მეტი სარფი და ინტრიგა

   რაგბეთის უეშხიანესი შეჯიბრი კიდევ იზარდა, ზე 18-ად იქცა და ისეთი ფორმულა დაიდგინა, რომ ფანობა შფოთავს, ემანდ უღირსმა არ იფალავნოსო

2016 წლის განრიგი  pdf  KA  EN

20 წლის ჯამი (1996-2015)  EN

2015

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2014

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2013

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2012

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2011

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

ზერაგბის 21-ე სეზონი პარასკევს, სამი მატჩით იწყება. პირველი რაუნდი შაბათს, კიდევ ექვსით გასრულდება, მერე კი, დასკვნით სამ რაუნდამდე, 18 მონაწილე ორ-ორჯერ იუქმებს, რითაც 17 კვირაში თითოს 15 მატჩი გამოუვა.

სანამ სამხრეთულ დასში 12 ან 14 გუნდი იყო, იმართებოდა კლასიკური წრე და 4-გუნდა პლეიოფი.  2011 წლიდან ზე 15 ამერიკულ სისტემაზე გადავიდა: ამქარი სამ, "ეროვნულ" ხუთეულად დაიყო, განრიგი კი ისე შედგა, რომ ახლობლებს ხშირად ერაგბებოდი, ხოლო შორებლებს - იშვიათად.

ახლა დასს კიდევ სამი წევრი რომ შეემატა, კონფერენცია უკვე ოთხია. რა თქმა უნდა, ჯობდა 18 გუნდის სამ ექვსეულად განაწილება, მაგრამ ჭირვეულმა აფრიკამ არა ჰქნა! ჰოდა, არგენტინის კლუბს ვინ ჩივის, იაპონიაც მას მიება, ცხრილში კი, თვალსაჩინოებისთვის, მეოთხე ფერიც - ლურჯი შემოვიტანეთ.

მაინც ფალავნობს ხოლმე

მახვშები თავიანთი გათვლებით უძღვებიან საქმეს, კლუბები, მედია და ქომაგები კი ფორიაქობენ, აბა, სადაური წესია, ამ სეზონში შავები რომ არ ეთამაშებიან მწვანეებს, ხოლო ყვითლები - ლურჯებს; რომელიმე დაჯგუფება სუსტი რომ გამოვიდეს, მაგით სამართალი პურს ვერ ჭამსო.

კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, მართლები არიან, მაგრამ საზოგადო კანონზომიერებაა, რომ როცა შოუ ფრთებსა შლის და ახალ ბაზრებს იპყრობს, ოდინდელი ფასეულობები უკანა პლანზე გადადის, წინაზე კი სარფი და ინტრიგა ჯდება.

სხვაფრივ, როგორც ამერიკულ-ავსტრალიური გამოცდილება მოწმობს, უძლიერესი ბოლოს მაინც ფალავნობს: ჯერ მარათონში ცხრილის ზედა ნაწილში დააფინიშებს და პლეიოფში გავა, მერე კი სპრინტში სათითაოდ - ხშირად სტუმრადაც - გააბითურებს ხოლმე მეტოქეებს.

ამდენს რა იფრენს

სამიდან ორი ახალი მონაწილე (იაპონია, არგენტინა) თავის რეგიონში მარტო რომაა, ფრენაც სხვებზე ბევრად მეტი მოუწევს. დაუმატეთ ამას ბიოლოგიური საათის (ძილ-ღვიძილის) გადაწყობის აუცილებლობა და ადვილად მიხვდებით, თუ სამხრეთელ ბებრებს რად უჭირავთ თვალი ევროპაზე:  ძველ "ხუთ ერში" ხელფასი ბევრად მეტია, მეტწილად შინა ხარ და რაგბის დონეც (ტემპი, სიხისტე, ტექნიკა) დაბალია.

მსოფლიო თასით 4-წლიანი ციკლი რომ დასრულდა, ეგრე საშოვარზე წავიდნენ: დენ ქართერი, მაჰა ნონუ, კონრად სმითი, ძმები დიუპლესები, ჟან დევილიერსი, დვეინ ფერმიულენი, ქვეიდ ქუპერი, ვილ გენია, ადამ ეშლი-ქუპერი; ოლიმპიური ოქროს ხათრით 7-კაცაობს სონი-ბილ ვილიამსი. რიჩი მაკქოუ კი სულაც პენსიაზე გავიდა.

