დამბალ მოედანზეც

   მსოფლიო სერიის ფალავანმა და ლიდერმა, ფიჯიმ ჰონკონგურ ავდარში ძლია მდევარი ზელანდია და შვიდკაცის მექაში მე-16-ედ შემართა თასი

სერიის 12-გზის ჯილამ, ზელანდიამ საწყისი 6 ეტაპიდან სამი კი მოიგო, მაგრამ უფრო სტაბილურები - ფიჯი და აფრიკა 2 და 1 ქულით მაინც უსწრებდნენ. ახლა ფორა 5-მდე გაიზარდა; ერთი კია, მეტოქენი ისე თანაბარნი არიან, რომ ჩემპიონი ნაღდად ბოლო ტურნირშიღა - ლონდონში გამოვლინდება

ჰონკონგის შოუ ტრადიციულად 3-დღიანია. პარასკევ საღამოს აფრიკა 14:21 დამარცხდა ინგლისთან, ფიჯიმ კი ბოლო შეტევითღა ძლია კანადა * 19:17

შაბათს ზელანდიას გაუჭირდა კენიასთან * 5:0, შტატებმა 22:7 აჯობეს ავსტრალიას, რუსეთი კი აფრიკასთან თუმც 0:50 მოისრა, მერე 12:12 დაუზავდა ინგლისს

ბრწყინვალედ გადაკიდებული

კვირას, ნახევარფინალში იგივე ოთხეული გავიდა, რაც წინა ეტაპზე - ვანქუვერში, და იგივე კვარტეტი მოწინავეობს ქულებითაც. "თამაშთა თამაში" კივთა და იაპთა შებმა იყო, რომელიც მეორე ოვერტაიმის ბოლოსღა დასრულდა

დამბალ მოედანზე სირბილი ჭირდა და წუნმაც იმატა. ამას დაემატა სქოთი რეფი, ვინაც ყველაფერში აფრიკას ამტყუნებდა. პირველ ოვერტაიმში მსაჯმა კივი გაასინბინა გვიანი ბოჭვისთვის, მაგრამ აფრიკას ჯარიმა აღარ დაუბრუნა, მატჩის ბედი კი გადაწყვიტა კურტ ბეიქერისგან რეგან ვეასთვის ფრთაზე ბრწყინვალედ გადაკიდებულმა

ვაილდქარდად გამოაწრთეს

ამის კვალად ფიჯიმ გააბურთავა ავსტრალია და ცხადი შეიქნა, რომ 10 კაცის ამარა დარჩენილი და გათანგული ზელანდია ფინალში გატყდებოდა. და მართლაც, კივები თუმც დაწინაურდნენ, ჯერი ტუვაიმ, კიტიონე ტალინგამ და სემი კუნატანიმ გაუტანეს ლელოები

რუსეთმა ფარი აიღო და 4-დან 6 ქულამდე გაზარდა ფორა გასავარდნად განწირულ პორტუგალიასთან, საგაისოდ კი უკვე - ჰონკონგშივე, ეტაპის პარალელურად ჩატარებული შესარჩევის მოგებით - აღზევდა იაპონია, ვინაც მახვშებმა ვაილდქარდად სერიის 4 ეტაპზე აჩაუქეს და ისე გამოაწრთეს, რომ ფინალამდე ქულა არ გაუშვია * 167:0

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

VII ეტაპი * 8-10/04 @ ჰონკონგ (ჩინ)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია 3-0, კენია(+12) 1-2 / საფრანგეთი(-7) სამოა(-30) 1-2
(ბ) ინგლისი 2-0*1, აფრიკა 2-1 / შოტლანდია 1-2, რუსეთი 0-2*1
(გ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / არგენტინა 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ფიჯი 3-0, უელსი 2-1 / კანადა 1-2, კორეა
# 0-3

<<  მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 19:7 უელსი (დ2)
შტატები (გ1)
0:28 აფრიკა (ბ2)
ფიჯი (დ1) 12:10 კენია (ა2)   
ვიდეო
ინგლისი (ბ1)
5:14 ავსტრალია (გ2)

<<  ნახევარფინალი

ზელანდია*2დდ 12:7 აფრიკა   ვიდეო
ფიჯი 34:5 ავსტრალია   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  რუსეთი 19:14 კანადა
ფიალა (IX)  არგენტინა 26:0 შოტლანდია
სინი (V)  ინგლისი 19:0 შტატები   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  აფრიკა 14:12 ავსტრალია   ვიდეო
თასი (I)   
ფიჯი 21:7 ზელანდია    ვიდეო

<<   ფიჯი

1 აპისაი-რავიავა ნდომოლაილაი, 2 ჯასა ვერემალუა, 3 სემი კუნატანი, 4 ისაკე-თამაიმბაუ კატონიმბაუ, 7 ოსეა-რამონდი კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი-სერემაია ტუვაი-ვუნისა, 12 ვატემო რავოუვოუ * 5 პიო ტუვაი, 6 ამენონი ნასილასილა, 8 მასივესი ნდაკუვანქა, 10 კიტიონე ტალინგა-ნდავაი, 11 სავენათა რავათა * მწ) ბენ რაიან (ინგ)

<<  ქულა (+00 სხვაობა)

128 ფიჯი (3თ: დუბაი ლას-ვეგას ჰონკონგ;
123 ზელანდია (3თ: ველინგთონ სიდნი ვანქუვერ;
122 აფრიკა (თ: ქეიპთაუნ;

105 ავსტრალია; 88 შტატები; 77 არგენტინა; 70 ინგლისი; 63 კენია;
49 სამოა
+26 შოტლანდია-102; 48 საფრანგეთი; 42 უელსი; 33 კანადა;
18 რუსეთი; 12 პორტუგალია
(ბოლო ვარდება) /
20 იაპონია
####  1 ბრაზილია# ზიმბაბვე# კორეა#

<<  გასამართია

8

16-17/04

სინგაპურ

(სნგ)

9

14-15/05

პარიზი

(სფრ)

10

20-22/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (143 ეტაპი:
55 ზელანდია -
30 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი; 10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები

XVIII სეზონის * 2016-17 შესარჩევი

<<   პულები

(ე) გერმანია(+55) ზიმბაბვე(+42) 2-0*1, ჰონკონგი 1-2(+24) / ქაიმანზი 0-3(-121)
(ვ) ესპანეთი 3-0(+93) ჩილე 2-1(+8) / მექსიკა 1-2(-54) პაპუასეთი 0-3(-47)
(ზ) იაპონია 3-0(+112) მაროკო 1-1*1(-43) ტონგა 1-2(-12) / ბრაზილია 0-2*1(-57)

<<   მეოთხედფინალი

1#იაპონია (1) 33:0 8#ტონგა (ზ3)
2#ესპანეთი (ვ1)
7:12 7#ჰონკონგი (ე3)
3#გერმანია (ე1)
19:14 6#მაროკო (ზ2)
4#ზიმბაბვე (ე2)
19:5 5#ჩილე (ვ2)

<<   ნახევარფინალი

იაპონია 22:0 ზიმბაბვე
ჰონკონგი 17:7 გერმანია

<<   ფინალი

იაპონია 24:14 ჰონკონგი    ვიდეო

www.000webhost.com