რიოს გზაზე

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის ჩემპიონმა, ფიჯიმ გამარჯვებით გახსნა ოლიმპიური სეზონი, რომელიც აგვისტოში, რიოში დასრულდება

სახალისო რაგბის მოხეტიალე ცირკის XVII სვლაგეზში 10 გაჩერებაა. მათგან ხუთი - ქეიპთაუნი, სიდნი, ვანქუვერი, სინგაპური და პარიზი წინა სეზონს აქეთ ჩაემატა პროგრამას.

სერია ტრადიციულად გაიხსნა უდაბურ დუბაიში, "ზი სევენსზე. ახალმა სპონსორმა, დიეიჩელმა დანერგა რადიოთი მართული სათამაშო ავტოთი ბურთის ცენტრში მიტანა, მობურთალებმა კი პატივი მიაგეს განსვენებულებს - ჯონა ლომუსა და 7-კაცის ღვალწმოსილ თავქალს, ჰონკონგელ ირლანდიელს, ბეთ ქოულთერს.

სონიბილი და ქვეიდი

სერიის 12-გზის ფალავანს, ზელანდიას თუმც ხუთი კაცი დაემტვრა, შემდეგი ეტაპისთვის მაინც არ აიმატა სონიბილ ვილიამსი, ვინაც დუბაიდან ლიბანში ჩავიდა და სირიელი ლტოლვილები მოიკითხა.

უნივერსალ კივს საშვიდკაცო წრთობა ჰკლებია. ჰოდა, უფროსობა სათანადოდ რომ გახედნის, თებერვალშიღა აჩაუქებს სიდნის ეტაპზე, სადაც ავსტრალია ნაღდად აიმატებს ტულონში გადახვეწილ ქვეიდ ქუპერს, ვისაც კლუბი თურმე რიოშიც კი უპირებს გაშვებას.

რაიანის ოთხი თასი

პულური სტადია გეგმით მიდიოდა, საღამოს რვაზე შტატებმა სირენის შემდეგღა 14:12 რომ გადაუსწრო ზელანდიას და უარესი სხვაობის გადამკიდე, ქვედა რვეულში გაამწესა საფრანგეთი.

იანკებმა პლეიოფში დუბაის შარშანდელი ჩემპიონი, აფრიკაც შეიწირეს, ბრინჯაოზე კი კივებს უფრო მწარედაც, 19 ქულით მოუგეს.

ფინალში, რომელსაც შარშანწინ საქართველოში ნაღვაწი ზელანდიელი, რიჩარდ ქელი გაუძღვა, ფიჯიმ თამაშ-თამაშ გაასაღა ინგლისი.

ამით კუნძულელთა ბრიტ გურუს, ბენ რაიანს ოთხი არაბული თასი მოუგროვდა - ორი ინგლისის (2010 2011) და ორიც (2013 2015) ფიჯის სარდლობით.

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

I ეტაპი * 4-5/12 @ დუბაი (არბ)

<<   პულები (# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / იაპონია# 1-2, კანადა 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, სამოა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(გ) ზელანდია
(+47) შტატები(+28) 2-1 / საფრანგეთი(+26) 2-1, პორტუგალ 0-3
(დ) ინგლისი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, კენია 0-3

<<   მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 19:12 ავსტრალია (დ2)
ზელანდია (გ1) 24:21 სამოა (ბ2)
ინგლისი (დ1) 14:7 არგენტინა (ა2)
აფრიკა (ბ1)
19:21 შტატები (გ2)

<<   ნახევარფინალი

ფიჯი 19:5 ზელანდია   ვიდეო
ინგლისი 24:19 შტატები   
ვიდეო

<<   ფინალი

ფარი (XIII)  კანადა 19:17 იაპონია
ფიალა (IX)  საფრანგეთი 24:14 შოტლანდია
სინი (V)  აფრიკა
*დდ 19:14 ავსტრალია   ვიდეო
ბრინჯაო (III)  შტატები 31:12 ზელანდია   
ვიდეო
თასი (I) 
ფიჯი 28:17 ინგლისი   ვიდეო

<<   ფიჯი

ჯერი "სერემაია" ტუვაი, პიო ტუვაი, ვატემო რავოუვოუ, ისაკე კატონიმბაუ, ჯასა ვერემალუა, სავენათა რავათა, ოსეა-რამონდი კოლინისაუ^კაპ * ემოსი მულევორო, აპისაი ნდომოლაილაი, ვილიამე-სევაკა მატა, კიტიონე ტალინგა-ნდავაი, სევულონი მოთენათანგი * მწ) ბენ რაიან (ინგ)

