სამხრეთი მძლავრობს

   მსოფლიო თასის ოთხივე მეოთხედფინალი სამხრეთი ნახევარ სფეროს გუნდმა მოიგო, რაც ჯერარნახული ამბავია

ფერადი პოსტერი

რაზმები

Lelos of Georgia

პულები

ისტორია

შედეგები

ნახევარსფეროთა შუღლი არახალია. სამხრეთს ბურთაობა ეხერხება, ჩრდილოეთს - ჭიდილი და ფეხოსნობა. ევროპაში კლუბებიც მეტად ტვირთავენ მოთამაშეებს. თასსაც უწვიმო ამინდები დაედარა. ჰოდა, მშრალ მოედანზე ან სულაც ჭერქვეშ, მობურთალმა ბითუმად იმარჯვა.

ოთხივე თამაში მაგარი გამოვიდა. ჩემპიონმა ზელანდიამ გააპამპულავა საფრანგეთი. არგენტინამ ადრეული ბლიცითა და მძლავრი ფინიშით გააბითურა ევროპის ფალავანი ირლანდია. ღონიერმა აფრიკამ ბოლოსღა დააშამათა ჯიუტი უელსი, ავსტრალიამ კი ქარაფშუტობით კინაღამ წააგო შოტლანდიასთან, მაგრამ მსაჯი მისდა ბედად, შეცდა.

ორი თამაში ლონდონში იყო და ორიც კარდიფში. გაუმჯობესდა დასწრებისა და შედეგიანობის რეკორდები. ორივე ნახევარფინალი და თასის ფინალიც თვიქნემზეა. საათი ბრიტანეთში ცოტა უდროოდ იწევს, რის გამოც შაბათს ჩვენებურად თუ 7 საათზეა რაგბი, კვირას უკვე 8-ზე და ფანებს დღემუდამ ჭირდებათ ამისი შეხსენება.

გამოდი, ბარბაცებო

აფრიკა თავიდანვე კარში დასარტყამად მეცადინეობდა და ჯარიმებით კიდეც დაწინაურდა * 9:3, მაგრამ მერე დენ ბიგარმა აბრაგანი აწია, ვილი ლერუს ცხვირწინ მოუხსნა ოვალი და გარეს დევისს გაატანა * 9:10 @ 19

ბიგარმა წამატებულ წუთზე არეკნიც შეაგდო * 12:13, ჰანდრე პოლარდმა კი, ვიდრე იგივეს შეძლებდა, ორი გასატანი ჯარიმა ააცილა * 15:16 @ 52

აფრიკამ მეორე ტაიმში ფაზაობა ააწყო. ბურთით მინიმუმ 20-ჯერ მიეძალა უბერებელი სხალკ ბერგერი. დაღლილი უელსი დაცვაში მაინც ყოჩაღად იდგა და წინ ჯერაც 1 ქულით იყო, ექიმებმა ბიგარი ძალის ძალად რომ გაარიდეს ბრძოლას, ესაოდა მოგხვდა და ბარბაცებო.

ბოკესაც ეგ უნდოდა. მარცხნივ გამართული შერკინება დაატრიალა, ბრაიან ჰაბანამ უბურთოდ, მარჯვნივ გაიტყუა ალექს ქასბერთი, დვეინ ფერმიულენმა აიღო ოვალი, ორი მბოჭავი მიიზიდა და მოკლე ფრთაზე, ზურგსუკნიდან უპასა კაპიტან ფური დიუპრეს, ვინაც ალამთან შეფრინდა * 23:19

ლომუს სტილში

წითლად შემოსილ ფრანგებს 8 წლის წინ, მილენიუმზევე გაეგდოთ "ოლ ბლექსი", მაგრამ სენსაცია ვეღარ გამოცხვა. სწორედ რომ პირიქით - კივებმა ლელოებით 9/1 დალახვრეს გალები და რეკორდები მოხსნეს.

