უკეთესსაც დავდგამთო

   რაგბი ოლიმპიადაზე ყოჩაღად დაბრუნდა - რიოში, ზედიზედ 6დღიანი ჩაუქობის შედეგად, ჩემპიონები გახდნენ ავსტრალიელი ქალები და ფიჯელი კაცები

1924 წლის, პარიზის ოლიმპიადაზე რაგბის გადამწყვეტი რკენა აყალმაყალით რომ დასრულდა - ოვალურბურთა თამაში პროგრამიდან ამოიღეს, რაღაი ბრიტები და სამხრეთის მომავალი "სამი ერი" დანარჩენ სამყაროს თავს არა და არ უყადრებდა

გამოხდა მაქედან 85 წელი და გლობალურ მიზნებს შეჭიდებული სპორტი, მეორე ცდით, ჩართეს 2016 და 2020 წლების ოლიმპიადათა პროგრამაში - ოღონდაც სხარტი, 7მობურთალიანი ფორმატით და "გენდერული თანასწორობის" დაცვითაც, ანუ რიოსა და ტოკიოში ქალთა და ვაჟთა 12-12 გუნდი უნდა გამოსულიყო

ამით 7კაცასა და ქალას ფასი მეტად დაედო, ჩვენ კი, "დიდ რაგბში" დაწინაურების პარალელურად, ამ სტრატეგიულ, ოლიმპიურ სახეობაზე გული მთლად ავიყარეთ, რასაც შედეგთა შეუქცევადი გაუარესება და "ევროპული სერიის" ვაკის ეტაპის დაკარგვაც მოჰყვა.  ჰოდა, შარშან ვეღარც შესარჩევი ბარიერი დავძლიეთ და რიოს მიღმა აღმოვჩნდით

დეოდორუს დაანგრევენ

ბრაზილიაში რაგბი მზარდი, ოღონდაც ჯერაც უჩინარი სახეობაა. ხალხი სხვა სპორტებზეც ბევრი არ დადის და რა გასაკვირია, რომ პირამდე არც "სევენსის" არენა - 15ათასიანი "დეოდორუ" ავსებულა

მაქამდე მისვლას რიოს ცენტრიდან თურმე 2 საათი ჭირდება.  ბედად, რაგბის სანახავად მეზობელი, ბალახის ჰოკეის სტადიონიდან ხშირად გადმოდიოდნენ ფანები, ნაოლიპიადევს კი არენას დაანგრევენ, რათა ფეხბურთის "ფლამენგუმ" იქვე საკუთარი ასპარეზი აიშენოს

ორივე ტურნირი ერთნაირი ფორმულით მოეწყო - ზედიზედ სამ დღეს გაგრძელდა.  12 გუნდი დაიყო სამ პულად.  საჩემპიონო პლეიოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი და ორიც უკეთესი მესამე.  თამაშები 30წუთიანი შუალედით, 3საათიან - დღისა და საღამოს სესიებად დაიგეგმა, ტაიმებს შორის შესვენება კი 2 წუთამდე დაგრძელდა

არათანაბარი დონე

ჯერ გოგოებმა იჩაუქეს.  მათი მსოფლიო სერია ზედიზად სამჯერ მოეგო ზელანდიას, მაგრამ წლეულს ავსტრალიამ იძალა, 5 ეტაპიდან სამზე იპირველა და 14 ქულით ჩამოიტოვა კივები, რომელთაც ვერსად იპირველეს

რაკი რაგბი ოლიმპიადაში აღდგა, მედიამ გულმოდგინედ აღნუსხა რამდენიმე "პირველი".  დამცრობიდან 92 წლის შემდეგ, პირველი ქიქოფი ესპანელმა პატრისია გარსიამ შეასრულა შაბათს, 6 აგვისტოს, პირველი ლელო კი ფრანგმა კამი გრასინომ გაიტანა

ქალთა რაგბი მაინც "ახალი ხილი" რომაა, დასის დონე არათანაბარი გამოვიდა.  ზვიადმა "სამხრეთმა აფრიკამ" რიოში ეგრეც არ მიავლინა რეგიონული შესარჩევის მომგები გუნდი, ესაო და მსოფლიო სერიაში რად ვერ აიღეთ ლიცენზიაო, და მანდილოსნებიც ხშირად ტექნიკის საფუძვლებში იჭრებოდნენ