<<   ქულა

22 ფიჯი (თ: დუბაი; 19 ინგლისი; 17 შტატები; 15 ზელანდია;
13
აფრიკა; 12 ავსტრალია; 10 არგენტინა სამოა; 8 საფრანგეთი;
7 შოტლანდია; 5 კენია უელსი; 3 კანადა; 1 პორტუგალია რუსეთი
(ბოლო პირდაპირ ვარდება) / 2 იაპონია#

<<   გასამართია

2

12-13/12

ქეიპთაუნი

(აფრ)

3

30-31/01

ველინგთონი

(ზელ)

4

6-7/02

სიდნი

(ავს)

5

4-6/03

ლას ვეგასი

(აშშ)

6

12-13/03

ვანქუვერი

(კან)

7

8-10/04

ჰონკონგი

(ჩინ)

8

16-17/04

სინგაპური

(სნგ)

9

14-15/05

პარიზი

(სფრ)

10

20-22/05

ლონდონი

(ინგ)

>>   თასის მფლობელი

1999-2015 (137 ეტაპი:
52 ზელანდია -
28 ფიჯი; 21 აფრიკა;
16 ინგლისი;
10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

ბოლო ვის ერგება?

რიოს 12-გუნდა დასის შერჩევა "დიდი რაგბის" მსოფლიო თასის შემდეგ განახლდა: ნოემბერში შესარჩევები მოეწყო აზიაში, ზღვისრეთსა და აფრიკაში, ბოლო საგზური კი გათამაშდება საგაისო, 16-გუნდა "მსოფლიო რეპეშაჟში, რომლის გამართვის ადგილი და ვადა წლეულსვე, 30 ნოემბრამდე უნდა თქმულიყო.

რიოს ოლიმპიადა

9-11/08  2016

#

გუნდი

საიდან?

როდის?

სად?

1

ბრაზილია

მასპინძელი

02/10 2009

კოპენჰაგენ (დან)

2

ფიჯი

მსოფლიო სერია

10/05 2015

გლაზგო (შტლ)

3

სამხრეთი აფრიკა

მსოფლიო სერია

10/05 2015

გლაზგო (შტლ)

4

ახალი ზელანდია

მსოფლიო სერია

10/05 2015

გლაზგო (შტლ)

5

დიდი ბრიტანეთი

მსოფლიო სერია

17/05 2015

თვიქნემ (ინგ)

6

არგენტინა

სამხ.ამერიკა

07/06 2015

სანტაფე (არგ)

7

შტატები

ჩრდ.ამერიკა

14/06 2015

ჩრდ.ქაროლინა (აშშ)

8

საფრანგეთი

ევროპის გრანპრი

12/07 2015

ექსეთერ (ინგ)

9

იაპონია

აზია

08/11 2015

ჰონკონგ (ჩინ)

10

ავსტრალია

ზღვისრეთი

15/11 2015

ოქლენდ (ზელ)

11

კენია

აფრიკა

15/11 2015

იოჰანესბერგ (აფრ)

12

.

მსოფლიო რეპეშაჟი

30/06 2016

(არ ითქვა 30/11 2015)

მსოფლიო რეპეშაჟი

#

გუნდი

საიდან?

როდის?

სად?

1

ურუგვაი

სამხ.ამერიკა

07/06 2015

სანტაფე (არგ)

2

ჩილე

სამხ.ამერიკა

07/06 2015

სანტაფე (არგ)

3

კანადა

ჩრდ.ამერიკა

14/06 2015

ჩრდ.ქაროლინა (აშშ)

4

მექსიკა

ჩრდ.ამერიკა

14/06 2015

ჩრდ.ქაროლინა (აშშ)

5

ესპანეთი

ევროპის გრანპრი

12/07 2015

ექსეთერ (ინგ)

6

რუსეთი

ევროპის რეპეშაჟი

19/07 2015

ლისაბონ (პორ)

7

გერმანია

ევროპის რეპეშაჟი

19/07 2015

ლისაბონ (პორ)

8

ირლანდია

ევროპის რეპეშაჟი

19/07 2015

ლისაბონ (პორ)

9

ჰონკონგი

აზია

08/11 2015

ჰონკონგ (ჩინ)

10

კორეა

აზია

08/11 2015

ჰონკონგ (ჩინ)

11

შრი ლანკა

აზია

08/11 2015

ჰონკონგ (ჩინ)

12

ტონგა

ზღვისრეთი

15/11 2015

ოქლენდ (ზელ)

13

სამოა

ზღვისრეთი

15/11 2015

ოქლენდ (ზელ)

14

ზიმბაბვე

აფრიკა

15/11 2015

იოჰანესბერგ (აფრ)

15

მაროკო

აფრიკა

15/11 2015

იოჰანესბერგ (აფრ)

16

ტუნისი

აფრიკა

15/11 2015

იოჰანესბერგ (აფრ)

www.000webhost.com