2016

ფრენა

ბიო

მწვრთნელი

სტაჟი

კაპიტანი

იაპ

88183

34

ჰემით

0

ჰორიე

არგ

71816

44

პერეს

0

კრევი

ფორ

62877

34

მ.ფოლი

3

ჰოჯსონ

ბულ

61726

38

მარე

0

სტრაუს

სთო

59518

38

ფლეკ

0

დეიონხ | მალჰერბე

რბლ

57321

30

მაკგან

2

სთერზაქერ

ლნზ

53723

30

აკერმან

3

ვაითლი

ვრთ

49170

26

გიბსონ

0

დენის | ჰუპერ

შრქ

47688

30

გოულდ

1

ლემბი

ჩიფ

47160

36

რენი

4

ქეინ | ქრუდენ

ჩტზ

45435

28

ფ,სმით

0+

ფენტერ

ჰლნ

43350

32

ჯოზეფ

5

ბ.სმით | ქრისთი

ქნგ

42720

30

დევიდს

0

საიქს

ჰრქ

40667

32

ბოიდ

1

ქოულზ

რედ

36068

24

გრემ

2

სლიპერ

ბრმ

33755

24

ლარქემ

2

მორ | ლეალიაფანო

ბლუ

33443

24

უმანგა

0

კაინო

ქრს

32791

24

ბლექედერ

7

რიდ

ფრანგული ვარიაცია

წელს 18-დან 8 გუნდს (რა თქმა უნდა, სამივე ახალბედას) ახალი მწვრთნელი ჰყავს - გამაჩანჩალებულ "ბლუზს" თვით ტანა უმანგა დამოძღვრავს; გამოცდილები - თოდ ბლექედერი (ქრს) და ჯემი ჯოზეფი (ჰლნ) კი ბოლო სეზონს ატარებენ.

უპირობო ბონუსი რას მიქვიაო და ამ სისტემის მომგონმა სამხრეთმა გადაიღო "ფრანგული ვარიაცია" - სამი ლელოთი მეტი, რაიც ჩვენთან 2012 წლიდან მოქმედებს.  ერთი კია, ზერაგბს ბონუსის მისათვლელად მოგება აუცილებლად არ მიაჩნია, ანუ შეგიძლია ცოტათი  და საწყლად - ჩვენ ლელოები, იმათ გოლები - წააგო და მაინც მოინაგრო 2 ქულა.

სიახლეა ისიც, რომ სირენის შემდეგ შეგიძლია ჯარიმა კიდეზე გადაიტანო და დერეფნიდან შეუტიო. ივნისი უწინდებურად ტესტებს დაეთმობა და ზე 18 შეწყდება; იაპონია "მწვანეებს" აფრიკასთან უფრო ახლოს - სინგაპურში მიიღებს, რაკი ამათ ყოველ წელს უწევთ "მზის მგლებთან" სტუმრობა, ჩიფსი - ქრუსეიდერზი კი 1 ივლისს, სულაც სუვაშია (ფიჯი) დანიშნული.

 

ზე რაგბი 2016

დაწყებამდე = 0 რაუნდი

შარშანდელის მიხედვით

1

ჰლნ

ჰაილენდერზ

მთიელები

დანიდინ

2

ვრთ

ვორათაზ

[ყვავილია]

სიდნი

3

სთო

სთორმერზ

ტაროსი

ქეიპთაუნ

4

ლნზ

ლაიონზ

ლომები

იოჰანესბერგ

5

ჰრქ

ჰარიქეინ%

გრიგალები

ველინგთონ

6

ბრმ

ბრამბიზ %

ველის რაშები

კანბერა

7

ჩიფ

ჩიფს %

ბელადები

ჰემილთონ

8

ბულ

ბულზ %

ხარები

პრეტორია

9

ქრს

ქრუსეიდერზ

ჯვაროსნები

ქრაისთჩერჩ

10

რბლ

რებელზ

მეამბოხეები

მელბურნ

11

შრქ

შარქს

ზვიგენები

დურბან

12

ჩტზ

ჩიტაზ

ავაზები

ბლუმფონტეინ

13

რედ

რედს

წითლები

ბრისბენ

14

ბლუ

ბლუზ

ლურჯები

ოქლენდ

15

ფორ

ფორს

ძალა

პერთ

16

ქნგ

ქინგზ

მეფეები

პორთ ელიზაბეთ

17

სნვ

სანვულვზ

მზის მგლები

ტოკიო

18

ხგრ

ხაგუარეს

იაგუარები

ბუენოს აირეს

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; 8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო პრემია $
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეიოფში გადის
8 მოწინავე: ოთხივე კონფერენციის ჯილა  = სხდებიან ზედა ოთხეულში
და ოთხიც მდევრებში უკეთესნი % სამი  შავი  |  ყვითელი   და  ერთი  მწვანე  |  ლურჯი

2016 წლის განრიგი  pdf  KA  EN

20 წლის ჯამი (1996-2015)  EN

 

* პირველი რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი EN
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 26/02

ბლუ.ზელ

10.35

ჰლნ.ზელ

ბრმ.ავს

12.40

ჰრქ.ზელ

ჩტზ.აფ1

21.00

ხგრ.აფ2

შაბ 27/02

სნვ.აფ1

08.15

ლნზ.აფ2

ქრს.ზელ

10.35

ჩიფ.ზელ

ვრთ.ავს

12.40

რედ.ავს

ფორ.ავს

14.50

რბლ.ავს

ქნგ.აფ2

17.00

შრქ.აფ2

სთო.აფ1

19.05

ბულ.აფ1