ალკუტა, გვირგვინი, სლემი

   "ექვსი ერის" ფინიშზე ინგლისმა საფრანგეთშიც იმარჯვა და 13 წლის შემდეგ, ოზი გურუს ხელქვეით, მე-13 სლემიც გაასრულა

რაც რაგბის სამშობლო შარშანდელ მსოფლიოზე შერცხვა - მასპინძელი იყო და პულში კი ჩარჩა - ნაკრები "მსოფლიო გაქანების სპეცმა", ავსტრალიელმა ედი ჯოუნზმა ჩაიბარა

ახალმა მოძღვარმა ფრიადი პოტენციის მქონე რაზმი ოდნავ შეცვალა, აქცენტებიც ცოტათი გადასვა, ზოგი დააბრუნა და ზოგიც დააწინაურა, ბიჭები შეაგულიანა და ამათაც - ფრიად ხელსაყრელი კალენდრის წყალობითაც - ზედიზედ შემართეს კალკუტის თასი, სამი გვირგვინის სინი, დაიბევეს პირველობა და ბოლოს სლემსაც შესწვდნენ

ბოლო ტურის წინ ლამის ყველაფერი გადაწყვეტილი რომ იყო და საქართველოც რუმინეთს მუშთაიდთან ებურთავებოდა, ჩვენმა ფანობამ ელიტისთვის ეგებ ძველებურად ვეღარ მოიცალა. არადა, რაგბის დონე ბარაქიანი იყო და საგულისხმოც საკმაოდ მოხდა

ჰოდა, ახლა მოკლედ მაინც მოვყვეთ ეგ ამბები - მოხდენის რიგით

ლოგიკის საპირისპიროდ

ზედიზედ მეორე შაბათს, ინგლისში ძლეულმა და შანსგადაწურულმა კელტმა შინ მიიღო ბითური იტალია და 9-ჯერ დაალელოვა, რითაც კატასტროფულად დასრულდა აძურში ფრანგი ჟაკ ბრიუნელის ზეობა

იტალიამ მე-17 სეზონში მეათედ დააფინიშა ბოლო ადგილზე და მეექვსედ წააგო ხუთივე მატჩი, მაგრამ პარიზელი ფრანტი, სერჯო პარისე ისევ დაეცა ქადაგად და ყოველგვარი სპორტული ლოგიკის საპირისპიროდ ამტკიცებს:

"ადრეულ 2010-იან წლებში რომ გვიძლევია ირლანდია და საფრანგეთი, მაგიტომ სხვა, მზარდ გუნდებზე მეტად ვიმსახურებთ ელიტაში დარჩენას, ისე კი, თუ მახვშები ოდესმე გასავარდნ პლეიოფს დაგვიწესებენ, რა გაეწყობა - ვითამაშებთო"

ძიუდოს ილეთით

უელსმა 67:14 მოსრა ლათინები და მეორე ადგილზე აინაცვლა, მესამისთვის კი მეზობლები - ირლანდია და შოტლანდია შეიბნენ. სამყურებს პირველ ტაიმში ბურთი დროის 81% ეპყრათ, მაგრამ 8 ქულაზე მეტი მარაგი მაინც ვერ შექმნეს * 21:13

საქმე ისაა, რომ კადნიერმა სქოთმა ფულბექმა, სთიუართ ჰოგმა შუა ხაზზე, შუაში გასერა დაცვა ორ პირველხაზელს შორის; ჯონ ბარქლეი რომ გაუსინბინეს სტუმრებს, ჯერ ბური სიჯეი სტანდერი იანკურ ყაიდაზე გადაევლო ზედახორას, მერე კი, ჯონი სექსთონის "ჩიპზე", ბექები ერთმანეთს შეეჯახნენ და ოვალი ქის ერლსმა იხელთა

მეორე ტაიმში 9 ნომერმა, ქონორ მარიმაც ახლოდან გააბრიყვა ყარაულად მდგარი ბურჯები; სქოთებმა ფრთისკენ მიიზიდეს სამყურათა ძალები და ზორბა რიჩი გრეი კარში შეგრიალდა; მაგრამ ალექს დანბარმაც, რაქში, ძიუდოს ილეთით რომ ამოაყირავა სექსთონი, ამან წაიმსახიობა და ვითომ გონი დაკარგა

6 გოლი, 3 ლელო

დანბარი წითელს მაინც გადაურჩა და სინბინშიღა წაბრძანდა, ირლანდიამ კი ფორვარდებით შეიტანა ლელო * 35:20, რასაც გაწევ-გამოწევა მოყვა. ბოლოს სექსთონიც დაითხოვეს ყვითლით, მანამდე კი კიდევ, ოღონდაც არა-ძველებურად ანუ დაშხოშიანად, წაკინკლავდნენ პროფესიონალები * საბოლოოდ 35:25