ექვსნი თაჩიდან

34-დან 14 თამაში ნულზე დასრულდა.  კვირას, 7 აგვისტოს, წნეხში მოჰყვა შტატები - დღისით ავსტრალიას უგებდა, მაგრამ სირენის შემდეგ ფრეს * 12:12 დასჯერდა, საღამოს კი, მეოთხედფინალში, სინბინზეც ვეღარ იხეირა და კივებთან გულსაკლავად * 0:5 წააგო

ნახევარფინალში ოთხივე მოწინავე განთესილი გავიდა.  ორშაბათს,
8 აგვისტოს, ფინალში ზღვისრეთელი მეზობლები შეიყარნენ.  ზელანდიელმა პოშა ვუდმენმა ოზებს პასზე ხელი წინ რომ ჩაუკრა,
2 წუთით დაითხოვეს, მეტოქემ კი ამ დროს 12 ქულა მიითვალა

"მარგალიტები" (პერლზ) ერთი ხანობა 19 ქულითაც კი იგებდნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიშად ფრიად მოკრძალებული * 24:17 დადგინდა. ჰოდა, 7ქალაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჭრელი დუჟინი, რომლის 6 წევრი რაგბში თაჩიდან (!) მოსულა, თითო კი - ლიგიდან, ბალახის ჰოკეიდან, კალათბურთიდან და მძლეოსნობიდან

კალენდრის ბრალიაო

ვაჟებში ეგეთი რამ წარმოუდგენელია, რაკი ლამის ყველანი არათუ მორაგბეები, პროფესიონალი მოშვიდკაცეები არიან და აწუკვე 10ეტაპა "მსოფლიო სერიაზე" ჩაუქობენ.  საუკუნეთა შესაყარზე დაფუძნებული ეს შოუ 12-ჯერ მოიგო ზელანდიამ, მაგრამ რაც ფიჯიმ მოძღვრად მწითური ბრიტი, ბენ რაიანი დაიყენა, დალაგდა და უნიკალური ნიჭი სწორ კალაპოტში მიმართა - ბოლო ორი  წელია, სერიაზე პირველობს!

ფავორიტებად ფიჯი, აფრიკა, ზელანდია და ბრიტანეთი მიიჩნეოდნენ. ოლიმპიური ოქროთი აპირებდა კოლექციის შევსებას "უცნობილესი სახე" - უნივერსალი ზელანდიელი ათლეტი სონიბილ ვილიამსი, მაგრამ სამშაბათს, 9 აგვისტოს, პირველსავე მატჩში აქილევსი გაუწყდა და 9 თვით გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც ოქლენდის "ბლუზს" საგაისო ზე 18-ში მაისშიღა დაემატება

ზევარსკვლავის დაკარგვა იქეთ იყოს და ზელანდიას კიდევ ორი კაცი რომ დაუშავდა, საწყის ორ დღეში ოთხიდან სამი თამაში წააგო - იაპონიასთან, ბრიტანეთთან, ფიჯთან და ოთხეულშიც ვეღარ შევიდა. ჰოდა, კივეთში მორიგი უკბილო, თავის სამართლებელი თეორია შეითხზა, ესაო და ჩვენი მარცხი გადატვირთული საერთაშორისო კალენდრის ბრალიაო - თითქო სხვებს იგივე პრობლემა არ აწუხებთ!

ერთიანად გამოიფიტა

"მსოფლიო რაგბი" თუმც ტრადიციულად დუმს, მაგრამ გურმანებს მსაჯობა არ მოეწონათ

ვაკეში, "მრგვალი ბაღის" ზემოთ ნაცხოვრები რიჩი ქელი ოთხშაბათს,
10 აგვიტოს ისე გაისარჯა, რომ ნაქები შტატები 1 "ბურთით" ჩამორჩა მის თანამემამულეებს და გავარდა, მაგრამ შემდეგსავე წრეში ზელანდია ცქნაფა აფრიკელ ზანგს გადაეყარა და ამან ცხვირიდან ძმარი ადინა - ფიჯთან ყველაფერზე აჯარიმა!

