ამდენი სენსაცია!

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის აფრიკის ეტაპი ზედიზედ მესამედ მოიგო მასპინძელმა, "ბლიცბოკემ"

რაგბის გაოლიმპიურების გამო შვიდკაცას ფასი რომ დაედო, აფრიკის არჩივი პორთელიზაბეთიდან "დედა ქალაქს", ქეიპთაუნს გადაეცა, ოღონდაც ოვალურ ბურთთან ოდითგან წინნაყარი ნუველანდსის ნაცვლად, ტურნირი ახალ, 55-ათასიან არენაზე დაინიშნა და ორ დღეში 106,202 ბილეთი გაასაღა.

შოუც საკადრისი გამოვიდა. 2009 წელს, დუბაიში გათამაშებული მსოფლიო თასის შემდეგ, ამდენი სენსაცია რომ მომხდარიყოს, რაღაც არ ახსოვს სერიის საითს. მეტიც, პულიდან გასულის გამოსავლენად სხვაობასა და ლელოთა ბალანსსაც რომ ვერ ეკმარათ, ეგეც სიახლე იყო.

მეოთხე თაიბრეიქით

შაბათს, პულებში, კენია 19:19 დაუზავდა ინგლისს და მერე ძლია თვით აფრიკა 14:12, რის შემდეგაც მასპინძლებმა 10:0 აჯობეს ბრიტებს და ფიალაზე გაამწესეს, ხოლო თავად მაინც გაძვრნენ ზემო რვეულში.

სერიის 12-გზის ფალავანს, ტრავმებით გამოხშირულ ზელანდიას 24:12 მოუგო კანადამ, მაგრამ ზევით მაინც ვერ მოხვდა, რაკი საფრანგეთს 26:26 დაუზავდა და მასვე ერთი გარდასახვით, ანუ 2 ქულით ჩამორჩა მეოთხე თაიბრეიქში - 60/62 გატანილის გრაფაში.

ეს უკვე მესამედ

კვირას, თასის მეოთხედფინალში, დამარცხდა ოთხიდან სამი პულის ჯილა და ეგრე გამოვიდა, რომ დუბაის ეტაპის მოწინავე ოთხეულიდან ვერავინ (!) ვეღარ გავიდა ქეიპთაუნის ნახევარფინალში.

სერიის მოქმედი ფალავანი და დუბაის ჩემპიონი, ფიჯი საფრანგეთმა გააგდო, ზელანდიას კი "ოქროს ქულამდე" ოვერტაიმში არგენტინამ გაუტანა ჯარიმა. მერე კივებს სინზე 28:14 მოუგეს შტატებმაც - ამ სეზონში ეს უკვე მესამედ! ჰოდა, ზელანდია მეექვსე ადგილსღა იყოფს და ლიდერებს 10 წერტით ჩამორჩება.

ივნისი, მონაკო

ნახევარფინალში კენიამ სირენის შემდეგ დაალელოვა არგენტინა, მაგრამ გარდასახვა ძელს მოხვდა და პუმები 2009 წლის აქეთ პირველად გავიდნენ ფინალში, სადაც მათ ორ-ორი ლელო დაუდეს არათეთრმა ქურციკებმა - როსკო სპეკმანმა და სიბელო სენატლამ * 29:14

ბრინჯაოზე კენია სულ ბოლომდე უგებდა საფრანგეთს, მაგრამ მამლებმა მაინც იმარჯვეს. ბლიცბოკეს შარშან და შარშანწინაც მოეგო პორთელიზაბეთის ტურნირები, ამჯერად კი აკლდა "წლის მოშვიდკაცე" ვერნერ კოკი.

იაპები შემდეგ ეტაპზე, ზელანდიაში, პულში მასპინძლებს ჩაუსხდნენ, "მსოფლიო რაგბმა" კი საქმეს საშველი დააყენა და რიოს ოლიმპიადის ბოლო, მე-12 საგზურის გასათამაშებელი, 16-გუნდა რეპეშაჟი გაგანია ივნისში, მონაკოში დანიშნა.

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

II ეტაპი * 12-13/12 @ ქეიპთაუნ (აფრ)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) კენია 2-0*1, აფრიკა 2-1 / ინგლისი 1-1*1, ზიმბაბვე
# 0-3
(გ) ავსტრალია 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ზელანდია 2-1, საფრანგეთი
(62) 1-1*1 / კანადა(60) 1-1*1, სამოა 1-2

<<  მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 14:17 საფრანგეთი (დ2)   ვიდეო
ავსტრალია (გ1)
5:25 აფრიკა (ბ2)   ვიდეო
ზელანდია (დ1)
19:22 არგენტინა*დდ (ა2)   ვიდეო
კენია (ბ1) 26:10 შტატები (გ2)   
ვიდეო

<<  ნახევარფინალი

აფრიკა 21:12 საფრანგეთი   ვიდეო
არგენტინა 24:22 კენია   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  სამოა 40:5 რუსეთი
ფიალა (IX)  შოტლანდია 19:0 ინგლისი
სინი (V)  ფიჯი 29:19 შტატები   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  საფრანგეთი 28:26 კენია   
ვიდეო
თასი (I) 
აფრიკა 29:14 არგენტინა   ვიდეო

<<  აფრიკა

1 ქრის დრაი, 2 ფილიპ სნეიმან, 6 ქაილ ბრაუნ^კაპ, 9 ჯასთინ ხედულდ, 10 როსკო სპეკმან, 11 სიბელო სენატლა, 12 ჟოან დეიონხ * 3 ფრანსუა ჰოუხარდ, 4 ალბერტუს სმით, 5 დილან სეიჯ, 7 ჩესლინ კოლბე, 8 რეინო ბენჯემინ * მწ) ნილ პაუელ

<<  ქულა (+ სხვაობით)

35 ფიჯი+(თ: დუბაი, აფრიკა (თ: ქეიპთაუნ; 29 შტატები+, არგენტინა; 26 ინგლისი; 25 ზელანდია, საფრანგეთი; 22 ავსტრალია; 20 კენია;
15 შოტლანდია; 13 სამოა; 10 უელსი; 8 კანადა; 3 რუსეთი;
2 პორტუგალია
(ბოლო პირდაპირ ვარდება) / 2 იაპონია 1 ზიმბაბვე#

<<  გასამართია

3

30-31/01

ველინგთონ

(ზელ)

4

6-7/02

სიდნი

(ავს)

5

4-6/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

12-13/03

ვანქუვერ

(კან)

7

8-10/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

16-17/04

სინგაპურ

(სნგ)

9

14-15/05

პარიზი

(სფრ)

10

20-22/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2015 (138 ეტაპი:
52 ზელანდია - 28 ფიჯი;
22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

<<  ოლიმპიადა (9-11/08.2016 @ რიო)

12 გუნდი: ბრაზილია; ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ბრიტანეთი; არგენტინა, შტატები, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია, კენია; მსოფლიო რეპეშაჟის გამარჯვებული

>>  რეპეშაჟი (18-19/06.2016 @ მონაკო)

16 გუნდი: ურუგვაი, ჩილე; კანადა, მექსიკა; ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ირლანდია; ჰონკონგი, კორეა, შრი ლანკა; ტონგა, სამოა; ზიმბაბვე, მაროკო, ტუნისი

www.000webhost.com