საფრანგეთი - ინგლისი ჩვენებურად შუაღამისას, პარიზულად კი ცხრაზე იყო, რის გამოც ციოდა. გალებმა ერთობ მოინდომეს. მათგან გამოირჩნენ ბური სქოთ სპედინგი და ფიჯელი ვირიმი ვაკატავა. მაკსიმ მაშნომ 7 ჯარიმაც შეაგდო, მაგრამ ოუენ ფარელმაც გაიტანა 6 გოლი, ხოლო გუნდმა - სამი ლელო!

პირველზე 9 ნომერმა დანი ქეამ მწყობრის შუაში მოაღორა ბურჯი ჟეფერსონ პუარო და 45 მეტრიდან გაიჯეჯილა; მეორეზე გიან გირადო რომ დაბლოკა მაკო ვუნიპოლამ, ბურჯი დენ ქოული გორვით ეწია მიზანს; მესამეზე კი ბილი ვუნიპოლამ რომ იარა, ბენ იანგსი გაქანდა და ფრთისკენ ფეხით დაუგორა ენთონი ვოთსონს * 25:18

სამი წლის შემდეგო

მაშნომ კიდევ შეაგდო ჯარიმა. მერე გოგრაში მოხვდა ინგლისის კაპიტანს, დილან ჰართლის და საკაცით რომ წაასვენეს, ვეღარც გაიხსენა, თასი როგორც შემართა, არენას სამადლობელი წრე დაარტყა და ტრიბუნაზე ნათესავებიც მოიკითხა, კვანძი კი დასკვნით 10 წუთში გაიხსნა - ფარელმა ორი ჯარიმაც გაიტანა * 31:21

ნამატჩევს "მკვირცხლმა ედიმ" ბრძანა, ჯერ ვერა, მაგრამ სამი წლის შემდეგ (2019) კი მოვუგებთ "ოლ ბლექსსო.  "ვარდებს" შემდეგი სამი ტესტი ელით ავსტრალიაში, ვისთანაც მსოფლიოზე 13:33 წააგეს. ედი ტურნეზე ქიქერთა გადიად ეპატიჟება ჯონი ვილქინსონს, ვინაც ჯოუნზის "ვოლაბებს" 2003 წლის ფინალში მკვლელი არეკნი გაუტანა

სქრამ.ქომ-მა შენიშნა, რომ ახლა არეკნი მოდაში აღარაა - მთელს "6 ერში" ერთადერთი გავიდა. იტალიის წყალობით, წლეულს ლელოიანობასაც არა უშავდა - მატჩში საშუალოდ 4.7 იდებოდა, ინგლისის პარალელურად კი, ივნისშივე, ზელანდიას ეწვევა უელსი, აფრიკას - ირლანდია, ხოლო არგენტინას - საფრანგეთი

 

ექვსი ერი 2016

ბოლო, მეხუთე რაუნდი

 

<<  უელსი 67:14 იტალია

უელ: ლმ.ვილიამს ნორს ჯთ.დევის რობერთს ამოს (ენსქომ 49) <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 59) ვებ (გრ.დევის 63) / ევანს (ჯენქინს 50) ბოლდვინ (ოუენს 50) ლი (ჯარვის 59) ბრ.დევის (ბოლ 59) ჩართერის; ლიდიეთ^კაპ თიპურიქ (მორიართი 17) ფალეტაუ - 9ლ: ვებ ბიგარ ჯთ.დევის რობერთს ნორს ვილიამს მორიართი (7 8) გრ.დევის; 8გ: ბიგარ 5, პრისთლენდ 3; 2ჯ: ბიგარ 

იტა: ოდიეტე ლ.სარტო პრატიკეტი (ჰაიმონა 36) გარსია ბელინი (მაკლეინ 34) <10-9> ალენ პალაძანი სბ 19 (ლუკეზე 65) / ლოვოტი (ძანუსო 65) ჯაძონ (ფაბიანი 47) კასტროჯოვანი (კისტოლინი 47) ხელდენჰეის ბერნაბო (ი.სარტო 47) მინტო (ბრ.სტეინ 59) ძანი პარისე^კაპ - 2ლ: პალაძანი გარსია; 2გ: ჰაიმონა

