საკბილო მედიისათვის

   "ევროპის ჩემპიონთა თასის" მესამე რაუნდში ფალავანი ტულონი ლესთერში დამარცხდა, წრე კი სამ-სამი მოგებით მხოლოდ ტულუზმა და ჰარლიქვინზმა დაასრულეს. 

აღინუსხა სეზონის პირველი ფრე. სტუმრებმა ისევ აჯობეს მასპინძელებს - ხუთგან მოუგეს. პრემია 20-დან სამმა გუნდმაღა აიღო, ხოლო ნუგეში ცხრიდან ოთხმა წაგებულმა მიითვალა.

ტულუზმა მეოცე სეზონში მეასედ (!) გაიმარჯვა და პულის ლიდერობა ჩამოართვა გლაზგოს, ვისაც ორი კაცი გაუსინბინეს. მცირე თვიქნემზე პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მერე კი ჰარლიქვინზმა ორჯერ დაალელოვა ლენსთერი.

ტულონი ლესთერში 14-ჯერ რომ დაჯარიმდა, "თაიგერსის" უელსელმა მგეზავმა, ოუენ ვილიამსმა 20 ქულა მოკრიფა, ლელო კი ბებერმა კივმა, ბრედ სორნმა შეიტანა. "ფრანგებმა" სირენის შემდეგ 5 წუთიც (!) უტიეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ნამატჩევს კი მედიას საკბილო გაუჩინა სტუმართა იტალიელმა ბურჯმა, მარტინ კასტროჯოვანიმ:

უწმაწური ლექსიკით სავსე ტირადაში მრავალგზის მოიხსენია ბრიტთა გურუ რიჩარდ ქოქრილი, ესაო და არაკაცია და ლესთერიდან ტულონში რომ გავეშვი დამსახურებული ბებერი, 100 ათასი გადამახდევინაო.

ამაზე აუგად ნახსენებმა მწვრთნელმა ბრძანა, ნებისმიერი ტრასფერი ფული ღირს; ძირითადში უკეთესს ვაყენებ; კასტროს დენ ქოულმა აჯობა, დალალა იტალიელი კი კარგა ხანს ჩვენი სახე იყო, ფრიადი ღვაწლი მიუძღვის და როცა შემირიგდება, ლუდზე დავპატიჟებო.

რეფი გაკენწლა

ნორსჰემპთონმა იტალიაში 6 ლელო დადო. კლერმონმა პირველსავე წუთზე მოლით დაალელოვა მანსთერი, ბოლო შეტევაში კი დამიან შულიმ 5-მეტრა დერეფანი რომ მოუგო თვით პოლ ოქონელს, "ყვითლები" შეიქნენ პირველი ფრანგული კლუბი, ვინაც ლიმრიქში იმარჯვა. 

ალსთერმა ჭირვეულ ქარშიც აიღო პრემია; ბასი მონპელიეში 51 წუთზე 30:0 იგებდა, მაგრამ მეოთხე ლელო ვეღარ შეიტანა, დამდეგ ვიქენდზე კი შინ, ძირითადში დააწყებინებს ნრლ-დან მიღებულ სემ ბერჯესს.

კასტრი ერთით აგებდა ვოსპსთან, თომ ვარდნელის ურჯუკად ბოჭვისთვის რომ გაუსინბინეს სიტივენი სივივატუ. ბრიტებს საჯარიმო ლელოც ერგოთ, ხოლო მეოთხე საილოსი ტანგითაკიმბაუმ შეიტანა.

ოსპრეიზმა შინ ბოლოსღა გაუყაიმა ხელი რასინგს, ხოლო სარასენსმა  სეილის გაჭიანურებული შტურმი უსინბინოდ რომ მოიგერია, "შარქსის" შეფმა სთივ დაიამონდმა უელსელი რეფი გაკენწლა, ჩვენებური რომ იყოს, ეცოდინებოდა, როგორ უწესოდ იცავენ თავს მავანი გუნდებიო.

