ფიჯი მეთხუთმეტედ!

   ზედიზედ მეორე ეტაპია, ფიჯი კოხტად იმარჯვებს შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე და ქულებით უკვე მეორეა.

წინა-ოლიმპიური სეზონის მეექვსე ტურნირს უმასპინძლა ჰონკონგმა -  ჩინეთის ექს-ბრიტანულმა ქალაქმა, სადაც აგერ უკვე 40 წელია, ეწყობა სხარტი რაგბის ფესტივალი, და სადაურთა მარიფათმაც აქცია სქოთ ფერმერთა ლაღობა სერიოზულ სპორტად.

ფიჯი კანონიკურ რაგბში ვერ მაგრობს, თორემ შვიდკაცაში გრანდია. "მფრინავები", მართალია, მსოფლიო სერიაში მოგებულ ეტაპთა სიმრავლით ზუსტად ორჯერ (26/52) ჩამორჩებიან ზელანდიას, მაგრამ როცაკი ფორმაში არიან, ფავორიტებად ითვლებიან, და აგერ ჩინეთშიც მეთხუთმეტედ (!) შემართეს თასი, რითაც ბადალი არა ჰყავთ.

არა-ჰონკონგურად

შეჯიბრმა სამ დღეს გასტანა. შაბათს ოთხიდან ორ პულში სენსაცია მოხდა: პორტუგალიამ ფრე გაუგორა ზელანდიას * 24:24  ვიდეო, ხოლო შტატებმა - ინგლისს * 21:21  ვიდეო

რაგბის სამშობლომ კუნძულელ ვირტუოზებს მარგად უტია მეოთხედ ფინალში, მაგრამ მაინც წააგო 2 ქულით. აფრიკამაც გარდასახვითღა გააგდო ავსტრალია.

ნახევარფინალში ფიჯი 21:0 უგებდა აფრიკას, მაგრამ კინაღამ გაფლანგა ფორა, ზელანდიამ კი ყინჩ სამოას არა-ჰონკონგურადღა აჯობა - ჯარიმა ბოლოს კარში დაარტყა და 1 ქულით მოიგო.

ფინალში ფიჯიმ ლას-ვეგასურად გააბურთავა ზელანდია. აფრიკამ ბრინჯაოს აღებით სერიის ლიდერობა შეინარჩუნა, რიოს მეოთხე საგზურისთვის მებრძოლთა დუელში კი, სინის ნახევარფინალში, ავსტრალიამ 12:7 ძლია ინგლისი და მას უკვე 6 ქულით უსწრებს.

რუსეთი აღზევდა

რაგბეთის 6 რეგიონის ორ-ორი გუნდი ეცილებოდა ერთმანეთს საგაისო სერიის ერთადერთ საგზურს. პულური სტადიის შემდეგ წინ ელიტიდან გავარდნილი ესპანეთი იყო, რუსეთი კი პაპუასეთმა 26:17 ძლია და მეექვსე ნომრად დაძირა.

სლავები პლეიოფში გალაღდნენ: მათ ზედიზედ გააბითურეს მასპინძელი ჰონკონგი და იგივე პაპუასეთი, ფინალში კი ბოლო შეტევით დაალელოვეს ზიმბაბვე. ჰოდა, რუსეთი შემოდგომიდან ელიტაში შეცვლის იაპონიას, ვინაც ნაღდად გავარდება.

მედიას შეუტყვია, რომ სერია 10 ტურნირამდე განივრცობა. ავსტრალიის ეტაპი გოულდქოუსთს წაართვა სიდნიმ, აფრიკისა - პორთელიზაბეთს ქეიპთაუნმა, აზიისა კი იაპონიამ სინგაპურს გადაულოცა.

გამოცხადდა რიოს განრიგიც. რაგბი ოლიმპიადის პირველსავე კვირაში მოყომარდება: ქალები 2016 წელს 6-8 აგვისტოს იჩაუქებენ, ვაჟები კი 9-11 აგვისტოს. ორივე შეჯიბრში 12-12 გუნდი გამოვა. 

