სამოური სასწაული

   შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ბოლოს წინა, პარიზის ეტაპის ფინალში სამოამ სასწაულად ძლია ფიჯი, ვისაც პირველობისთვის ფინიშზე ფიალის აღებაც ყოფნის

პარიზის შვიდკაცა 9 წლის შემდეგ აღდგა, "სტადის" ბინაზე, "ჟან ბუენზე" მოეწყო და მოსეირეც საკმაოდ მიიზიდა ქალაქში, სადაც 1924 წელს ბოლო ოლიმპიური ტურნირი ჩატარდა.  ამ ფაქტს დაბლინური პროპაგანდა მალიმალ იმად იმეორებს, რომ რაგბი - ოღონდაც 7კაცა - 92 წლის შემდეგ, აგვისტოში, რიოში უბრუნდება თამაშების პროგრამას!

ლიანგმა გაიხარა - ფრანგებმა 15კაცაში განათხოვარი ფიჯელი, ვირიმი ვაკატავა დაიბრუნეს და მესამე ადგილი დაიკავეს, სერიის ლიდერმა და შარშანდელმა ჩემპიონმა, ფიჯიმ კი მეტადაც გაუსწრო მდევრებს - აფრიკას (14 ქულით) და ზელანდიას (21)

ჰოდა, დამდეგ ვიქენდზე, ლონდონში, საკმარისია პულიდან თასზე გავიდეს, ანაც ქვედა 8ეულში ჩაეშვას და იქ ფიალა მაინც მოიგოს, რომ უეჭველად იპირველებს

ფრე ეგონათ

ეტაპი თავიდან ორ დღედ დაიგეგმა, მაგრამ მერე ჰონკონგურად - პარასკევ ღამით დაიწყო, შაბათს კი, "ჩემპიონთა თასის" ფინალის ხათრით, ადრევე მოყომარდა

გუნდები ოთხივე პულში კანონიკურად დალაგდნენ (3-2-1-0 მოგება; ფიჯიმ მეზობელი სამოა სულაც * 42:5 მოსრა, ზელანდია კი სინგაპურის ფალავანთან, კენიასთან წააგებდა, გილის კაკას სირენის შემდეგ რომ არ ეყოჩაღა * 19:17

კვირას გაჩაღდა პლეიოფი და უმალ წყვილი სენსაცია გამოცხვა: ჩამორჩენილმა არგენტინამ ისე გააგდო ზელანდია, რომ ტელევიზიას ანგარიში ჩაუქრა და კომენტატორებს ფრე ეგონათ, ხოლო სამოამ მეზობელს აფრიკა ჩამოაშორა

სულ ბოლო შეტევამდე, ავსტრალიასთან აგებდა ფიჯიც, მაგრამ დიდი რაგბიდან ხმობილმა სამისონი ვირივირიმ გაიჯეჯილა

ფორმიდან ამოვარდნილ ზელანდიას - კივები თანდათან სულ უფრო ნაკლებ ქულას იმკიან: 22, 19, 12, 10 - სინზე მოუგო აფრიკამაც * 29:19, თასის ნახევარფინალები კი მაინც ლოგიკურად დასრულდა

მონაკოს რეპეშაჟი

ფინალის პირველი ტაიმი ვირტუოზულად მობურთავე ფიჯიმ ლელოებით 4/1, ხოლო ქულებით 26:7 მოიგო

მერე რაც მოხდა, ცოტათი ფარსს ჰგავდა: ფიჯი საეჭვოდ დადგა, სამოამ კი არა 7კაცა, არამედ კლასიკური რაგბი გააჩაღა და კაპიტან ფალემინგა სელესელეს ლელოთი წინაც გავიდა * 29:26

გამწარებულ ფავორიტს ბოლო, უკვე საფირმოდ ქცეულმა აწყვეტამაც ვეღარ უშველა - მოიერიშეს ზედ ალამთან, ბოჭვით გააგდებინეს ბურთი

