უნაღდესები დავიგემოვნეთ

   ზაფხულის ტესტების ბოლო ვიქენდზე ზელანდიამ უელსი მოსრა, ავსტრალიამ მესამედაც წააგო ინგლისთან, ხოლო აფრიკამ წკიპზე აჯობა ირლანდიას

მესამე რკენათა წინ სამიდან ორი მეგასერიის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ამხანაგური რაგბი" არ არსებობს და ისევ უნაღდესი ტესტები დავიგემოვნეთ

ჰოდა, ზელანდიამ უელსი ზედიზედ 29ედაც ძლია და თანაც 40 ქულით; ავსტრალიამ 40 გაუტანა ინგლისს, მაგრამ კიდევ დამარცხდა, აფრიკამ კი ირლანდიის ორი, გვიანი შტურმი მოიგერია

"ოლ ბლექსმა" შინ მიჯრით 41ედ იმარჯვა!  ავსტრალიამ 1971 წლის აქეთ - მაშინ რასისტულ "ბოკეს" იღებდა - 3მატჩა სერია 0-3 ახლაღა წააგო სტუმართან; მედიამ დათვალა და უელსი თურმე 54კვირიან სეზონს დაუღლია, "ვოლაბიზი" კი ტესტ-რაგბის ისტორიაში მეოთხე გუნდი ყოფილა, ვინაც 4 ათეული ქულა მოკრიფა და მაინც წააგო

ექვსი უპასუხო

ზელანდიამ მესამე ტესტზე რაზმი გადაიხალისა და ჯეელები გამოცადა, უელსს კი ჯანი ყოველ მომდევნო შებმაზე უფრო ნაკლებად ყოფნიდა - 60, 50 და 20 წუთს. რაკი თამაში დანიდინის დარბაზში იყო, "ოლ ბლექსმა" აიშვა, შორიდან უტია და 6 უპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო მგეზავ ბოდენ ბარეთის მონაგარი 26 ქულა გამოვიდა * 46:6

პირველი ლელოს წინ რის პეჩელმა ხაზთან კი დასცა ბენ სმითი, მაგრამ 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი ჩათამაშ-ჩამოთამაშდა და არონ სმითმა, ნაცნობ გარემოში, შორიდან მაინც მიაწვდინა ალამთან მოგვარესა და თანაკლუბელს * 8:6

მეორეზე "ლამის ახალბედამ", ბექმა ჯორჯ მოალამ ბურთაობა რაქიდან ატაცებით დაასრულა, უელსი კი შესვენების წინ "წითელ ზოლში" დაბანაკდა და ბარე სამჯერ ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ კივებმა გაუძლეს * 18:6

სტუმრები მატჩის განახლებისას გატყდნენ: რეფმა საკუთარ ლელოში "წინ პასი" გამოუჩხრიკათ და ბარეთმა ახლოდან ძალით აჯობა დენ  ბიგარს, საათის თავზე კი, 15 ნომრად გადაყვანილი მგეზავი - ლიმა სოპოანგას გრძელი პასით - გაუძვრა დაცვას

მერე თავი ისახელა კვაჭმა დეინ ქოულზმაც, სირენის შემდეგ კი იზრაელ დეგმა თერნოვერიდან ბევრი ირბინა. არადა, მეორე ტაიმში კივთა ხაზი ისე აირია, რომ შუამარბებად ბენ სმითი და ვაისაკე ნაჰოლო იდგნენ, ბლუზელი მოალა კი ზე 18-ის ბოლომდე იუქმებს

ფალავნობაზე გამოგიძახებთო

ავსტრალიის საშველი აღარაა - გუნდი ტრადიციულად ეშხიანად ბურთაობს, მაგრამ შერკინების წინა ორი ხაზი დედალი რომ ჰყავს, თუმც ლელო ბევრი გააქვს, ბლომადაც ჯარიმდება.  ჰოდა, თვით ჯონი ვილქინსონის მიერ ნავარჯიშებმა ოუენ ფარელმა სამ მატჩში 26 ცდით 23 გოლი გაუტანა (88.5%) და 66 ქულა მოხვეტა

