გამარჯვებულთა პლეადა

   ზელანდიამ თვიქნემში უკოხტავესი ფინალი მოუგო ავსტრალიას და მსოფლიო თასის პირველი სამგზის მფლობელი შეიქნა

ფერადი პოსტერი

რაზმები

Lelos of Georgia

პულები

ისტორია

შედეგები

კივები და ოზები გადამწყვეტ რკენაში ერთმანეთს პირველად ახლაღა, მერვე (!) თასზე გადაეყარნენ და უმაგალითოდ ეშხიანადაც იბურთავეს.

"ოლ ბლექსმა" ლამის მთელი პირველი ტაიმი შეტევაში გაატარა და შესვენების აქეთ-იქეთ გატანილი თითო ლელოთი 18 ქულით დაწინაურდა. "ვოლაბებმა" მერეღა ააწყვეს თამაში, სინბინით იხეირეს და სხვაობა 4-მდეც დაიყვანეს, მაგრამ აქ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ბებერმა დენ ქართერმა - არეკნი და შორი ჯარიმა შეაგდო.

ქართერი, მაჰა ნონუ, კონრად სმითი კარიერას საფრანგეთის ტოპ 14-ში გააგრძელებენ და ამდენად, მათ ნაკრებში აღარ უხობენ. თამაშს თავს ნაღდად დაანებებს 35 წლის კაპიტანი რიჩი მაკქოუ, ვინაც ზე 18-ის განაცხადში აღარ უწერია "ქრუსეიდერზს". ასე რომ, ასპარეზიდან გამარჯვებული მიდის კივთა ის პლეადა, პირველმა რომ იჩემპიონა უცხოეთში (!) და რაგბეთში პირველმავეც შეინარჩუნა თასი.

80 მილიონი

ჩემპიონ გუნდს ჯილდო უფლისწულმა ჰარიმ გადასცა. ნაფინალევს, ლონდონშივე, "ოლ ბლექსი" ზედიზედ მეექვსედ სცნეს "წლის გუნდად". ქართერმა მესამედ მიიღო ოსკარი, ზელანდიის რეიტინგმა კი 9610 წერტს უწია, რაც ყველა დროის რეკორდია.

გასაღდა ორმილიონნახევარი ბილეთი. ამით "მსოფლიო რაგბის" სარფმა 80 მილიონი გირვანქა შეადგინა. ხელმოცარულ მასპინძელს, ინგლისს 15 მილიონი მაინც ერგო. ეგეც გაცხადდა, რომ 2019 წელს, იაპონიაში, შეჯიბრი 20 სექტემბერს გაიხსნება ტოკიოში და 2 ნოემბერს დაიხურება იოკოჰამაში, და გამოქვეყნდა ახლებური ლოგო, რომელზეც დაბლინურ ფოცხს ამომავალი მზე და ფუძის მთა ეხამებიან.

ჰაბანა = ლომუ

ფინალის წინადღით ბრინჯაო გათამაშდა. დალეწილმა არგენტინამ
10 კაცი შეცვალა, მაგრამ მაინც რისკიანად უტია. აფრიკამ საუკეთესო რაზმი ათამაშა. ბრაიან ჰაბანას ერთი ლელოც რომ დაედო, ჯონა ლომუს ჩამოართმევდა მსოფლიო თასის რეკორდს, მაგრამ ოთხი შანსი გაუშვა ხელიდან და ბოლოს კიდეც შეცვალეს.

"ბოკემ" მაინც უპრობლემოდ მოიგო * 24:13   ვილი ლერუს პასით ლელო ჯეიპი პიტერსენმა შეიტანა, ჰაბანას გადაცემით კი - იბენ ეცებეთმა. ნიკოლას სანჩესი თასის საუკეთესო მექულედ დარჩა. კარიერა დაასრულეს ჰაბანამ, ხუანმარტინ ფერნანდეს-ლოვემ, ფური დიუპრემ, სხალკ ბერგერმა და ვიკტორ მეტფილდმა, პუმათა გურუმ, დანიელ ურკადემ კი გაამხილა, რომ ზე 18-ის კლუბს სხვა გაწვრთნის.