რეფ პუატ (სფრ) 19/03 @ კარდიფი, პრინსიპალითი (74 160ვიდეო

7:0(5) 10:0(15) სბ(19ი) 13:0(21) 20:0(30) 27:0(33) / 32:0(45) 39:0(50) 39:7(55) 46:7(58) 46:14(63) 53:14(66) 60:14(80) 67:14(80+3)

<<  ირლანდია 35:25 შოტლანდია

ირლ: ზიბო თრიმბლ (მაკფადენ 79) პეინ ჰენშოუ ერლს <10-9> სექსთონ სბ 77, მარი (რედენ 79) / მაკგრას (ჰილი 68) ბესთ^კაპ (რ.სტრაუს 68) როს (ვაით 63) რაიან (დილან 69) თოუნერ; სტანდერ ოდონელ (რადოქ 69) ჰიზლიპ - 4ლ: სტანდერ ერლს მარი თოუნერ; 3გ 3ჯ: სექსთონ

შტლ: ჰოგ სიმორ თეილორ დანბარ სბ 68, ფისერ (შ.ლამონთ 69) <10-9> ვიარ (ჰორნ 63) ლეიდლოუ^კაპ / დიქინსონ (საზერლენდ 67) ფორდ (მაკინალი 51) ნელ (ლოუ 68) რ.გრეი სვინსონ (ჰარლი 63) ბარქლეი სბ 25, ჰარდი (ჯ.სტრაუს 53) ვილსონ - 3ლ: ჰოგ გრეი დანბარ; 2გ 2ჯ: ლეიდლოუ

რეფ გაიუზერ (სფრ) 19/03 @ დაბლინი, ავივა (51 700ვიდეო

3:0(6) 6:0(13) 6:3(15) 9:3(18) 9:10(21) სბ(25შ) 16:10(29) 21:10(31) 21:13(40+) / 28:13(49) 28:20(56) სბ(68შ) 35:20(69) სბ(77ი) 35:25(78)

<<  საფრანგეთი 21:31 ინგლისი

სფრ: სპედინგ ფოფანა ფიკუ მერმოზ (მედარ 70) ვაკატავა <10-9> ტრენ-დიუკ (პლისონ 14) მაშნო (ბეზი 76) / პუარო (ატონიო 58) გირადო^კაპ (შა 67) სლიმანი (შოსი 58 სბ 77) ფლონკარ (ჟედრასიაკ 58) მაესტრი; შული ლერუ (პუარო 80) გუჟონ (ლორე 70) - 7ჯ: მაშნო

ინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ ფარელ ნოულ <10-9> ფორდ ქეა (ბ.იანგს 44) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 41) ჰართლი ^კაპ (ქოუან-დიქი 68) ქოულ; ითოჟე ქრუზ; რობშოუ (ქლიფორდ 76) ჰასქელ ბ.ვუნიპოლა - 3ლ: ქეა ქოულ ვოთსონ; 2გ 4ჯ: ფარელ

რეფ ოუენს (უელ) 19/03 @ პარიზი, სანდენი (78 750ვიდეო

3:0(3) 3:3(5) 3:10(13) 6:10(16) 6:17(21) 9:17(29) 12:17(40) /
15:17(44) 15:20(45) 18:20(51) 18:25(56) 21:25(59) 21:28(72) 21:31(78სბ)

 

ექვსი ერი 2016

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]

06/02

საფრანგეთი

23:21

იტალია

დოილ (ინგ)

06/02

შოტლანდია

09:15

ინგლისი

ლეისი (ირლ)

07/02

ირლანდია

16:16

უელსი

გარსეზ (სფრ)

13/02

საფრანგეთი

10:09

ირლანდია

პეიპერ (აფრ)

13/02

უელსი

27:23

შოტლანდია

ქლენზი (ირლ)

14/02

იტალია

09:40

ინგლისი

ჯექსონ (ზელ)

26/02

# უელსი

19:10

საფრანგეთი

ბარნს (ინგ)

27/02

იტალია

20:36

შოტლანდია

პეიპერ (აფრ)

27/02

ინგლისი

21:10

ირლანდია

პუატ (სფრ)

12/03

ირლანდია

58:15

იტალია

გარდნერ (ავს)

12/03

ინგლისი

25:21

უელსი

იუბერ (აფრ)

13/03

შოტლანდია

29:18

საფრანგეთი

ჯექსონ (ზელ)

19/03

უელსი

67:14

იტალია

პუატ (სფრ)

19/03

ირლანდია

35:25

შოტლანდია

გაიუზერ (სფრ)

19/03

საფრანგეთი

21:31

ინგლისი

ოუენს (უელ)