 

შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

VI ეტაპი * 27-29/03 @ ჰონკონგ (ჩინ)

<<   პულები (# მიწვეული)

(ა) ფიჯი 3-0, სამოა 2-1 / კანადა 1-2, ბელგია# 0-3
(ბ) ზელანდია 2-0*1, ავსტრალ 2-1 / შოტლანდ 1-2, პორტუგალ 0-2*1
(გ) აფრიკა 3-0, არგენტინა 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია 0-3
(დ) შტატები
(+35) ინგლისი(+17) 2-0*1 / უელსი 1-2, კენია 0-3

<<   მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 14:12 ინგლისი (დ2)  ვიდეო
აფრიკა (გ1) 7:5 ავსტრალია (ბ2) 
ვიდეო
შტატები (დ1)
15:26 სამოა (ა2)  ვიდეო
ზელანდია (ბ1) 31:21 არგენტინა (გ2) 
ვიდეო

<<   ნახევარფინალი

ფიჯი 21:15 აფრიკა  ვიდეო
ზელანდია 15:14 სამოა 
ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  კენია 26:7 იაპონია
ფიალა (IX)  შოტლანდია 26:5 საფრანგეთი
სინი (V)  ავსტრალია 21:17 შტატები 
ვიდეო
ბრინჯაო (III)  აფრიკა 26:5 სამოა 
ვიდეო
თასი (I) 
ფიჯი 33:19 ზელანდია  ვიდეო

<<   ფიჯი

2 სემი კუნატანი, 4 ისაკე კატონიმბაუ, 5 პიო ტუვაი, 7 ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი ტუვაი, 10 სამისონი ვირივირი, 11 სავენათა რავათა *  1 აპისაი ნდომოლაილაი, 3 ჯასა ვერემალუა, 6 ამენონი ნასილასილა, 8 ჯოსაია რაისუნქე, 12 ვატემო რავოუვოუ * მწ) ბენ რაიან

<<   ქულა

110 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთელიზაბეთ;
108 ფიჯი (3თ: გოულდქოუსთ, ლასვეგას, ჰონკონგ;
107 ზელანდია (თ: ველინგთონ; 84 ავსტრალია
(ხვდებიან რიოში) -

78 ინგლისი; 64 არგენტინა; 63 შტატები; 55 შოტლანდია; 51 სამოა;
44 საფრანგეთი; 37 უელსი; 32 კანადა, კენია; 22 პორტუგალია;
7 იაპონია
(პირდაპირ ვარდება) / 2 ბრაზილია##; 1 ამერსამოა# ბელგია# ზიმბაბვე# პაპუასეთი#

<<   გასამართია

7

4-5/04

ტოკიო

(იაპ)

8

9-10/05

გლაზგო

(შტლ)

9

16-17/05

თვიქნემ

(ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>>   თასის მფლობელი

1999-2015 (133 ეტაპი: 52 ზელანდია - 26 ფიჯი; 21 აფრიკა;
15 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

XVII სეზონის (2015/16) შესარჩევი

<<   პულები

(ე) ჰონკონგი 2-1(+40) ბრაზილია 2-1(+21) ურუგვაი 2-1(+16) / მექსიკა 0-3(-77)
(ვ) პაპუასეთი 3-0(+30) რუსეთი 2-1(+14) კორეა 1-2(+5) / ტუნისი 0-3(-49)
(ზ) ესპანეთი 3-0(+77) ზიმბაბვე 2-1(+67) / ტონგა 1-2(-51) გაიანა 0-3(-93)

<<   მეოთხედფინალი

1#ესპანეთი (ზ1) 47:7 8#კორეა (ვ3)
2#პაპუასეთი (ვ1) 38:10 7#ურუგვაი (ე3)
3#ჰონკონგი (ე1) 
0:24 6#რუსეთი (ვ2)
4#ზიმბაბვე (ზ2) 21:14 5#ბრაზილია (ე2)
 

<<   ნახევარფინალი

ესპანეთი 14:24 ზიმბაბვე
პაპუასეთი
7:26 რუსეთი

<<   ფინალი

ზიმბაბვე 19:22 რუსეთი

www.000webhost.com