თითო თავით მაღლა

   ზელანდიამ "მეოთხე შაბათს" 28 ქულით რომ გააბურთავა ოდინდელი მეტოქე - აფრიკა, ფინიშამდე ორი ტურით ადრე დაიბევა "სამხრეთის ფალავნობა"

"ოლ ბლექსს" ვადამდე წინათაც უჩემპიონია, მაგრამ წელს ყველაზე თითო თავით მაღლა რომ დგას, ერთთავად ბონუსით იმარჯვებს და ლელოთა ფარდობაც დიდებული აქვს * 24/3

კივები რეკორდებსაც ზედიზედ აუმჯობესებენ:  2009 წლის აქეთ, შინ ზედიზედ უკვე 44 ტესტი მოუგიათ, მათი "მიჯრით გამარჯვებათა" მიმდინარე წყება კი 15 თამაშია

ჰოდა, ზელანდია თუ კიდევ სამს მოიგებს, ზეპური რაგბის ახალ რეკორდს დაამყარებს, რაღაი აქამდე "ზედიზედ 17" თავადვე მოუგია 1965-69 და 2013-14, ხოლო აფრიკას 1997-98 წლებში

სხვაფრივ, კივებს ერთი ანტირეკორდი მაინც "აეკიდათ" - მათმა "მარჯვენა ბურჯმა" ოუენ ფრენქსმა 84-ე ტესტშიც რომ ვერ დადო ლელო, უიღბლოთა ნუსხის თავში იტალიელი ბურჯივე, სალვატორე პერუჯინი ჩაანაცვლა

ჰაბანას 66-ე

კივები იაპებს მომცრო სტადიონზე - ქრაისთჩერჩში დაუხვდნენ.  ბოკე შესვენებამდე ერთობ გაუძალიანდა შავებს და 5 ქულითღა ჩამორჩა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ზელანდიამ უკვე ტრადიციულ ყაიდაზე გაილაღა - 26:3 მეორე ტაიმში!

ექვსიდან სამ ლელოზე ბოლო პასი ზე 18-ის ჩემპიონის, "ჰარიქეინზ"ის კვაჭმა და კაპიტანმა, დეინ ქოულზმა შეასრულა და ციმციმ შეცვალეს, და სამი ლელოც ახლო შერკინებიდან დაიდო - ოღონდაც, ბექთა მიერ

აფრიკამ მასპინძლებს პირველი ტაიმის საწყის ნახევარში გაუძლო და უცებ იქეთაც დაალელოვა:  იოჰან ხუსენს რომ მიჰყვა პიტერ-სტეფ დიუტოი, რამდენიმე ფაზის შემდეგ ვორენ ვაითლიმ გეზი ახლოდან შეურჩია ბრაიან ჰაბანას, ვინაც 66-ე ლელო მიითვალა და სამითღა ჩამორჩება იაპონელ დაისუკე ოჰატას * 3:7 @ 20

თამაში გააჩქარეს

ბოკეს სიხარული უმალ ჩამწარდა:  ელთონ იანკისს ქიქოფი დაუვარდა; 5-მეტრა შერკინებიდან კივები "10 ნომრის არხში" მიეძალნენ, იაპთა მორკინალებმა კი წამოდგომა და მოკლე ფრთაზე გაშლა ვერ მოასწრეს. ჰოდა, ქოულზმა იზრაელ დეგი შეაცუნცულა ალამთან * 8:7 @ 22

ფრანსუა ჰოუხარდმა საკუთარი 22-დან თამამად რომ შეუტია, ბოკემ ბურთი დაკარგა;  შერკინებიდან ბოდენ ბარეთმა ისევ რაიან ქროთის დააკვრევინა, მოკლე ფრთაზე კი ქოულზმა ოფლოუდი მიართვა ჯულიან სავეას, ვინაც აფრიკა კარიერაში პირველად დაალელოვა, თორემ ისე კი 43-ე ლელო ჩაიწერა * 15:7 @ 29

იანკისმა მეორე ტაიმის ქიქოფი კიდეს გადააცილა და მერე ერთი ჯარიმაც შეაგდო, ზელანდიამ კი თამაში გააჩქარა და სტუმართა დაცვა მთლად მოშალა.  მეტიც, ბოკეს სათადარიგო კვაჭმა, მალკომ მარქსმა დერეფანში მაგრად აურია

თითქო 10 ნომერიაო

კივთა ლელოები ასე დაიდო:  მესამეზე არდი სავეამ ბლომად იარა, ბენ სმითმა გაფლანგა მეტობა, არდიმ ახლოდან ოფლოუდი გაუხერხა არონ სმითს, ამან კი ბენი შეგზავნა * 22:10 @ 50

მეოთხეზე ბენმა მოაწყო სოლო, არონმა კი ხეირზე დიაგონალურად ბევრი იარა და ადევნებული არდი ახეირა * 29:13 @ 58