რაგბეთის აღიარებით

ზელანდია და ავსტრალია 155-ედ შეიბნენ. წელს სიდნიში ვოლაბებმა მოიგეს 8 ქულით, ოქლენდში კი შავებმა 28-ით იძალეს. თვიქნემზე ოზები ზედიზედ მეხუთე შაბათს რაგბობდნენ. არამკითხე მედიამ მათი გეგმები კაპიტნის ვარჯიშის ფოტოზე ამოიცნო და გაასაჯაროვა.

"ფავორიტის მარად ერთგული თემიდაც" მაგრად მიდგა ავსტრალიას, ესაო და გეყოთ, რაც აქამდე გახეირეთო, ზელანდია კი უკეთესი გუნდი ხომ იყო, მან ფინალიც სასწაულ დონეზე ჩაატარა, თითქმის ყველა შანსი გამოიყენა და სრულიად რაგბეთისა და ძლეული მეტოქის აღიარებითაც, დამსახურებულად გაიმარჯვა.

ოლ ბლექსმა ოზებს პატივი დასდო და "კაპა ოპანგო"თი მიესალმა. პირველ ტაიმში კივებმა აშკარად იძალეს ბურთის ფლობით (68-32%), ტერიტორიით (76-24) და ხაზის გაჭრითაც (7-0). ვოლაბები აგებდნენ დერეფანს, სულ თავს იცავდნენ და თერნოვერებს ახერხებდნენ, რის გამოც ლელო ტაიმის ბოლო შეტევითღა დაიდო.

ჯვარზე, გარეთ

ბროდი რეთალიქმა 70 წამზევე დაუფარა მოგერიებაზე ვილ გენიას, ნონუმ კი იქვე გააბითურა ტევიტა კურინდრანი. შავების პირველი შტურმი 25 მეტრიდან გატანილი ჯარიმით დასრულდა, მაგრამ მალე ბენ სმითმა დააგდო გადაკიდებული და შერკინების ჩაქცევა კივებს დაბრალდათ * 3:3 @ 14

5-წუთა მონაკვეთში მაიქლ ჰუპერმა ორჯერ და სქოთ ფარდიმ ერთხელ აართვეს შემტევ ზელანდიელებს ბურთი. რეთალიქთან ჯახში მეთ გიტო დაეცა და წამომდგარი რომ დაბარბაცდა, ნეიტრალურმა (!) ექიმმა თამაშის გაგრძელების ნება აღარ დართო, რაზეც მორაგბემ შესვენებაზე თავის მწვრთნელს აგინა, ეგეთი სამართალიცო ...

დენ ქართერს ეურჯუკა ბურჯი სეკოპე კეპუ * 6:3 @ 27  მერე, ეტყობა, 2007 წლის ვალი გაუსტუმრა ოლ ბლექსს ვეინ ბარნსმა და ნეჰე მილნერ-სქადერის წინ პასზე თვალი დახუჭა, რაც გენიას დაჯარიმებით და დისის მესამე გოლით დასრულდა * 9:3 @ 36

ტაიმის ბოლო შეტევა ფრთაზე წამოიწყო დეინ ქოულზმა. უფალმა ოუენსმა ქართერსა და ნონუს უნებური ბლოკი აპატია; ისევ გაიჭრა ნეჰე; მიეძალნენ ქიარან რიდი და ჯერომ კაინო; ბოლო ფაზაში კი კონრად სმითმა ჯვარზე, გარეთ დაგეზა არონი და მაკქოუს პასით მილნერ-სქადერმა ალამთან შეასწრო მცველებს * 16:3

პოტენციური სინბინი

ოლ ბლექსმა შესვენების მეორე ნახევარი ისევ მოედანზე გაატარა და კარგად გახურდა, ესაო და ლაყბობას თამაში გვირჩევნიაო.

