სასტიკად რომ ვათრიეთ

   "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მეორე შაბათს ბორჯღალოსნებმა ლისაბონურ ავდარში გააბითურეს ლობუში და ეულად გალიდერდნენ

დროება იცვალა: ევროპის იქედა კიდეზე კვირასვე გავფრინდით და ბანაკი დავეცით, მასპინძელმა კი შუა კვირაშიღა შეკრიბა რაზმი და წასაგებად განწირულმა, კანონიც არად ჩააგდო - დანომრილი რაზმი დადგენილზე 27 საათით გვიან გამოაქვეყნა.

ციოდა, წვიმდა და ქარშიც ჭირდა ხელდახელ ბურთაობა. ბანკეტის მოიმედე კელტმა რეფმა პირველსავე შეტევაში, 15 წამზე დაგვაჯარიმა, 12 წუთზე კი ბურჯიც გაგვისინბინა ჩარაქვისთვის. იმათ გვიტიეს ფაზურად, მაგრამ 40-მეტრა წყვეტილს ვერ გადმოცდნენ.

შერკინებაში სამჯერ სასტიკად რომ ვათრიეთ ლობუში, პირველი შტურმი 18 წუთზეღა მოვახერხეთ და ახლოდან შევაგდეთ ჯარიმა, მაგრამ ოღრაშული ტრადიციით, უმალ ბლოკირება დაგვაბრალეს * 3:3

ექსპრესივით მოლი

თანდათან ყველაფერი მოწესრიგდა. თავგამოდებით მორაგბე მეტოქე დაიღალა. მეოთხე თრევა ლობუშის 3 ნომრის გაგდებით დასრულდა. ჰოდა, წყვილი ლელო 7 წუთის ინტერვალით დავდეთ:

დერეფანში აგორებულმა მოლმა ექსპრესივით იარა 25 მეტრი, ვასო ლობჟანიძემ კი მოკლე ფრთაზე შეუტია და შიგნით დაუბრუნა მერაბ კვირიკაშვილს * 15:3

მალე რეფმა იმათ უკარნახა, 20 წამიღა რჩებაო, მაგრამ გადაიფიქრა, ტაიმი 5 წუთითაც გააგრძელა და არეულ თამაშში თაზო მჭედლიძემ კინაღამ დადო ლელო, მეორის დასაწყისში კი ზურაბ ჟვანიამ დააგვირგვინა ძალური სოლოები * 22:3

ბური ფდტორნი რომ ეურჯუკა ლაშა ლომიძეს, ლუზიტანები კაცნაკლულნი დარჩნენ, ბურთი კი ხაზზე ჩათამაშდა და სანდრო თოდუამ შიგნით დაუბრუნა მერაბ შარიქაძეს * 29:3

თებერვალშივე 700 ?

ამით დავიბევეთ ბონუსი და თამაშმა აზრი დაკარგა. მეკო ალბათ თებერვალშივე დაძლევს 700-ქულიან მიჯნას, "ზუკოსა" და "ბუკას" კი ორ-ორი ლელოღა უკლიათ ათამდე. რაც შეეხება პორტუგალიას, იქ რაგბი თავდაღმართში მიექანება: 17 ნომერი კვაჭს აწერია, 18 - მესამე ხაზელს, 23 - ბურჯს, საითს კი Râguebi მენიუდან სულ ამოუღია.

უელსურ ბრიგადას რომ გაუგრძელდა დროსტარება, "რაგბი ევროპის" საითზე "კომისრის ოქმი" ჯერაც არა დევს, სხვაგან კი რაგბიცა და სთრიმვაც ჩინებულად ჩატარდა.

პრემიადაბევებული რუსეთი 13 კაცის ამარა რომ დარჩა, გერმანია 7 ქულამდე წამოეწია, მაგრამ ბოლოს მაინც მოისრა * 46:20, ესპანეთი კი საათის თავზეც უგებდა რუმინეთს, მაგრამ მერე ფლორინ ვლაიკუმ ერთი შორიდან შეაგდო და ერთიც ახლოდან * 21:18

მადრიდში თამაში ისევ ძველ სტადიონზე იყო და არც ბურთის მიმტანები ჰყავდათ. რაგბი ამ არენას თურმე იმად ერთგულობს, რომ მუქთია და ქალაქის ცენტრშია, მაგრამ "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიცაა" და ამდენად, მისი გათანამედროვება არ შეიძლება.

 

*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2016

მეორე რაუნდი

<<  საქართველო$ 29:3 პორტუგალია     შარშან

  წარსული   23 მოთამაშე   გუნდები+მსაჯები  

საქ: კვირიკაშვილი (აფციაური 68) მჭედლიძე კაჭარავა შარიქაძე თოდუა <10-9> ხმალაძე (მალაღურაძე 56) ლობჟანიძე (ბეგაძე 59) / ნარიაშვილი (ასიეშვილი 54) მამუკაშვილი (ჟვანია 23) ქუბრიაშვილი სბ 12 (ფეიქრიშვილი 54) ჩხაიძე ნემსაძე (ვ.მაისურაძე 54) სუთიაშვილი^კაპ თხილაიშვილი (ფეიქრიშვილი 15-22, გორგაძე 60) ლომიძე - 4ლ: თხილაიშვილი კვირიკაშვილი ჟვანია შარიქაძე; 3გ ჯ: კვირიკაშვილი

