რაგბია ჩვენი თამაში!

   "რაგბი ევროპის" ფინიშზე ბორჯღალოსნებმა უეშხიანესად ძლიეს რუმინეთი და ზედიზედ მესამედ გაასრულეს სლემი

დრო იყო, სტეჟარი გვჯობდა გამოცდილებითა და ყისმათით. ჩარხი ჩვენსკენ 2007 წელს შემობრუნდა. ჰოდა, შაბათს, ექს-ეროვნულზე:

14 გათამაშებაში მეცხრედ ვიპირველეთ და თანაც ზედიზედ მეექვსედ; 17 სეზონში მე-11-ედ ვიმარჯვეთ წლიურ "უმცროს 6 ერზე; მეექვსედ გავახერხეთ სლემი, ანუ ყველა მეტოქე დავამარცხეთ; რუმინეთთან საცილო "ანთიმოზ ივერიელის თასი" კი მეათედ შევმართეთ!

მაგრამ ერთია სტატისტიკა და კიდევ უფრო გასახარი - რაგბის კოხტა ყაიდა! ბარემ პირამდე სავსე სტადიონმა და ტელეაუდიტორიამაც გადამწყვეტ მატჩში იხილეს ბევრი რამ, რის გამოც უყვართ მსოფლიოში ოვალურბურთა თამაში

ერთი სიტყვით, თუ ვისმე აქამდე ეპარებოდა ეჭვი, ახლა კი უნდა ირწმუნოს, რომ (სწორედ) "რაგბია ჩვენი თამაში", და არა ჱ (კრიკეტი)

10 მოვუგეთ

რუმინეთი განწირული რომ იყო, მავანნი შინ დაურჩნენ. შევუტიეთ პირველივე წუთიდან; დავდეთ 6 ლელო და ბოლო სტატისტიკური ზადიც გამოვასწორეთ (ამიერიდან 33/29); კარში დასარტყამი ჯარიმა 3-ჯერ კიდეს დავუმიზნეთ; ფოლთა სათვალავით ოდნავღა ვიძალეთ 13-9, მაგრამ გავპარპაშდით მეტოქის დერეფანში - 10 მოვუგეთ!

დაგვიბრუნდა მამუკა გორგოძე, ეძალა და ოფლოუდებიც უშვა; ჭიდილი და ჯახი პირწმინდად მოიგო პირველმა ხაზმა; ბებერმა მორკინალებმა - "ბინგო" ჩხაიძემ, გიორგი ნემსაძემ და კაპიტანმა სუთიაშვილმა ბოლი დააყენეს

ვასო ლობჟანიძემ ბოქსქიქებით გატანჯა იმათი ზურგი; "კაჭი" და "თაზო" ფეხზე მყარად იდგნენ და ბურთაობდნენ; "კოჭოია" თოდუამ ისევ გაილაღა, და გიორგი ფრუიძემაც კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - კარგი ხანს ველოდით და მოვესწარით!

და ბოლოს, "მეკო" - ალაგალაგ ამოუცნობი და უცნაური, მაგრამ მეტწილად ბრწყინვალე ... და "ქოქოსა" ხმალაძე, ვინაც უფროს ლელოელთან წყვილში (10|15) გუნდის ტვინია

ანტონის დუბლი

"ზირაქას" მემკვიდრემ, ანტონ ფეიქრიშვილმა პირველ ტაიმში ორი ლელო შეიტანა: ჯერ დატრიალებულ მოლს კიდისკენ, წინიდან მოწყდა, ხოლო ტაიმის ბოლოს გორგოძის ოფლოუდიდან დაიფრინა მბოჭავები. ამ შტურმში "გულივერას" ბურთი სამჯერ ჰქონდა, ბოლო ფაზა კი მეკომ და თაზომ დაგეზეს * 19:9