მსოფლიო თასზე შინ ჩაფლავებული ინგლისი, ოზივე ედი ჯოუნზის ხელქვეით, უკვე დაღვინდა და წელს გამართული 9ვე (!) ტესტი მოიგო. "ვარდები" ამ შემოდგომაზე იღებენ აფრიკას, ფიჯს, არგენტინასა და ავსტრალიას, "ლომების" საგაისო, კივური ტურნეს გადამკიდე კი ზელანდიას 2018 წელსღა ეტესტებიან. არადა, კადნიერი და ნოვატორი გურუ ბრძანებს, "ოლ ბლექსს" გინდაც ხვალ ვერაგბებთო

"ცბიერი ედი" მარად თვალსაწიერს იფართოვებს და ივლისში თურმე "ტურ დე ფრანსის" მავან გუნდსაც მიაკითხავს, რათა ველომრბოლთა მზადების მეთოდებს გაეცნოს, ძლეულ ვოლაბთა მოძღვარი მაიქლ ჩეკა კი ზამთარშივე მორიგებია ევროპელ ლეგიონერებს (მეთ გიტო, ვილ გენია, დრუ მიჩელ, ადამ ეშლი-ქუპერ), ინგლისთან დაგასვენებთ, მაგრამ ფალავნობაზე კი გამოგიძახებთო

"ოლიმპიურს" ვეღარ შევავსებთო და "მესამე და სამართალი" სიდნის იმ მომცრო სტადიონზე დაინიშნა, რომელზეც ვორათაზი ზერაგბობს. დაიდო 9 ლელო. ვოლაბები წინ სამჯერ გავიდნენ, მაგრამ ჯიუტი ინგლისი არ მოეშვა და ბოლოს კიდევ გარდაუტეხა თამაში * 44:40

სხვაფრივ, ავსტრალიას მცირე ნუგეშად ისღა ექნება, რომ თუ მორიგი დაბლინური ექსპერიმენტი გაამართლებს და ლელო 6 ქულად დაფასდება, ხოლო რაგინდარა გოლი 2 წერტამდე გაიაფდება -მობურთალი ვოლაბები ამ ნიხრით ეგეთ თამაშს აღარ წააგებენ ხოლმე

ავსტრალია 5*6 + 6*2 = 30+12 = 42    ინგლისი  4*6 + 9*2 = 24 +18 = 42

ობობას მოხვდა

თავიდან ინგლისმა შეუტია: ბენ იანგსმა ლელოზე ბურჯი მაკო ვუნიპოლა რომ მიუშვა, შემდეგ ფაზაშიც ბურჯი, დენ ქოული მიეძალა. ამის პასუხად იზი ფოლაუ გაიჭრა ფრთაზე და მეთ ტომუამ ბერნარდ ფოლი დაგეზა, 6-ფაზიანი ბურთაობა კი, იმავე ფოლაუს პასით, დეინ ჰეილეთ-პეთიმ დააგვირგვინა * 12:7 @ 21

მერე ფარელმა შეაგდო შერკინების გახერხებული ჯარიმა; ენთონი ვოთსონის შეგორებული მაიქ ბრაუნმა დაამიწა; ზანგი მარო ითოჟე მეორე ხაზის ნაცვლად მარბიელად დადგა; ფოლიმ კი თუმც ერთი ჯარიმა ააცილა, სირენის შემდეგ დანიშნული შეაგდო * 18:17

მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა ფათერაკი, რამაც შედეგზე იმოქმედა: ბრიტთა 10 ნომრის, ჯორჯ ფორდის აწეული აბრაგანი მოედნის თავზე მოლივლივე "ობობას" (სპაიდერ ქემ) მოხვდა და ისევ ინგლისის კერძი შეიქნა, ნაიჯელ ოუენსმა კი არ დაუსტვინა