ამ თასზე ჰეთთრიქი მეორედ შეასრულა გარემარბმა ჯულიან სავეამ და 8 ლელოთი გაუტოლდა ჯონა ლომუს (ზელ 1995) და ჰაბანას (2007)

კივებმა 8 თასის ჯამში პირველებმა დაძლიეს 300-ლელოიანი მიჯნა, მაშინ როცა 200-ც კი სხვას ვერავის გაუტანია, ხოლო ფრანგთა სკიპერმა, ტიერი დიუზოტუარმა აღიარა, გაწაფულობით შავთა ეს პლეადა ჩვენზე ორი-სამი თავით მაღლა დგასო.

ზელანდიამ თავიდანვე შეუტია, ლელო კი იმით დადო, რომ ფეხგაჭიმულ ფრედი მიშალაკს მოგერიებაზე დაუფარა ბროდი რეთალიქმა და დაალელოვა * 10:3 @ 12

პასუხად მორგან პარამ ორიდან ერთი ჯარიმაღა შეაგდო; ნეჰე მილნერ-სქადერმა ფრთაზე დაფინტა; დენ ქართერმა ხელუკუღმა ოფლოუდით დაგეზა სავეა, ამან კი, ზედ შესვენების წინ, სამი მბოჭავი ლომუს სტილში მიმოყარა * 29:13

რაგბის ბრაზილია

მეორე ტაიმში ლელოს ავტორმა ლუი პიკამოლმა მუშტი მიადო რიჩი მაკქოუს და სინბინში წაბრძანდა, ზელანდიამ კი თამაშთამაშ კიდევ ხუთი - ერთი მეორეზე უკეთესი და იოლი - ლელო გაიტანა * 62:13

ამაზე ფრანგთა მიმავალმა გურუმ, ფილიპ სანტანდრემ შენიშნა, "ოლ ბლექსი" რაგბის ბრაზილიაა, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობაც მტკიცედ დადგება ფეხზე, თუკი შინაურ სტრუქტურას შევცვლით და ბიჭებს დავზოგავთ, თორემ ფრანგები თუ სეზონში 40-ჯერ ვკრივობთ (!), კივები მაქსიმუმ 25-ჯერ რაგბობენო.

სხვაფრივ, მიშალაკმა ნაკრებს თავი მიანება, ჯანი ვეღარ მომდევსო. მასვე მიყვა პასკალ პაპე, ზელანდიას კი დაუშავდნენ მილნერ-სქადერი და ბურჯი ვაიეთ ქროქეთი.

ფალავნობამ არგოთ

ირლანდიას მეოთხედფინალებში 5-ჯერვე მოცარვოდა ხელი და ვერც ამჯერად შეაღწია უკეთეს ოთხეულში. "სამყურებს" აკლდნენ დაშავებულები - პოლ ოქონელ, ჯონი სექსთონ, პითერ ომანი და დისკვალიფიცირებული შონ ობრაიენი, არგენტინამ კი მხოლოდ დასჯილი მარსელო ვოში მოისაკლისა.

პუმებს ძაან არგოთ სამხრეთის ფალავნობაში ჩაბმამ - გაშლილად შეტევა ასწავლათ!

ახლაც, საწყის 10 წუთში, მათ ბექებით ორი ლელო დადეს: პავლო მატერას მიძალების შემდეგ სანტიაგო კორდერომ შემოურბინა დეივ ქარნის და მატიას მორონი დაგეზა, კორდეროსვე გადაკიდებულთან კი ხუან იმოფმა მიასწრო რობ ქარნის * 0:14

9 გოლი, 23 ქულა

კელტებს ცოტათი მაშინ ეშველათ, არგენტინას ბურჯი რამირო ერერა რომ გაუგდეს. ნიკო სანჩესმა ჯარიმა ძელს რომ გაარტყა, ლუქ ფითსჯერალდმა კიდეზე გაუტია და ხოაკინ ტუკულეტი მოაღორა * 10:20

მეორე ტაიმის დასაწყისში ფითსჯერალდისვე გარღვევა დააგვირგვინა ჯორდი მერფიმ * 17:20. ირლანდიამ ერთხელაც დაიყვანა დეფიციტი 3 ქულამდე, კრიტიკულ მომენტში კი იენ მედიგანმა 45 მეტრიდან ააცილა ჯარიმა და მალევე დევინ თოუნერი დაჯარიმდა * 20:26 @ 64

აქ პუმებმა ტემპს უმატეს: ტუკულეტი ალამთან, კონტაქტში, გადაგორებით ეწია მიზანს, ბებერმა ხუანმარტინ ფერნანდესლოვემ კი იმოფი გაათარხნა. ბოლოს სანჩესმა (23 ქულა) მეცხრე გოლიც შეაგდო * 20:43 და პუმები 8 წლის შემდეგ ისევ გავიდნენ ნახევარფინალში.

