კლუბებმა თავი აიშვეს

   მსოფლიო რაგბში წესრიგის დამყარებამდე ჯერაც შორია: ბოკეს ფრანგულმა და იაპონურმა კლუბებმა დაუკავეს მოთამაშეები, მაშინ როცა უელსელ ვარსკვლავებს კონტრაქტებით ერგოთ გათარხნება.

გამოდის კვირაში 6-ჯერ;
რაგბი სრული გვერდია;
ღირს 60 თეთრი!

დამდეგი ვიქენდი ირბ-ული ტესტ-სარკმლის მიღმა რომაა, კლუბებმა თავი აიშვეს: ტულონმა ბრაიან ჰაბანა ნაკრებიდან დაიბრუნა, მაგრამ კლერმონთან კი ასვენებს!

ჯეიპი პიტერსენმა და სხალკ ბერგერმა იაპონიას მიაშურეს; იოჰან ხუსენი რასინგმა იხმო; უელსელებმა - რიჩარდ ჰიბარდმა და ჯეიმზ ჰუქმა გლოსთერში უნდა ირაგბონ; პოლ ჯეიმში ბასშია, კონტრაქტით კი მხოლოდ ნორსჰემპთონელ ჯორჯ ნორსს ერგებოდა აფრიკასთან ტესტობა, მაგრამ ზელანდიასთან ტვინი შეერყა და მაგად უქმობს.

ფრანგებთან ამ ტიპისვე გარიგებით უელსი ათამაშებს ლი ჰაფპენს (ტულონი; ჯონათან დევისს (კლერმონ; ჯემი რობერთსს, ლუქ ჩართერისსა და მაიქ ფილიპსს (სამივე რასინგ). სხვაფრივ, ურჩხულებს ზედიზედ 22 ტესტი წაუგიათ სამხრეთის ბობოლა სამეულთან, ბოკეს წინააღმდეგ კი, 1906 წლიდან, ბალანსად 29: 1-27*1 (428:808) უწერიათ.

ჯავრი კარზე იყარეს

კარდიფის პარალელურად დიდი რაგბია თვიქნემშიც - ავსტრალია ინგლისისგან შარშან მანდვე დატოვებული (კაპიტან ჯეიმზ) "ქუქის თასის" გამოხსნას დაეშურება.

ბრიტებმა ფიჯის მჯობნი 23-ვე კაცი დაიტოვეს. 10 ნომრად კვლავაც ნორჩი ჯორჯ ფორდი იწყებს, თორმეტზე კი, ოუენ ფარელის ხარჯზე, გლოსთერელი ბილი თველვთრიზი დააწინაურეს.

ოზებს აკლიათ კოჭ-მტკივანი ფიჯელი შუამარბი ტევიტა კურინდრანი. ვოლაბებმა დუბლინში წაგების შემდეგ ჯავრი გასახდელის კარზე იყარეს, რაც მათ კავშირს რამდენიმე ათას ევროდ დაუჯდა.

დომინიონყოფილი მეტროპოლიას 1909 წლიდან 42: 24-17*1 (890:635) ჯობნის, მაგრამ თვიქნემური ბალანსი ვარდების სასარგელოდაა 22: 12-9*1 (371:347)

 

ჩრდილოეთის ტესტებ

<<  ჩაროზი ვიქენდი * 29/11 (საქ დროით)

სთრიმები

                     

ინგლისი - ავსტრალია

ინგ: ბრაუნ ვოთსონ ბარით თველვთრიზ მეი <10-9> ფორდ იანგს / მარლერ ჰართლი ვილსონ; ეთვუდ ლოზ; ვუდ რობშოუ^კაპ მორგან * მრქ) იარდ ფარელ ვიგლსვორს / ვებერ მულენ ბრუქს; ქრუზ ჰესქელ

ავს: ფოლაუ სპეით ეშლი-ქუპერ ტომუა ჰორნ <10-9> ფოლი ფიპს / სლიპერ ფაინგა კეპუ; ქართერ სიმონს; მაკმან ჰუპერ^კაპ მაკქალმან * მრქ) ბილ ქუპერ ვაით / ჰენსონ რობინსონ ელიგზანდერ; სქელთონ ჰოჯსონ (ჯოუნზ)

რეფ გარსეზ (სფრ) @ ლონდონი, თვიქნემ 18.30

უელსი - აფრიკა

უელ: ჰაფპენი ქასბერთ დევის რობერთს ლ.ვილიამს <10-9> ბიგარ ვებ / ჯენქინს ბოლდვინ ლი; ბოლ ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ ^კაპ ფალეტაუ * მრქ) სქ.ვილიამს პრისთლენდ მ.ფილიპს / ე.ფილიპს ჯარვის რდ.ჯოუნზ; ჩართერის ქინგ

აფრ: ლერუ ჰენდრიკს სერფონტეინ დევილიერს^კაპ მვოვო <10-9> ლემბი რეინახ / მთავარირა ბ.დიუპლესი უსტჰეიზენ; ეცებეთ მეტფილდ; კუცია მოჰოჟე ფერმიულენ * მრქ) დეალენდე პოლარდ ჰოუხარდ / სტრაუს ნიაკანე რედლინჰეის; დეიახერ ქარ

რეფ ლეისი (ირლ) @ კარდიფი, მილენიუმ 18.30

www.000webhost.com