ზე 18, ივნისის ტესტები, ოთხი ერი (ფალავნობა)

28-10

მარდნი, ჯანიანები, ტექნიკურნი

ბლედ

სამხრეთისა - და სრულიად რაგბეთისაც - ფალავანმა ზელანდიამ წლეულს მესამედაც გააბურთავა ავსტრალია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 18 ტესტი მოიგო

14-10

მეექვსედაც ბონუსით!

4ე 6

ზელანდიამ ჯერარნახული შედეგით გაასრულა "სამხრეთის ფალავნობა" - ფინიშზე აფრიკაშიც ბარაქიანად იმარჯვა და მეექვსე ბონუსი მიითვალა

05-10

კვლავ იოლადა და უსიტყვოდ

4ე 5

ზელანდიამ "სამხრეთის ფალავნობის" მეხუთე შაბათსაც ბონუსით იმარჯვა და "ზედიზედ მოგების წყება" 16 ტესტამდე გაწელა

22-09

თითო თავით მაღლა

44

ზელანდიამ "მეოთხე შაბათს" 28 ქულით რომ გააბურთავა ოდინდელი მეტოქე - აფრიკა, ფინიშამდე ორი ტურით ადრე დაიბევა "სამხრეთის ფალავნობა"

14-09

მარქაფამ გარდატეხა

43

სამხრეთის ფალავნობის მესამე შაბათს არგენტინა ზელანდიას თამამად ებურთავა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში დაიქანცა, ხოლო აშლილმა ავსტრალიამ კიდევ უფრო უარეს დღეში მყოფი აფრიკა ძლია

31-08

კიდევ კარგა ხანსო ...

42

სამხრეთის ფალავნობის მეორე შაბათს ზელანდიამ ისევ გაასაღა ავსტრალია და მე-14 წლითაც შეინარჩუნა ბლედისლოუ, არგენტინამ კი უმწარესი მარცხი აგემა აფრიკას

23-08

ბლედისლოუზეც მუღამიანი

4ე 1

სამხრეთის ფალავნობის სტარტზე ზელანდიამ გასვლაზე გაანადგურა შარშანდელი ჩემპიონი ავსტრალია, აფრიკამ კი წაგებული ხელი ბოლოს სასწაულად მოუგო არგენტინას

10-08

წინა თაობებს მიუძღვნეს

ზ 20 ფ

ზერაგბს ახალი, მეცხრე ჩემპიონი ეყოლა - პირველი ზე 18-ის ფინალში ჰარიქეინზმა შინ, ავდარში, დაცვითა და ფეხოსნობით ძლია აფრიკის ლაიონზი და კივეთის გუნდებიდან ბოლომ მოიგო ტიტული

02-08

ახლის მოლოდინში

19 ნფ

ზე 18-ის ნახევარფინალებში მასპინძლებმა რომ იმარჯვეს და შარშანდელი ჩემპიონიც გავარდა - ამქარს ახალი ფალავანი ეყოლება, რაკი ჰარიქეინზსა და ლაიონზს აქამდე ვერაფრით მოუგიათ ტიტული

28-07

ვისი გასვლაც გაგვეხარდებოდა

18 მფ

ზე 18-ის ნახევარფინალში გავიდა სწორედ ის ოთხეული, რომელიც ამას კოხტა თამაშით იმსახურებს - სამი ზელანდიური და ერთიც აფრიკული კლუბი

20-07

მეშვიდიდან - კენწეროში

17

ზე 18-ის ბოლო, მე-17 რაუნდში, ჰარიქეინზმა ქრუსეიდერზი გასვლაზე ბონუსით რომ დააშამათა, პირველობა ჩამოართვა ლაიონზს, ვინაც არგენტინაში დუბლებიღა მიავლინა

13-07

მეზობლები მოარბიეს

16

ზე 18-ის ბოლოსწინა, მე-16 რაუნდში კივებმა ბითუმად რომ მოსრეს ოზები, პლეიოფის რვიდან ექვსი მონაწილე ხომ გამოვლინდა და ბოლო ორი საგზურის ბედიც თითქმის გადაწყდა

06-07

თვალდათვალ ვაყურებინოთო

15

ზე 18-ის მე-15 რაუნდში ჩიფსმა ფიჯზე რომ უქულოდ დატოვა ქრუსეიდერზი, თავად ზელანდიაში თუმც დაწინაურდა, ამქარს ახალ ლიდერად აფრიკის ლაიონზი მოევლინა

29-06

უნაღდესები დავიგემოვნეთ

ზფხ 3

ზაფხულის ტესტების ბოლო ვიქენდზე ზელანდიამ უელსი მოსრა, ავსტრალიამ მესამედაც წააგო ინგლისთან, ხოლო აფრიკამ წკიპზე აჯობა ირლანდიას

23-06

ტაქტიკური სიბეცე გავერანებულ მოედანზე

ზფხ 2

ზაფხულის ტესტების მეორე ვიქენდზე ზელანდიამ და ინგლისმა ისევ ძლიეს უელსი და ავსტრალია, ხოლო აფრიკამ სერია გაუფრევა ირლანდიას