ყარაული არ ეყენათ

სენსაცია კინაღამ მოხდა იქ, სადაც არავინ ელოდა: გაყოყოჩებული ავსტრალია სათანადოდ არ მოეკიდა სქოთებთან რკენას; იდელდა ოზთა ნაქებმა შერკინებამ; ბერნარდ ფოლიმ თავიდან ვერ გარდასახა სამი ლელო; ვოლაბებმა ხელდახელ ბურთაობაც გააგრძელეს ბოლომდე, როცა მაგრად გაწვიმდა, და თემიდაც ალაგალაგ ურევდა.

ოზებს აკლდნენ დაშავებულები - იზი ფოლაუ და დევიდ პოქოქი. თომი სიმორი მწყობრიდან რომ ამოვარდა და ვერ გააჩერა ტევიტა კურინდრანი, მიზანს ფრთაზე ეწია ადამ ეშლი-ქუპერი * 5:0 @ 9

სქოთებმა მერე ზედიზედ 13 ქულა აიღეს - გრეიგ ლეიდლოუმ ჯარიმები შეაგდო, პით ჰორნმა კი შენიშნა, რომ ოზებს წითელ ზოლში, რაქის უკან, ყარაული არ ეყენათ * 5:13 @ 21

ავსტრალიამ 10-ფაზიანი შტურმით ისევ ჩაითრია დაცვა და ქერთლი ბილმა გრძელი პასით ახეირა დრუ მიჩელი * 10:13 @ 30, მაგრამ სქოთ სიო კიდევ ჩაწვა შერკინებაში. ტაიმის ბოლოს ოზებმა 5 მეტრიდან მოლით იძალეს, ხოლო ფოლიმ მესამედაც ააცილა გარდასახვა * 15:16

რომანტიკული პასი

მეორე ტაიმის დასაწყისში თავი გამოიდო კივმა ტელირეფმა, ბენ სქინმა და დაასკვნა, გასქოთებულმა ზელანდიელმა შონ მეითლენდმა პასის ჩაჭრისას ბურთს ხელი ჩოგანივით დაარტყაო.

გარემარბის სინბინი დერეფანში აგორებული მოლითა და ვილ გენიას პასით იმავე ფრთაზე გატანილი ლელოთი დასრულდა * 22:16, ცოტა ხანში კი თემიდამ ვალი გაუსტუმრა შოტლანდიას:

ეშლიქუპერის მეორე ლელოს შემდეგ წინა ეპიზოდი გამოიძია და რაქში აღმოაჩინა უმნიშვნელო "წინ თამაში"

ფოლიმ თავის ნახევარზე თავზე გადავლება რომ სცადა, ფინ რასელმა დაუფარა და გაიჯეჯილა. ლტოლვილს მაინც დაეწია გენია, მაგრამ ოფლოუდით იხეირა სიმორმა * 25:24 @ 59

ავსტრალია მეხუთე (!) ლელოთი ბოლო მეოთხედში პირველადღა დაწინაურდა 8 ქულით * 32:24 @ 65, მაგრამ უეცარმა გაავდრებამ თავგზა აუბნია. სქოთებმა ჯერ მორიგი ჯარიმა შეაგდეს, მარქ ბენეთმა კი რომანტიკული პასი ჩაუჭრა ბურჯ (!) ჯეიმზ სლიპერს * 32:34 @ 75

უმალ დააჯარიმა

სენსაცია მომწიფდა. სქოთებმა თავიანთ 22-თან დერეფანში აურიეს. ბურთი ჯოშ ჰარდისგან წინ გადავარდა და ბურჯმა ჯონ ველშმა ინსტინქტურად დაიჭირა. უფალმა იუბერმა, ოზთა კარნახით, უმალ დააჯარიმა ნარშავები. არადა, ტელეგამეორებაზე გამოჩნდა, რომ ველშამდე ოვალს ნიქ ფიპსიც წაეტანა, ანუ სქოთი ოფსაიდში აღარ იყო!

