საშვიდკაცო შედევრი

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპზე აფრიკამ შინ ხომ შემართა თასი და პირველ ოლიმპიურ შესარჩევშიც დაწინაურდა.

წლის ბოლო ტურნირი პორთელიზაბეთში, "მანდელას ყურეში" მოეწყო. ფინალზე 36 425 მოსეირე მოგროვდა. სერიის 12-გზის ჩემპიონი, ზელანდია ფორმაში თანდათან შედის, მაგრამ "ბლიც ბოკემ" კიდევ მოუგო და შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა.

პირველ ტაიმში ორ-ორი ლელო დაიდო * 12:10. მეორეში ქერა კვოგა სმითმა რაქიდან შეუტია და სიბელო სენატლა დაგეზა. ჯო ვებერმა კივები 2 ქულამდე ისევ წამოაწია მასპინძლებს, მაგრამ ამათ საშვიდკაცო შედევრი გამოაცხვეს - ჯიქურ უტიეს, იოფლოუდეს და მიმყოლი სმითი ახლოდან ეწია მიზანს * 26:17

დოპინგზე ამხილეს

ზელანდიამ წინა ორი თამაში იოლად მოიგო, აფრიკა კი ოზებს 0:10 ჩამორჩა და შესვენების შემდეგღა დაბლიცა. ავსტრალიამ პამა ფოუს ჰეთ-თრიქით ბრინჯაო მაინც აიღო და რიოში პირდაპირ წამსვლელ კვარტეტში გამაგრდა, ზელანდიას კი ეტაპი თუმც ჯერ ვერ მოუგია, ქულებით უკვე მესამეა.

სინი ფიჯის ჯობნით ჩაიბარა შტატებმა, ვინაც პულში უელსიც 38:12 ძლია. მაგავე სტადიაზე იაპონიამ 17:14 დაამარცხა სამოა, მაგრამ გავარდნის უპირველეს კანდიდატად რჩება, ხოლო დოპინგზე მხილებული კენია მიატოვა ბოკეს ყოფილმა გურუმ, პოლ ტრუმ.

 

ირბ-ის შვიდკაცის XVI სეზონი (2014-15)

III ეტაპი. 13-14/12 @ პორთ ელიზაბეთ (აფრ)

<<   პულები (# მიწვეული)

(ა) აფრიკა 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, კენია 0-3
(ბ) არგენტინა 3-0, ავსტრალია 2-1 / პორტუგალია 1-2, ზიმბაბვე
# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, შოტლანდია
(-2) 1-2 / კანადა(-20)  საფრანგეთი(-44) 1-2
(დ) ზელანდია 3-0, ინგლისი 2-1 / იაპონია 1-2, სამოა 0-3

<<   მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 31:7 ინგლისი (დ2)   ვიდეო
ფიჯი (გ1)
19:31 ავსტრალია (ბ2)   ვიდეო
ზელანდია (დ1) 28:7
შტატები (ა2)   ვიდეო
არგენტინა (ბ1) 24:19
*დდ შოტლანდია (გ2)   ვიდეო

<<   ნახევარფინალი

აფრიკა 19:10 ავსტრალია   ვიდეო
ზელანდია 29:0 არგენტინა   ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  პორტუგალია 19:14 სამოა
ფიალა (IX)  კანადა 24:5 კენია
სინი (V)  შტატები 21:14 ფიჯი 
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ავსტრალია 34:19 არგენტინა 
ვიდეო
თასი (I) 
აფრიკა 26:17 ზელანდია   ვიდეო

<<   აფრიკა

2 ფილიპ სნეიმან, 3 ფრანკი ჰორნ, 4 კვოგა სმით, 5 ვერნერ კოკ, 7 ბრანკო დიუპრე, 10 სესილ აფრიკა, 11 სიბელო სენატლა * 1 რუან ნელ, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 8 რეინო ბენჯემინ, 9 ვორიქ ხელანტ, 12 ჩესლინ კოლბე * მწ) ნილ პაუელ

<<   ქულა

59 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთ ელიზაბეთ; 51 ფიჯი (თ: გლდქოუსთ; 47 ზელანდია; 46 ავსტრალია (ხვდებიან რიოში) - 40 არგენტინა; 37 ინგლისი; 29 სამოა; 27 შოტლანდია; 26 შტატები; 25 უელსი; 19 საფრანგეთი; 14 კანადა; 13 პორტუგალია; 11 კენია; 3 იაპონია (პირდაპირ ვარდება) /
1 ამერსამოა
#  ბრაზილია#  ზიმბაბვე#

<<   გასამართია

4

  6-7/02

ველინგთონ

(ზელ)

5

13-15/02

ლას ვეგას

(აშშ)

6

27-29/03

ჰონკონგ

(ჩინ)

7

4-5/04

ტოკიო

(იაპ)

8

9-10/05

გლაზგო

(შტლ)

9

16-17/05

თვიქნემ

(ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>>   თასის მფლობელი

1999-2014 (130 ეტაპი: 51 ზელანდია - 24 ფიჯი; 21 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com