ბენ იანგსმა კიდეზე გაურტყა ოზებს; კიდის მსაჯმა ზურგში მოუთათუნა სთივენ მორს, ესაო და ინგლისი შუალედს არ იცავსო; ამან დაბნეულობით ოვალი მხტომელს გადააცილა; ქრის რობშოუ ოზებმა ლელოში ძლივს გააკავეს, მაგრამ 5-მეტრა შერკინებიდან ბილი ვუნიპოლამ იძალა, მალე კი ფარელმა შორიდანაც დაჰკრა * 18:25 @ 48

ყველა შეცვალეს

ავსტრალიამ ანგარიში ადამ ქოულმენის სოლოთი და მაიქლ ჰუპერის ახლოდან შეტანილით გააყაიმა * 25:25, შერკინებისა და ფარელის მორიგ კომბინაციას კი 11 ფაზით უპასუხა - ტომუამ გაჭრა ხაზი და ფოლაუს მე-20 ტესტლელო გაატანინა * 32:28 @ 59

დასკვნითი მეოთხედი ინგლისისა იყო. სტუმრებმა შერკინებაში - ითოჟეს გარდა - ყველა შეცვალეს! მოიპოვეს ჯარიმები რაქში, მოლსა და შერკინებაში; ლელომდე ცოტა დააკლდათ ბრაუნს, ჯექ ნოულს და ქორთნი ლოზს, სათადარიგო კვაჭს, ჯემი ჯორჯს კი უზუსტო პასი წვივში მოხვდა და ოვალს ლელოში დაახტა * 32:38 @ 68

ფარელმა ვოლაბები მათსავე ნახევარზე გამოკეტა და კარშიც ზუსტად ურტყა. ავსტრალიის მორიგმა ვირგლა ფიჯელმა ბექმა, ტანქელე ნაიაროვორომ მაინც შეიტანა პრესტიჟის ლელო, მაგრამ ფოლიმ ეს ბოლო გარდასახვაც ააცილა * 40:44 და ინგლისმა ისევ შემართა შარშანწინ (2014) შინ შენარჩუნებული "ქუქის თასი"

შემტევის დაჯარიმებით

აფრიკას ბურთი დროის 33% ეპყრა და მეორე მეოთხედში სულ ჩამორჩებოდა, მაგრამ მაინც ძლია ირლანდია * 19:13

ვილი ლერუმ რომ ჩამოაგდო აბრაგანის ასაღებად ამხტარი თირნან ოჰალორანი, თემიდამ სინბინი და ერთმატჩა დისკვალიფიკაცია აკმარა, ესაო და დაზარალებული, თავის ნაცვლად, ბეჭით დაეცაო

კელტთა ლელოზე, ფორვარდთა მიძალების კვალად, ბექმა ლუქ მარშალმა დაიფრინა მულატი ელთონ იანკისი, მაგრამ ამან ტაიმის ბოლო ეპიზოდში ვირტუოზულად გადაუკიდა ფრთაზე ჯეიპი პიტერსენს და კიდიდან გარდასახვაც შეაგდო * 13:10

საათის თავზე რუან კომბრინკმა ცენტრის გაღმიდან გაიტანა ჯარიმა, ირლანდია კი გამოაცოცხლა კვაჭად შონ ქრონინის შეცვლამ. "სამყურები" 6 ქულით აგებდნენ, ჯერ 22, მერე კი 19 ფაზა რომ აკინძეს

ორივე შტურმი შემტევის დაჯარიმებით დასრულდა, მატჩის გმირი კი იყო ბოკეს ჩია ჰავბექი ფაფ დეკლერკი, ვინაც მეორე ტაიმში სალელოე პასი ჩაუჭრა პედი ჯექსონს, ხოლო ბოლო შეტევაში ქის ერლსიც ალაგმა