კივები ბოლოს მეხუთეზეღა გავიდნენ,  ხუთშაბათს, 11 აგვისტოს კი, წინაღამ არგენტინის ოვერტაიმში * 5:0 გამგდებმა ბრიტანეთმა ომითვე რომ ჩამოიცილა აფრიკა * 7:5 - ერთიანად გამოიფიტა. ჰოდა, გალაღებულმა ფიჯელებმა ფინალის პირველი ტაიმი 29:0 მოიგეს, მთელი თამაში კი * 43:7

პირველი მედალი

ამ მატჩზე, თუ სოცმედიას დაეჯერება, 10 272 მოსეირე მისულა. ბრინჯაო აფრიკას ერგო, ფიჯი კი ოლიმპიადებში 1956 წლიდან მონაწილეობს და პირველი მედალი - თანაც ოქროსი - ახლაღა, რაგბში აიღო

კუნძულებზე ხალხმა, რაღა თქმა უნდა, ძაან გაიხარა, "მსოფლიო რაგბის" ახალი მახვში, ინგლისელი ბილ ბომონთი კი აღიარებს, თამაშების პროგრამაში ყოფნას "უზენაეს უფლებად" როდი აღვიქვამთ, რის გამოც 2020 წელს უკეთესი სანახაობის დადგმა გვმართებსო

სხვაფრივ, მისადმი დაქვემდებარებული, დაბლინის ოფისი რომ მარად ორიგინალურია, მავანმა ჭკვიანმა ლაივსქორიდან ... დრო ამოიღო!

 

XXXI ოლიმპიადა @ რიოდეჟანეირო (ბრზ)

 7ქალა  @ 6-8/08

<<  პულები

1

ავსტრალია

#1

2-0*1

+89

 

36:00

12:12

53:00

2

ფიჯი

#7

2-1

+5

 

 

12:07

36:00

7

შტატები

#6

1-1*1

+43

 

 

 

48:00

12

კოლუმბია

#12

0-3

-137

 

 

 

 

         

 

 

 

 

1

ზელანდია

#2

3-0

+97

 

26:07

31:05

52:00

2

საფრანგეთი

#5

2-1

+31

 

 

24:07

40:07

8

ესპანეთი

#8

1-2

-34

 

 

 

19:10

10

კენია

#11

0-3

-94

 

 

 

 

         

 

 

 

 

გ1

ბრიტანეთი

#4

3-0

+88

 

22:00

29:03

40:00

გ2

კანადა

#3

2-1

+61

 

 

38:00

45:00

9

ბრაზილია

#9

1-2

-48

 

 

 

26:10

11

იაპონია

#10

0-3

-101

 

 

 

 

<<  მეოთხედფინალი

ავსტრალია (ა1) 24:0 ესპანეთი (8)
კანადა
(გ2) 15:5 საფრანგეთი (ბ2)
ბრიტანეთი
(გ1) 26:7 ფიჯი (ა2)
ზელანდია
(ბ1) 5:0 შტატები (7)

<<  ნახევარფინალი

ბრაზილია (9) 24:0 კოლუმბია (12)
იაპონია (11) 24:0 კენია (10)
საფრანგეთი 24:12 ესპანეთი
შტატები 12:7 ფიჯი
ავსტრალია 17:5 კანადა
ზელანდია 25:7 ბრიტანეთი

<<  ფინალი

კენია 22:10 კოლუმბია
ბრაზილია 33:5 იაპონია
ესპანეთი 21:0 ფიჯი
შტატები 19:5 საფრანგეთი
კანადა 33:10 ბრიტანეთი
ავსტრალია 24:17 ზელანდია

<<   კიბე

1 ავსტრალია, 2 ზელანდია, 3 კანადა -

4 ბრიტანეთი, 5 შტატები, 6 საფრანგეთი, 7 ესპანეთი, 8 ფიჯი,
9 ბრაზილია, 10 იაპონია, 11 კენია, 12 კოლუმბია