კონრადი შეცვალა სონიბილ ვილიამსმა და უმალ, ერთ შეტევაში, ორი კოხტა ოფლოუდი რომ შეასრულა, ნონუმ ისევ მოაღორა კურინდრანი, 40 მეტრიდან მოაწყო სლალომი და გზად ქერთლი ბილსა და დრუ მიჩელს აჯობა * 21:3 @ 42

განწირულმა ავსტრალიამ თავზე ხელი აიღო და შოუ გაამწვავა. ბილმა ჯერ დაცვა თავისი ნახევრიდან გამოარღვევინა მიჩელს, მერე კი თავადაც შეიკუნტრუშა.

ვოლაბებმა მატჩში პირველად (!) 51 წუთზეღა აკინძეს ფაზები მეტოქის მეოთხედში. შეუტიეს იზრაელ ფოლაუმ, ბერნარდ ფოლიმ, ადამ ეშლი-ქუპერმა, სთივენ მორმა. ჰოდა, ბენ სმითმა წითელ ზოლში შუბურად დასცა მიჩელი და სინბინში 14 წუთი (!) დაჰყო, ოზებმა კი დერეფანში ააგორეს მოლი და დევიდ პოქოქი ეწია მიზანს * 21:10 

აქედან ორ წუთში, შემდეგი გამწელი ფაზაობისას, კაინომ მაღლა შებოჭა პოქოქი და რეფმაც ორჯერ დაიქადნა, მომენტს გადავამოწმებო, მაგრამ მერე მიაძახა შემტევს, ხეირი მორჩაო, დინ მამი კი ბურთის შეყოვნებისთვის დააჯარიმა და პოტენციური სინბინი სულ დაივიწყა.

რაქში ააცალა

მსაჯი ყოველთვის მართალიაო და "ფოქსმა" ეს მონაკვეთი გამოტოვა ჰაილაითებში, დაცვით გათანგულმა ქართერმა კი ოვალი კიდეს ვერ უწია.

ნეჰეს უხეირო მოგერიების კვალად, რაქში, ფოლიმ გენიას დაუძახა, მოკლე ფრთაზე ამიწიეო. ჰავბექმაც გადაუკიდა მეწყვილეს, ამან მილნერ-სქადერს მოუხსნა და გაატანა კურინდრანს, ვინაც განდაგან სვლით აჯობა სონიბილსა და ჯულიან სავეას * 21:17 @ 65

ვითარება დაიძაბა. იმედმიცემულმა ოზებმა გააგრძელეს გაშლილად ბურთაობა, გენიას კიდეზე, რაქში რომ ააცალა ბურთი არონ სმითმა. კივებმა ისევ იხელთეს მატჩის სადავეები, შერყევაზე შესამოწმებლად დროებით გაყვანილი მიჩელი კი დაბრუნდა და ორჯერ შეცდა.

ქართერის ქიქაუთი ბილმა ალალზე დაიჭირა და კიდეზე დაკრა. ოლ ბლექსმა თამაში დერეფნიდან ფრონტის შუაში გადაიტანა და სამი ფაზის შემდეგ ქართერმა ცაციათი, ისერა ბლოკით დაცულმა, 41 მეტრიდან შეაგდო არეკნი * 24:17 @ 70

მაქედან 5 წუთში, გაჯანჯლებულ შერკინებაში, რეფმა ოზები გაამტყუნა და დისიმ 48 მეტრიდან რომ მაინც უწია კარს, ეგრე გამოვიდა, რომ მსოფლიო თასის ბედი, დიდებულად ნაბურთალის მიუხედავად, მაინც სათუო ჯარიმამ გადაწყვიტა * 27:17 @ 75

ერის გასაგონად

ვოლაბებს რაღა დარჩენოდათ და პრესტიჟის ლელოს დასადებად გააგრძელეს ხელდახელ ბურთაობა.

აიკინძა 16 ფაზა და მიჩელს ბოჭვაზე წინ დაუვარდა ბურთი, მომდევნო წყებაზე კი, ბილის პასის შემდეგაც იგივე რომ მოხდა, ბენმა წინ გადაუკიდა ბოდენ ბარეთს, ამან პოქოქს მაგრად მოუგო სპრინტი, ოვალს ფეხი მიჰკრა და ლელოსთან აიტაცა * 34:17

ნამატჩევს მაკქოუმ შეიცხადა, ასეთი სიამე როგორ უნდა მომბეზრდეს; მაგიტომ ჯერ არსადაც არ მივდივარო. შავების გურუმ, სთივ ჰანსენმა, ვისი ბალანსიცაა 54: 49-3*2, რიჩი (148: 131-15*2) ყველა დროის უდიდეს ოლ ბლექად გამოაცხადა, და ქართერიც (112 კეპი, 1 598 ქულა) მეორედ!

