თვისტომებს მიუძღვნეს

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის იანკურ ეტაპზე შედგა ტულონელთა -  ქვეიდ ქუპერისა და ბრაიან ჰაბანას დებიუტი, ჩემპიონი კი მაინც ნაციკლონარი ფიჯი გახდა

ამბიციურმა ტულონმა (ანუ მურად ბუჯელალმა) მოწყალება გაიღო და ოზი და იაპი ვარსკვლავები "სახალისო რაგბის მოხეტიალე ცირკში" მიავლინა, ესაო და ფანობა ხომ ისიამოვნებს და ღვალწმოსილი ბებრები ბოლოს ეგებ რიოს ოლიმპიადაზეც მოხვდნენო

იგივე ზეამოცანა რომ დაუსახავთ, ჩიფსის ლიდერებმაც - სონიბილ ვილიამსმა და ლიამ მესამმა წლეულს თვით ზე 18-ს უგანეს და დაშვიდკაცაობენ, მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობს ჯეელობა: ჰარიქეინი არდი სავეა და ბლუზის წევრი ძმები - აკირა და რიკო იოანეები ჩრდილო ამერიკაში არ გაჰყვნენ "ოლ ბლექს სევენსს"

სერიის 12-გზის ფალავანმა კივებმა ნევადის უდაბნოში მუხლ შესიებული სონიბილიც მოისაკლისეს, პულში 0:22 მოისრნენ კენიასთან ვიდეო, მეოთხედფინალში ორი ლელო მიირთვეს აფრიკელ სიბელო სენატლასგან, სინსღა დაჯერდნენ და ქულებით ისევ ჩამორჩნენ ფიჯსა და "ბლიც ბოკეს"

დასწრება მატულობსო

იანკები ეტაპს მსოფლიოს სამორინე მექაში, ლას ვეგასში ატარებენ და თანაც სამ დღედ: პარასკევს ორი პულური რაუნდია, შაბათს - მესამეც და მეოთხედფინალი, ხოლო კვირას - ნახევარფინალი და ფინალები. დასწრებაც "სემ ბოიდის" სტადიონზე, თუ "მსოფლიო რაგბს" დაეჯერება, მატულობს - 18 441 (პარ), 35 716 (შაბ) და 25 981 (კვი)

ამჯერად ისეთი ქარი ქროდა, რომ მოედანზე ნაგავი დაფრინავდა და კარის ძელებიც ირწეოდა. პატრიოტ ამერიკელებს, რაღა თქმა უნდა, თავიანთი "არწივების" მეტი არავინ აინტერესებდათ. ამათ - ქარლინ აილზმა, პერი ბეიქერმა, ზექ თესთმა და კომპანიამ 6 თამაშიდან ორადორი მოიგეს, მაგრამ IV ადგილი კი დაიკავეს და ქულებითაც მეხუთეს იყოფენ

სინბინიანი ლელოები

ჰაბანას 7-კაცა 12 წელი იყო, აღარ ეთამაშა, მაგრამ საიმედოდ ირაგბა. ვეტერანი აშკარად დაჩრდილეს ჯეელმა, დალალებიანმა ზანგებმა. მათგან საუკეთესომ, სენატლამ ეტაპზე 11 ლელოც კი გაიტანა, მაგრამ მაქედან რა ხეირი?

ნახევარფინალში, ავსტრალიასთან, როსკო სპეკმანმა წყვილი, სინბინიანი საჯარიმო ლელო მიიღო და აფრიკამ ფინალს ვეღარ უწია

ქვეიდს ფინალამდე არა უშავდა რა. ავსტრალიამ ფიჯი პირველ ტაიმში 3-ჯერ დაალელოვა, მაგრამ ქარში გარდასახვები ააცილა * 15:0

მეორეს დასრულებას 4-ნახევარი წუთი უკლდა, ქუპერმა მეტოქის ლელოსთან, კიდეს რომ გაარტყა გადაკიდებული, მაგრამ შემდეგსავე შეტევაში, ხაზამდე 1 მეტრზე, დაჭერილს ხელიდან გაუვარდა. ჰოდა, კუნძულელებმა კარის ხაზის იქედან დაიწყეს კონტრ-იერიში და სავენათა რავათამ 90 მეტრი ირბინა * 21:15

