წინა თაობებს მიუძღვნეს

   ზე’რაგბს ახალი, მეცხრე ჩემპიონი ეყოლა - პირველი ზე 18-ის ფინალში ჰარიქეინზმა შინ, ავდარში, დაცვითა და ფეხოსნობით ძლია აფრიკის ლაიონზი და კივეთის გუნდებიდან ბოლომ მოიგო ტიტული

2016 წლის განრიგი  pdf  KA  EN  გეზი

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

ჰარიქეინზი დასაბამიდან კოხტად რაგბობს, მაგრამ აქამდე სტაბილურობა აკლდა და იღბალიც ზურგს აქცევდა ხოლმე.  დედა’ქალაქის კლუბმა ზე 14-სა და 15-ში თითო ფინალი წააგო.  ჰოდა, ისე წავიდნენ ასპარეზიდან ქრისჩენ ქალენ’ი, ნორმ ჰიუით’ი, როდნი სოიალო, ტანა უმანგა, კონრად სმით’ი და მაჰა ნონუ, ხოლო იმ’ქვეყნად - ჯონა ლომუ და ჯერი ქოლინზ’ი, რომ გრიგალთა ფანობა ვერ გაახარეს

წლეულს ნავსი გატყდა ქრის ბოიდ’ისა და შარქსიდან დაბრუნებული ჯონ პლამთრი’ს სარდლობით - გუნდმა ფინიშზე მოიგო ზედიზედ ხუთი, ბოლო რაუნდში ქრუსეიდერზს სტუმრად აართვა პრემია, მეშვიდე ადგილიდან ერთბაშად ახტა პირველზე, პლეი’ოფის სამივე თამაში შინ დაიბევა და ქარსა და წვიმაში ისე იჩემპიონა, რომ ბოლო
7 ტაიმში ლელო ეგრეც არ გაუშვია!

უდაოდ საუკეთესო

თქმულა, ბექები ცალკეულ მატჩებს იგებენ, ტურნირში გამარჯვებას კი შერკინება ჩარხავსო.  ჰარიქეინზს ყოჩობს "ოლ ბლექსის" კვაჭი დეინ ქოულზ’ი;  ფინიშზე უცებ გამოჩნდა "ტონგელი დათვი" - ბურჯი ლონი უჰილა;  უმატა ამავე ჯილაგის მეორე ხაზმაც - ვაეა ფიფიტამ და მაიქლ ფატი’ჰალოფამ;  მესამეში კი თუმც 100 ზე’კეპის პატრონი, ბებერი ვიქთორ ვიტო საშოვარზე მიდის, არდი სავეა და ბრედ შილდს’ი წესით ნაკრებშიც უნდა დაწინაურდნენ

სმითი - ნონუს დუეტის გაფრანგების შემდეგაც კლუბს ხაზში ისე კარგად მისდის საქმე, რომ თვით ჯულიან სავეას ამარქაფებს, ღერძი კი ზენიტშია:  თი’ჯეი პერენარას კადნიერება არასოდეს აკლდა, ბოდენ ბარეთი კი თუ აქამდე "ოლ ბლექსის" სუპერ’საბი - "შეცვლაზე შეშვებით თამაშის გარდამტეხი" იყო - ივნისში, უელსთან ისე ათამაშდა, რომ მთელს ამქარში უდაოდ საუკეთესო 10 ნომერია!

ადგილის დედა

ფინალს თავისი ადათი აქვს - მთავარი ხდება დაცვა და შეცდომაზე მეტოქის გამოჭერა.  ავდარში ორივე ფაქტორმა იმძლავრა:  ბარეთმა ტაქტიკურად უნაკლოდ წაიყვანა თამაში და კარშიც 4-დან 4 გაიტანა, მისმა ვიზავმა - მულატმა ელთონ იანკისმა კი სამიდან ერთიღა შეაგდო და ვერც "მიმხდომ დაცვას" მოარგო გასაღები

კივებს ძაან შეეწიათ "ადგილის დედა" - სავსე სტადიონი, ნაცნობი გარემო და ტაროსი.  აკი წინა 20 სეზონშიც, ფინალის სათამაშოდ ოთხ გუნდს გადაეფრინა ინდოეთის ოკეანეზე, მაგრამ ყოველ ჯერზე წაეგო - თანაც, მინიმუმ 24 ქულით!

