სირენის შემდეგ

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის ზელანდიის ეტაპზე შედგა სონიბილის დებიუტი და მასპინძელმაც დრამატულად ძლია აფრიკა

30 წლის უნივერსალს, სონიბილ ვილიამსს რიოში რომ სურს ჩაუქობა, ზერაგბს ერთი სეზონით თავი ანება და საშვიდკაცო წრთობა გაიარა. ვარსკვლავის საბურთაო ნიჭი და ათლეტიზმიც უდაოა, მაგრამ როგორც თავად ბრძანებს ფანთა კერპი, უცხო თამაშს ჯერაც სწავლობს.

ეტაპი უსენსაციოდ გაილია. ზელანდია და აფრიკა ერთ პულში მოხვდნენ. ბლიცბოკე იგებდა, ვილიამსმა საფირმო ოფლოუდით რომ გაათარხნა ჯო ვებერი * 19:14   ვიდეო

ვეა და იოანეები

ფინალში ფავორიტები ისევ გადაეყარნენ ერთმანეთს. სონიბილი ორჯერ მწარედ შეცდა და შეცვალეს. აფრიკა უსიტყვოდ იგებდა * 14:0 და 21:7, მაგრამ კივები ბოლოსკენ გახელდნენ და ოზმა რეფმაც სულ უჯარიმათ მეტოქე.

როსკო სპეკმანის სინბინით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. მერე რეგან ვეამ ზელანდია ბოჭვით გადაარჩინა ლელოს, სირენის შემდეგ კი, შერკინებიდან, თავისი ნახევრიდანაც გაარღვია დაცვა, რაც ვებერის ლელოთი დასრულდა.

გამარჯვებულთაგან მაგრად ითამაშეს ძმებმა იოანეებმა - აკირამ და რიკომ. სერიის 12-გზის ფალავანმა, ზელანდიამ ზედიზედ მესამედ და ბოლო ექვს წელში მეხუთედ მოიგო საშინაო ეტაპი, მაგრამ ცხრილში ჯერაც მესამეა, აფრიკა კი, უწესო ფიჯის მოსრვით, ერთპიროვნულად დაწინაურდა.

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

III ეტაპი * 30-31/01 @ ველინგთონ (ზელ)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / უელსი 1-2, იაპონია
# 0-3
(გ) ინგლისი
^ შტატები 2-1 / საფრანგეთი^ სამოა 1-2
(დ) ავსტრალია 3-0, კენია 2-1 / კანადა 1-2, პორტუგალია 0-3

<<  მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 36:0 კენია (დ2)   ვიდეო
ინგლისი (გ1) 33:7
არგენტინა (ბ2)   ვიდეო
ავსტრალია (დ1)
14:26 აფრიკა (ა2)   ვიდეო
ფიჯი (ბ1) 21:12 შტატები (გ2)   
ვიდეო

<<  ნახევარფინალი

ზელანდია 25:5 ინგლისი   ვიდეო
აფრიკა 31:0 ფიჯი   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  საფრანგეთი 14:7 რუსეთი
ფიალა (IX)  სამოა 19:7 შოტლანდია
სინი (V)  ავსტრალია 21:5 არგენტინა   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ფიჯი 24:12 ინგლისი   ვიდეო
თასი (I) 
ზელანდია 24:21 აფრიკა   ვიდეო

<<  ზელანდია

1 აკირა იოანე, 2 თიმ მიქელსონ^კაპ, 3 სონიბილ ვილიამს, 6 კურტ ბეიქერ, 9 ოგასთინ პულუ, 11 ჯო ვებერ, 12 მისიმოა ლემ * 4 არდი სავეა, 5 რეგან ვეა, 7 სემ დიქსონ, 8 გილის კაკა, 10 რიკო იოანე * მწ) გორდონ თიჩენს

<<  ქულა (+ სხვაობით)

54 აფრიკა (თ: ქეიპთაუნ; 52 ფიჯი (თ: დუბაი;
47 ზელანდია (თ: ველინგთონ;
41 ინგლისი+, არგენტინა; 39 შტატები; 35 ავსტრალია; 30 კენია; 28 საფრანგეთი; 22 შოტლანდია; 21 სამოა; 13 კანადა; 11 უელსი; 5 რუსეთი; 3 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /
7 იაპონია
##  1 ზიმბაბვე#

<<  გასამართია

4

6-7/02

სიდნი

(ავს)

5

4-6/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

12-13/03

ვანქუვერ

(კან)

7

8-10/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

16-17/04

სინგაპურ

(სნგ)

9

14-15/05

პარიზი

(სფრ)

10

20-22/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (139 ეტაპი:
53 ზელანდია - 28 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

www.000webhost.com