სხვაფრივ, მხარი იტკინა ლაიონზის კაპიტანმა, ვორენ ვაითლიმ და ზე 18-ს ბოლომდე გამოაკლდა

 

ზაფხულის ტესტები 2016

ბოლო, მესამე ვიქენდი

<<  ზელანდია 46:6 უელსი

ზელ: დეგ ბ.სმით მოალა (ნაჰოლო 49) ქროთი (სოპოანგა 55) ჯ.სავეა <10-9> ბარეთ ა.სმით (ქერ-ბარლოუ 72) / მუდი (ქროქეთ 53) ქოულზ (თეილორ 72) ფაუმუინა (ტუჰუნგაფასი 53) რეთალიქ (რომანო 65) ვაითლოქ; დიქსონ (სქვაიერ 55) ქეინ სბ 46, რიდ^კაპ - 6ლ: ბ.სმით მოალა ბარეთ (3 4) ქოულზ დეგ; 5გ 2ჯ: ბარეთ

უელ: პეჩელ ლმ.ვილიამს (სქ.ვილიამს 31-37) ჯთ.დევის რობერთს (სქ.ვილიამს 54) ეიმოს <10-9> ბიგარ (პრისთლენდ 59) ვებ (გა.დევის 55) / ევანს (ჯარვის 47) ოუენს (ბოლდვინ 57) ფრენსის (ლი 47) ჩართერის (ბოლ 60) ავ.ჯოუნზ; მორიართი ვორბერთონ^კაპ (ელ.ჯენქინს 70) ფალეტაუ - 2ჯ: ბიგარ

რეფ გარსეზ (სფრ) 25/06 @ დანიდინ, ფორსაით ბარ (_)   ვიდეო

0:3(6) 3:3(16) 3:6(18) 8:6(23) 11:6(27) 18:6(35) /
25:6(45) სბ(46ზ) 32:6(59) 39:6(64) 46:6(80+5) ^
სერია 3-0

<<  ავსტრალია 40:44 ინგლისი

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ტომუა (ლეალიაფანო 68) ჰორნ (ნაიაროვორო 68) <10-9> ფოლი ფიპს / სლიპერ (სიო 59) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 63) კეპუ (ჰოუმს 59) სქელთონ (პალუ 52) სიმონს (ქოულმენ 41) ფარდი ჰუპერ მაკმან - 5ლ: ფოლი ჰეილეთ-პეთი ჰუპერ ფოლაუ ნაიაროვორო; 3გ 3ჯ: ფოლი

ინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ ფარელ ნოულ <10-9> ფორდ იანგს (ქეა 54) / მ.ვუნიპოლა (მულენ 80) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 64) ქოულ (ჰილ 68) ითოჟე ქრუზ (ლონჩბრი 62) რობშოუ (ქლიფორდ 54) ჰარისონ (ლოზ 32) ბ.ვუნიპოლა (დეილი 75) - 4ლ: ქოულ ბრაუნ ბ.ვუნიპოლა ჯორჯ; 3გ 6ჯ: ფარელ

რეფ ოუენს (უელ) 25/06 @ სიდნი, ალიანს (44 063)   ვიდეო

0:7(12) 7:7(14) 12:7(21) 12:10(26) 15:10(27) 15:17(31) 18:17(40+3) /
18:22(44) 18:25(48) 25:25(52) 25:28(56) 32:28(59) 32:31(62) 32:38(68) 32:41(70) 35:41(72) 35:44(80) 40:44(80+3) ^
სერია 0-3

<<  აფრიკა 19:13 ირლანდია

აფრ: ლერუ სბ 11, კომბრინკ მაპუ დეალენდე ჯპ.პიტერსენ <10-9> იანკის დეკლერკ / მთავარირა (კიცჰოფ 57) ა.სტრაუს^კაპ (მბონამბი 79) მალჰერბე (რედლინჰეის 57) ეცებეთ (მოსტერტ 74) დიუტოი; ლოუ კოლისი (ი.კრილ 61) ვაითლი - ლ: პიტერსენ; გ: იანკის; 4ჯ: იანკის 3, კომბრინკ (3)