საბოლოო

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

ინგლისი

10

+62

13/04

5-0

132:070

უელსი

7

+62

17/07

3-1*1

150:088

ირლანდია

5

+41

15/09

2-2*1

128:087

შოტლანდია

4

+7

11/13

2-3

122:115

საფრანგეთი

4

-27

07/09

2-3

082:109

იტალია

0

-145

08/29

0-5

079:224

ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე:
მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                            2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება
=

ქულა: 69 ოუენ ფარელ (ინგ; 62 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ; 54 დენ ბიგარ (უელ; 49 ჯონი სექსთონ (ირლ)

ლელო: 4 ჯორჯ ნორს (უელ; 3 ენთონი ვოთსონ (ინგ, ქონორ მარი (ირლ, ჯონათან ჯოზეფ (ინგ)

"პლანეტ რაგბის" XV: 15 სთიუართ ჰოგ (შტლ, 14 ენთონი ვოთსონ (ინგ, 13 მიკელე კამპანიარო (იტა, 12 ოუენ ფარელ (ინგ, 11 ჯორჯ ნორს (უელ; 10 ჯონი სექსთონ (ირლ, 9 ქონორ მარი (ირლ) /

1 რობ ევანს (უელ, 2 გიან გირადო (სფრ, 3 ვილემ ნელ (შტლ;
4 მარო ითოჟე (ინგ, 5 ჯორჯ ქრუზ (ინგ; 6 სიჯეი სტანდერ (ირლ,
7 ჯოშ ჰარდი (შტლ, 8 ბილი ვუნიპოლა (ინგ)

* სულ: 5 ინგ; 3 ირლ შტლ; 2 უელ; 1 სფრ იტა

 

"ექვსი ერის" ჩემპიონები

ინგლისი

2000

2001#

2003^

2011

2016^

საფრანგეთი

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

უელსი

2005^

2008^

2012^

2013#

ირლანდია

2009^

2014#

2015#

 

^ სლემ (10 ქ)  # უკეთესი სხვაობითღავთ = ვაითვოშ (0 ქ)

17 სეზონის (2000-2016) ჯამი

ქვეყანა

%

 მ-წ*  

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

ინგლისი

71.2

60-24*1

2350:1327

+1023

5

2

-

ირლანდია

66.5

55-27*3

2080:1536

+544

3

1

-

საფრანგეთი

64.7

54-29*2

2084:1534

+550

5

3

-

უელსი

57.1

47-35*3

1984:1811

+173

4

3

1

შოტლანდია

25.9

21-62*2

1378:2115

-737

-

-

3

იტალია

14.7

12-72*1

1239:2792

-1553

-

-

6

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (21/03)

1 ზელანდია 9610, 2 ავსტრალია 8933, 3 აფრიკა 8766,
4(5) ინგლისი
8398, 5(4) უელსი 8310, 6 არგენტინა 8259,
7 ირლანდია
8033, 8 საფრანგეთი 7836, 9 შოტლანდია 7832,
10 იაპონია 7705, 11 ფიჯი 7696, 12 საქართველო
7262

13 ტონგა 7160, 14 იტალია 7078, 15 სამოა 7036,
16 რუმინეთი
6752, 17 შტატები 6568, 18 კანადა 6427,
19(20) რუსეთი
6356, 20(19) ურუგვაი 6323, 21 ნამიბია 6175,
22 ესპანეთი
6087, 23(25) ბელგია 5794, 24(23) გერმანია 5771

+/-:  ინგ 92 სფრ, ირლ 63 შტლ, უელ 0 იტა
          რუს
79 პორ (53:21 გ, საქ 41 რუმ (38:9 , გერ 2 ესპ (17:17 შ) 

ევროპა "ოთხ ერში" 2016

11/06

ზელანდია

11.35

უელსი

ოქლენდ

.

ავსტრალია

14.05

ინგლისი

ბრისბენ

.

აფრიკა

19.00

ირლანდია

ქეიპთაუნ

.

არგენტინა

__.__

იტალია

რივადავია

18/06

ზელანდია

11.35

უელსი

ველინგთონ

.

ავსტრალია

14.05

ინგლისი

მელბურნ

.

აფრიკა

19.00

ირლანდია

იოჰანესბერგ

.

არგენტინა

__.__

საფრანგეთი

.

25/06

ზელანდია

11.35

უელსი

დანიდინ

.

ავსტრალია

14.05

ინგლისი

სიდნი

.

აფრიკა

19.00

ირლანდია

პორთელიზაბეთ

.

არგენტინა

__.__

საფრანგეთი

.