ერთათასელი - რიოში!

   ოლიმპიადის ბოლო, მეთორმეტე საგზური ერგო არა "მსოფლიო სერიის" რომელიმე მონაწილეს, არამედ ელიტიდან შარშანწინ გავარდნილ ესპანეთს

რიოში რაგბის ოლიმპიური აღდგომაა დანიშნული, ოღონდაც შვიდკაცად.  მონაწილე დუჟინის 4 უკეთესი წევრი შარშან გამოვლინდა მსოფლიო სერიაში; ექვსი - რეგიონულ შესარჩევებში; მე-11 გუნდი მასპინძელი ბრაზილიაა, ბოლო საგზური კი უქმეებზე, მონაკოში გათამაშდა - ლუი მეორის სტადიონზე, უფლისწულ ალბერის თვალწინ

ცხელოდა. ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. შეიკრიბა ექვსივე რეგიონის 16 ხელმოცარული. მათგან სამი - სამოა, კანადა და რუსეთი - მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე ჩაუქობს, მაგრამ გამოცხვა სენსაცია:

ოთხი ბებრის (ფეიხო 34; მარტინ, სემპერე 32; ტუდელა 31) მყოლმა ესპანეთმა - ვინაც ამ შემოდგომიდან მესამე სერიასაც გამოტოვებს, ხოლო მონაკოში თავიდან ჰონკონგთანაც წააგო - კვირას ძაან კოხტად გაასაღა ამ ეტაპამდე პროტექციით მოყვანილი ირლანდია, რუსეთი და ფავორიტი სამოაც.  არადა, ამას ერთი თვის წინ პარიზში ეპირველა!

ოლიმპიური ხარჯი

შაბათს პულები კანონიკურად დალაგდა (3-0, 2-1 / 1-2, 0-3) და ტონგა ფსკერზე დაიძირა. კვირას მაინც გათამაშდა ოთხივე ტრადიციული ჯილდო და ბრინჯაოც, ირლანდია კი მონაკომდე ვერ მიაღწევდა, დაბლინელ ოღრაშებს სპორტული პრინციპი რომ არ დაერღვიათ - მათ ერთ სეზონში ორი დონით აღზევების შანსი მისცეს ქვეყანას, ვისაც შვიდკაცა ბოლო წლებში არად უღირდა და აღარც მონაწილეობდა

ყველა მოხიბლა გერმანიამ - პულში თვით კანადა ძლია; სამოამ წააგო ირლანდიასთან, მაგრამ თანდათან გახურდა და ფინალს მაინც უწია; ესპანეთმა კი ნახევარფინალში სირენის შემდეგ, იგორ ხენუას ლელოთი, გააბითურა ამჩატებული რუსეთი და ოლიმპიური ციკლის დანახარჯი წყალში ჩაუყარა

დაბლინი ჩუმჩუმელაობს

ფინალში ესპანეთმა საწყის 5 წუთში ორი ლელო დადო * 12:0, მაგრამ სათამაშო 8 წუთი რომ რჩებოდა, უკვე სამოა იგებდა * 19:12  აქ ლათინები მართლა გალომდნენ, ლელოთი ჩამორჩენა ორამდე დაიყვანეს, ბოლო წყებაში კი საკუთარი 22-დან აბურთავდნენ და სამოა ზედიზედ სამჯერ რომ დააჯარიმა კივმა რიჩი ქელიმ, იგნასიო მარტინმა კარიერის უტკბესი ლელო გაიტანა * 22:19

ნაფინალევს, ბებერმა პაბლო ფეიხომ ინტერვიუს დროს იტირა, "მსოფლიო რაგბი" კი ჩვეულ ყაიდაზე ჩუმჩუმელაობს. ჰოდა, კივი მზირები წერენ, არც კალათები შედგება და აღარც წილისყრა მოეწყობა - დაბლინი რიოს პულებს მხოლოდ მისთვის ცნობილი, საშვიდკაცო რეიტინგით ჩამოქნის, ოლიმპიურ დებიუტს კი იმ ფორმულით ჩაატარებს, ბოლო წლებში ევროპის "გრან პრი"ზე რომ ცდისო

 

ოლიმპიური რეპეშაჟი

18-19/06 @ მონაკო

<<  პულები

(ა) ირლანდია 3-0, სამოა 2-1 / ზიმბაბვე 1-2, ტონგა 0-3
(ბ) გერმანია 3-0, კანადა 2-1 / ურუგვაი 1-2, შრი ლანკა 0-3
(გ) რუსეთი 3-0, ჩილე 2-1 / მაროკო 1-2, ტუნისი 0-3
(დ) ჰონკონგი 3-0, ესპანეთი 2-1 / კორეა 1-2, მექსიკა 0-3

<<  მეოთხედფინალი

ირლანდია (ა1) 7:12 ესპანეთი (დ2)
რუსეთი (გ1) 14:12 კანადა (ბ2)
ჰონკონგი (დ1)
12:31 სამოა (ა2)
გერმანია (ბ1) 26:0 ჩილე (გ2)

<<  ნახევარფინალი

ესპანეთი 17:12 რუსეთი
სამოა 26:14 გერმანია

<<  ფინალი

ფარი (XIII)  კორეა 31:24 შრი ლანკა
ფიალა (IX)  ზიმბაბვე 31:5 ტონგა
სინი (V)  კანადა 24:17 ჰონკონგი
ბრინჯაო (III)  რუსეთი 22:12 გერმანია
თასი (I) 
ესპანეთი 22:19 სამოა

<<   ესპანეთი

1 იგნასიო მარტინ, 2 მატიას ტუდელა^კაპ, 3 ინაკი ვიჯანუევა, 4 პაბლო ფეიხო, 5 ანხელ ლოპეს, 6 ფრანსისკო ერნანდეს, 12 ხავიერ კარიონ * 7 პაბლო ფონტეს, 8 სესარ სემპერე, 9 იგორ ხენუა, 10 ხოან ლოსადა, 11 პოლ პლა * მწ) ხოსე-იგნასიო ინჩაუსტი

ოლიმპიადა

 სამ-ხუთ 9-11/08 @ რიოდეჟანეირო (ბრზ)

<<   პულებად 12 გუნდის სავარაუდო განაწილება

(ა)

ფიჯი

შტატები

არგენტინა

ბრაზილია

(ბ)

აფრიკა

ავსტრალია

საფრანგეთი

ესპანეთი

(გ)

ზელანდია

ბრიტანეთი

კენია

იაპონია

www.000webhost.com