მეხუთეზე, 5-მეტრა დერეფნიდან, ზელანდიამ იქეთა ფრთამდე ჩაათამაშა ოვალი, აქეთკენ პასაობისას კი ქოულზმა - თითქო 10 ნომერიაო - ძაან შორს მიაწოდა დერეფნიდან ჩარჩენილ სემ ვაითლოქს * 34:13 @ 65

მალევე, იაპთა შეცდომის შემდეგ, თიჯეი პერენარა დაახტა ბურთს, მაგრამ ოვალი "ლელოს კიდეს" შეეხო, თუმღაცა იქვე, 5-მეტრა შერკინებიდან, ფაფ დეკლერკმა და იაკო კრილმა "თვალსა და ხელს შუა" გაატარეს მეტოქის ჰავბექი * 41:13

ძველებმა უდირიჟორეს

პერთში ავსტრალიამ არგენტინას იგივე დამართა, რაც შარშანდელი მსოფლიო თასის ნახევარფინალში - ბლიცი მოუწყო და 13 წუთში 21:0 გაუსწრო

მერე და მერე პუმები ათამაშდნენ - რაქი 117/35 - და ოფლოუდზეც შეიშალნენ 34/5;  სტუმრებს ბურთი დროის ლამის ორი მესამედი ეპყრათ;  ოზებიც ბლომად ჯარიმდებოდნენ - 19/8 პლუს 2 სინბინი, მაგრამ დაცვაში კი მედგრად იდგენ - ბოჭვა 143-54

ვოლაბებს რიგიანად უდირიჟორეს ძველებმა:  ვილ გენიამ ორი ლელო დადო, ქვეიდ ქუპერმა კი შექცეული პასებით სხვა ორი გამოაცხო.  და მაინც, მანვე ბოლო მეოთხედში ყოვლად უაზროდ რომ აძგერა მხარი  უბურთო ნიკო სანჩესს, გუნდი 10 წუთით კაცნაკლული დატოვა

ეულად მიუშვა

ოზთა პირველ ლელოზე ბერნარდ ფოლიმ გამოაქცუნა გადაკიდებული, მაიქლ ჰუპერმა კი ალამზე მიუშვა სამუ კერევი - 43 წამზე!

მეორეზე, დერეფნიდან, კერევიმ შიგნით ჩაირბინა და ქუპერმა შიგნითვე გაატანა დეინ ჰეილეთ-პეთის * 14:0 @ 9

მესამეზე გენია ეძგერა სანჩესს, ოვალი დააგდებინა, ფეხი მიუკრა და სპრინტი მოუგო "ბრამბიზ"ში მოღვაწე ტომას კუველის * 21:0 @ 13

პუმები მოხშირებულ ჯარიმებს ჯერ კიდეზე ურტყამდნენ, მერე კი კარში.  44 წუთზე სანტიაგო კორდერომ ჩათამაშებული რომ დაამიწა, ანგარიში 21:13 გახდა, მაგრამ ოზები უმალვე დაირაზმნენ

შონ მაკმანმა დერეფნიდან ჩამოიშორა ოთხი და გენია რაქიდან შეძვრა მოკლე ფრთაზე, ბურჯმა რამირო ერერამ კი რომ დაკარგა ოვალი, სამი ფაზის შემდეგ ქვეიდმა კარზე ეულად მიუშვა ჰუპერი * 33:13 @ 65

რვა გასვლა

ქუპერის სინბინზე ფაკუნდო ისამ ახლოდან იძალა, მაგრამ იქეთ იყო დასაჯარიმებელი "ორმაგი მოძრაობის" გამო, ბოლოს კი რის ჰოჯმა შორიდან შეაგდო ჯარიმა,  ავსტრალიამ ბონუსით იმარჯვა და მეორე ადგილზე შესკუპდა, ხოლო ზელანდია ჩემპიონი გახდა * 36:20

ვოლაბებმა ამით საშინაო პროგრამა დაასრულეს.  წლის ბოლომდე მათ 8 (რვა!) გასვლა ელით: 1\10 აფრ, 8\10 არგ @ თვიქნემ (ინგ), 22\10 ზელ (ბლედისლოუ3), 5\11 უელ, 12\11 შტლ, 19\11 სფრ, 26\11 ირლ, 3\12 ინგ

უიღბლო დევიდ პოქოქს მტევანი გაუტყდა და ვეღარ ითამაშებს.  ბექი დრუ მიჩელი "ტულონ"ში მიბრუნდა.  "ოლ ბლექსს" ფალავნობის ბოლომდე გამოაკლდნენ "ჩიფს"ელები - არონ ქრუდენი და სემ ქეინი, და ერთი თამაშით - ჯერომ კაინო (ბეჭი),  ბოკეს კი უბრუნდებიან პლეიმეიქერები - პეთ ლემბი და თვით ვილი ლერუ

 