ზე’ოღრაშული გაგებით, მსაჯებიც მასპინძლები იყვნენ.  სველი ოვალი რაქიდან დროზე ვერ გამოდიოდა, იაპთა ზე’სხარტი ყაიდა - მთიანეთსა და მშრალ ამინდზე გათვლილი, ხელ’და’ხელ ბურთაობა კი საავდროდ გამოუსადეგარი გამოდგა

21’ში უცოტავესი

დაიდო სამი ლელო: ერთი უნაღდესი, მაგრამ ტელე’რეფმა გააუქმებინა ორი ფაზით ადრე იოტის’ოდენი "წინ თამაშის" გამოჩხრეკით, და ორიც - "წნეხის ქვეშ" დაპანიკების შედეგად.  მოგროვდა ოდენ 23 ქულა, რაც 21 ზე’ფინალში უცოტავესია - აქამდე ანტი’რეკორდი 30 ქულას უდრიდა და 1997 წელს, ლამის წარღვნაში აღნუსხულ’იყო

ამ ყველაფრის მიუხედავად, შოუ საცქერლად ნამდვილად ღირდა, რაკი მეტოქეებს თავი არ დაუზოგავთ.  პირველ ტაიმში ზურგ’ქარი კივებს ერგოთ, იანკისმა ქიქ’ოფი რომ ჩააფლავა და 43 მეტრიდან კარში დარტყმამდეც სადგამზე შეყენებული ბურთი წაექცა

ბარეთმა ფრთაზე ვირტუოზულად რომ გადაუკიდა ქორი ჯეინს, მაგას მოჰყვა ზემოთ’ხსენებული ვიდეო’ანალიზი, მაგრამ მალევე სტუმრებმა შეტევა თამაშ’გარედან ჩახურეს, იანკისმა კი თავისი 22-დან წამოიწყო იერიში, ოვალი ლაიონელ მაპუს შეაჩეჩა და ამან ვეღარ მოიგერია - პირდაპირ ჯეინს დაუმიზნა * 10:0 @ 23’

პინგ’პონგი და წნეხი

10:3-ზე ბურებმა შერკინებაში აშკარად იძალეს, მაგრამ კარში არ დაარტყეს, ჯარიმის ნაცვლად მოთხოვნილ შერკინებაში კი იქეთ დაჯარიმდნენ.  ტაიმი 7’ითღა რომ წააგო, ლაიონზს ლოგიკით მეორე ნახევარში, ზურგ’ქარში უნდა ეძალა, მაგრამ ნამგზავრობა შეეტყო და მეტოქესაც პინგ’პონგში აჰყვა

ჰარიქეინზმა წნეხს მოუჭირა.  ყოჩ ქოულზს ნეკნები წამოსტკივდა და შეცვალეს.  სტუმრებს აბრაგანის აღებისას თამაშ’გარე შეემთხვათ და სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა

შეცვლებმა დაიგვიანეს.  64’ წუთზე იანკისმა კარს მეორედაც ააცდინა, ბოლოს კი ცხრაზე რომ აღარ იდგა ფაფ დე’კლერკი, მისი დუბლიორი თავის ლელოსთან მოგებულ დერეფანში დაიბნა, კივებმა ბურთზე ფეხი მიუკრეს და ბარეთი ხაზს იქეთ დაახტა * 20:3 @ 70’

ტიპიური სურათი

სტუმრებმა ამის მერეც ამაოდ უტიეს.  ბარეთს დარტყმა/პასი/სოლო 21/14/12 გამოუვიდა, იანკისს 9/19/7;  პერენარას 7/51/5, ხოლო დე’კლერკს 11/64/5

ფატი’ჰალოფამ და შილდსმა 14 ბოჭვა შეასრულეს, სავეამ 13.  კივებს მოლი ეგრეც არ დაუყენებიათ, იაპებმა კი 6-ჯერ ააგორეს, მაგრამ (ალბათ სულ) 22-ს გარეთ.  რაქშიც სტუმრებმა მეტ’ჯერ შეინარჩუნეს ბურთი 108-81 და მეტადაც უტიეს, მაგრამ ეგ ტიპიური სურათია, როცა გუნდი აგებს და უსწოროდ რაგბობს

