მეათე ჯილა - კენია!

   მსოფლიო სერიის ეტაპი - სინგაპურისა - პირველად მოიგო კენიამ, ფიჯიმ კი ქულებით მეტად გაუსწრო მდევრებს

"სინგაპურის შვიდკაცა" სერიაში 10 წლის შემდეგ აღდგა და მოეწყო ახალ, სახურავიან ეროვნულ სტადიონზე. ოფიციოზის თანახმად, შოუზე ორ დღეში 45 ათასი მოსეირე მივიდა, მაგრამ მაგის გადამოწმება ძნელია, რაკი სკამები ვაკურ ყაიდაზეა აჭრელებული და შორიდან ვერ გაარჩევ, ზედ ვინმე ზის თუ არა

მასპინძლებმა სირენის ნაცვლად გონგი დანერგეს. პირველ პულურსავე რაუნდში ყოველი მეორე თამაში მოულოდნელი შედეგით დასრულდა - საფრანგეთს ზელანდია ბოლოჯერ 2005 წელს ეძლია, ახლა კი 24:0 მოსრა; ავსტრალიას 12:7 მოუგო არგენტინამ, უელსს 26:19 - იაპონიამ, ფიჯი კი, ლასვეგასისა არ იყოს, ისევ ძლია მეზობელმა სამოამ * 28:14

ლელო, ქიქოფი, ლელო!

აღინუსხა ორი ფრე, ოთხი პულიდან კი ერთადერთი (ბ) დალაგდა კანონიკურად (3 2 1 0).  კენია 12:12 დაუზავდა შოტლანდიას, მერე კი 0:14 დამარცხდა აფრიკასთან და უკეთესი სხვაობითღა გავიდა თასზე, სადაც კვირას სამივე მატჩი მოიგო. ერთი კია, პლეიოფის ბადე აშკარად გაუწონასწორებელი გამოვიდა, რაკი იქეთა ნახევარში სერიის ოთხივე (!) ლიდერი მოხვდა

ფიჯიმ ავსტრალია და აფრიკა ერთნაირად, ზედრამატულად გააგდო - ბოლო წუთზე დაუდო ლელო, ქიქოფი იხელთა და კიდევ დაალელოვა. ოზებთან ასე ივაჟკაცეს ჯასა ვერემალუამ და კიტიონე ტალინგამ, იაპებთან კი - ამენონი ნასილასილამ და ალიფერეტი ვეიტოკანიმ

ზელანდია მეოთხედფინალში დაითხოვა ბოკემ - ჯასთინ ხედულდმა ბოლო შეტევაში რომ გააკავა ლიამ მესამი და ეს გამტყუნდა, ბურთიც დაარტყა და სინბინი მიიღო. ამასობაში კენიამ გააბითურა საფრანგეთი, არგენტინასთან კი, გონგის შემდეგ, ვეტერანმა ქოლინზ ინჯერამ 40 მეტრიდან (არეკნით) გაიტანა გამარჯვების მომტანი ჯარიმა

გომესკორას ეწევა

ზელანდია მესამედაც დამარცხდა - სინის ფინალში, სამოასთან, ფიჯი კი ისე გაითანგა წყვილ თრილერში, რომ კენიასთან ფინალის პირველი ტაიმი 0:20 წააგო. ეკვატორელებმა სულ 6 ლელო დაუდეს ზღვისრეთელ ჯადოქრებს, მაგრამ ყველა გარდასახვაც გააფუჭეს * 30:7

ინჯერამ ფინალში დუბლი შეასრულა და სერიის სამარადჟამო სიაში ერთი წყაროთი 5, ხოლო მეორის თანახმად - ორი ლელოთიღა ჩამორჩება არგენტინელ სანტიაგო გომესკორას (230

კენია შეიქნა ოდენ მეათე (!) გუნდი, ვინაც სერიის 17-წლიან ისტორიაში თასი შემართა. სხვაფრივ, ბოლო ორი, ევროპული ეტაპის წინ, შარშანდელი ფალავანი ფიჯი 8 ქულით უსწრებს აფრიკას და 12-ით ზელანდიას, გავარდნის კანდიდატი პორტუგალია კი 4 ქულამდე წამოეწია რუსეთს, ვინაც ზედიზედ მესამედ აწია ფარი (XIII ადგილი)

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

VIII ეტაპი * 16-17/04 @ სინგაპურ (სნგ)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ფიჯი(+38) სამოა(+23) 2-1 / ინგლისი(=0)  2-1, პორტუგალია 0-3
(ბ) საფრანგეთი 3-0, ზელანდია 2-1 / შტატები 1-2, კანადა 0-3
(გ) აფრიკა 3-0, კენია
(=0) 1-1*1 / შოტლანდია(-7) 1-1*1, რუსეთი 0-3
(დ) არგენტინა 2-0*1, ავსტრალია 2-1 / იაპონია
# 1-1*1, უელსი 0-3

<<  მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 19:14 ავსტრალია (დ2)
აფრიკა (გ1) 12:7 ზელანდია (ბ2)
არგენტინა (დ1) 12:7 სამოა (ა2)
საფრანგეთი (ბ1)
7:28 კენია (გ2)

<<  ნახევარფინალი

ფიჯი 26:21 აფრიკა   ვიდეო
კენია 15:12 არგენტინა   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  რუსეთი 24:7 უელსი
ფიალა (IX)  შოტლანდია 14:10 შტატები
სინი (V)  სამოა 26:21 ზელანდია   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  აფრიკა 28:0 არგენტინა
თასი (I)   
კენია 30:7 ფიჯი    ვიდეო

<<   კენია

1 ოსკარ აიოდი, 4 ლუგონზო ლიგამი, 6 ჰამფრი კაიანგე, 8 ენდრიუ ამონდე^კაპ, 10 სემ ოლიეჩ, 11 ქოლინზ ინჯერა, 12 ვილიამ ამბაკა * 2 რობერთ არინგო, 3 ელვინ ოტიენო, 5 ფრენქ ვანიამა, 7 სემ მონტარი, 9 ნელსონ ოიო * მწ) ბენჯემინ აიმბა

<<  ქულა (+00 სხვაობა)

147 ფიჯი (3თ: დუბაი ლას-ვეგას ჰონკონგ;
139 აფრიკა (თ: ქეიპთაუნ;
135 ზელანდია (3თ: ველინგთონ სიდნი ვანქუვერ;

115 ავსტრალია; 95 შტატები; 92 არგენტინა; 85 კენია (თ: სინგაპურ;
75 ინგლისი; 62 სამოა; 58 საფრანგეთი; 57 შოტლანდია; 44 უელსი;
34 კანადა; 21 რუსეთი; 17 პორტუგალია
(ბოლო ვარდება) /
21 იაპონია
#####  1 ბრაზილია# ზიმბაბვე# კორეა#

<<  გასამართია

9

14-15/05

პარიზი

(სფრ)

10

20-22/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (144 ეტაპი:
55 ზელანდია - 30 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი;
10 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები
კენია

www.000webhost.com