ფალავნობა * 2016 * ოთხი ერი

მეოთხე რაუნდი

ზელანდია$ 41:13 აფრიკა

ზელ: ბ.სმით დეგ (სოპოანგა 68) ფეკიტოა ქროთი (ლინერთ-ბრაუნ 66) ჯ.სავეა <10-9> ბარეთ ა.სმით (პერენარა 64) / მუდი (ქროქეთ 46) ქოულზ (თეილორ 66) ო.ფრენქს (ფაუმუინა 54) რეთალიქ ვაითლოქ; კაინო (თოდ 53) ა.სავეა (რომანო 60) რიდ^კაპ - 6ლ: დეგ ჯ.სავეა ბ.სმით ა.სავეა ვაითლოქ პერენარა; 4გ ჯ: ბარეთ 

აფრ: ხუსენ (დეალენდე 51) ჰაბანა ჯ.კრილ დეიონხ ჰოუხარდ <10-9> იანკის (მ.სტეინ 60) დეკლერკ / მთავარირა (კიცჰოფ 60) სტრაუს^კაპ (მარქს 44) კოხ (ადრიანსე 72) ეცებეთ დიუტოი (მოსტერტ 63) ლოუ (ი.კრილ 60) მოჰოჟე (ალბერც 51) ვაითლი - ლ: ჰაბანა; გ 2ჯ: იანკის 

რეფ გარდნერ (ავს) 17/09 @ ქრაისთჩერჩ, ეიემაი (20 826)   ვიდეო

3:0(9) 3:7(20) 8:7(22) 15:7(29) 15:10(37) /
22:10(50) 22:13(53) 29:13(58) 34:13(65) 41:13(72)

ავსტრალია$ 36:20 არგენტინა

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კერევი (კურინდრანი 74) ფოლი ჰოჯ <10-9> ქუპერ სბ 68, გენია (ფიპს 68) / სიო სბ 33 (სლიპერ 61) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 49) კეპუ (რობერთსონ 61) სიმონს ქოულმენ (არნოლდ 61) მამ (ლპ.ტიმანი 68) ჰუპერ პოქოქ (სლიპერ 36-44, მაკმან 45) - 5ლ: კერევი ჰეილეთ-პეთი გენია (3 4) ჰუპერ; 4გ: ფოლი; ჯ: ჰოჯ

არგ: ტუკულეტ კორდერო მორონი გონსალეს-იგლესიას (ასკარატე 32-36) გონსალეს-ამოროსინო (ორლანდო 62) <10-9> სანჩეს (ასკარატე 68-71) კუველი (ლანდახო 62) / ტეტას-ჩაპარო (ნოგერა-პას 62) კრევი^კაპ (მონტოჟა 47) ერერა (პიერეტო-ეილან 66) ორტეგა-დესიო ალემანო; მატერა (კრემერ 66) ლეგისამონ (სენატორე 45) ისა (ასკარატე 72) - 2ლ: კორდერო ისა; 2გ 2ჯ: სანჩეს 

რეფ ბარნს (ინგ) 17/09 @ პერთ, ნიბ (16 202)   ვიდეო  

7:0(3) 14:0(9) 21:0(13) 21:3(23) 21:6(34სბ) /
21:13(44) 26:13(52) 33:13(65) სბ(68ავ) 33:20(72) 36:20(75)

 

ფალავნობა 2016 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

20/08

ავსტრალია

08:42

ზელანდია$

სიდნი [ბლ1]

 

 

აფრიკა

30:23

არგენტინა$

ნელსპრეიტ

შაბ

27/08

ზელანდია$

29:09

ავსტრალია

ველინგთონ [ბლ2]

 

 

არგენტინა

26:24

აფრიკა$

სალტა

შაბ

10/09

ზელანდია$

57:22

არგენტინა

ჰემილთონ

 

 

ავსტრალია

23:17

აფრიკა$

ბრისბენ

შაბ

17/09

ზელანდია$

41:13

აფრიკა

ქრაისთჩერჩ

 

 

ავსტრალია$

36:20

არგენტინა

პერთ

4 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

20

4-0

+117

24/03

169:052

4

ავსტრალია

9

2-2

-32

08/14

076:108

1

აფრიკა

6

1-3

-29

08/12

084:113

2

არგენტინა

5

1-3

-56

07/18

091:147

1

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

1/10

აფრიკა

19.00

ავსტრალია

პრეტორია

კვი

2/10

არგენტინა

02.10

ზელანდია

ბუენოს აირეს

შაბ

8/10

აფრიკა

19.00

ზელანდია

დურბან

 

 

არგენტინა

22.30

ავსტრალია

ლონდონ [ინგ]

შაბ

22/10

ზელანდია

10.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ3]

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/09)

1 ზელანდია 9630, 2 ინგლისი 8949, 3 ავსტრალია 8553,
4 აფრიკა 8430, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7 არგენტინა
8093, 8 საფრანგეთი 8075, 9 შოტლანდია 8044,
10 ფიჯი 7549, 11 საქართველო
7523, 12 იაპონია 7495

+/-:  ავს 51 არგ, ზელ 0 აფრ

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html