ანტონი მალევე რომ გაგვიგდეს, ფრუიძემ მეტოქე შებოჭა, მჭედლიძემ თერნოვერი გაახერხა, ლობჟანიძემ კი ზურგში ისეთი გადაკიდა, რომ აფრიკელ ჯოდი როუზს ელეთმელეთი დამართა და ჩვენმა მდევრებმა კინაღამ დაალელოვეს

სტუმართაგან აფრიკელმავე იოჰან ფანჰირდენმა გაგვისერა დერეფანი; ერთხელაც "კუნძულელი" პაულა კინიკინილაუ გაგვისხლტა; ორივე ეპიზოდი გოლით დასრულდა. ბოლო-ბოლო, რუმინეთი ფლორინ ვლაიკუს სამ ჯარიმას დავაჯერეთ, მაგრამ იმათმა ქიქერმა საკარიერო დოღში კი გადაუსწრო ჩვენს მეკოს * 711-709

უკოხტავესი მეოთხე

ანტონის ლელოებს შორის მეკოს აბრაგანს მიყვა ვასო, მეტოქის ლელოსკენ ზურგით მდგარ კაჭარავას კი მიხო ნარიაშვილი მიეშველა და მინიმოლმა ბლომად იარა; ჩხაიძემ დაფინტა და კინაღამ კარს უწია; ხოლო ორიოდე ფაზის შემდეგ ხმალაძემ ფრთაზე გადაუკიდა თოდუას და ამან ორს დაასწრო ამსხლტარის მოთვინიერება * 12:3

მეოთხე ლელო უკოხტავესი გავიტანეთ: თოდუა ფრთაზე გაიჭრა, გორგოძე ორჯერ მიეძალა, ჩხაიძე იქეთა ფლანგზე გაქანდა, ორი გადაწყობის შემდეგ კი იერიშში ჩართო კვირიკაშვილი, ვინაც ხაზი გაჭრა და წითელ ზოლში უპასა ფრუიძეს * 26:9

მეკომ, ვიდრე შეცვლიდნენ, კოტე მიქაუტაძის გარღვევიდან კიდევ დაფინტა იმათ წითელში. მეხუთე ლელოზე 5-მეტრა დერეფანი ნემსაძემ მოიგო და მას შემდეგ, რაც მიეძალნენ სუთიაშვილი და სხვანი, ხოლო ლევან ჩილაჩავამ სამჯერ ითამაშა, გორგოძის ოფლოუდითა და ფრუიძის შექცეულით თავად იხეირა * 31:9

ლაქწასმული ხის პანო

ბოლო მეოთხედში თამაში აირია და წუნმა იმატა. ვლაიკუ კაჭარავას კისერში წვდა და კინკლაობის შემდეგ ორივე გააძევეს, ბოლო ლელო კი მაინც ჩვენ შევიტანეთ: იმათ 22-ში დანიშნული შერკინებიდან ლაშა ლომიძემ შეუტია და რაქიდან კახა ასიეშვილი ეწია მიზანს * 38:9

ბითურმა "რაგბი ევროპამ" შეპირებული, ახალი თასი რომ ჯერაც ვერ დაამზადებინა და ჩემპიონს ისევ ლაქწასმული ხის პანო უწყალობა, ჩვენი "ანთიმოზი" ბიჭებმა - რა გასაკვირია და - უმეტეს სიწმინდედ აღიქვეს, იდუმალმა ჟიურიმ კი ისევ "ცნობადი სახე" - გორგოძე რომ სცნო მატჩის გმირად, ალალმა მამუკამ თავი უხერხულად იგრძნო

სხვაფრივ, გერმანია კელნში ეომა ესპანეთს და თუმც ბოლოს სამი დარტყმა გაუცუდდა, ფრეს მაინც გამორჩა, გავერანებული პორტუგალია კი შინ მოისრა რუსეთთან და როგორც იქნა, გავარდა. არადა, ლობუშმა უწინაც - 2000 წელს დაიკავა ბოლო ადგილი, მაგრამ მახვშებმა მაროკო გააძევეს აფრიკაში და დააკნინეს

 