ნამატჩევს კაპიტანმა ქოულზმა ტიტული ჰარიქეინზის წინა თაობებს მიუძღვნა.  ამიერიდან ხუთივე კივური კლუბი მინიმუმ თითოჯერ გამხდარა ფალავანი, ლიდერი კი ქრუსეიდერზია, ვინაც ბოლო - მეშვიდე ტიტული 8 წლის წინ მოიგო, ხოლო წლეულს თუმც 5-0$3 დაანგრია ავსტრალია და 4-0$2 აფრიკა’2 (ლურჯი) - თვისტომებში ოდენ მეოთხე იყო 2-4$1  მატრიცები   EN

ჰარიქეინზი დასაბამიდან (1996) მეცხრე ჩემპიონია, ზელანდიამ კი 21 სეზონში 14-ჯერ იპირველა   21 წლის ჯამი (1996-2016)   EN

ლაიონზს ანუგეშებენ

ახალ, ჩახლართულ სისტემას კრიტიკოსი არა ჰკლებია, მაგრამ ცხრილი იმად იყო გაუწონასწორებელი, რომ ზელანდიამ უმაგალითოდ მოსრა დაჩაჩანაკებული მეზობელი 25: 21-3*1, $13-6 = ქულებით 99-20

შინ თუნდაც თითოჯერ ყველა, 18-ვე გუნდი დამარცხდა, ფორსმა კი შვიდივე წააგო.  ეგრევე 0-7 ირაგბეს სტუმრად რედსმა და სან’ვულვზმა, ბრამბიზმა კი თავისი კონფერენცია 6-0 ბალანსით დაასრულა, მაგრამ მეოთხედ’ფინალი შინ წააგო

მენცრები ლაიონზს ანუგეშებენ, "გენიალური სისტემით" გაისად (2017) ზელანდიელებს პლეი’ოფამდე აღარ ხვდებით და აბა, თქვენ იცით, პირველი ადგილი და ფინალთა წინ გამართვის უფლება ხელიდან აღარ გაუშვათო. 

სხვაფრივ, "პლენტ რაგბმა" რომ შეადგინა 15’ეული, რვა რჩეული აფრიკელი გამოუვიდა, 6 ზელანდიელი და ერთი’ღა ოზი - საუკეთესო მელელოვე, ნალიგარი იზი ფოლაუ!

 

ზე რაგბი 2016

* ფინალ

<<  ჰარიქეინზ 20:3 ლაიონზ

ჰრქ (ველინგთონ) #1 (ზელ) მარშალ ჯეინ პროქთორ ჰალა’ჰოლო (ასო 50) ვუდ’ვორდ (ჯ.სავეა 70) <10-9> ბარეთ პერენარა (გიბსონ-პარქ 77) / უჰილა (კაინგა 76) ქოულზ^კაპ (რიქითელი 43-56, 60) მეი (ივზ 52) ფიფიტა ფატი’ჰალოფა (ებოთ 74) შილდს (გიბინს 74) ა.სავეა ვიტო - 2ლ: ჯეინ ბარეთ; 2გ 2ჯ: ბარეთ 

ლნზ (იოჰანეს’ბერგ) #2 (აფრ) ა.კუცია (ფან’დერ’ვალტ 70) კომბრინკ მაპუ იანსე-ფან’რენსბერგ (მნისი 57-63, 74) სკოსან <10-9> იანკის დე’კლერკ (კრონიე 68) / დ.სმით (კ.ფური 70) მარქს (ა.ფან’დერ’მერვე 70) რედლინჰეის (ფან’რუიენ 74) ფერერა (ერაზმუს 74) მოსტერტ; ი.კრილ ტეკლენბერგ ვაითლი^კაპ (აკერმან 70) - ჯ: იანკის  

რეფ ჯექსონ (ზელ) 6/08 (34 973)   ვიდეო

3:0(12) 10:0(23) 10:3(26) / 13:3(52) 20:3(70)

მატრიცები   EN

 