კივების 14 მოთამაშე ორგზის ჩემპიონი შეიქნა. გაუღიმარმა მოძღვარმა ერის გასაგონად თქვა, დევები კი არა, ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, ოღონდაც რაგბობა სხვა ზელანდიელებზე მეტად გვეხერხებაო. გუნდი შინ ოთხშაბათსღა დაბრუნდა და აღლუმები დაიგეგმა, მსოფლიოს კი ოვალურბურთა თამაშის სული ყველაზე უკეთ სონიბილმა დაანახა:

ტრიუმფალურ წრეზე 14 წლის ჩარლი ლაინზი რომ გაუსხლტა დაცვას, ჯანღონიანმა ჩაფარმა "დამრღვევი და დამნაშავე" ბოჭვით დასცა. ბიჭი უმალ შეიფარეს ჩემპიონებმა, ვილიამსმა კი დაუყვავა, ტრიბუნაზეც გადაყვა და თავისი მედალი აჩუქა, ესაო და ჩემს კედელზე კონწიალის ნაცვლად, მიჯობს, შენ გახარებდესო.

 
მსოფლიო თასი 2015

წკაპი თარიღზე = ვიდეო, დროზე = ოქმი, ანგარიშზე = ტელეწამყვანის ქართული ფურცელი

პლეიოფი

შაბ

17/10

19.00

1/4

აფრიკა ბ1

23:19

ა2 უელსი

თვიქნემ

შაბ

17/10

23.00

1/4

ზელანდია გ1

62:13

დ2 საფრანგეთი

მილენიუმ

კვი

18/10

16.00

1/4

ირლანდია დ1

20:43

გ2 არგენტინა

მილენიუმ

კვი

18/10

19.00

1/4

ავსტრალია ა1

35:34

ბ2 შოტლანდია

თვიქნემ

შაბ

24/10

19.00

1/2

აფრიკა

18:20

ზელანდია

თვიქნემ

კვი

25/10

20.00

1/2

არგენტინა

15:29

ავსტრალია

თვიქნემ

პარ

30/10

24.00

3-4

აფრიკა

24:13

არგენტინა

ოლიმპიქ

შაბ

31/10

20.00

ფინ

ზელანდია

34:17

ავსტრალია

თვიქნემ

ფინალები   ფოქსის 52 რჩეული

ბრინჯაო

აფრიკა 24:13 არგენტინა

აფრ: ლერუ (ლემბი 64) პიტერსენ კრილ დეალენდე ჰაბანა (სერფონტეინ 67) <10-9> პოლარდ პინარ (პეიჯ 77) / მთავარირა (ნიაკანე 41) ბ.დიუპლესი (სტრაუს 49) მალჰერბე (ი.დიუპლესი 61-69) ეცებეთ მეტფილდ^კაპ (დეიახერ 63) ლოუ (ბერგერ 61-65) ბერგერ (ალბერც 53) ფერმიულენ - 2: პიტერსენ ეცებეთ; გ 4ჯ: პოლარდ

არგ: გონსალეს-ამოროსინო კორდერო მორონი დელაფუენტე (გონსალეს-იგლესიას 71) აგუჟა (სოსინო 58) <10-9> სანჩეს^კაპ კუველი სბ 5 (ლანდახო 53) / ფიგაჟო (ნოგერა-პას 15-21, 61-63, 71) მონტოჟა (გარსია-ვოტა 77) ერერა (ორლანდი 55) ალემანო (პეტი 47) ლავანინი; ორტეგა-დესიო ფერნანდეს-ლოვე (ისა 53) ლეგისამონ - : ორლანდი; გ ჯ ა: სანჩეს

რეფ ლეისი (ირლ) 30/10 @ ლონდონ, ოლიმპიქ (55 925)

სბ(5არ) 7:0(7) 10:0(14) 13:0(33) 16:0(40+) /
16:3(42ა) 21:3(43) 24:3(48) 24:6(52) 24:13(80+)

ოქრო

ზელანდია 34:17 ავსტრალია

ზელ: ბ.სმით სბ 52-65, მილნერ-სქადერ (ბარეთ 65) კ.სმით (სბ.ვილიამს 41) ნონუ სავეა <10-9> ქართერ ა.სმით (ქერ-ბარლოუ 71) / მუდი (ბ.ფრენქს 59) ქოულზ (მეალამუ 65) ო.ფრენქს (ფაუმუინა 54) რეთალიქ ვაითლოქ; კაინო (ვიტო 71) მაკქოუ^კაპ (ქეინ 80) რიდ - 3ლ: მილნერ-სქადერ ნონუ ბარეთ; 2გ 4ჯ ა: ქართერ

ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი გიტო (ბილ 26) მიჩელ (ტომუა 66-70) <10-9> ფოლი გენია (ფიპს 70) / სიო (სლიპერ 59) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 55) კეპუ (ჰოუმს 59) დაგლას (მამ 15) სიმონს; ფარდი (მაკქალმან 60) ჰუპერ პოქოქ - 2ლ: პოქოქ კურინდრანი; 2გ ჯ: ფოლი

რეფ ოუენს (უელ) 31/10 @ ლონდონ, თვიქნემ (80 125)

3:0(8) 3:3(14) 6:3(27) 9:3(36) 16:3(40+) /
21:3(42) სბ(52ზ) 21:10(54) 21:17(65) 24:17(70ა) 27:17(75) 34:17(80)

არაოფიციალური კიბე

#

გუნდი (პული.#)

სხვ

გატ:გაშ

ლელო

მ-წ

$

1

ზელანდია (გ1)

31

+193

290:097

39/06

7-0

3

2

ავსტრალია (ა1)

25

+104

222:118

28/08

6-1

1

3

აფრიკა (ბ1)

24

+133

241:108

26/08

5-2

4

4

არგენტინა (გ2)

19

+107

250:143

27/15

4-3

3

5

ირლანდია (დ1)

18

+76

154:078

18/06

4-1

2

6

შოტლანდია (ბ2)

14

+42

170:128

17/14

3-2

2

7

საფრანგეთი (დ2)

14

+8

133:125

13/15

3-2

2

8

უელსი (ა2)

13

+45

130:085

12/03

3-2

1

9

იაპონია (ბ3)

12

-2

098:100

09/12

3-1

0

10

ინგლისი (ა3)

11

+58

133:075

16/05

2-2

3

11

იტალია (დ3)

9

-14

074:088

07/08

2-2

1

12

საქართველო (გ3)

8

-70

053:123

05/16

2-2

0

13

სამოა (ბ4)

6

-55

069:124

07/13

1-3

2

14

ტონგა (გ4)

6

-60

070:130

08/17

1-3

2

15

ფიჯი (ა4)

5

-17

084:101

10/11

1-3

1

16

რუმინეთი (დ4)

4

-69

060:129

07/17

1-3

0

17

კანადა (დ5)

2

-73

058:131

07/16

0-4

2

18

ნამიბია (გ5)

1

-104

070:174

08/25

0-4

1

19

შტატები (ბ5)

0

-106

050:156

05/20

0-4

0

20

ურუგვაი (ა5)

0

-196

030:226

02/36

0-4

0

მოწინავენი

ქულა: 97 ნიკოლას სანჩეს (არგ; 93 ჰანდრე პოლარდ (აფრ;
82 ბერნარდ ფოლი
(ავს, დენ ქართერ (ზელ; 79 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ; 58 აიუმუ გორომარუ (იაპ; 56 დენ ბიგარ (უელ)

ლელო: 8 ჯულიან სავეა (ზელ; 6 ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელ;
5 გარეს დევის (უელ, ხუან იმოფ
(არგ, ჯეიპი პიტერსენ (აფრ, ბრაიან ჰაბანა (აფრ; 4 ადამ ეშლი-ქუპერ (ავს, დრუ მიჩელ (ავს, თომი სიმორ (შტლ, დითიეიჩ ფანდერმერვე (კან)