*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2016

ბოლო, მეხუთე რაუნდი

<<  საქართველო$ 38:9 რუმინეთი     შარშან

  წარსული   23 მოთამაშე   გუნდები+მსაჯები

საქ: კვირიკაშვილი (აფციაური 57) ფრუიძე კაჭარავა სბ 71, მჭედლიძე (მალაღურაძე 63) თოდუა <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 51) / ნარიაშვილი (ასიეშვილი 55) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 55) ფეიქრიშვილი სბ 7 (ჩილაჩავა 50) ჩხაიძე (მიქაუტაძე 46) ნემსაძე; სუთიაშვილი^კაპ გორგოძე გორგაძე (ჩილაჩავა 9-18, ლომიძე 50) - 6ლ: ფეიქრიშვილი (1 3) თოდუა ფრუიძე ნემსაძე ასიეშვილი; 4გ: კვირიკაშვილი 3, მალაღურაძე

რუმ: ბოტეზატუ იონიცა კინიკინილაუ ვლაიკუ სბ 71, აპოსტოლ (ისპირ 66) <10-9> როუზ (მელნიჩუკ 75) კალაფეტეანუ (ბრატუ 61) / პრისტავიცა სბ 62, კეპეცინა (რედოი 61) რუსუ (მანოლე 50) პოპირლან (დიკო 79) ფანჰირდენ (დიკო 66-71) ბურჩა^კაპ ლუკაჩ (ნისტორ 26, ანტონესკუ 46) გორჩოაია -  3ჯ: ვლაიკუ

რეფ ტრენინი (სფრ) 19/03_2016
@ თბილისი, დინამო (
50 ათასი)  ვიდეო 

7:0(5) სბ(7ს) 7:3(13) 12:3(18) 12:6(30) 12:9(36) 19:9(40) ნახ(40+2) /
26:9(45
$) 31:9(60) სბ(62რ) სბ-სბ(71) 38:9(80+2)

<<  გერმანია 17:17 ესპანეთი

ლ: ოტო; 4ჯ: პარქინსონ სბ არმსთრონგ -

ლ: აუსკი; 4ჯ: გრიფითს სბ კონტარდი

რეფ პეტრესკუ (რუმ) 19/03 @ კელნი, შპორტპარკ (6 214)

3:0(3) 3:3(8) 3:6(16) 6:6(21) 6:9(24) 9:9(29) 9:14(34) /
სბ(54გ) 9:17(60) 12:17(67) სბ(70ე) 17:17(76)

<<  პორტუგალია 21:53 რუსეთი$

3ლ 3გ -

7ლ: სიმპლიკევიჩ 2, რუდოი 2, არტემიევ გრესევ კურაშოვ; 6გ: კუშნარიოვ 5, იანიუშკინ; 2ჯ: კუშნარიოვ

რეფ შარაბა (სფრ) 19/03 @ ლისაბონი, უნივერსიტეტი (_) * I 14:22

*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2016

06/02

საქართველო $

59:07

გერმანია

ბიურლე (ბელ)

 

რუსეთი

22:20

ესპანეთი $

პირს (ინგ)

 

რუმინეთი $

39:14

პორტუგალია

ატორასაგასტი (ესპ)

13/02

პორტუგალია

03:29

საქართველო $

დევის (უელ)

 

რუსეთი $

46:20

გერმანია

ლიპერინი (იტა)

 

ესპანეთი $

18:21

რუმინეთი

რუის (სფრ)

27/02

საქართველო $

38:07

ესპანეთი

ვაითჰაუს (უელ)

 

რუმინეთი $

30:00

რუსეთი

ლინთონ (შტლ)

 

გერმანია $

50:27

პორტუგალია $

მერფი (ირლ)

12/03

რუსეთი

07:24

საქართველო

ქარლი (ინგ)

 

რუმინეთი $

61:07

გერმანია

ბლესანო (იტა)

 

ესპანეთი $

39:07

პორტუგალია

გალაჰერ (ირლ)

19/03

საქართველო $

38:09

რუმინეთი

ტრენინი (სფრ)