 

ჩემპიონთა თასი 2014-15

მესამე რაუნდი

<<   პირველი პული

სეილ$(ინგ) 15:19 სარასენს (ინგ)

2ლ: ლუნდ ოსტრიკოვ; გ ჯ: სიპრიანი -

2ლ: ფარელ მ.ვუნიპოლა; 2ჯ: ჰოჯსონ ფარელ; ა: ფარელ

რეფ ჰოჯის (უელ) @ 6/12 სოლფორდ, ბელ (7 053)

0:3(5) 7:3(9) 7:8(15) 10:8(33) 10:11(36) /
10:16(45) 15:16(62) 15:19(66ა)

* შალვა მამუკაშვილი (სელ) 69 შევიდა (1 სოლო = 0 მეტრი, ბოჭვა 1/0, -1 ჯარიმა)

მანსთერ$(ირლ) 9:16 კლერმონ (სფრ)

3ჯ: ქითლი -

2ლ: ლი ფოფანა; ჯ ა: ლოპეს

რეფ ბარნს (ინგ) @ 6/12 ლიმრიქ, სომონდ პარქ (25 600)

0:5(1) 3:5(15) 3:10(21) 6:10(26) 6:13(31) 6:16(34ა) / 9:16(61)

* დავით ზირაქაშვილი (კლრ) 70 შევიდა (ბოჭვა 4/0)

<<   მეორე პული

კასტრ (სფრ) 17:32 ვოსპს$(ინგ)

2ლ: ბონელო ლამერა; 2გ: ქოქოთ; ჯ: დიუმორა სბ სივივატუ -

4ლ: მილერ ჰიუზ [საჯ] ტანგითაკიმბაუ; 3გ 2ჯ: გუდ

რეფ ქლენზი (ირლ) @ 7/12 პიერ ანტუან (7 204)

0:7(6) 7:7(11) 7:12(13) 7:15(27) 14:15(35) /
17:15(67) 17:18(69) 17:25(71სბ) 17:32(76
$პ)

ჰარლიქვინზ (ინგ) 24:18 ლენსთერ$(ირლ)

2ლ: ისთერ ტიკოიროტუმა; გ: სვილ; 3ჯ: ევანს, სვილ 2; ა: ქეა -

6ჯ: მედიგან

რეფ გარსეზ (სფრ) @ 7/12 თვიქნემ სთუპ (14 800)

0:3(4) 3:3(7) 6:3(20) 6:6(26) 9:6(36) 9:9(40) /
9:12(48) 16:12(54) 21:12(59) 21:15(67) 21:18(70) 24:18(75ა)

<<   მესამე პული

ალსთერ$(ირლ) 24:9 ჰლანეჰლი (უელ)

4ლ: ქეივ პინარ ბოუ ბესთ; 2გ: ჰამპრიზ სბ პინარ -

3ჯ: პრისთლენდ სბ დევის ლმ.ვილიამს

რეფ პირს (ინგ) @ 6/12 ბელფასთ, ქინგსპენ (15 946)

0:3(4) სბ(13ჰ) 7:3(16) 14:3(20) 14:6(30) სბ(36ჰ) /
14:9(56) 19:9(60) 24:9(69
$პ) სბ(75ა)

ლესთერ (ინგ) 25:21 ტულონ$(სფრ)

ლ: სორნ; გ 6ჯ: ო.ვილიამს -

2ლ: ჰაბანა მიჩელ; გ 3ჯ: სანჩეს

რეფ ოუენს (უელ) @ 7/12 ველფორდ როუდ (22 114)

3:0(10) 6:0(16) 13:0(20) 13:3(23) 13:6(32) 13:13(36) /
16:13(46) 16:18(50) 19:18(58) 22:18(65) 22:21(70) 25:21(80) ბოლო(80+5)

* მამუკა გორგოძე (ტლნ) 68 შეცვალეს (1 დარტყმა, 1 პასი, 3 სოლო = 18 მეტრი, 1 გარღვევა, 1 გაბითურება, ბოჭვა 7/0, დერეფანი 3/0, -1 შეცდომა, -1 ჯარიმა)

<<   მეოთხე პული

მონპელიე (სფრ) 5:30 ბას (ინგ)

ლ: ტიულუ სბ ბატიუ პრივა ჟელი -

3ლ: თომას [საჯ] ჰიუსთონ; 3გ 2ჯ ა: ფორდ სბ ჰუპერ

რეფ დევის (უელ) @ 5/12 ივ დიუმანუარ (5 ათასი)

