სოლიდარობაც ესაა!

   შემოდგომის ტესტების მესამე ვიქენდზე ინგლისმა სოლიდარობა გამოუცხადა შინააშლილ სამოას, სქოთებმა და ტონგამ კი მთლად ხელოვნური საფარი დააჭაშნიკეს.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

ინგლისს ლურჯკვართა სამოასთან სანაცვლო, მეწამული მაისურა ეცვა. "ვარდებს" ისევ მიეძალათ წუნი და უიდეობაც: ხაზის შუაგულში ვერაფერი შექმნეს ოუენ ფარელმა და ბრედლი ბარითმა. სამაგიეროდ, დამწყებ ათად პირველად დაყენებულმა ჯორჯ ფორდმა გაახარა ლიანგი გაჭრაზე დაგეშილობითა და გონივრული გადაკიდებებით.

ზღვისრეთელებმა შერკინებაში იდედლეს, მაგრამ ინგლისმა ავდარში ვერ გამოიყენა უპირატესობა. შესვენებამდე ერთადერთი ლელო დაიდო: ფორდმა შემოურბინა ფარელს, ბარითმა ბლოკი დააყენა, მაიქ ბრაუნმა კი განდაგან დაგეზა ძაან მარდი ჯონი მეი * 10:3 @ 21

მეორე ტაიმში წვიმამ გადაიღო. ფორდმა ფრთაზე ფეხით მიაწოდა ენთონი ვოთსონს და ამან ბრაუნს უოფლოუდა, მერე კი ჯონი ლეოტა ერთობ სათუოდ რომ გაასინბინეს, "ვარდებმა" მოლი ააგორეს, მეტოქე ჩაითრიეს, მეტობა მიიღეს და მეი მატჩში მეორედაც ეწია მიზანს * 28:9 @ 53

ვიწროსა და მოკლეზე

ბოლოსკენ ბრიტებს კიდევ მიეცათ მეტობა, მაგრამ მერლენდ იარდმა არ მისცა ბრაუნს. სამოას წესად აქვს, ნამატჩევს წრე შეკრას, ჩაიმუხლოს და ილოცოს.

ჰოდა, კაენ ფოტუალიჰს თადარიგიანად რომ "დაეკერა" ნორსჰემპთონელი თანაკლუბელები, მთელი ინგლისი გაერია მარაქაში და სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგებს, რომლებსაც პირს უტეხს პრემიერ-მინისტრის მიერ მართული, კორუმპირებული კავშირი.

საქმის გარჩევაში თვით "მსოფლიო რაგბი" (ირბ) და "მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაცია" (ირპა) ჩაბმულან, მაგრამ კავშირმა უკვე ორჯერ ჩაშალა პაემანი, მერე კი გაძარცვულ ბიჭებს ვითომც დაუყვავა, რაც მეტს მოიგებთ, მით უფრო გაგეზრდებათ ანაზღაურებაო.

სხვა ზღვისრეთელს - ვაკეში ნამყოფ ტონგას ზუსტად ორი წლის წინ აბერდინში 21:15 ეძლია შოტლანდია და ინგლისელი ენდი რობინსონი გადაეყენებინებინა, ამჯერად კი ქილმარნოქის ვიწრო და მოკლე "რაგბი პარქზე", სადაც ოვალური ბურთით ბარემ ნახევარი საუკუნე იყო, აღარ ეთამაშათ, ვერაფერი დააკლო კივი ვერნ ქოთერის გაწვრთნილ რაზმს.

 

ჩრდილოეთის ტესტებ

<<  მესამე ვიქენდი

ფიჯი 20:14 შტატები

3ლ: ნანგუსა ვოტუ (2 3) გ ჯ: ნანდოლო სბ ტალემაიტონგა ვოტუ -

2ლ: ქელი ნგვენია; 2გ: მაკლეინ

რეფ ლეისი (ირლ) @ 21/11 ვანი (სფრ, რაბინ (_)

3:0(11) 10:0(28) 15:0(30) სბ(40+2ფ) /
15:7(43) 20:7(50) 20:14(59) სბ(68ფ)

შოტლანდია 37:12 ტონგა

5ლ: ქოუან ჰოგ დანბარ ქროს სიმორ; 3გ 2ჯ: ლეიდლოუ სბ დანბარ -

4ჯ: ფოსიტა სბ ლატუ

რეფ დოილ (ინგ) @ 22/11 ქილმარნოქი, რაგბი პარქ (16 026) ვიდეო

0:3(10) სბ(13ტ) 7:3(16) 7:6(21) 7:9(23) სბ(25შ) 7:12(28) 14:12(34) /
19:12(48) 22:12(54) 25:12(65) 32:12(68) 37:12(76)