 

გერმანია

17:17

ესპანეთი

პეტრესკუ (რუმ)

 

პორტუგალია

21:53

რუსეთი $

შარაბა (სფრ)

5 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

 მ-წ*

$

საქართველო

24

+155

28/03

188:033

5-0

4

რუმინეთი

19

+83

19/11

160:077

4-1

3

რუსეთი

14

+13

18/14

128:115

3-2

2

ესპანეთი

9

-4

11/13

101:105

1-3*1

3

გერმანია

7

-109

12/29

101:210

1-3*1

1

პორტუგალია

1

-138

10/28

072:210

0-5

1

ქულა:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

ტოლობაზე:  ჯერ პირადში 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო,
                       3) გატანილი ქულა;  მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა   
ოფიციოზი

გავარდნა (2015+2016)  პორ 6, გერ 8, ესპ 23, რუს 27, რუმ 34, საქ 45

"რაგბი ევროპის" (ერთა თასის) ოფიციალური ჩემპიონები

საქართველო

9

2001

2007/8

2009

 

 

 

 

 

2011

2012

2013

2014

2015

2016

რუმინეთი

4

2000

2002

2005/6

2010

 

 

პორტუგალია

1

2003/4

 

 

 

 

 

 

ყოველწლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები

     ^ სლემი (ხუთივე მატჩში გამარჯვება)

საქართველო

11

2001^

2005

2007

2008^

2009

 

 

 

2011^

2012

2013

2014^

2015^

2016^

რუმინეთი

5

2000

2002^

2004

2006

2010

 

პორტუგალია

1

2003^

.

.

.

.

 
 

17 სეზონის ჯამი (2000-2016)

ქვეყანა

  %

  მ-წ*ფ$პრ

ჩმ

უ6

სლ

გდ

საქართველო

87.6

17

85

69-12*4$14

9

11

6

-

რუმინეთი

79.4

17

85

62-21*2$18

4

5

1

-

რუსეთი

62.7

16

79

45-31*3$12

-

-

-

-

მაროკო

60.0

1

5

03-02

-

-

-

#

პორტუგალია

45.6

17

85

35-47*3$09

1

1

1

1

ესპანეთი

36.7

15

75

22-49*4$14

-

-

-

1

ჩეხეთი

20.7

6

29

06-23

-

-

-

1

ბელგია

15.0

2

10

00-09*1$04

-

-

-

1

გერმანია

10.0

4

20

01-18*1$02

-

-

-

1

ჰოლანდია

  6.7

3

15

01-14

-

-

-

1

უკრაინა

  6.3

4

20

01-19   $01

-

-

-

2

% = (4*+2*+ პრ) / (4*) * 100

ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, უ6 "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა (# გარიცხეს)

28 წლის (1989-2016) მონაგარი

189 თამაში (77 შინ, 73 გარეთ, 39 ნეიტრ)
115 მოგება - 68 წაგება * 6 ფრე
ქულა 
4374:3441 (+933)
ლელო 
521/350 (+171)

>>  17 ერთა თასზე (2000-2016)

85 (42 40გ 3ნ)  69-12*4
ქ 
2608:1040 (+1568)  ლ 341/82 (+259)

>>  რუმინეთთან (1998-2016)

20 (9 9გ 2ნ)  11-8*1   ქ 385:348   ლ 33/29
ანთიმოზ ივერიელის თასი (2002-2016)
 10-5

>>  238 ბორჯღალოსანი

95 ბექი, 134 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
250, ხოლო ფორვარდებმა 271 ლელო

>>  ბორჯღალი (კეპი)

92 კვირიკაშვილი კაჭარავა; 91 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი;
67 ლაბაძე მალაღურაძე; 66 ზედგინიძე გორგოძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

709 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
178 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 18 ურჯუკაშვილი კაჭარავა; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე; 14 უდესიანი კვირიკაშვილი;
12 ლაბაძე ნემსაძე; 11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე