მეექვსედაც ბონუსით!

   ზელანდიამ ჯერარნახული შედეგით გაასრულა "სამხრეთის ფალავნობა" - ფინიშზე აფრიკაშიც ბარაქიანად იმარჯვა და მეექვსე ბონუსი მიითვალა

ტურნირის 12 მატჩში სულ 70 ლელო დაიდო.  მათგან ნახევარზე მეტი - 38 - კივთა ანგარიშზეა.  ამის მერე გასაკვირი აღარაა, რომ მელელოვეთა დოღში ექვსი (!) ზელანდიელი ბექი მოწინავეობს, "პლანეტ რაგბმა" კი ფალავნობის რჩეულში ხაზი ერთიანად ოლბლექებით - სმით დეგ ლინერთ-ბრაუნ ქროთი სავეა ბარეთ - დააკომპლექტა

შავებმა შარშანს აქეთ ზედიზედ მე-17 ტესტი მოიგეს, რითაც გაიმეორეს რეკორდი, რომელიც თავადვე დაემყარებინათ 1969 და 2014 წლებში, ხოლო აფრიკას - 1998 წელს.  შარშანწინ ზელანდია ავსტრალიამ დაამუხრუჭა - სიდნიში ფრე * 12:12 გაუგორა

ოზებმა 2012 წელსაც, ბრისბენში - ასევე ყაიმით * 18:18 - სერია 16-ზე გაუწყვიტეს მეზობელს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ამჯერად "ბლედისლოუს თასის" მესამე რკენა კივეთშია, სადაც "ოლ ბლექსს", 2009 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 44 ტესტი მოუგია, და ვერც ავსტრალიაა წელს ის გუნდი, იერარქია თავდაყირა რომ დააყენოს

საკუთარი შეიმუშავეთო

ზელანდია "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში იმდენად უსწრებს მდევრებს, რომ თუ სასწაული არ გაახერხა, მონაგარს ვერაფერს ჰმატებს ხოლმე.  ამჯერად სწორედ ასე მოხდა - ოლ ბლექსმა 42 ქულით სტუმრად (!) ძლია მესამეადგილოსანი და ლელოებითაც 9/0 გააბითურა ოდინდელი მეტოქე, ვინაც პირველად 58 წუთზეღა მოახერხა გამართულად შეტევა

ამით კივთა მაჩვენებელმა 27 წერტით მაინც იმატა და უწია 9657-ს, რაც, თუ სააგენტოებს დაეჯერებათ, უფრიადესი შედეგია 2003 წელსღა შემოღებული რეიტინგის ისტორიაში

ასევე რეკორდული ყოფილა 708 წერტიანი სხვაობა მეორეადგილოსან ინგლისთან, ვისი ოზი გურუც, ედი ჯოუნზი სრულიად რაგბეთს ურჩევს, ზელანდიური სტილის მიბაძვასა და ბრმად გადმოღებას გიჯობთ, საკუთარი შეიმუშაოთ და შავებს ეგრე აჯობოთო

40 გაცუდებული

სტატისტიკა თითქმის არასოდეს ტყუის და თუმც აფრიკა საათის თავზე ჯერაც მხოლოდ 7 ქულას აგებდა * 15:22, ცხადი იყო, რომ ბოლომდე ვერანაირად ვერ გაუძლებდა ზელანდიას, ვისაც მარქაფა სასტარტოს დონისვე ჰყავს, და ამით 80 წუთს მაგრად რაგბობს

აფრიკა ბურთის ფლობით 31-69% ჩამორჩა მეტოქეს, ტერიტორიით კი მეტადაც 24-76.  კივებმა ბევრად მეტი იპასავეს 220-91 და ირბინეს ბურთით 162-56.  ჰოდა, ნავარდის მეტრაჟი 754-148 გამოვიდა

ბოკეს 40 ბოჭვა გაუცუდდა, ოლ ბლექსს კი - სამადსამი!  ხაზის გაჭრის თანაფარდობაა 24-3, ოფლოუდისა 22-7, რაქიდან მიღებული ბურთისა 101-43, მოლისა კი, რაშიც უწინ აფრიკა ძალაობდა, 7-2

ტელერეფის სამართალი

ვიდრე ხელს სხვებიც გამოიღებდნენ, დუბლები შეასრულეს იზრაელ დეგმა (1 3), თიჯეი პერენარამ (2 5) და ბოდენ ბარეთმა (4 6).  ამან კარს ისევ ბლომად აცილა (ჯ 3გ), საპასუხოდ კი ბებერმა მორნეი სტეინმა შორიდან და კიდეებიდან იტანა

ლელოები ასე დაიდო:  პირველზე სტეინმა ჭკვიანურად გადაკიდა კუთხისკენ, მაგრამ ბურთი არ გადავიდა; კივებმა თავიანთი 22-დან წამოიღეს ოვალი; ვაისაკე ნაჰოლომ გამოჭრა ხაზი; ზელანდიამ, ბლომად წუნის მიუხედავად, მაინც უწია წითელ ზოლს; იქ სემ ვაითლოქს მიეცა მაგარი შანსი; მერე იყო უამრავი მიძალება, ბოლოს კი ჯერომ კაინომ ამოუგდო დეგს * 6:5 @ 22

მეორეზე, დერეფანში აგორდა მოლი და ენთონ ლინერთ-ბრაუნმა რომ დაგეზა პერენარა, ამას ბოჭვაზე ბურთი დაუვარდა და მერეღა ეწია მიზანს, მაგრამ სქოთმა ტელერეფმა, ჯიმ იუილმა მაინც ჩაუთვალა * 9:12 @ 33   მანვე სამართალი განაჩინა სირენის შემდეგ:  კივებს მოლით შეტანილი გაუუქმა, ესაოდა და ქიარან რიდი მოსწყდა მწყობრსო

ბარეთი 6-გან!

მეორე ტაიმის დასაწყისში, 20-ფაზიანი შტურმის ბოლოს, ბარეთმა ოფლოუდი მიართვა დეგს * 9:17,  მეოთხეზე კი პეთ ლემბს დარტყმაზე დაუფარა ლინერთ-ბრაუნმა და ბურთს ფეხი რომ მიჰკრა, ბარეთმა დაამიწა * 12:22 @ 55

საათის თავზე ბენ სმითმა აბრაგანი მოუხსნა ლემბს, ბარეთმა ხაზი გააჭრევინა რიდს, დეგმა კალათბურთულად გადმოუგდო დეინ ქოულზს, ამას კი პერენარა მიჰყვა * 15:29 @ 62

მეექვსეზე რომ უტევდა ლაიონელ მაპუ, სმითმა ბურთი გააგდებინა, ლიამ სქვაიერმა გაიჯეჯილა და ბარეთი ახეირა * 15:36 @ 71

მეშვიდე, დერეფნის კუდში აგდებას და მოლს მოჰყვა;  მერვეზე ისევ სქვაიერმა ირბინა 35 მეტრი და ბარეთი რომ დაგეზა, ამან შებოჭილმა ამოუგდო სმითს;  მეცხრეზე კი ბარეთის მიერ ფრთაზე გადაკიდებული ბრძოლაში იხელთა სმითმა და სქვაიერს მიაწოდა * 15:57 @ 8325

"ინდაბა" მოიწვიეს

ნამატჩევს ბოკეს მულატმა გურუმ, ალისთერ კუციამ ბოლოს და ბოლოს აღიარა, ბევრ რამეში ჩამოვრჩით, და ამიტომ იქეთა კვირაში, ქეიპთაუნში, სრულიად ქურციკეთის მწვრთნელთა და მახვშთა საბჭოს - "ინდაბას" ვიწვევო

ამას ბრენდან ფენტერი გაუძღვება, მედიამ კი კიდევ ამხილა კავშირი, ვინაც სარფს რომ დახარბდა, ბოკეს 5 ნოემბერს, ჳემბლიზე გაუხერხა დამატებითი თამაში - ბარბაროსებთან, რომელზეც ნაკრებს დააკლდება ერთბაშად 14 ლეგიონერი, რაკიღა მატჩი "ტესტების სარკმელს მიღმაა"

ლონდონში სამხრეთული რაგბი რომ იზიდავთ, ფალავნობის რკენა პირველად მოეწყო ეკვატორს ზემოთ - არგენტინამ ავსტრალია თვიქნემში გადაიპატიჟა, სანაცვლოდ მილიონი (!) შეირგო და ბარემ 50-ათასიანი აუდიტორიაც შეკრიბა

მსგავსი სცენარით

თამაში შარშანდელი მსოფლიო თასის ნახევარფინალის რემატჩად იყო ჩაფიქრებული და მსგავსი სცენარითაც წარიმართა - ვოლაბებმა პუმათა მიამიტური შეცდომებით იხეირეს და ისევ გაიმარჯვეს * 33:21

არგენტინას ისედაც აკლდა დაშავებული 8 ნომერი ფაკუნდო ისა, გამოცხადებული სიიდან კი კაპიტნის ვარჯიშზე ამოიშალნენ ბექები - ნიკო სანჩესი და მანუელ მონტერო

სამაგიეროდ, ავსტრალიამ ათამაშა მარბიელი ლიროი ჰიუსთონი, ვინაც 11-წლიანი ლოდინის შემდეგ შეიქნა დასაბამიდან 901-ე ვოლაბი

არგენტინას ფორტუნამ ზურგი შეაქცია: თამაშის დასაწყისშივე ლეო სენატორემ დაუფარა ვილ გენიას, სანტიაგო გონსალეს-იგლესიასმა კი დამფარებელზე წინიდან აიღო ბურთი და ლელო აღარ ჩაეთვალა

ექიმს წაუთაქა

ხოაკინ ტუკულეტმა კიდეს რომ ვერ უწია მოგერიება, დეინ ჰეილეთ-პეთიმ გამოაქცუნა ოვალი და რაქიდან ბურჯმა (!) სეკოპე კეპუმ უპასა ახმახ ადამ ქოულმენს - არადა, მენცრები ამტკიცებენ, დეინს ბოჭვაზე ბურთი წინ დაუვარდაო * 0:7 @ 6

ოზებმა "კისერში ჩავლებისთვის" პირველ ტაიმშივე მიიღეს ორი სინბინი, მაგრამ ლელო იქეთ შეიტანეს - აგუსტინ კრევიმ დერეფანს რომ გადააცილა ბურთი, გენიამ შეუტია, ჩათამაშებ-ჩამოთამაშების კვალად კი ქვეიდ ქუპერმა შორს მიაწოდა დინ მამს და ამან სამუ კერევი მიუშვა დაცვაზე * 5:18 @ 39

მეორე ტაიმში პუმებმა ორჯერ შეამცირეს ჩამორჩენა * 15:18 @ 47 და 21:25 @ 70, მაგრამ ჯერ მატიას ალემანოს დაუვარდა ბურთი და მაიქლ ჰუპერმა კერევი გააქცუნა, ბოლოს კი მამმა მოუხეშავი პასი ჩაუჭრა მარტინ ლანდახოს * 21:33 @ 77

და კიდევ, გენია რომ შეცვალა ნიქ ფიპსმა, მალევე წაუთაქა მეტოქის ექიმს - თამაში კი გაჩერებული იყო, მაგრამ ბურთს ხელი მაინც რა უფლებით ახლეო.  ჰოდა, ამაზე გუნდებიც წაკინკლავდნენ

 

ფალავნობა * 2016 * ოთხი ერი

ბოლო, მეექვსე რაუნდი

აფრიკა 15:57 ზელანდია$

აფრ: ლემბი ჰოუხარდ დეიონხ დეალენდე ჰაბანა <10-9> მ.სტეინ (ლერუ 64) დეკლერკ (მაპუ 68) / მთავარირა (კიცჰოფ 51) სტრაუს ^კაპ (მბონამბი 74) კოხ (რედლინჰეის 46) ეცებეთ (დეიახერ 46 სბ 72) დიუტოი; ლოუ (ი.კრილ 12) მოჰოჟე (ალბერც 46) ვაითლი - 5ჯ: სტეინ

ზელ: ბ.სმით დეგ ლინერთ-ბრაუნ ქროთი (მოალა 66) ნაჰოლო (სოპოანგა 63) <10-9> ბარეთ პერენარა (ქერ-ბარლოუ 68) / მუდი (ქროქეთ 51) ქოულზ (თეილორ 68 სბ 80+1) ო.ფრენქს (ფაუმუინა 66) რეთალიქ ვაითლოქ; კაინო (სქვაიერ 63) თოდ (ა.სავეა 56) რიდ^კაპ - 9ლ: დეგ (1 3) პერენარა (2 5) ბარეთ (4 6) თეილორ სმით სქვაიერ; 6გ: ბარეთ 3, სოპოანგა 3

რეფ გარსეზ (სფრ) 8/10 @ დურბან, ქინგს პარქ (51 500)   ვიდეო

3:0(5) 6:0(18) 6:5(22) 9:5(27) 9:12(33) ნახ(40+2) / 9:17(44) 12:17(50) 12:22(55) 15:22(59) 15:29(62) 15:36(71) სბ(72ა) 15:43(74) 15:50(78) სბ(80+1ზ) 15:57(80+4)

