არავის მივიღებთო!

   ბობოლა"ექვსმა ერმა" მსოფლიოზე არნახული მარცხი იგემა, მაგრამ მაინც ამპარტავნობს, რაგბეთში ჩვენი ბადალი ვერავინააო

შარშანწინისწინ (2013) >>   გაღმერთებული და უჩინარი

შარშანწინ (2014) >>   წლიდან წლამდე, მეთხუთმეტედაც

შარშან (2015) >>   ახალი თასი და ბრენდიც

ოქტომბერში იყო, ინგლისი და იტალია პულში რომ ჩარჩნენ, ხოლო ირლანდია, საფრანგეთი, უელსი და შოტლანდია მეოთხედფინალში გააბითურეს სამხრეთის "ოთხერელებმა"

ამის კვალად ეკვატორს ქვემოთ თურმე ქილიკობენ, ეგ თქვენი "ექვსი ერი" მსოფლიო თასის V ადგილის დაგვიანებული პლეიოფიღააო, მაგრამ ზვიად ევროპას მაინც თავისი შეჯიბრი ჰგონია საუკეთესო და იქადნება, კიდევ კარგა ხანს არაფერს შევცვლითო:

არც არავის ავიმატებთ, არც ბონუსს შემოვიღებთ და არც განრიგს ჩავაჩოჩებთ ერთი თვით, როგორც რომ ერთიანი, გლობალური კალენდრის მომხრეები გვირჩევენო.

ჯიუტადა დგას

ელიტამ ტრადიციული წარდგენა წინა ოთხშაბათს (27/01) მოაწყო ლონდონში, ჰერლინგემის კლუბში.

სააგენტოებმა და ბობოლა საითებმა კაპიტნებისა და გურუთა თასიანი ფოტოები გაავრცელეს და რჩეული ციტატებიც მოიტანეს, მაგრამ არ დაცხრნენ "სენსაციას დახარბებული" გაზეთები და ამქრის ირლანდიელ შეფს, ჯონ ფიანს მომავალზეც ჩამოუგდეს სიტყვა.

ამანაც ისეთი პასუხები გასცა, ერთი ხანობა გავიფიქრეთ, ჩვენს მედიას რამდენიმე წლის წინ გაცემული ინტერვიუები შეცდომით ახალი ხომ არ ეგონაო, მაგრამ ნურას უკაცრავად - კელტი უსტაბაში ბარემ ათგზის გასაჯაროებულ აზრზე თურმე აქამდეც ჯიუტადა დგას.

რაგბის მამააო

ფიანმა ქუთათურ ყაიდაზე ბრძანა, "ექვსი ერი" სრულიად სანაკრებო რაგბის მამააო, რაზეც ვერავინ შეედავება - მორიგი ბრიტანული სეზონი 133ეა!

უფალმა ჯონმა მაგასაც გაუსვა ხაზი, რომ ტურნირს სარფი მოაქვს და ამდენად, მის მონაწილეებს სტატუსქვოს შენარჩუნება ხელს აძლევთ; მაგრამ აჭარბებს, როცა ამტკიცებს, ჩვენი დასი სხვა ევროპულ გუნდებზე უთუოდა და უთუმცაოდ ძლიერიაო - არადა, იტალიამ მსოფლიოზე 10 ქულითღა ძლია რუმინეთი.

ირლანდიელი ოღრაში არ მალავს, რომ რაგბის განვითარებაზე ზრუნვა "ექვსი ერის" "სულიერი მისსია" სულაც არაა, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ ოდესმე - მაგრამ არა უახლოეს მომავალში - შეიძლება რამე (!) შეიცვალოს.

ჰოდა, კიდევ დიდხანს არსადაც არ მიგვიღებენ, "ექვსი ერის" ბოლო ტურში კი - ბონუსის ჯიუტად უარყოფის გადამკიდე - გაჩაღდება ყარაჩოხლური ბურთაობა და ისევ ის იჩემპიონებს, ვინც მაჩანჩალას მეტი სხვაობით მოსრავს.

კვაჭები იყოჩეს

ევროპული რაგბის "ჟანრის კრიზისს" ისიც მოწმობს, რომ ექვსიდან ხუთ გუნდს უცხოელი მოძღვარი ჰყავს: კელტურ სამეულს - ზელანდიელები: ჯო შმიდტ (ირლ, ვორენ გეთლენდ (უელ, ვერნ ქოთერ (შტლ; ინგლისს - ავსტრალიელი ედი ჯოუნზ; იტალიას - ფრანგი ჟაკ ბრიუნელ; და საფრანგეთსღა წვრთნის იქაური გი ნოვესი.