იუბერმა აშკარად იჩქარა - შეეძლო კიდის მსაჯს შეჰკითხვოდა. აფრიკელ რეფს ეგებ რეგიონული ინტერესიც ამოძრავებდა და გულში ფავორიტის გამარჯვებაც ერჩია. სქოთებმა მოითხოვეს, მომენტი ტელირეფთან გადავამოწმოთო, მაგრამ იუბერმა არა ჰქნა, რაკი "მსოფლიო რაგბის" ნაკლული პროტოკოლი ამას მართლა კრძალავს.

მოკლედ, მსაჯი შეცდა, რაც "მსოფლიო რაგბის" გაგებით, თამაშის განუყოფელი ნაწილია. მაყურებელმა სტვენა მორთო, მაგრამ ფოლიმაც მოიკრიფა ნებისყოფა და გამარჯვების გოლი გაიტანა * 35:34

რეფს მავანმა ბოთლიც ესროლა. იუბერს ხელი არ ჩამოურთმევია მოთამაშეთათვის, ისე გაუჩინარდა კულისებში. ამაზე რაგბის მახვშებმა უკბილოდ იხუმრეს, ეტყობა, გალუმპულს შხაპის მიღება ეჩქარებოდაო, ორშაბათს კი გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომელშიც ოფიციოზმა აღიარა, რეფი შეცდაო - ჯარიმის ნაცვლად შერკინება უნდა დაენიშნაო.

 
მსოფლიო თასი 2015

წკაპი თარიღზე = ვიდეო, დროზე = ოქმი, ანგარიშზე = ტელეწამყვანის ქართული ფურცელი

პლეიოფი

შაბ

17/10

19.00

1/4

აფრიკა ბ1

23:19

ა2 უელსი

ლონდონ

თვიქნემ

შაბ

17/10

23.00

1/4

ზელანდია გ1

62:13

დ2 საფრანგეთი

კარდიფ

მილენიუმ

კვი

18/10

16.00

1/4

ირლანდია დ1

20:43

გ2 არგენტინა

კარდიფ

მილენიუმ

კვი

18/10

19.00

1/4

ავსტრალია ა1

35:34

ბ2 შოტლანდია

ლონდონ

თვიქნემ

შაბ

24/10

19.00

1/2

აფრიკა

 

ზელანდია

ლონდონ

თვიქნემ

კვი

25/10

20.00

1/2

არგენტინა

 

ავსტრალია

ლონდონ

თვიქნემ

პარ

30/10

24.00

3-4

ბრინჯაო

ლონდონ

ოლიმპიქ

შაბ

31/10

20.00

ფინ

თასი

ლონდონ

თვიქნემ

მეოთხედფინალი   ფოქსის 52 რჩეული

აფრიკა 23:19 უელსი

აფრ: ვ.ლერუ პიტერსენ კრილ (სერფონტეინ 68) დეალენდე ჰაბანა <10-9> პოლარდ (ლემბი 77) დიუპრე^კაპ / მთავარირა (ნიაკანე 57) ბ.დიუპლესი (ა.სტრაუს 12-23, 56) მალჰერბე (ი.დიუპლესი 61) ეცებეთ (დიუტოი 68) დეიახერ; ლოუ (ალბერც 68) ბერგერ ფერმიულენ - ლ: დიუპრე; 5ჯ ა: პოლარდ

უელ: ენსქომ ქასბერთ თ.მორგან (ჰუქ 68) რობერთს ნორს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 74) გრ.დევის (ჰლ.ვილიამს 71) / ჯენქინს (ჯეიმზ 56) ბოლდვინ (ქ.ოუენს 57) ლი (ფრენსის 56) ჩართერის (ბრ.დევის 64) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (თიპურიქ 68) ვორბერთონ^კაპ ფალეტაუ - ლ: გრ.დევის; გ 3ჯ ა: ბიგარ 

