ძმების აღლუმი

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის 12-გზის ფალავანმა, ზელანდიამ ისევ დრამატულად მოიგო ფინალი და ქულებით ლიდერებს გაუტოლდა

ველინგთონის დასმა უკლებლივ - და სერიის ისტორიაში პირველად - იჩაუქა სიდნის "ალიანსზე". შაბათს მზის გულზე 36 218 მოსეირე მოგროვდა, კვირას - 37 095

ტულონმა ქვეიდ ქუპერი გაათარხნა, მაგრამ ფანთა კერპს შინ ჩასვლა დაუგვიანდა და რაზმში ვეღარ მოხვდა, კივმა დოსტმა - სონიბილ ვილიამსმა კი ურჩია თავისსავით მოკრივეს, საშვიდკაცოდ ახალი წყვილი ფილტვი დაგჭირდებაო.

უმწიფარი სპორტი

ზემოთ, ანუ თასზე, იგივე 8 გუნდი გავიდა, რაც ზელანდიაში.
23 პულური მატჩი უსენსაციოდ გაილია, ბოლო კი 12 ქულით ჩამორჩენილმა კივებმა მაინც გაუფრევეს ოზებს * 17:17  
ვიდეო

ვიდეოზე ჩანდა, რომ ზელანდიამ იყალთაბანდა და გადამწყვეტ მომენტში რვა (!) კაცით უტია, მაგრამ რაგბი ხელბურთსა და ყინულის ჰოკეიზე უმწიფარი სპორტი რომაა, მახვშები საკითხს უკვე მეხუთე დღეა, იძიებენ და პრესრელიზის თანახმად, ისიც ვერ გადაუწყვეტიათ, დამრღვევი დასასჯელია თუ არა.

არადა, სერიის ცხრილში ქულ(ებ)ის დაქვითვას წინა რა შეიძლება დაუდგეს: კივთა ავტორიტეტი თუ XIX საუკუნის (ცრუ)ფასეულობები?

უმანგას შეგირდები

ჟანრის კანონია და ფინალში ისევ ტასმანელი მეზობლები შეიყარნენ. აფრიკელი ზანგი რეფი მაგრად მისდგა კივებს, ამჯერად მაინც უნდა გავაჩინო სამართალიო, და სონიბილიც კი გაასინბინა კისერში ბოჭვისთვის.

ზელანდია სულ მისდევდა ავსტრალიას. ბოლო წამებზე ოზებს ქიქოფიდან ბურთის შენარჩუნება და დაუქმება აძლევდათ ხელს, მაგრამ კივებმა ჰენრი სპეითი მოლში გააკავეს, ხოლო შერკინებიდან, სირენის შემდეგ, რიკო იოანემ ჰეთთრიქი გაასრულა * 27:24

რიკო 18 წლისაა, მისი წვეროსანი ძმა, აკირა კი - ოცის. ორივენი ტანა უმანგას ზე 18-ის კლუბს, ოქლენდის "ბლუზს" ეკუთვნიან. აკირა ფინალის გმირად სცნეს, 7 ლელოს გამტანი რიკო - ეტაპის უმარგესად, მადაზე მოსული სიდნი კი ითხოვს, საბურთაო შოუ სამ დღემდე დამაგრძელებინეთ და ქალთა ეტაპიც მიბოძეთო.

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

IV ეტაპი * 6-7/02 @ სიდნი (ავს)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია(+50) ავსტრალია(+31) 2-0*1 / პორტუგალია 1-2, კანადა 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, კენია 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-3
(გ) ფიჯი 3-0, არგენტინა 2-1 / სამოა 1-2, საფრანგეთი 0-3
(დ) ინგლისი 3-0, შტატები 2-1 / უელსი 1-2, იაპონია
# 0-3

<<  მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 24:7 შტატები (დ2)   ვიდეო
ფიჯი (გ1) 28:12 კენია (ბ2)   ვიდეო
ინგლისი (დ1) 12:17 ავსტრალია*დდ (ა2)   ვიდეო
აფრიკა (ბ1) 26:0 არგენტინა (გ2)   ვიდეო

<<  ნახევარფინალი

ზელანდია 14:12 ფიჯი   ვიდეო
ავსტრალია 12:7 აფრიკა   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  უელსი 26:19 რუსეთი
ფიალა (IX)  კანადა 17:12 სამოა
სინი (V)   არგენტინა 24:0 კენია   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  ფიჯი 26:12 აფრიკა   ვიდეო
თასი (I) 
ზელანდია 27:24 ავსტრალია   ვიდეო

<<  ზელანდია

1 აკირა იოანე, 2 თიმ მიქელსონ^კაპ, 3 სონიბილ ვილიამს, 6 კურტ ბეიქერ, 10 რიკო იოანე, 11 ჯო ვებერ, 12 მისიმოა ლემ * 4 არდი სავეა, 5 რეგან ვეა, 7 დიჯეი ქოლიე, 8 გილის კაკა, 9 ოგასთინ პულუ * მწ) გორდონ თიჩენს

<<  ქულა (+000 სხვაობით)

69 ფიჯი+432 (თ: დუბაი; აფრიკა+374 (თ: ქეიპთაუნ; ზელანდია+189 (2თ: ველინგთონ სიდნი; 54 ავსტრალია+123, არგენტინა-67; 51 ინგლისი;
49 შტატები; 42 კენია; 29 საფრანგეთი; 28 სამოა; 27 შოტლანდია;
21 კანადა; 14 უელსი; 8 პორტუგალია; 7 რუსეთი
(ბოლო ვარდება) /
8 იაპონია
###  1 ზიმბაბვე#

<<  გასამართია

5

4-6/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

12-13/03

ვანქუვერ

(კან)

7

8-10/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

16-17/04

სინგაპურ

(სნგ)

9

14-15/05

პარიზი

(სფრ)

10

20-22/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (140 ეტაპი:
54 ზელანდია - 28 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

www.000webhost.com