ირლ: ოჰალორან (ჰილი 11-17, 41) თრიმბლ მარშალ (ერლს 77) ოულდინგ ერლს (მადიგან 73) <10-9> პ.ჯექსონ მარი (რედენ 69) / მაკგრას ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 73) როს (ფერლონგ 51) ჰენდერსონ (დილან 69) თოუნერ; სთანდერ (რადოქ 69) მერფი ჰიზლიპ - ლ: მარშალ; გ 2ჯ: ჯექსონ  

რეფ გ.ჯექსონ (ზელ) 25/06
@
პორთელიზაბეთ, მანდელა ბეი (42 324)   ვიდეო

3:0(6) სბ(11ა) 3:7(17) 3:10(23) 6:10(32) 13:10(40+2) /
16:10(59) 19:10(69) 19:13(70) ბოლო(80+1) ^
სერია 2-1

 

<<  იაპონია 16:21 შოტლანდია

იაპ - ლ: შიგენო; გ 3ჯ: ტამურა

შტლ - 7ჯ: პირგოს 3, ლეიდლოუ 4

რეფ მიტრეა (იტა) 25/06
@
ტოკიო, აძინომოტო (33 073)   ვიდეო  აკლია კუდი

0:3(3) 3:3(7) 3:6(16) 10:6(22) 10:9(26) 13:9(30) /
16:9(50) 16:12(53) 16:15(61) 16:18(71) 16:21(78) ^
სერია 0-2

<<  არგენტინა 0:27 საფრანგეთი

არგ - სბ ლავანინი

სფრ - 3ლ: ბონევალ ლამერა გუჟონ; 3გ 2ჯ: სერენ

რეფ ბარნს (ინგ) 25/06 @ ტუკუმან, მონუმენტალ (_)   ვიდეო

0:3(26) 0:10(40) / 0:13(45) 0:20(52) 0:27(63სბ) ^ სერია 1-1

<<  შტატები 25:0 რუსეთი

აშშ - ლ: ტეჰო; გ 6ჯ: მაკგინთი

რუს -  სბ გარბუზოვ

რეფ ქარლი (ინგ) 25/06
@ საკრამენტო, ბონი ფილდ
(_)   ვიდეო

3:0(10) 6:0(14) 9:0(28) 12:0(36) 15:0(40+4) /
18:0(45) სბ(47რ) 25:0(65)

<<  კანადა 18:20 იტალია

კან - 6ჯ: მაკრორი სბ ჰერნს

იტა - ლ: ჯეგა; 5ჯ: ალენ 4, კანა სბ კანა

რეფ რუის (სფრ) 26/06 @ ტორონტო, ბიემოუ ფილდ (_)   ვიდეო

0:3(7) 3:3(12) 3:6(15) 6:6(23) სბ(26კ) 9:6(32) 9:9(34) /
12:9(47) 12:12(50) 15:12(54) 15:17(60) 18:17(66) 18:20(72) სბ(75ი)

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (27/06)

1 ზელანდია 9610, 2 ინგლისი 8949, 3 აფრიკა 8632,
4 ავსტრალია
8443, 5(6) უელსი 8249, 6(7) ირლანდია 8167,
7(9) საფრანგეთი
8075, 8 შოტლანდია 8044, 9(5) არგენტინა 8020,
10 ფიჯი
7549, 11(12) საქართველო 7523, 12(11) იაპონია 7495

13 იტალია 7223, 14(15) სამოა 7137, 15(14) ტონგა 6947,
16 რუმინეთი 6874, 17(18) შტატები
6560, 18(17) კანადა 6453,
19 ურუგვაი 6356, 20(21) ნამიბია 6228, 21(20) რუსეთი
6191,
22 ჰონკონგი 5903, 23 ესპანეთი 5879, 24 ბელგია 5794