რეფ ბარნს (ინგ) 17/10 @ ლონდონ, თვიქნემ (79 572)

3:0(9) 6:0(13) 6:3(15) 9:3(17) 9:10(19) 12:10(21) 12:13(40+ა) /
12:16(47) 15:16(52ა) 18:16(62) 18:19(64) 23:19(75)

ზელანდია 62:13 საფრანგეთი

ზელ: ბ.სმით მილნერ-სქადერ (ბარეთ 41) კ.სმით (სბ.ვილიამს 52) ნონუ სავეა <10-9> ქართერ ა.სმით (ქერ-ბარლოუ 65) / ქროქეთ (მუდი 28) ქოულზ (მეალამუ 60) ო.ფრენქს (ფაუმუინა 51) რეთალიქ ვაითლოქ; კაინო (ვიტო 65) მაკქოუ^კაპ (ქეინ 69) რიდ - 9ლ: რეთალიქ მილნერ-სქადერ სავეა (3 4 6) კაინო რიდ ქერ-ბარლოუ (8 9) 7გ ჯ: ქართერ

სფრ: სპედინგ ნაკაიტათი დიუმულენ (ბასტარო 61) ფოფანა დიულენ <10-9> მიშალაკ (ტალე 12) პარა (ქოქოთ 69) / ბენარუ (დებატი 61) გირადო (შარჟევსკი 57) სლიმანი (მას 61) პაპე (ნიონგა 48) მაესტრი; დიუზოტუარ^კაპ ბ.ლერუ პიკამოლ სბ 47 (შული 72) - ლ: პიკამოლ; გ: პარა; 2ჯ: სპედინგ პარა

რეფ ნ.ოუენს (უელ) 17/10 @ კარდიფ, მილენიუმ (71 619)

3:0(7) 3:3(9) 10:3(12) 10:6(15) 17:6(25) 24:6(31) 24:13(37) 29:13(38) /
სბ(47ს) 34:13(50) 41:13(60) 48:13(66) 55:13(68) 62:13(72)

ირლანდია 20:43 არგენტინა

ირლ: რ.ქარნი ბოუ (ფითსჯერალდ 13) ერლს ჰენშოუ დ.ქარნი <10-9> მედიგან მარი (რედენ 70) / ჰილი (მაკგრას 51) ბესთ (რ.სტრაუს 66) როს (ვაით 51) თოუნერ ჰენდერსონ (რაიან 71) მერფი (რადოქ 70) ჰენრი ჰიზლიპ^კაპ - 2ლ: ფითსჯერალდ მერფი; 2გ 2ჯ: მედიგან

არგ: ტუკულეტ კორდერო მორონი (დელაფუენტე 68) ერნანდეს იმოფ <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 53) / აჟერსა (ნოგერა-პას 68) კრევი^კაპ (მონტოჟა 56) ერერა სბ 17 (ორლანდი 72) პეტი (ალემანო 60) ლავანინი; მატერა ფერნანდეს-ლოვე სენატორე (ორლანდი 23-27, ისა 51) - 4ლ: მორონი იმოფ (2 4) ტუკულეტ; 4გ 5ჯ: სანჩეს

რეფ გარსეზ (სფრ) 18/10 @ კარდიფ, მილენიუმ (72 316)

0:7(5) 0:14(10) 0:17(13) სბ(17ა) 3:17(20) 3:20(22) 10:20(27) /
17:20(45) 17:23(51) 20:23(53) 20:26(64) 20:33(70) 20:40(74) 20:43(77)

ავსტრალია 35:34 შოტლანდია

ავს: ბილ ეშლი-ქუპერ კურინდრანი გიტო მიჩელ <10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) / სიო (სლიპერ 51) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 62) კეპუ (ჰოუმს 54) დაგლას სიმონს (მამ 66) ფარდი ჰუპერ მაკქალმან - 5ლ: ეშლი-ქუპერ მიჩელ (2 4) ჰუპერ კურინდრანი; 2გ 2ჯ: ფოლი