2016 წლის საბოლოო კიბე

ად

კოდი

გუნდი

ქალაქი

ქვეყ

2015

1

ჰრქ

ჰარიქეინზ

ველინგთონ

ზელ

2

2

ლნზ

ლაიონზ

იოჰანესბერგ

აფრ

8

3

ჰლნ

ჰაილენდერზ

დანიდინ

ზელ

1

4

ჩიფ

ჩიფს

ჰემილთონ

ზელ

6

5

სთო

სთორმერზ

ქეიპთაუნ

აფრ

5

6

ბრმ

ბრამბიზ

კანბერა

ავს

4

7

ქრს

ქრუსეიდერზ

ქრაისთჩერჩ

ზელ

7

8

შრქ

შარქს

დურბან

აფრ

11

9

ბულ

ბულზ

პრეტორია

აფრ

9

10

ვრთ

ვორათაზ

სიდნი

ავს

3

11

ბლუ

ბლუზ

ოქლენდ

ზელ

14

12

რბლ

რებელზ

მელბურნ

ავს

10

13

ხგრ

ხაგუარეს

ბუენოს აირეს

არგ

=

14

ჩტზ

ჩიტაზ

ბლუმფონტეინ

აფრ

12

15

რედ

რედს

ბრისბენ

ავს

13

16

ფორ

ფორს

პერთ

ავს

15

17

ქნგ

ქინგზ

პორთ ელიზბთ

აფრ

=

18

სნვ

სან’ვულვზ

ტოკიო

იაპ

=

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

>> 

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

 

მფ

ნფ

 

სტატ’მოწინავენი

<<  ქულა: 223 ბოდენ ბარეთ (ჰრქ; 199 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ;
190 ელთონ იანკის (ლნზ; 186 ლიმა სოპოანგა (ჰლნ; 179 რიჩი მოჰუნგა (ქრს; 163 ქრისჩენ ლეალიაფანო (ბრმ; 142 ნიკოლას სანჩეს (ხგრ; 130 იჰაია ვესთ (ბლუ; 128 ჟან-ლიუკ დიუ’პლესი (სთო;
120 ჯექ დებროსინი (რბლ, ბერნარდ ფოლი (ვრთ; 109 ფრანსუა ბრამერ (ბულ; 105 ტუსი პისი (სნვ)

<<  ლელო:  11  იზი ფოლაუ (ვრთ;  10  მაკ’ქენზი, როან იანსე - ფან’რენსბერგ (ლნზ, ქორთნოლ სკოსან (ლნზ, მეთ ფედეს (ჰლნ) 

ბარეთ, აკიჰიტო იამადა (სნვ, ლაიონელ მაპუ (ლნზ, სერჯილ პიტერსენ (ჩტზ, სეტა ტამანი’ვალუ (ჩიფ, რის ჰოჯ (რბლ)

8  ლეოლინ ზას (სთო, რუან კომბრინკ (ლნზ, ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ)

7  ჯეიმზ ლოუ (ჩიფ, ჯონი მაკ’ნიქოლ (ქრს, სთივენ მორ (ბრმ, თი’ჯეი პერენარა (ჰრქ, რაიან ქროთი (ქრს) 

6  ტრევის იშმაილ (ბულ, ჯერომ კაინო (ბლუ, ვინსენტ კოხ (სთო, აგუსტინ კრევი (ხგრ, იაკო კრილ (ლნზ, მარტინ ლანდახო (ხგრ, ჯონე მათილაი (ქრს, სეფანაია ნაივალუ (რბლ, ნემანი ნანდოლო (ქრს, ჯულიან სავეა (ჰრქ, ადრიან სტრაუს (ბულ, ჯო ტომანე (ბრმ, უზეირ ქასიმ (ჩტზ, ქორი ჯეინ (ჰრქ)

<<  ბოჭვა:  205 არდი სავეა (ჰრქ; 191 სემ ქეინ (ჩიფ; 165 მეთ თოდ (ქრს; 162 მეთ ჰოჯსონ (ფორ; 156 პიტერ ლაბუსხახნი (ბულ; 155 ფრანკო მოსტერტ (ლნზ, ბრედ შილდს (ჰრქ; 154 მაიქლ ჰუპერ (ვრთ)