0:3(11ა) 0:6(23) 0:9(27სბ) 0:16(36) სბ(38მ) 0:23(40) /
0:30(51) სბ(52მ) 5:30(69) სბ(70ბ)

ტულუზ (სფრ) 19:11 გლაზგო (შტლ)

ლ: მედარ; გ 4ჯ: ბეზი -

ლ: მატავალუ; 2ჯ: რასელ სბ რასელ ნაკარავა

რეფ ლეისი (ირლ) @ 7/12 ერნესტ ვალონ (16 670)

3:0(19) 3:3(25) 6:3(37სბ) 9:3(40+3) /
16:3(42) 16:6(55) 19:6(63) 19:11(78)

* ვასილ კაკოვინი (ტლზ) 79 შეცვალეს (ბოჭვა 8/1)

<<   მეხუთე პული

ტრევიზო (იტა) 15:38 ნორსჰემპთონ$(ინგ)

2ლ: ნიტოლია ქარლაილ; გ ჯ: ქარლაილ სბ მინტო აკოსტა -

6ლ: მანოა ვოლერ ფოდენ ბარელ [საჯ] ტ.პისი; 4გ: მაილერ

რეფ ფითსგიბონ (ირლ) @ 6/12 მონიგო (3 786)

0:7(11) 3:7(19) სბ(33ტ) 3:12(34) /
3:19(49) 3:26(50
$პ) 10:26(58) 10:33(65) სბ(71ტ) 15:33(73) 15:38(80+)

ოსპრეიზ (უელ) 19:19 რასინგ (სფრ)

ლ: მატავესი; გ 4ჯ: ბიგარ სბ ქინგ -

ლ: ფანდერმერვე; გ 3ჯ ა: ხუსენ

რეფ დოილ (ინგ) @ 6/12 სვონზი, ლიბერთი (7 164)

0:3(5) 0:6(12) 3:6(14) 3:13(19) სბ(25ო) 3:16(27) 6:16(30) /
9:16(48) 12:16(53) 12:19(73ა) 19:19(75)

 

ად

ჩემპიონ * 3 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

კლერმონ (სფრ)

10

8

+32

2-1

074:042

2

2

მანსთერ (ირლ) ^ %

9

4

+5

2-1

050:045

1

3

სარასენს (ინგ)

9

6

=0

2-1

052:052

1

4

სეილ (ინგ)

2

4

-37

0-3

044:081

2

1

ჰარლიქვინზ (ინგ)

12

5

+29

3-0

072:043

0

2

ლენსთერ (ირლ)

9

3

+4

2-1

064:060

1

3

ვოსპს (ინგ)

7

7

+3

1-2

068:065

3

4

კასტრ (სფრ)

1

3

-36

0-3

042:078

1

1

ტულონ (სფრ)

9

7

+16

2-1

072:056

1

2

ლესთერ (ინგ)

8

4

-1

2-1

053:054

0

3

ალსთერ (ირლ)

6

7

-2

1-2

055:057

2

4

ჰლანეჰლი (უელ)

4

4

-13

1-2

042:055

0

1

ტულუზ (სფრ)

12

7

+17

3-0

070:053

0

2

გლაზგო (შტლ) %

9

6

+21

2-1

063:042

1

3

ბას (ინგ)

5

5

-4

1-2

059:063

1

4

მონპელიე (სფრ)

2

4

-34

0-3

041:075

2

1

რასინგ (სფრ) ^

10

5

+25

2-0*1

065:040

0

2

ნორსჰემპთონ (ინგ) %

10

11

+42

2-1

083:041

2

3

ოსპრეიზ (უელ)

7

6

+7

1-1*1

067:060

1

4

ტრევიზო (იტა)

0

4

-74

0-3

032:106

0

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) ბონუსი ($)   ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) მეტი ლელო, 3) უკეთესი სხვაობა; მთელ პულში 4) მეტი ლელო, 5) უკეთესი სხვაობა, 6) ნაკლები გაძევება; 7) წილისყრა   პლეიოფში გადიან: ხუთივე პულის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

ჩელენჯ თასი 2014-15

<<   პირველი პული

გრენობლ$(სფრ) 68:10 როვიგო (იტა)
კარდიფ (უელ) 24:14 ლონდონ აირიშ (ინგ)