15-06

გადახალისებულმაც იმძლავრა

ზფხ 1

ზაფხულის ზეპური ტესტების პირველ ვიქენდზე ბრიტანეთმა სამხრეთში 2-1 აჯობა იქაურ "სამ ერს": გრანდთაგან იმარჯვა მხოლოდ ზელანდიამ, ავსტრალია და აფრიკა კი მწარედ დამარცხდნენ

03-06

ძვრები არდადეგების წინ

14

ზე 18-ის მე-14 რაუნდში ჩიფსი რომ ვორათაზმა გააბურთავა, წინ ისევ გაიჭრა ქრუსეიდერზი, სონიბილ ვილიამსი კი საგაისოდ ბლუზში ჩაეწერა

25-05

და ისევ ჩიფსი

13

ზე 18-ის მე-13 რაუნდში ლიდერი შეიცვალა აფრიკის ერთ ჯგუფში და ზელანდიაში, და ამდენად - მთელს ამქარშიც: ჩიფსი ისევ დაწინაურდა!

18-05

რაგბი კივური თამაშია!

12

ზე 18-ის მე-12 რაუნდში ზელანდიაში "წლის ბურთაობა" შედგა, ავსტრალიაში კი ლიდერი შეიცვალა და ქერთლი ბილიც დაშავდა

11-05

ქრუსეიდერზი გალიდერდა

11

ზე 18-ის მე-11 რაუნდში ორადორი ბონუსი რომ გაიცა, ცხრილს კენწეროში 7გზის ფალავანი, ზელანდიის ქრუსეიდერზი მოექცა

04-05

სისტემა უვარგისია!

10

ზე 18-ის მეათე რაუნდში ზელანდიამ მორიგი ოთხი გამარჯვებაც მიითვალა, მაჩანჩალა ავსტრალიაში კი ვითარება დაიძაბა

27-04

კივური თრილერი

ზ 09

ზე 18-ის მეცხრე რაუნდში ლიდერმა ჩიფსმა კივური თრილერი მოუგო ჰარიქეინზს, იაპონიის "მზის მგლებმა" კი პირველი გამარჯვება თავისსავით ახალბედებთან, არგენტინის "იაგუარებთან" მიითვალეს

20-04

ფრენამ თუ დასცადათ

ზ 08

ზე 18-ის მერვე რაუნდში საარაკოდ მოისრა იაპონიის გუნდი; კივებმა სამგანვე იმარჯვეს, ოზურ დარბში კი ბრამბიზმა ვორათაზი დაძირა

14-04

ბოკე მულატს ჩაბარდა

ზ 07

ზე 18-ის მეშვიდე რაუნდში ჩიფსმა თრილერი მოუგო ბლუზს; აფრიკაში შარქსი ლაიონზმა დაამხო, ბოკე კი მულატ ალისთერ კუციას ჩაბარდა ოთხი წლით

06-04

კონკურენტები დაზაფრეს

ზ 06

ზე 18-ის მეექვსე რაუნდში კივებმა მორიგი ოთხი გამარჯვებაც მიითვალეს და კონკურენტები ერთიანად დაზაფრეს

31-03

ეშხი ფასობს!

ზ 05

ზე 18-ის მეხუთე რაუნდში კივებმა ორ-ორი მარცხი აგემეს ოზებსა და იაპებს, და რვეულის ქვოტაც ბოლომდე აითვისეს

24-03

თემიდას შემოსწყრნენ

ზ 04

ზე 18-ის მეოთხე რაუნდში ცხრილს სათავეში აფრიკის ჯილები მოექცნენ, ორი გრანდი კი მსაჯობით გულნაკლული დარჩა

16-03

სამ-სამი მოგებით

ზ 03

ზე 18-ის მესამე რაუნდში ისევ იმარჯვეს ბრამბიზმა და შარქსმა, ხოლო "ოლ ბლექ" ნეჰე მილნერ-სქადერს ბეჭი ეღრძო

09-03

გამსხლტარი პრემია

ზ 02

ზე 18-ის მეორე რაუნდში ორი დარბის ბედი მიწოლით მოპოვებულმა საჯარიმო ლელომ გადაწყვიტა, შარშანდელი ფინალის რემატჩში კი სამართალმა ძნელად ჭამა პური

02-03

ბონუსებით, ოღონდ უცხრილოდ?

ზ 01

პირველი ზე 18-ის სტარტზე ბონუსი ცხრავე მატჩში გაიცა, ერთიანი ცხრილი კი სწორად ორადორმა ბობოლა საითმაღა შეადგინა

25-02

მეტი სარფი და ინტრიგა

განრიგი

რაგბეთის უეშხიანესი შეჯიბრი კიდევ იზარდა, ზე 18-ად იქცა და ისეთი ფორმულა დაიდგინა, რომ ფანობა შფოთავს, ემანდ უღირსმა არ იფალავნოსო

<<<     2015    2014    2013    2012    2011    2010    2009    >>>