აირია მონასტერი

   ინგლისმა ორწლიანი ნავსი გატეხა - ტოკიოში მოიგო შვიდკაცის მსოფლიო სერიის ეტაპი და ოლიმპიურ შესარჩევში ავსტრალიას გადაუსწრო.

რაგბი ოლიმპიადაზე 2016 წელს ბრუნდება, ოღონდაც ალტერნატიული ფორმით - შვიდკაცად!  მსოფლიო სერიის ოთხი მოწინავე მაისშივე მიიღებს რიოს საგზურს. მასპინძელი ბრაზილია შეჯიბრზე პირდაპირაა დაშვებული. კიდევ 6 რჩეული 6 რეგიონში გამოვლინდება, ბოლო, მე-12 ვაკანსიას კი რეგიონთაშორისი შესარჩევის მოგებული დაიკავებს.

აფრიკა, ფიჯი და ზელანდია წელს ისე უბერავენ, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა თითქმის დაიბევეს. მეოთხე ადგილი აქამდე ავსტრალიას ეჭირა, მაგრამ ტოკიოში კატასტროფა შეემთხვა - პულში რომ წააგო პორტუგალიასთან * 10:12 ვიდეო და შოტლანდიასთან * 14:17, 61-ე შეყრაზე ზელანდიის ოდენ მერვედ (!) ჯობნამაც * 19:14  ვიდეო ვეღარ უშველა.

ოზებმა ვეღარც ფიალა აიღეს - "ოქროს ლელოთი" დამარცხდნენ შტატებთან, ინგლისმა კი, თითქო მათ ჯიბრზე, პულში თუმც * 19:33 ვიდეო წააგო ფიჯთან, პლეიოფში ზედიზედ გაასაღა არაგრანდები - საფრანგეთი, კანადა და ფინალში თვით სერიის ლიდერს, აფრიკას მოუგო.

იმედი მიეცათ

ტოკიოში გადაუღებლად წვიმდა. ინგლისს თასი ვეღარ შეემართა 2013 წლის თებერვლიდან, ველინგთონში პირველობის შემდეგ. სერიის 12-გზის ჩემპიონი ზელანდია ოზთა კვალად კანადასთანაც დამარცხდა მეოთხედფინალში: 29-ე შეხვედრაში პირველად (!) - და ბოლო ორი ეტაპის წინ აფრიკას 9 ქულით ჩამორჩება.

კანონიკური წყობა ოთხი პულიდან სამში დაირღვა, არგენტინამ კი ორი (!) ფრეც დასვა. ეშველათ მასპინძლებს: 2000 წლის აქეთ პირველად გავიდნენ პულიდან, სადაც არგენტინას * 14:14 დაუზავდნენ და მერე * 26:12 ძლიეს სამოა. ამით იაპონიას ელიტაში დარჩენის შანსი გაუჩნდა, რაკი პორტუგალიას 8 ქულამდე წამოეწია. 

და რასა იქმს ფიჯი? ჯადოქრებმა პულში ჩაიგრიალეს, იაპონიაც მოსრეს, მაგრამ ლელომწირი ნახევარფინალი გარდასახვით წააგეს აფრიკასთან, ბრინჯაოღა აიღეს და ცხრილში მეორე ადგილზე სუფევენ.

 

შვიდკაცის მსოფლიო სერიის XVI სეზონი (2014-15)

VII ეტაპი * 4-5/04 @ ტოკიო (იაპ)

<<   პულები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)

(ა) ფიჯი 3-0, ინგლისი 2-1 / უელსი 1-2, ჰონკონგი# 0-3
(ბ) ზელანდია
^ შოტლანდია 2-1 / პორტუგალია^ ავსტრალია 1-2
(გ) აფრიკა 3-0, კანადა
(-14) 1-2 / კენია(-20) შტატები(-23) 1-2
(დ) საფრანგეთი 2-1, იაპონია
^ 1-1*1 / სამოა 1-1*1, არგენტინა 0-1*2

<<   მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 41:5 იაპონია (დ2)
აფრიკა (გ1) 22:0 შოტლანდია (ბ2)
საფრანგეთი (დ1)
0:10 ინგლისი (ა2)
ზელანდია (ბ1)
15:19 კანადა (გ2)  ვიდეო

<<   ნახევარფინალი

აფრიკა 7:5 ფიჯი  ვიდეო
ინგლისი 14:5 კანადა 
ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  პორტუგალია 12:7 არგენტინა
ფიალა (IX)  შტატები 17:12*დდ ავსტრალია 
ვიდეო
სინი (V)  ზელანდია 21:14 შოტლანდია 
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ფიჯი 21:19 კანადა 
ვიდეო
თასი (I) 
ინგლისი 21:14 აფრიკა  ვიდეო

<<   ინგლისი

2 ჩარლი ჰეითერ, 3 ფილ ბერჯეს, 4 დენ ნორთონ, 5 ჯეიმზ როდველ, 6 თომ მიჩელ^კაპ, 7 დენიელ ბიბი, 12 ალექს გრეი * 1 ჯეფრი ვილიამს, 8 თომ ბოუენ, 9 მარქეს ვოთსონ, 10 ჯოშ ვოთქინს, 11 ჯონ ბრეიქ * მწ) საიმონ ამორ

<<   ქულა

129 აფრიკა (2თ: დუბაი, პორთელიზაბეთ;
125 ფიჯი (3თ: გოულდქოუსთ, ლასვეგას, ჰონკონგ;
120 ზელანდია (თ: ველინგთონ;
100
ინგლისი (: ტოკიო) (ხვდებიან რიოში) -

91 ავსტრალია; 71 შტატები; 67 შოტლანდია; 66 არგენტინა; 56 სამოა;
54 საფრანგეთი; 47 კანადა; 42 უელსი; 33 კენია; 25 პორტუგალია;
17 იაპონია
(პირდაპირ ვარდება) / 2 ბრაზილია##; 1 ამერსამოა# ბელგია# ზიმბაბვე# პაპუასეთი# ჰონკონგი#

<<   გასამართია

8

9-10/05

გლაზგო

(შტლ)

9

16-17/05

თვიქნემ

(ინგ)

ოთხი უკეთესი პირდაპირ ხვდება რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე; ბრიტანეთი (ინგ უელ შტლ) ერთიან ნაკრებს გაიყვანს

>>   თასის მფლობელი

1999-2015 (134 ეტაპი: 52 ზელანდია - 26 ფიჯი; 21 აფრიკა;
16 ინგლისი; 10 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი

www.000webhost.com