<<   მეორე პული

ლაროშელ (სფრ) 10:36 ექსეთერ$(ინგ)
ქონოთ
$(ირლ) 42:19 ბეიონ (სფრ)

* ლექსო ყაულაშვილი (ლრშ) 53 შევიდა (1 სოლო = 0 მეტრი, -1 შეცდომა, -1 ჯარიმა) და 73 გაასინბინეს

<<   მესამე პული

ნიუქასლ$(ინგ) 30:23 ლესტად$(სფრ)
ბუკურეშტ (რუმ) 10:37 დრეგონზ
$(უელ)

* დუდუ ქუბრიაშვილი (სტდ) 56 შეცვალეს (1 პასი, 4 სოლო = 1 მეტრი, დერეფანი 1/0)   * ზურაბ ჟვანია (სტდ) 61 კვაჭად შევიდა (2 პასი, 1 სოლო = 0 მეტრი, 1 ოფლოუდი)

* ოთარ ტურაშვილი (ბკრ, რუმ) 62 შეცვალეს (1 დარტყმა, 2 პასი, 10 სოლო = 15 მეტრი, 1 გარღვევა, 1 გაბითურება, ბოჭვა 5/0, -1 შეცდომა, -2 ჯარიმა)

<<   მეოთხე პული

ბორდო$(სფრ) 37:29 ლიონ (სფრ)
ედინბურგ (შტლ) 25:13 ლონდონ ველშ (ინგ)

<<   მეხუთე პული

ბრივ (სფრ) 22:30 უაიონაკს (სფრ)
გლოსთერ
$(ინგ) 35:10 ძებრე (იტა)

* ანტონ ფეიქრიშვილი (ბრვ) შესვენებაზე შევიდა (1 პასი, 6 სოლო = 8 მეტრი, 1 გაბითურება, -1 ჯარიმა)   * კახა ასიეშვილი (ბრვ) 71 შევიდა (4 სოლო = 8 მეტრი, 1 გაბითურება, ბოჭვა 1/0)

 

ად

ჩელენჯ * 3 რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

$

1

კარდიფ (უელ)

14

13

+48

3-0

094:046

2

2

ლონდონ აირიშ (ინგ) %

10

16

+56

2-1

109:053

2

3

გრენობლ (სფრ)

5

11

+25

1-2

097:072

1

4

როვიგო (იტა)

0

5

-129

0-3

042:171

0

1

ექსეთერ (ინგ)

11

11

+40

2-1

093:053

3

2

ქონოთ (ირლ)

10

13

+39

2-1

103:064

2

3

ლაროშელ (სფრ) ^

4

6

-50

1-2

047:097

0

4

ბეიონ (სფრ)

4

5

-29

1-2

062:091

0

1

ნიუქასლ (ინგ)

14

14

+35

3-0

103:068

2

2

დრეგონზ (უელ) %

11

12

+39

2-1

101:062

3

3

ლესტად (სფრ)

5

4

-19

1-2

058:077

1

4

ბუკურეშტ (რუმ)

1

4

-55

0-3

038:093

1

1

ედინბურგ (შტლ)

12

6

+22

3-0

065:043

0

2

ბორდო (სფრ) %

11

13

+38

2-1

102:064

3

3

ლიონ (სფრ)

5

8

-6

1-2

074:080

1

4

ლონდონ ველშ (ინგ)

0

5

-54

0-3

051:105

0

1

გლოსთერ (ინგ)

14

12

+90

3-0

115:025

2

2

უაიონაკს (სფრ)

8

6

+7

2-1

078:071

0

3

ძებრე (იტა)

4

6

-29

1-2

060:089

0

4

ბრივ (სფრ)

1

6

-68

0-3

043:111

1

შემდგომი განრიგი

პულები: 11-14/12, 15-18 და 22-25/01

მეოთხედფინალები 2-5/04, ნახევარფინალები 17-19/04

ფინალები @ ლონდონი (საქართველოს დროით)

ჩლჯ:  პარ 1/05 თვიქნემ სთუპ @ 22.45
ჩმპ:  შაბ 2/05 თვიქნემ სთედიუმ @ 20.00

www.000webhost.com