შტლ: ჰოგ მეითლენდ სბ 42, ბენეთ პ.ჰორნ (ვერნონ 71) სიმორ (ლამონთ 63) <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ / დიქინსონ (რიდ 47) ფორდ (ბრაუნ 54) ნელ (ველშ 75) რ.გრეი ჯ.გრეი (სვინსონ 67) ქოუან (ჯ.სტრაუს 67) ჰარდი დენთონ -  3ლ: ჰორნ სიმორ ბენეთ; 2გ 5ჯ: ლეიდლოუ

რეფ იუბერ (აფრ) 18/10 @ ლონდონ, თვიქნემ (77 110)

5:0(9) 5:3(14) 5:10(19) 5:13(21) 10:13(30) 10:16(34) 15:16(40) / სბ(42შ) 22:16(44) 22:19(47) 25:19(54) 25:24(59) 32:24(65) 32:27(69) 32:34(75) 35:34(80)

მოწინავენი (* შეჯიბრს აგრძელებს)

ქულა: 79 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ; 74 ნიკოლას სანჩეს*(არგ;
66 ბერნარდ ფოლი
*(ავს; 64 ჰანდრე პოლარდ*(აფრ; 58 აიუმუ გორომარუ (იაპ; 56 დენ ბიგარ (უელ; 53 დენ ქართერ*(ზელ)

ლელო: 8 ჯულიან სავეა*(ზელ; 5 გარეს დევის (უელ, ხუან იმოფ* (არგ, ნეჰე მილნერ-სქადერ*(ზელ, ბრაიან ჰაბანა*(აფრ; 4 დრუ მიჩელ*(ავს, ჯეიპი პიტერსენ*(აფრ, თომი სიმორ (შტლ, დითიეიჩ ფანდერმერვე (კან)

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/10)

1 ზელანდია 9289, 2 ავსტრალია 9093, 3(5) აფრიკა 8680,
4(6) არგენტინა
8507, 5(4) უელსი 8349, 6(3) ირლანდია 8117,
7 საფრანგეთი = ინგლისი 7977, 9 შოტლანდია 7794,
10 იაპონია 7705, 11 ფიჯი 7696, 12 იტალია 7274

13 ტონგა 7160, 14 საქართველო 7145, 15 სამოა 7036,
16 შტატები 6866, 17 რუმინეთი 6659, 18 კანადა 6265,
19 ურუგვაი 6211, 20 ნამიბია 6175
, 21 ესპანეთი 6154,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731

+/-: არგ 458 ირლ, აფრ 222 უელ, ზელ 0 სფრ, ავს 0 შტლ

არაოფიციალური კიბე

#

გუნდი (პული#)

სხვ

გატ:გაშ

ლელო

მ-წ

$

5

ირლანდია (დ1)

18

+76

154:078

18/06

4-1

2

6

შოტლანდია (ბ2)

14

+42

170:128

17/14

3-2

2

7

საფრანგეთი (დ2)

14

+8

133:125

13/15

3-2

2

8

უელსი (ა2)

13

+45

130:085

12/03

3-2

1

9

იაპონია (ბ3)

12

-2

098:100

09/12

3-1

0

10

ინგლისი (ა3)

11

+58

133:075

16/05

2-2

3

11

იტალია (დ3)

9

-14

074:088

07/08

2-2

1

12

საქართველო (გ3)

8

-70

053:123

05/16

2-2

0

13

სამოა (ბ4)

6

-55

069:124

07/13

1-3

2

14

ტონგა (გ4)

6

-60

070:130

08/17

1-3

2

15

ფიჯი (ა4)

5

-17

084:101

10/11

1-3

1

16

რუმინეთი (დ4)

4

-69

060:129

07/17

1-3

0

17

კანადა (დ5)

2

-73

058:131

07/16

0-4

2

18

ნამიბია (გ5)

1

-104

070:174

08/25

0-4

1

19

შტატები (ბ5)

0

-106

050:156

05/20

0-4

0

20

ურუგვაი (ა5)

0

-196

030:226

02/36

0-4

0

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.ifeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33

http://www.realstreamunited.com/rugby-live-streaming-video-2015.html