სრული არსენალით

   შვიდკაცის "მსოფლიო სერიის" ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა ფიჯი, ბოლო, ლონდონის ეტაპი კი შოტლანდიამ მოიგო

შოტლანდია შვიდკაცის სამშობლოა, მაგრამ 17 სეზონი და 146 ეტაპი დაჭირდა, რათა პირველად შეემართა თასი. მეტიც, რაღაი რიოს ოლიმპიადაზე ბრიტანეთს ინგლისი წარადგენს, მომჭირნე სქოთები სულაც 7კაცის დაშლას ფიქრობდნენ, ამ სეზონში კი, ლონდონამდე, პულიდან ოდენ ერთხელ შესულიყვნენ ზედა რვეულში

ფიჯი იმდენად უსწრებდა მდევრებს, რომ პირველობისთვის თასზე გასვლა ყოფნიდა.  გინდ "მფრინავებმა" და გინდაც "ჯადოქრებმა" ლიგიდან (ნრლ) "ამერიკული ბურთაობის" (ნფლ) გავლით აიმატეს თვით ჯარედ ჰეინი, მაგრამ ძაანაც ვერ ენდნენ უჩაუქეს, თუმცკი შვიდკაცის უმეცარ ვარსკვლავს, და 6-დან სამი თამაშიც წააგეს

ბეიქერის 4 ლელო

შაბათს, პულებში, სამივე ხელი მოიგეს მხოლოდ აფრიკამ და ინგლისმა, და უჩვეულოდ ბევრი, 3 ფრეც დაჯდა 24 მატჩში * სფრ 14:14 შტლ, აშშ 12:12 კან, არგ 14:14 ზელ

კენიელმა ქოლინზ ინჯერამ სერიის სამარადჟამო სიაში ლელოებით გადაუსწრო არგენტინელ სანტიაგო გომეს-კორას, სტარტზე ინგლისთან * 10:31 წაგებულმა ფიჯიმ კი საღამოს * 26:0 გააბურთავა ავსტრალია და სერიის ჩემპიონობა შეინარჩუნა

კვირა დილით, მეოთხედფინალში, თითქმის ცარიელ თვიქნემზე, წააგო აფრიკის გარდა ყველა - ერთბაშად სამმა - პულის ჯილამ, ამერიკელმა პერი ბეიქერმა კი 4ჯერ დაალელოვა ნაქები კივები

ნახევარფინალში ფიჯი ვეღარ დაეწია აფრიკას და ბრინჯაოს მატჩშიც ლონდონის შარშანდელ ფალავნებთან - იანკებთან დამარცხდა, ესენი კი, ინგლისის კვალად, სწორედ რომ სქოთებმა გააგდეს

ფიჯურად მოიხელთეს

20წუთიან ფინალში აფრიკა ფავორიტად ჩანდა და ბოლო წუთზეც კი 26:15 იყო წინ, მაგრამ დაგი ფაიფმა ორი ლელო დადო, რაკი გუნდმა თავისივე ქიქოფი ფიჯურად მოიხელთა * 27:26

რუსეთი ელიტაში დარჩა;  პორტუგალია, "ერთა თასის" კვალად, აქედანაც გავარდა და გაისად - ანუ შემოდგომიდან - იაპონია შეცვლის;  10 რაუნდში ექვსმა (!) გუნდმა შემართა თასი;  ბოლო სამი ტურნირი კი სენსაციურად დასრულდა, რაც ოლიმპიურ დებიუტს ეშხს მატებს

დაბოლოს, გულად სქოთებზე.  თუ ფიჯი უნიკალურად 7კაცაობს, ყველა სხვა ბობოლა კი უნიფიცირებულ, ზეხისტ, ზეჩქარ ყაიდაზე თამაშობს, შოტლანდია სრულ რაგბულ არსენალს იყენებს - ბურთაობს გაშლილად, გრძელი პასებით; კონტაქტს ერიდება და ასე განსაჯეთ, ფინალში ლელოც კი შეიტანა ... დერეფანში აგორებული მოლით

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XVII სეზონი * 2015-16

ბოლო, X ეტაპი * 21-22/05 @ ლონდონ (ინგ)

<<  პულები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით, (+00) სხვაობით, (00) გატანილით)

(ა) აფრიკა 3-0, შტატები(+3) 1-1*1 / კანადა(-9) 1-1*1, სამოა 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, ფიჯი 2-1 / ავსტრალია 1-2, უელსი 0-3
(გ) საფრანგეთი
(+48) შოტლანდია(+29) 2-0*1 / კენია 1-2, პორტუგალია 0-3
(დ) ზელანდია
(+54) არგენტინა(+31) 2-0*1 / რუსეთი 1-2, ბრაზილია# 0-3

<<  მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 21:19 არგენტინა (დ2)   ვიდეო
საფრანგეთი (გ1)
7:40 ფიჯი (ბ2)   ვიდეო
ზელანდია (დ1)
14:42 შტატები (ა2)   ვიდეო
ინგლისი (ბ1)
0:17 შოტლანდია (გ2)   ვიდეო

