეო თჯ.იოანე

საქ: კვირიკაშვილი თოდუა კაჭარავა^კაპ შარიქაძე მჭედლიძე
<10-9> 
ხმალაძე
ხუციშვილი / ნარიაშვილი მამუკაშვილი ქუბრიაშვილი; ნემსაძე დათუნაშვილი; თხილაიშვილი კოლელიშვილი ლომიძე * მრქ) აფციაური წიკლაური ბეგაძე / მაისურაძე ჟვანია ჩილაჩავა; მიქაუტაძე ჩხაიძე

სფრ: სპედინგ იუჟე მერმოზ ფოფანა მედარ <10-9> ლოპეს ტიუ-ბორდ / შოსი კეიზერ მას; პაპე ვაამაინა; დიუზოტუარ^კაპ ბ.ლერუ შული * მრქ) ბასტარო ტალე ქოქოთ / გირადო მენინი ატონიო; მაესტრი ოლივონ

ტონ: ლილო ჰალაიფონუა პიატაუ პაეა ვაინიკოლო <10-9> ფოსიტა ტაკულუა / მაილაუ ლუტუი ფაჰანუნუ; ლოკოტუი ტუჰინეაუ; კალამაფონი ლატუ^კაპ მაჰაფუ * მრქ) პიუკალა მორათ პალუ / ტაიონე ლეა პუაფისი; ფაჰაოსო თიპოულ

უელ: ჰაფპენი ქასბერთ ჯ.დევის რობერთს ნორს <10-9> ბიგარ ვებ / ჯეიმზ ჰიბარდ ლი; ბოლ ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ * მრქ) ლ.ვილიამს ჰუქ მ.ფილიპს / ბოლდვინ სმით რდ.ჯოუნზ; ჩართერის თიპურიქ

ფიჯ: ნანგუსა ვოტუ ნგონევა ნანდოლო ტიკოიროტუმა
<10-9>
 მატავესი
სენილოლი / რავაი ტალემაიტონგა საულო; ნაკარავა თავუმბატი; ნქერა^კაპ რავულო მატანდინგო * მრქ) ნაიათალევუ რალულუ კენატალე / კოტო თოლატი კოროი; სონქეტა ვანქანიმბოროტუ 

შტლ: ჰოგ სიმორ შ.ლამონთ დანბარ ფისერ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ / დიქინსონ ფორდ ქროს; რ.გრეი ჯ.გრეი; ჰარლი ქოუან ბითი * მრქ) თეილორ ვიარ ქაზითერ / ფ.ბრაუნ რიდ გრანთ; ლოუ სთროქოშ

ირბ-ის რეიტინგი (17/11)

1 ზელანდია 9370, 2 აფრიკა 8993, 3 ირლანდია 8484,
4 ავსტრალია 8422, 5 ინგლისი 8421, 6 საფრანგეთი 8147,
7 უელსი 7994, 8 შოტლანდია 7827, 9 არგენტინა 7642,
10 იაპონია 7607, 11 სამოა 7539, 12 ტონგა 7462

13 ფიჯი 7418, 14 იტალია 7119, 15 საქართველო 6940,
16 შტატები 6799, 17 კანადა 6764, 18 რუმინეთი 6657,
19 რუსეთი 6412, 20 ურუგვაი 6358, 21 ესპანეთი 6065,
22 ნამიბია 5911, 23 პორტუგალია 5773, 24 კორეა 5722

www.000webhost.com