პორტუგალია 29:20 ნამიბია

4ლ: ლიმა ალმეიდა ბეტანკურ-ავილა (3 4) 3გ ჯ: ჟირეუ -

2ლ: ფანიარსფელდ ტრომპ; 2გ 2ჯ: კუცია

რეფ ანსელმი (არგ) @ 22/11 ლისაბონი, "უნივერსიტეტი" (_)

0:3(5) 7:3(12) 7:6(20) 7:13(26) 12:13(38) /
19:13(44) 22:13(52) 29:13(72) 29:20(79)

რუმინეთი 18:9 კანადა

6ჯ: ვლაიკუ - 3ჯ: პრიჩარდ (1 3) მაკრორი

რეფ ბრაიანთ (ზელ) @ 22/11 ბუქარესტი, არკულ (_) ვიდეო

0:3(6) 3:3(29) 6:3(38) /
6:6(48) 9:6(51) 12:6(55) 12:9(58) 15:9(61) 18:9(74)

ინგლისი 28:9 სამოა

3ლ: მეი (1 3) ბრაუნ; 2გ 3ჯ: ფორდ -

3ჯ: ტ.პისი სბ ლეოტა

რეფ პეიპერ (აფრ) @ 22/11 ლონდონი, თვიქნემ (82 076) ვიდეო

0:3(4) 3:3(18) 10:3(21) 10:6(24) 13:6(27) /
16:6(42) 23:6(47) 23:9(50) სბ(52ს) 28:9(53)

<<  ჩაროზი ვიქენდი
 

29/11

ინგლისი

18.30

ავსტრალია

 

უელსი

18.30

აფრიკა

ინგლისის "ავივა პრემიერშიპ"

VIII რაუნდი

ჰარლიქვინზ$

12:16

სეილ

ნიუქასლ

20:10

გლოსთერ

ექსეთერ

31:15

ვოსპს

ლონაირიშ

23:33

ბას

სარასენს$

24:31

ნორსჰემპთონ

ლონველშ

05:26

ლესთერ$

 

 

 

ად

ავივა * 8 რაუნდი

მ-წ*

სხვ

$

1

ნორსჰემპთონ

30

6-2

+116

6

2

ექსეთერ

28

6-2

+111

4

3

ბას

28

6-2

+96

4

4

სარასენს ()

25

5-2*1

+60

3

5

ლესთერ

21

4-3*1

-15

3

6

ვოსპს (ლ)

20

4-4

+56

4

7

სეილ

20

4-4

+11

4

8

ჰარლიქვინზ ()

19

4-4

-5

3

9

გლოსთერ

16

3-5

-14

4

10

ნიუქასლ

13

3-5

-37

1

11

ლონდონ აირიშ

12

2-6

-69

4

12

ლონდონ ველშ

1

0-8

-310

1

კელტეთის "გინეს პრო12"

VIII რაუნდი

დრეგონზ

12:38

მანსთერ$

ქონოთ$

43:03

ძებრე

ჰლანეჰლი

19:09

გლაზგო

ალსთერ

25:16

ოსპრეიზ

ტრევიზო$

24:24

ლენსთერ$

ედინბურგ

28:13

კარდიფ

 

 

 

ად

გინეს პრო12 * 8

მ-წ*

სხვ

$

1

ოსპრეიზ (უელ) %

30

7-1

+105

2

2

ალსთერ (ირლ)

30

6-1*1

+106

4

3

მანსთერ (ირლ)

28

6-2

+83

4

4

გლაზგო (შტლ)

27

6-2

+56

3

5

ლენსთერ (ირლ)

24

4-3*1

+72

6

6

ქონოთ (ირლ)

23

5-2*1

+17

1

7

ჰლანეჰლი (უელ)

22

4-2*2

+40

2

8

ედინბურგ (შტლ)

15

3-4*1

-75

1

9

კარდიფ (უელ)

8

1-6*1

-67

2

10

დრეგონზ (უელ)

7

1-7

-79

3

11

ძებრე (იტა)

5

1-7

-127

1

12

ტრევიზო (იტა)

4

0-7*1

-131

2

მეტი მოგებით

www.000webhost.com