<<  ნახევარფინალი

აფრიკა 26:21 ფიჯი   ვიდეო
შოტლანდია 24:17 შტატები   
ვიდეო

<<  ფინალი

ფარი (XIII)  კენია 31:7 რუსეთი
ფიალა (IX)  უელსი 24:19 ავსტრალია
სინი (V)  ზელანდია 29:14 არგენტინა   
ვიდეო
ბრინჯაო (III)  შტატები 26:19 ფიჯი   
ვიდეო
თასი (I) 
შოტლანდია 27:26 აფრიკა   ვიდეო

<<   შოტლანდია

1 სქოთ რიდელ, 3 ჰიუ ბლეიქ, 4 ჯეიმზ ჯონსთონ, 5 ნიქ მაკლენან,
7 ჯეიმზ ფარნდელ, 8 დემიენ ჰოილანდ, 10 სქოთ ვაით
^კაპ *
2 დაგი ფაიფ, 6 მარქ რობერთსონ, 9 მაგნუს ბრედბერი, 11 ჯეიმზ ფლემინგ, 12 გლენ ბრაის * მწ) ქელამ მაკრეი

<<  ქულა

ად

2015-16

სულ

დუბ

ქეპ

ველ

სიდ

ლას

ვნქ

ჰნკ

სინ

პარ

ლონ

1

ფიჯი

181

22

13

17

17

22

15

22

19

19

15

2

აფრიკა

171

13

22

19

15

17

19

17

17

13

19

3

ზელანდია

158

15

10

22

22

13

22

19

12

10

13

4

ავსტრალია

134

12

10

13

19

19

17

15

10

12

7

5

არგენტინა

119

10

19

12

13

10

5

8

15

15

12

6

შტატები

117

17

12

10

10

15

12

12

7

5

17

7

კენია

98

5

15

10

12

10

1

10

22

10

3

8

ინგლისი

92

19

7

15

10

1

5

13

5

7

10

9

სამოა

89

10

3

8

7

3

13

5

13

22

5

10

შოტლანდია

87

7

8

7

5

5

10

7

8

8

22

11

საფრანგეთი

85

8

17

3

1

7

7

5

10

17

10

12

უელსი

54

5

5

1

3

8

10

10

2

2

8

13

კანადა

40

3

5

5

8

2

8

2

1

1

5

14

რუსეთი

28

1

2

2

2

5

3

3

3

5

2

15

პორტუგალია

21

1

1

1

5

1

2

1

5

3

1

#

იაპონია

21

2

=

5

1

12

=

=

1

=

=

#

ბრაზილია

3

=

=

=

=

=

1

=

=

1

1

#

ზიმბაბვე

1

=

1

=

=

=

=

=

=

=

=

#

კორეა

1

=

=

=

=

=

=

1

=

=

=

ეტაპები: დუბაი (არბ, ქეიპთაუნ (აფრ, ველინგთონ (ზელ, სიდნი (ავს, ლას ვეგას (აშშ, ვანქუვერ (კან, ჰონკონგ (ჩინ, სინგაპურ (სნგ,  პარიზი (სფრ, ლონდონ (ინგ)

ქულა ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 /
სინი 13 - 12 - 10 -10 / ფიალა 8 - 7 - 5 - 5 / ფარი 3 - 2 - 1 - 1

>>   სერიის ჩემპიონი

 
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   1

2009

სამოა   1

2010

>>  თასის მფლობელი

1999-2016 (146 ეტაპი:
55 ზელანდია - 30 ფიჯი; 22 აფრიკა;
16 ინგლისი; 11 სამოა; 6 ავსტრალია; 2 არგენტინა;

1
საფრანგეთი შტატები კენია შოტლანდია

>>   ლელო

წელს: 66 სიბელო სენატლა (აფრ; 48 პერი ბეიქერ (აშშ; 37 სამოა ტოლოა (სამ; 35 სავენათა რავათა (ფიჯ; 32 ქოლინზ ინჯერა (კენ)

სულ: 235 ინჯერა; 230 სანტიაგო გომეს-კორა (არგ; 220 ბენ გოლინგზ (ინგ; 210 დენ ნორთონ (ინგ)

<<  ოლიმპიური რეპეშაჟი

18-19/06 @ მონაკო * 16 გუნდი: ურუგვაი, ჩილე; კანადა, მექსიკა; ესპანეთი, რუსეთი, გერმანია, ირლანდია; ჰონკონგი, კორეა, შრი ლანკა; ტონგა, სამოა; ზიმბაბვე, მაროკო, ტუნისი

<<  ოლიმპიადა

9-11/08 @ რიო * 12 გუნდი: ბრაზილია; ფიჯი, აფრიკა, ზელანდია, ბრიტანეთი; არგენტინა, შტატები, საფრანგეთი, იაპონია, ავსტრალია, კენია; რეპეშაჟის გამარჯვებული

www.000webhost.com