<<  მბოჭავის გაბითურება:  67 მაკ’ქენზი; 62 სამუ კერევი (რედ; 57 კომბრინკ, კრილ; 55 ფოლაუ; 54 დეინ ჰეილეთ-პეთი (ფორ; 51 ბენ სმით (ჰლნ; 48 შონ მაკ’მან (რბლ)

<<  სოლო:  215 მაკ’ქენზი; 200 ჰეილეთ-პეთი; 182 კერევი; 173 ფოლაუ; 163 აიდან ტოუა (ბრმ; 162 ჰენდრიკ ტუი (რედ; 157 ლოუ

<<  ნავარდი (მეტრი:  1304 მაკ’ქენზი; 1283 ჰეილეთ-პეთი; 1276 კომბრინკ; 1250 ფოლაუ; 1120 ბ.სმით; 1062 ლოუ; 988 კერევი; 975 ტოუა

<<  ოფლოუდი:  34 მალაკაი ფეკიტოა (ჰლნ; 28 მაკ’ქენზი; 26 ლოუ, ნანდოლო; 24 ფოლაუ, პეთ ოზბორნ (ჰლნ; 23 კერევი, ბ.სმით

<<  დერეფნის მოგება:  82 ფრანსუა ეის (ჩტზ; 78 სტეფან ლა’ვის (შრქ; 72 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო; 68 ჯონ-ჩარლზ ესთლ (ქნგ; 64 სემ ქართერ (ბრმ; 63 ელიოთ დიქსონ (ჰლნ; 61 რობ სიმონს (რედ)

>>  "პლანეტ რაგბის" რჩეულნი

15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ, 14 რუან კომბრინკ (ლნზ, 13 იზი ფოლაუ (ვრთ, 12 როან იანსე - ფან’რენსბერგ (ლნზ, 11 ჯეიმზ ლოუ (ჩიფ;
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ, 9 ფაფ დე’კლერკ (ლნზ)  /

1 დილან სმით (ლნზ, 2 მალკომ მარქს (ლნზ, 3 ვინსენტ კოხ (სთო;
4 ვაეა ფიფიტა (ჰრქ, 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ; 6 ელიოთ დიქსონ (ჰლნ, 7 არდი სავეა (ჰრქ, 8 ვორენ ვაითლი (ლნზ)

სულ:  7 ლნზ, 3 ჰრქ, 2 ჩიფ, 1 ვრთ სთო ჰლნ * 8 აფრ, 6 ზელ, 1 ავს

 

ზე 12/14/15/18-ის ჩემპიონები (1996-2016)

 21 წლის ჯამი   EN

               

ქრუსეიდერზ

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

7

1998

1999

2000

2002

 

 

 

 

2005

2006

2008

ბლუზ

(ოქლენდ)

ზელ

3

1996

1997

2003

ბულზ

(პრეტორია)

აფრ

3

2007

2009

2010

ბრამბიზ

(კანბერა)

ავს

2

2001

2004

ჩიფს

(ჰემილთონ)

ზელ

2

2012

2013

რედს

(ბრისბენ)

ავს

1

2011

ვორათაზ

(სიდნი)

ავს

1

2014

ჰაილენდერზ

(დანიდინ)

ზელ

1

2015

ჰარიქეინზ

(ველინგთონ)

ზელ

1

2016

 

2016

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2015

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2014

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2013

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2012

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2011

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2016 წლის განრიგი  pdf  KA  EN  გეზი

21 წლის ჯამი (1996-2016)  EN

 

ფალავნობა 2016 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

20/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნი [ბლ1]

 

 

აფრიკა

19.00

არგენტინა

ნელსპრეიტ

შაბ

27/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ველინგთონ [ბლ2]

 

 

არგენტინა

23.40

აფრიკა

სალტა

შაბ

10/09

ზელანდია

11.35

არგენტინა

ჰემილთონ

 

 

ავსტრალია

14.05

აფრიკა

ბრისბენ

შაბ

17/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ქრაისთ’ჩერჩ

 

 

ავსტრალია

14.05

არგენტინა

პერთ

შაბ

1/10

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

კვი

2/10

არგენტინა

02.10

ზელანდია

ბუენოს აირეს

შაბ

8/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

დურბან

 

 

არგენტინა

22.30

ავსტრალია

ლონდონ [ინგ]

შაბ

22/10

ზელანდია

10.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ3]

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com