სიმბოლური ნაკრებები

პლანეტ რაგბი: 15 ბენ სმით (ზელ, 14 სანტიაგო კორდერო (არგ,
13 სონიბილ ვილიამს (ზელ, 12 მაჰა ნონუ (ზელ,
11 ჯულიან სავეა (ზელ; 10 დენ ქართერ (ზელ, 9 ფური დიუპრე (აფრ) / 1 მარკოს აჟერსა (არგ, 2 სთივენ მორ (ავს, 3 ვილემ ნელ (შტლ; 4 ლუდ დეიახერ (აფრ, 5 ალუნვინ ჯოუნზ (უელ; 6 მაიქლ ლიჩ (იაპ,
7 ფრანსუა ლოუ (აფრ,
8 დევიდ პოქოქ (ავს)

სოსიეტე ჟენერალ: 15 აიუმუ გორომარუ (იაპ, 14 ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელ, 13 კონრად სმით (ზელ, 12 მეთ გიტო (ავს, 11 ჯულიან სავეა (ზელ; 10 დენ ქართერ (ზელ, 9 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ) /
1 მარკოს აჟერსა (არგ, 2 სთივენ მორ (ავს, 3 რამირო ერერა (არგ;
4 იბენ ეცებეთ (აფრ, 5 ლეონე ნაკარავა (ფიჯ; 6 მამუკა გორგოძე (საქ, 7 სხალკ ბერგერ (აფრ,
8 დევიდ პოქოქ (ავს)

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (2/11)

1 ზელანდია 9610, 2 ავსტრალია 8933, 3 აფრიკა 8766,
4(5) უელსი 8349, 5(4) არგენტინა
8259, 6 ირლანდია 8117,
7 საფრანგეთი = ინგლისი 7977, 9 შოტლანდია 7794,
10 იაპონია 7705, 11 ფიჯი 7696, 12 იტალია 7274

13 ტონგა 7160, 14 საქართველო 7145, 15 სამოა 7036,
16 შტატები 6866, 17 რუმინეთი 6659, 18 კანადა 6265,
19 ურუგვაი 6211, 20 ნამიბია 6175
, 21 ესპანეთი 6154,
22 რუსეთი 6110, 23 ჩილე 5734, 24 ჰონკონგი 5731

+/-:  ზელ 243 ავს, აფრ 164 არგ

მსოფლიო თასთა პრიზიორები

#

წელი

მასპინძელი

კაპიტანი

ჩემპიონი

ფინალი

ვერცხლი

ბრინჯაო

I

1987

ზელანდია

ქერქ

ზელანდია

29:09

საფრანგეთი

უელსი

II

1991

ინგლისი

ფარჯოუნზ

ავსტრალია

12:06

ინგლისი

ზელანდია

III

1995

აფრიკა

პინარ

აფრიკა

15:12

ზელანდია

საფრანგეთი

IV

1999

უელსი

ილზ

ავსტრალია

35:12

საფრანგეთი

აფრიკა

V

2003

ავსტრალია

ჯონსონ

ინგლისი

20:17

ავსტრალია

ზელანდია

VI

2007

საფრანგეთი

სმიტ

აფრიკა

15:06

ინგლისი

არგენტინა

VII

2011

ზელანდია

მაკქოუ

ზელანდია

08:07

საფრანგეთი

ავსტრალია

VIII

2015

ინგლისი

მაკქოუ

ზელანდია

34:17

ავსტრალია

აფრიკა

IX

2019

იაპონია

.

.

.

.

.

რვავე მსოფლიო თასის ჯამი

No

მონაწილე

N

87

91

95

99

03

07

11

15

თს

ფნ

ნფ

მფ

*

1

ახ.ზელანდია

8

1

3

2

4

3

5

1

1

3

4

7

8

44

50

6

0*1

2

ავსტრალია

8

4

1

6

1

2

6

3

2

2

4

6

8

39

48

9

0*2

3

სამხ.აფრიკა

6

_

_

1

3

5

1

5

3

2

2

4

6

30

36

6

0*2

4

ინგლისი

8

6

2

4

5

1

2

6

10

1

3

4

7

31

44

13

0*1

5

საფრანგეთი

8

2

5

3

2

4

4

2

7

.