<<   ავსტრალია

1 შენონ პერი, 2 შარნი ვილიამს^კაპ, 5 ემა ტონეგატო, 7 შარლოთ ქასლიქ, 8 ქლოი დოლთონ, 10 ალიშა ქვერქ, 11 ემილი ჩერი *
3 ნიქოლ ბექ, 4 ჯემა ესერიჯ, 6 ევანია პელიტე, 9 ემი თერნერ,
12 ელია გრინ * მწ) თიმ ვოლშ

 7კაცა  @ 9-11/08

<<  პულები

1

ფიჯი

#1

3-0

+40

 

21:14

24:19

40:12

2

არგენტინა

#7

2-1

+27

 

 

17:14

31:00

9

შტატები

#6

1-2

+18

 

 

 

26:00

12

ბრაზილია

#12

0-3

-85

 

 

 

 

 

 

     

 

 

 

 

1

აფრიკა

#2

2-1

+43

 

26:00

12:05

24:00

2

საფრანგეთი

#8

2-1

+12

 

 

31:14

26:05

7

ავსტრალია

#5

2-1

+4

 

 

 

26:12

10

ესპანეთი

#11

0-3

-59

 

 

 

 

 

 

     

 

 

 

 

გ1

ბრიტანეთი

#4

3-0

+28

 

21:19

21:19

31:07

გ2

იაპონია

#10

2-1

+24

 

 

14:12

31:07

8

ზელანდია

#3

1-2

+19

 

 

 

28:05

11

კენია

#9

0-3

-71

 

 

 

 

<<  მეოთხედფინალი

ფიჯი (ა1) 12:7 ზელანდია (8)
იაპონია
(გ2) 12:7 საფრანგეთი (ბ2)
ბრიტანეთი
(გ1) 5:0*დდ არგენტინა (ა2)
აფრიკა
(ბ1) 22:5 ავსტრალია (7)

<<  ნახევარფინალი

შტატები (9) 24:12 ბრაზილია (12)
ესპანეთი (10) 14:12 კენია (11)
ზელანდია 24:19 საფრანგეთი
არგენტინა 26:21 ავსტრალია
ფიჯი 20:5 იაპონია
ბრიტანეთი 7:5 აფრიკა

<<  ფინალი

კენია 24:0 ბრაზილია
შტატები 24:12 ესპანეთი
საფრანგეთი 12:10 ავსტრალია
ზელანდია 17:14 არგენტინა
აფრიკა 54:14 იაპონია
ფიჯი 43:7 ბრიტანეთი

<<   კიბე

1 ფიჯი, 2 ბრიტანეთი, 3 აფრიკა -

4 იაპონია, 5 ზელანდია, 6 არგენტინა, 7 საფრანგეთი, 8 ავსტრალია,
9 შტატები, 10 ესპანეთი, 11 კენია, 12 ბრაზილია

<<   ფიჯი

2 ჯასა ვერემალუა, 3 სემი კუნატანი, 5 ლეონე ნაკარავა, 7 ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი ტუვაი, 10 სამისონი ვირივირი, 12 ვატემო რავოუვოუ * 1 აპისაი ნდომოლაილაი, 4 ვილიამე მატა, 6 კიტიონე ტალინგა, 8 ჯოსუა ტუისოვა, 11 სავენათა რავათა, 13 მასივესი ნდაკუვანქა * მწ) ბენ რაიან (ინგ)

 ჯამი   ევროპის გრანპრის ნიხრით:

       

20 18 16 14 - 12 10 8 6 - 4 3 2 1

სულ ქალ კაც
       

ბრიტანეთი

32

14

18

ზელანდია

30

18

12

ავსტრალია

26

20

6

ფიჯი

26

6

20

საფრანგეთი

18

10

8

იაპონია

17

3

14

კანადა

16

16

0

შტატები

16

12

4

აფრიკა

16

0

16

ესპანეთი

11

8

3

არგენტინა

10

0

10

ბრაზილია

5

4

1

კენია

4

2

2

კოლუმბია

1

1

0