ჯოუნზმა და ნოვესმა გუნდები მსოფლიო თასის შემდეგ ჩაიბარეს. ტულუზის ექსგურუ იქადნება, "ლე ბლესაც" შემტევ სტილში ავაბურთავებო, ედიმ კი თავზე ცივი წყალი გადაასხა პუბლიკას, ლაღი რაგბი სამხრეთული ფენომენია, ხოლო თქვენთან მატჩის ბედს სტატიკა, ღლეტვა  და კარში დარტყმა წყვეტსო.

შეიცვალა კაპიტანთა ნახევარიც. სამივე დაწინაურებული კვაჭია: გიან გირადო (სფრ, რორი ბესთ (ირლ) და თვით დილან ჰართლი (ინგ, ვისაც 2008 წლიდან 66 კეპი კი მოუხვეჭია, მაგრამ 54 კვირაც უუქმია მსაჯის გინების, თავის ძგერების, კბენის, თვალის თითყოფის, იდაყვისა და მუშტის ჩარტყმისთვის!

ორი კათხა იკმარეთო

ბესთმა შეცვალა პოლ ოქონელი. ირლანდიას საფუძვლიანად დაემტვრა ლუქ ფითსჯერალდი, ჯონათან სექსთონს კი ქრონიკულად ერყევა ტვინი. ჰართლის წინამორბედი, ქრის რობშოუ ძველებურად დგას მესამე ხაზში, ედი კი ბიჭებს სმას არ უკრძალავს და არიგებს, ორი კათხა იკმარეთ და 15-მდე ნუ ახვალთო.

უელსს აკლია სამი დაშავებული ბექი: ლი ჰაფპენი, რის ვებ და სქოთ ვილიამს და კაპიტანი სემ ვორბერთონიც ბევრი უცდება. შოტლანდიას ფორმაში ვერ ჰყავს გლაზგოელები - ფინ რასელ და სთიუართ ჰოგ, ხოლო საფრანგეთს სტარტზე თუმც აკლია ვეზლი ფოფანა, ნოვესმა აიმატა 7-კაცაში თავგამოჩენილი ფიჯელი, ვირიმი ნაკატავა.

იტალიის კვაჭად დაიწებს ალბანელი (!) ორნელ ჯეგა, ჩვენ კი 2019 წელს, იაპონიაში ასპარეზობა შარშანვე რომ დავიბევეთ, "რაგბი ევროპაზე იმადღა ვთამაშობთ, რომ სხვა ასპარეზი ჯერ არა გვაქვს და თანაც ახალგაზრდობა უნდა გავზარდოთ და გამოვაწრთოთ.

თაობათა მონაგარი

საქართველოსთვის ეგ ტურნირი მსოფლიოს შესარჩევი რომ აღარაა, როცა კვალიფიკაციის ჟამი მოატანს - 2017 ან|და 2018 წელს, სხვებს თურმე ჩვენთან ნათამაშევი აღარ ჩაეთვლებათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქომაგი ბორჯღალოსნებისგან სულ გამარჯვებას ითხოვს და თაობათა მონაგარსაც ჭირდება შენარჩუნება:

რაც უნდა იყოს, ერთათას-ყოფილის 8-გზის ფალავნები ვართ,
16 სეზონიდან ათში (!) პირველ ადგილზე დაგვიფინიშებია, 5-ჯერ სლემიც გაგვიხერხებია და ქულათა
85.6% მოგვიხვეჭია, მაშინ როცა ამავე პერიოდში "ექვს ერზე" საუკეთესოს, ინგლისის ანალოგიური მაჩვენებელია ოდენ 69.4%

წლეულს ჩვენი პირველი მეტოქე გერმანიაა, ვინაც "მესამე დონის" სარაგბო ქვეყანაა, ორწლიან ციკლში ბოლო ადგილზეა და ექვსეულში დასარჩენადღა იბრძვის. გერმანიას აქამდე შევხვედრივართ 4-ჯერ, ყოველთვის მოგვიგია და თან ისე ბარაქიანად, რომ სხვაობა +174 გვაქვს, ხოლო ლელოთა ფარდობა 28/2

საქართველო - გერმანია  >>   წარსული   30 მოვარჯიშე   23 მოთამაშე

 

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით (# პარ)

ექვსი ერი 2016

06/02

საფრანგეთი

18.25

იტალია

დოილ (ინგ)

06/02

შოტლანდია

20.50

ინგლისი

ლეისი (ირლ)

07/02

ირლანდია

19.00

უელსი

გარსეზ (სფრ)

13/02

საფრანგეთი

18.25

ირლანდია

პეიპერ (აფრ)

13/02

უელსი

20.50

შოტლანდია

ქლენზი (ირლ)

14/02

იტალია

18.00

ინგლისი

ჯექსონ (ზელ)

26/02

# უელსი

24.05

საფრანგეთი

ბარნს (ინგ)