3

6

8

33

48

14

1

6

უელსი

8

3

11

9

8

7

9

4

8

.

.

2

5

21

37

16

0

7

არგენტინა

8

10

14

13

7

9

3

8

4

.

.

2

4

19

37

18

0

8

შოტლანდია

8

5

4

5

6

8

7

9

6

.

.

1

7

22

38

15

1

9

ირლანდია

8

7

6

8

9

6

11

7

5

.

.

.

6

21

35

14

0

10

სამოა

7

_

7

7

11

10

14

10

13

.

.

.

2

12

28

16

0

11

ფიჯი

7

8

13

#

10

11

8

14

15

.

.

.

2

10

28

18

0

12

კანადა

8

9

8

10

12

14

17

13

17

.

.

.

1

7

29

20

2

13

იტალია

8

13

10

11

20

12

12

11

11

.

.

.

.

11

28

17

0

14

ტონგა

7

14

#

12

15

17

10

12

14

.

.

.

.

7

25

18

0

15

რუმინეთი

8

12

12

14

14

15

15

19

16

.

.

.

.

6

28

22

0

16

იაპონია

8

15

9

16

17

18

16

17

9

.

.

.

.

4

28

22

2

17

საქართველო

4

_

_

#

#

19

13

15

12

.

.

.

.

4

16

12

0

18

შტატები

7

11

15

#

16

13

18

16

19

.

.

.

.

3

25

22

0

19

ურუგვაი

3

_

_

#

13

16

#

#

20

.

.

.

.

2

11

9

0

20

ნამიბია

5

_

_

#

19

20

20

20

18

.

.

.

.

0

19

19

0

21

ზიმბაბვე

2

16

16

#

#

#

#

#

#

.

.

.

.

0

6

6

0

22

რუსეთი

1

_

_

#

#

#

#

18

#

.

.

.

.

0

4

4

0

23

პორტუგალია

1

_

#

#

#

#

19

#

#

.

.

.

.

0

4

4

0

24

სპ.ძვლ.ნაპირი

1

_

#

15

#

#

#

#

#

.

.

.

.

0

3

3

0

25

ესპანეთი

1

_

#

#

18

#

#

#

#

.

.

.

.

0

3

3

0

N თასზე რამდენჯერ გავიდა; 00 დაიკავა მე_00 ადგილი; # ვერ გავიდა; _ არ მონაწილეობდა
თს თასის მოგება; ფნ ფინალში, ნფ ნახევარფინალში, მფ მეოთხედფინალში გასვლა; დ დამატებითი დრო

"მსოფლიო რაგბის" ოსკაროსნები

წელი

მოთამაშე

#

მწვრთნელი

გუნდი

2001

ქის ვუდ

ირლ

2

როდ მაკქვინ

ავს

ავსტრალია

2002

ფაბიან გალტიე

სფრ

9

ბერნარ ლაპორტ

სფრ

საფრანგეთი

2003

ჯონი ვილქინსონ

ინგ

10

ქლაივ ვუდვორდ

ინგ

ინგლისი

2004

სხალკ ბერგერ

აფრ

6

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2005

დენ ქართერ

ზელ

10

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2006

რიჩი მაკქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2007

ბრაიან ჰაბანა

აფრ

11

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2008

შეინ ვილიამს

უელ

11

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2009

რიჩი მაკქოუ

ზელ

7

დექლან ქიდნი

ირლ

აფრიკა

2010

რიჩი მაკქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2011

ტიერი დიუზოტუარ

სფრ

6

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2012

დენ ქართერ

ზელ

10

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2013

ქიარან რიდ

ზელ

8

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2014

ბროდი რეთალიქ

ზელ

4

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2015

დენ ქართერ

ზელ

10

მაიქლ ჩეკა

ავს

ზელანდია