პორ: პ.ბეტანკურ (ნ.ბეტანკურ 65) სოუზა-გედეშ ვარეტა ვილელა (ფ.აპლეტონ 60) ნორონია <10-9> ტ.აპლეტონ მაგალიაიშ^კაპ / მედეირუშ (კონდე 52) დინიზ (ტაჯერ 48) როშა სბ 32 (დომინგეშ 52) სერკინიუ (ვასალუ 60) გ.უვა (ფანდენტორნ 52, სბ 62) ვაზ (გრიხ 60) მასედუ (დომინგეშ 40+2 - /) პურტელა - ჯ: გედეშ

რეფ ი.დევის (უელ) 13/02
@ ლისაბონი, უნივერსიტეტი (
2 ათასი  ვიდეო

სბ(12ს) 3:0(20) 3:3(22) სბ(32პ) 8:3(33) 15:3(39) ნახ(40+5) /
22:3(43) სბ(62პ) 29:3(67
$)

<<  რუსეთი$ 46:20 გერმანია

7ლ: გალინოვსკი გრესევ რუდოჲ (3 7) შჩერბან კუშნარჲოვ ბაბაევ;
4გ: გაისინ 3, კუშნარჲოვ; : გაისინ სბ გალინოვსკი გრესევ ზიკოვ -

2ლ: ოტო ელს; 2გ 2ჯ: ჰილზენბეკ

რეფ ლიპერინი (იტა) 13/02 @ სოჭი, ჲუგ (_)

3:0(13) 10:0(17) 10:3(19) 15:3(23) 22:3(27) 22:6(29) სბ(32რ) / 27:6(46$) სბ(53რ) 27:13(55) სბ(59რ) 27:20(63) 34:20(68) 39:20(71) 46:20(78)

<<  ესპანეთი$ 18:21 რუმინეთი

2ლ: ასკარა; გ 2ჯ: ლინქლეითერ სბ ბელი -

2ლ: მაკოვეი პოპირლან; გ 3ჯ: ვლაიკუ

რეფ რუის (სფრ) 13/02 @ მადრიდი, სენტრალ (7 ათასი)

3:0(11) 6:0(21) სბ(26ე) 6:5(27) 13:5(37) /
13:12(45) 13:15(48) 18:15(59) 18:18(66) 18:21(70)

*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2016

06/02

საქართველო $

59:07

გერმანია

ბიურლე (ბელ)

 

რუსეთი

22:20

ესპანეთი $

პირს (ინგ)

 

რუმინეთი $

39:14

პორტუგალია

ატორასაგასტი (ესპ)

13/02

პორტუგალია

03:29

საქართველო $

დევის (უელ)

 

რუსეთი $

46:20

გერმანია

ლიპერინი (იტა)

 

ესპანეთი $

18:21

რუმინეთი

რუის (სფრ)

2 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

 მ-წ

$

საქართველო

10

+78

13/01

088:010

2-0

2

რუსეთი

9

+28

10/04

068:040

2-0

1

რუმინეთი

9

+28

07/04

060:032

2-0

1

ესპანეთი

2

-5

04/05

038:043

0-2

2

პორტუგალია

0

-51

02/09

017:068

0-2

0

გერმანია

0

-78

03/16

027:105

0-2

0

ქულა:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)  

ტოლობაზე:  ჯერ პირადში 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო,
                       3) გატანილი ქულა;  მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა   
ოფიციოზი

გავარდნა (2015+2016)  გერ 1, პორ 5, ესპ 16, რუს 22, რუმ 24, საქ 31

27/02

საქართველო

ვაკე

ესპანეთი

ვაითჰაუს (უელ)

 

რუმინეთი

იაში

რუსეთი

ლინთონ (შტლ)

 

გერმანია

ჰანოვერი 18.00

პორტუგალია

_ (ირლ)

12/03

რუსეთი

სოჭი

საქართველო

_ (ინგ)

 

რუმინეთი

იაში 18.00

გერმანია

ბლესანო (იტა)

 

ესპანეთი

მადრიდი

პორტუგალია

_ (ირლ)

19/03

საქართველო

დინამო

რუმინეთი

ტრენინი (სფრ)

 

გერმანია

კელნი 17.30

ესპანეთი

პეტრესკუ (რუმ)

 

პორტუგალია

ლისაბონი 19.00

რუსეთი

შარაბა (სფრ)

28 წლის (1989-2016) მონაგარი

186 თამაში (75 შინ, 72 გარეთ, 39 ნეიტრ)
112 მოგება - 68 წაგება * 6 ფრე
ქულა 
4274:3418 (+856)
ლელო 
506/348 (+158)

>>  17 ერთა თასზე (2000-2016)

82 (40შ 39 3ნ)  66-12*4
ქ 
2508:1017 (+1491)  ლ 326/80 (+246)

>>  პორტუგალიასთან (1997-2016)

20 (9შ 11)  14-4*2  469:268  ლ 55/16

>>  237 ბორჯღალოსანი

95 ბექი, 133 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
242, ხოლო ფორვარდებმა 264 ლელო

>>  ბორჯღალი (კეპი)

89 კვირიკაშვილი კაჭარავა; 88 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე; 65 გორგოძე;
64 ა.გიორგაძე შველიძე მალაღურაძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

681 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
1
76 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 18 ურჯუკაშვილი;
17 კაჭარავა; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე; 14 უდესიანი;
13 კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე  ნემსაძე