27/02

იტალია

18.25

შოტლანდია

პეიპერ (აფრ)

27/02

ინგლისი

20.50

ირლანდია

პუატ (სფრ)

12/03

ირლანდია

17.30

იტალია

გარდნერ (ავს)

12/03

ინგლისი

20.00

უელსი

იუბერ (აფრ)

13/03

შოტლანდია

19.00

საფრანგეთი

ჯექსონ (ზელ)

19/03

უელსი

18.30

იტალია

პუატ (სფრ)

19/03

ირლანდია

21.00

შოტლანდია

გაიუზერ (სფრ)

19/03

საფრანგეთი

24.00

ინგლისი

ოუენს (უელ)

<<  16 სეზონის (2000-2015) ჯამი

ქვეყანა

%

  მ-წ*  

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

ინგლისი

69.4

55-24*1

2218:1257

+961

4

1

-

ირლანდია

67.5

53-25*2

1952:1449

+503

3

1

-

საფრანგეთი

66.3

52-26*2

2002:1425

+577

5

3

-

უელსი

56.3

44-34*2

1834:1723

+111

4

3

1

შოტლანდია

25.0

19-59*2

1256:2000

-744

-

-

3

იტალია

15.6

12-67*1

1160:2568

-1408

-

-

5

<<  "ექვსი ერის" ჩემპიონები

საფრანგეთი

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

ინგლისი

2000

2001#

2003^

2011

უელსი

2005^

2008^

2012^

2013#

ირლანდია

2009^

2014#

2015#

 

^ სლემ (10 ქ)  # უკეთესი სხვაობითღავთ = ვაითვოშ (0 ქ)

 

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2016

06/02

საქართველო

ავჭალა 14.00

გერმანია

ბიურლე (ბელ)

 

რუსეთი

სოჭი 16.00

ესპანეთი

პირს (ინგ)

 

რუმინეთი

კლუჟი 19.15

პორტუგალია

ატორასაგასტი (ესპ)

13/02

პორტუგალია

ლისაბონი 19.00

საქართველო

დევის (უელ)

 

ესპანეთი

მადრიდი

რუმინეთი

_ (სფრ)

 

რუსეთი

სოჭი 16.00

გერმანია

ლიპერინი (იტა)

27/02

საქართველო

ვაკე

ესპანეთი

ვაითჰაუს (უელ)

 

რუმინეთი

იაში

რუსეთი

ლინთონ (შტლ)

 

გერმანია

ჰანოვერი 18.00

პორტუგალია

_ (ირლ)

12/03

რუსეთი

სოჭი

საქართველო

_ (ინგ)

 

რუმინეთი

იაში 18.00

გერმანია

ბლესანო (იტა)

 

ესპანეთი

მადრიდი

პორტუგალია

_ (ირლ)

19/03

საქართველო

დინამო

რუმინეთი

ტრენინი (სფრ)

 

გერმანია

კელნი 17.30

ესპანეთი

პეტრესკუ (რუმ)

 

პორტუგალია

ლისაბონი 19.00

რუსეთი

შარაბა (სფრ)

<<   "რაგბი ევროპის" (ერთა თასის) ოფიციალური ჩემპიონები

საქართველო

8

2001

2007/8

2009

 

 

 

 

2011

2012

2013

2014

2015

რუმინეთი

4

2000

2002

2005/6

2010

 

პორტუგალია

1

2003/4

     

 

<<   ყოველწლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები

     ^ სლემი (ხუთივე მატჩში გამარჯვება)

საქართველო

10

2001^

2005

2007

2008^

2009

 

 

2011^

2012

2013

2014^

2015^

რუმინეთი

5

2000

2002^

2004

2006

2010

პორტუგალია

1

2003^

.

.

.

.

<<   16 სეზონის ჯამი (2000-2015)

ქვეყანა

  %

  მ-წ*ფ$პრ

ჩმ

უ6

სლ

გდ

საქართველო

85.6

16

80

64-12*4$10

8

10

5

-

რუმინეთი

78.4 16 80

58-20*2$15

4 5 1 -

რუსეთი

62.2 15 74

42-29*3$10

- - - -

მაროკო

60.0 1 5

  3-2

- - - #

პორტუგალია

48.1 16 80

35-42*3$8

1 1 1 -

ესპანეთი

36.1 14 70

21-46*3$11

- - - 1

ჩეხეთი

20.7 6 29

  6-23

- - - 1

ბელგია

15.0 2 10

  0-9*1$4

- - - 1

ჰოლანდია

  6.7 3 15

  1-14

- - - 1

უკრაინა

  6.3

4

20

  1-19$1

-

-

-

2

გერმანია

  1.7

3

15

  0-15$1

-

-

-

1

% = (4*+2*+ პრ) / (4*) * 100

ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, უ6 "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა (# გარიცხეს)