არგენტინა 21:33 ავსტრალია

არგ: ტუკულეტ მორონი ორლანდო დელაფუენტე მოჟანო (კუველი 58) <10-9> გონსალეს-იგლესიას ლანდახო / ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 68) კრევი^კაპ (მონტოჟა 66) ერერა (პიერეტო-ეილან 68) პეტი-პაგადისავალ (კრემერ 75) ალემანო; მატერა ორტეგა-დესიო სენატორე (ლეგისამონ 51) - 2ლ: ალემანო დელაფუენტე; გ 3ჯ: იგლესიას

ავს: ფოლაუ (კურინდრანი 79) ჰეილეთ-პეთი კერევი ფოლი ჰოჯ <10-9> ქუპერ გენია (ფიპს 64) / სიო (რობერთსონ 61) მორ^კაპ (ჰენსონ 75) კეპუ (ალაალატოა 61) არნოლდ (ფარდი 55) ქოულმენ სბ 31 (დაგლას 61) მამ ჰუპერ სბ 17, ტიმანი (ჰიუსთონ 70) - 4ლ: ქოულმენ კერევი (2 3) მამ; 2გ 3ჯ: ფოლი  

რეფ რეინალ (სფრ) 8/10 @ ლონდონ, თვიქნემ (48 515)   ვიდეო  

0:7(6) 0:10(11) სბ(17ავ) 5:10(21) 5:13(27) სბ(31ავ) 5:18(39) 8:18(40+2) /
15
:18(47) 15:25(51) 18:25(55) 21:25(70) 21:28(74) 21:33(77)

 

ფალავნობა 2016 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

20/08

ავსტრალია

08:42

ზელანდია$

სიდნი [ბლ1]

 

 

აფრიკა

30:23

არგენტინა$

ნელსპრეიტ

შაბ

27/08

ზელანდია$

29:09

ავსტრალია

ველინგთონ [ბლ2]

 

 

არგენტინა

26:24

აფრიკა$

სალტა

შაბ

10/09

ზელანდია$

57:22

არგენტინა

ჰემილთონ

 

 

ავსტრალია

23:17

აფრიკა$

ბრისბენ

შაბ

17/09

ზელანდია$

41:13

აფრიკა

ქრაისთჩერჩ

 

 

ავსტრალია$

36:20

არგენტინა

პერთ

შაბ

1/10

აფრიკა

18:10

ავსტრალია

პრეტორია

კვი

2/10

არგენტინა

17:36

ზელანდია$

ბუენოს აირეს

შაბ

8/10

აფრიკა

15:57

ზელანდია$

დურბან

 

 

არგენტინა

21:33

ავსტრალია

ლონდონ [ინგ]

6 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

30

6-0

+178

38/05

262:084

6

ავსტრალია

13

3-3

-28

13/16

119:147

1

აფრიკა

10

2-4

-63

08/22

117:180

2

არგენტინა

5

1-5

-87

11/27

129:216

1

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

22/10

ზელანდია

10.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ3]

სტატმოწინავენი

ქულა: 81 ბოდენ ბარეთ (ზელ; 53 ნიკო სანჩეს (არგ, ბერნარდ ფოლი (ავს; 42 მორნეი სტეინ (აფრ; 33 ელთონ იანკის (აფრ)

ლელო: 5 იზრაელ დეგ, ბენ სმით; 4 ბოდენ ბარეთ, თიჯეი პერენარა, ჯულიან სავეა, რაიან ქროთი (ზელ; 3 სამუ კერევი (ავს, სანტიაგო კორდერო (არგ)

პლანეტრაგბის რჩეული

ბექ) 15 ბენ სმით, 14 იზრაელ დეგ, 13 ენთონ ლინერთ-ბრაუნ, 12 რაიან ქროთი, 11 ჯულიან სავეა; 10 ბოდენ ბარეთ (ზელ, 9 ვილ გენია (ავს) /

ფორ) 1 ნაუელ ტეტას-ჩაპარო (არგ, 2 დეინ ქოულზ (ზელ, 3 ვინსენტ კოხ (აფრ; 4 ბროდი რეთალიქ (ზელ, 5 პიტერ-სტეფ დიუტოი (აფრ; 6 ჯერომ კაინო (ზელ, 7 მაიქლ ჰუპერ (ავს, 8 ფაკუნდო ისა (არგ)

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (10/10)

1 ზელანდია 9657, 2 ინგლისი 8949, 3(4) ავსტრალია 8533,
4(3) აფრიკა
8485, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7(8) საფრანგეთი 8075, 8(9) შოტლანდია 8044, 9(7) არგენტინა
8031,
10 ფიჯი 7549, 11 საქართველო
7523, 12 იაპონია 7495

+/-:  ავს 62 არგ, ზელ 27 აფრ

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html