+/-:  სფრ 266 არგ, საქ 166 ფიჯ (14:3 გ, სამ 110 ტონ (30:10 შ, 
          ინგ
99 ავს, შტლ 94 იაპ, აშშ 71 რუს, იტა 66 კან, აფრ 29 ირლ,
             ზელ
0 უელ

ზე რაგბი 2016

#

[#]

14 რაუნდი [სულ 17]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

5

ქრს

ქრაისთჩერჩ :

45

10-2

+146

50/29

379:233

5

2

2

ლნზ

იოჰანესბერგ :

42

09-3

+135

55/34

419:284

6

3

9

სთო

ქეიპთაუნ :

36

07-4*1

+93

31/21

309:216

6

4

10

ბრმ

კანბერა :

34

08-4

+91

45/30

343:252

2

5

1

ჩიფ

ჰემილთონ :

42

09-3

+105

56/34

403:298

6

6

7

ჰრქ

ველინგთონ :

40

08-4

+98

49/31

358:260

8

7

6

ჰლნ

დანიდინ :

38

08-4

+83

36/23

315:232

6

8

8

შრქ

დურბან :

35

07-4*1

+91

30/20

284:193

5

9

4

ვრთ

სიდნი :

34

07-5

+68

40/29

311:243

6

10

3

ბულ

პრეტორია :

32

07-4*1

+5

34/32

295:290

2

11

11

ბლუ

ოქლენდ :

30

06-5*1

-27

31/37

273:300

4

12

12

რბლ

მელბურნ :

27

06-6

-39

34/41

277:316

3

13

13

ჩტზ

ბლუმფონტეინ :

17

03-9

-7

40/38

320:327

5

14

14

რედ

ბრისბენ :

16

03-8*1

-101

25/39

233:334

2

15

15

ხგრ

ბუენოს აირეს :

14

02-10

-55

37/43

305:360

6

16

16

ფორ

პერთ :

12

02-10

-147

21/50

218:365

4

17

18

ქნგ

პორთ ელიზბთ :

9

02-10

-308

26/72

219:527

1

18

17

სნვ

ტოკიო :

9

01-10*1

-231

29/66

249:480

3

* მე-15 რაუნდი (საქართველოს დროით)    სვლაგეზი EN

   

პარ 1/07 * დილა

ჩიფ.ზელ

11.35

ქრს.ზელ

ბრმ.ავს

13.40

რედ.ავს

შაბ 2/07 * დილა

სნვ.აფ1

09.15

ვრთ.ავს

ჰრქ.ზელ

11.35

ბლუ.ზელ

რბლ.ავს

13.40

სთო.აფ1

შაბ 2/07 * საღამო

ჩტზ.აფ1

17.00

ფორ.ავს

ქნგ.აფ2

19.05

ჰლნ.ზელ

ლნზ.აფ2

21.10

შრქ.აფ2

კვი 3/07

ხგრ.აფ2

01.40

ბულ.აფ1

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

ფალავნობა 2016 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

20/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნი

 

 

აფრიკა

19.00

არგენტინა

ნელსპრეიტ

შაბ

27/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ველინგთონ

 

 

არგენტინა

23.40

აფრიკა

სალტა

შაბ

10/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ჰემილთონ

 

 

ავსტრალია

14.05

აფრიკა

ბრისბენ

შაბ

17/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ქრაისთჩერჩ

 

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

პერთ

შაბ

1/10

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

კვი

2/10

არგენტინა

02.10

ზელანდია

ბუენოს აირეს

შაბ

8/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

დურბან

 

 

არგენტინა

22.30

ავსტრალია

ლონდონ [ინგ]

შაბ

22/10

ზელანდია

10.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ3]