ასე და ამგვარად, სამოამ 2012 წლის დუბაის ეტაპის შემდეგ პირველად შემართა თასი და რაგბეთს დაანახა, რომ ივნისში, მონაკოს რეპეშაჟში, ბოლო, მე-12 ოლიმპიური საგზურის მოპოვების უპირველესი კანდიდატია

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

IX ეტაპი * 13-15/05 @ პარიზი (სფრ)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / რუსეთი 1-2, პორტუგალია 0-3
(ბ) ფიჯი 3-0, სამოა 2-1 / შოტლანდია 1-2, უელსი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, ავსტრალია 2-1 / ინგლისი 1-2, ბრაზილია
# 0-3
(დ) საფრანგეთი 3-0, არგენტინა 2-1 / შტატები 1-2, კანადა 0-3

<<  მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 17:19 არგენტინა (დ2)   ვიდეო
აფრიკა (გ1)
10:21 სამოა (ბ2)   ვიდეო
საფრანგეთი (დ1) 24:5 კენია (ა2)   
ვიდეო
ფიჯი (ბ1) 17:15 ავსტრალია (გ2)   
ვიდეო

<<  ნახევარფინალი

სამოა 14:12 არგენტინა   ვიდეო
ფიჯი 22:5 საფრანგეთი   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  პორტუგალია 24:19 უელსი
ფიალა (IX)  შოტლანდია 28:10 ინგლისი
სინი (V)  აფრიკა 17:7 ავსტრალია   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  საფრანგეთი 26:17 არგენტინა   ვიდეო
თასი (I) 
სამოა 29:26 ფიჯი    ვიდეო

<<   სამოა

1 ალეფოსიო ტაპილი, 2 ფალემინგა სელესელე^კაპ, 3 სიაოსი ასოფოლაუ, 5 ტეოფილო-ედ ფიდოუ, 7 სეფილინო სამოა, 9 ტია მეალოი, 11 ბელჯემ ტუატანგალოა * 4 საველიო როპატი, 6 ეტიუეფა ფიავაი, 8 ტომასი ალოსიო-ლონგოტული, 10 სამოა ტოლოა, 12 ალამანდა-ლოლო მოტუნგა * მწ) დამიენ მაკგრას (ინგ)

<<  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / სინი 13 - 12 - 10 -10 / ფიალა 8 - 7 - 5 - 5 / ფარი 3 - 2 - 1 - 1

166 ფიჯი (3თ: დუბაი ლასვეგას ჰონკონგ;
152 აფრიკა (თ: ქეიპთაუნ;
145 ზელანდია (3თ: ველინგთონ სიდნი ვანქუვერ;

127 ავსტრალია; 107 არგენტინა; 100 შტატები; 95 კენია (თ: სინგაპურ;
84 სამოა (თ: პარიზი; 82 ინგლისი; 75 საფრანგეთი; 65 შოტლანდია; 46 უელსი; 35 კანადა; 26 რუსეთი; 20 პორტუგალია (ბოლო ვარდება) /
21 იაპონია
#####  2 ბრაზილია## ზიმბაბვე# კორეა#

<<  გასამართია

10

20-22/05

ლონდონ

(ინგ)

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (145 ეტაპი:
55 ზელანდია - 30 ფიჯი; 22 აფრიკა; 16 ინგლისი;
11 სამოა;
6 ავსტრალია; 2 არგენტინა; 1 საფრანგეთი შტატები კენია

<<  ოლიმპიური რეპეშაჟი

18-19/06 @ მონაკო * 16 გუნდი: ურუგვაი, ჩილე; კანადა, მექსიკა; ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ირლანდია; ჰონკონგი, კორეა, შრი ლანკა; ტონგა, სამოა; ზიმბაბვე, მაროკო, ტუნისი

<<  ოლიმპიადა

9-11/08 @ რიო * 12 გუნდი: ბრაზილია; ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ბრიტანეთი; არგენტინა, შტატები, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია, კენია; რეპეშაჟის გამარჯვებული

www.000webhost.com