ახალბედებმა გაიბრწყინეს

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპზე სეზონში პირველად, შინ იმარჯვა 12-გზის ჩემპიონმა ზელანდიამ და ოლიმპიურ შესარჩევში უკვე მეორეა აფრიკის კვალად.

უწინ ველინგთონში 34 500 მოსეირის დამტევი ვესთპექი პირამდე ივსებოდა, მაგრამ წლეულს, "მსოფლიო რაგბის" (ირბ) მითითებით, ალკოჰოლის გაყიდვა რომ შეზღუდეს, ფანობამ 20 ათასამდე იკლო. სამაგიეროდ, შვიდკაცას მიაწყდნენ ოჯახები და ყეენობად ქცეული ეტაპი ისევ სპორტულ ღონისძიებას დაეფერა.

ზელანდიამ რაზმი გადაიხალისა - ერთბაშად ოთხი ახალბედა იხმო. მათგან თავი გამოიჩინა სკოლათა ნაკრების კაპიტანმა, 17 წლის ოქლენდელმა რიკო იოანემ, ვინაც ნახევარფინალსა და ფინალში გადამწყვეტი ლელოები გაიტანა. ჰოდა, "ოლ ბლექ სევენსმა" სულ მერვედ, ბოლო ხუთ წელში კი მეოთხედ მოიგო საშინაო ეტაპი.

სერიის ლიდერმა აფრიკამ ტურნირის გახსნის მატჩი 5:22 წააგო საფრანგეთთან. ამ პულში იყო შტატებიც. სამმა ლიდერმა ერთმანეთს თითო მოუგო, მაგრამ იანკებმა და იაპებმა მეტით მოსრეს იაპონია და თასზე მოხვდნენ. პულში იპირველა კენიამაც, მეოთხედფინალში კი ოთხიდან სამმა ჯილამ წააგო მეორეადგილოსანთან.

ნახევარფინალში ინგლისი 0:19 ჩამორჩა სქოთებს, მაგრამ ოქროს ლელოთი მაინც მოუგო. აფრიკა ისევ მაგრად დაუდგა ზელანდიას და მერე იოანემ გაიბრწყინა. "ბლიც ბოკემ" ბრინჯაო მაინც აიღო და ჯერაც 7 ქულით უსწრებს კივებს, ბრიტანეთის ფალავანი ინგლისი კი 2 ქულამდე წამოეწია რიოში პირდაპირ გამყვან ბოლო, მეოთხე ადგილს ჩაჭიდებულ ავსტრალიას.

 

შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

IV ეტაპი * 6-7/02 @ ველინგთონ (ზელ)

<<   პულები (# მიწვეული)

(ა) შტატები(+54) აფრიკა(+12) 2-1 / საფრანგეთი(+4) 2-1, იაპონია 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, ინგლისი 2-1 / კანადა 1-2, პაპუასეთი
# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) კენია 3-0, შოტლანდია 2-1 / არგენტინა 1-1*1, სამოა 0-2*1

<<   მეოთხედფინალი

შტატები (ა1) 15:19 შოტლანდია (დ2)
ფიჯი (გ1)
21:26 ინგლისი (ბ2)   ვიდეო
კენია (დ1)
5:19 აფრიკა (ა2)
ზელანდია (ბ1)
26:7 ავსტრალია (გ2)

<<   ნახევარფინალი

ინგლისი 24:19*დდ შოტლანდია   ვიდეო
ზელანდია 17:7 აფრიკა   ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  კანადა 26:10 სამოა
ფიალა (IX)  საფრანგეთი 29:5 არგენტინა
სინი (V)  ფიჯი 24:0 ავსტრალია 
ვიდეო
ბრინჯაო (III)  აფრიკა 40:7 შოტლანდია 
ვიდეო
თასი (I) 
ზელანდია 27:21 ინგლისი   ვიდეო

<<   ზელანდია

1 სქოთ ქარი^კაპ* 3 სემ დიქსონ, 5 დილან ქოლიე, 8 გილის კაკა,
9 შერვინ სთაუერს, 10 ჯო ვებერ, 11 რიკო იოანე * 2 მერფი ტარამაი, 4 დიჯეი ფორბს
^კაპ, 6 ბოდინ ვააკა, 7 ჯექ გუდჰიუ, 12 ამბროუზ ქერთის * მწ) გორდონ თიჩენს

<<   ქულა

76 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთ ელიზაბეთ; 69 ზელანდია
(თ: ველინგთონ; 64 ფიჯი (თ: გლდქოუსთ; 58 ავსტრალია (ხვდებიან რიოში) - 56 ინგლისი; 47 არგენტინა; 42 შოტლანდია; 36 შტატები; 31 სამოა; 30 უელსი; 27 საფრანგეთი; 21 კენია; 18 პორტუგალია; 17 კანადა;
4 იაპონია
(პირდაპირ ვარდება) /
1 ამერსამოა
#  ბრაზილია#  ზიმბაბვე#  პაპუასეთი#

<<   გასამართია

5

13-15/02

ლას ვეგას

(აშშ)

6

27-29/03

ჰონკონგ

(ჩინ)

7

4-5/04

ტოკიო

(იაპ)

8

9-10/05

გლაზგო

(შტლ)

9

16-17/05

თვიქნემ

(ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>>   თასის მფლობელი

1999-2015 (131 ეტაპი: 52 ზელანდია - 24 ფიჯი; 21 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com