პირველად დარბაზში

ქვეიდმა მერე გრძელი პასიც სცადა, მაგრამ ქარმა ოვალი წინ წაიღო, ფიჯის კაპიტანმა ოსეა კოლინისაუმ კი სირენის შემდეგ თავისი (!) ლელოს უკანა ხაზი ფინტებით გადაკვეთა. ასე წააგეს ოზებმა ზედიზედ მეორე ფინალი, ფიჯი კი ეტაპის სტარტზე, სულ ბოლოსღა ძლია მეზობელმა სამოამ * 28:24

ფიჯელებმა ნევადური ტიტულის დაცვა თებერვალში, ქარიშხალ "ვინსთონის" მიერ 42 დაღუპულსა და 62 ათას უსახლ-კაროდ დარჩენილ თვისტომს მიუძღვნეს, ჰაბანა და ქვეიდი კი ამ ვიქენდზეც, ვანქუვერში (ბრითიშ ქოლამბია) შეაქცევენ ფანობას

იქ ქარი მოპასავეებს ვეღარაფერს დააკლებს, რაკი 7-კაცა პირველად გაიმართება ... დარბაზში!

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

V ეტაპი * 4-6/03 @ ლას ვეგას (აშშ)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) კენია 3-0, ზელანდია 2-1 / რუსეთი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) ავსტრალია 3-0, იაპონია
# 1-1*1 / შოტლანდია 1-2, ინგლისი 0-2*1
(გ) ფიჯი
^ არგენტინა 2-1 / საფრანგეთი^ სამოა 1-2
(დ) აფრიკა 3-0, შტატები
1-1*1 / უელსი 1-2, კანადა  0-2*1

<<  მეოთხედფინალი

კენია (ა1) 14:26 შტატები (დ2)   ვიდეო
ფიჯი (გ1) 43:7 იაპონია (ბ2)   ვიდეო
აფრიკა (დ1) 14:7 ზელანდია (ა2)   ვიდეო
ავსტრალია (ბ1) 26:12 არგენტინა (გ2)   ვიდეო

<<  ნახევარფინალი

ფიჯი 21:14 შტატები   ვიდეო
ავსტრალია 14:12 აფრიკა   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  სამოა 24:12 კანადა
ფიალა (IX)  უელსი 28:14 საფრანგეთი
სინი (V)   ზელანდია 27:7 იაპონია   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  აფრიკა 21:10 შტატები   ვიდეო
თასი (I) 
ფიჯი 21:15 ავსტრალია   ვიდეო

<<   ფიჯი

1 ნემანი ნანგუსა, 2 ჯასა ვერემალუა, 5 პიო ტუვაი, 7 ოსეა-რამონდი კოლინისაუ^კაპ, 9 სერემაია-ჯერი ტუვაი, 11 სავენათა რავათა,
12 ვატემო რავოუვოუ * 3 მასივესი ნდაკუვანქა, 4 ისაკე კატონიმბაუ, 6 ამენონი ნასილასილა, 8 ჯოსუა ვითი, 10 კიტიონე ტალინგა-ნდავაი * მწ) ბენ რაიან (ინგ)

<<  ქულა (+00 სხვაობა)

91 ფიჯი (2თ: დუბაი ლას-ვეგას;
86 აფრიკა (თ: ქეიპთაუნ;
82 ზელანდია (2თ: ველინგთონ სიდნი;
73 ავსტრალია; 64 შტატები
+63, არგენტინა-57; 52 ინგლისი+88, კენია+20;
36 საფრანგეთი; 32 შოტლანდია; 31 სამოა; 23 კანადა; 22 უელსი;
12 რუსეთი; 9 პორტუგალია
(ბოლო ვარდება) /
20 იაპონია
####  1 ზიმბაბვე#

<<  გასამართია

6

12-13/03

ვანქუვერ

(კან)

7

8-10/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

16-17/04

სინგაპურ

(სნგ)

9

14-15/05

პარიზი

(სფრ)

10

20-22/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (141 ეტაპი:
54 ზელანდია -
29 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

www.000webhost.com